განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010142219700084868
საქმე №1/აგ-81-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ივნისი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინა ხოლოაშვილი
მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე
გერონტი კახეთელიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ----------------ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 20 მარტის განაჩენით პ---------------- (დაბ. 1----–-–------------------------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და ძირითად სასჯელის სახედ და ზომა დაენიშნა 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი 3 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რეალურად მოსახდელად, ხოლო სასჯელის ნაწილი 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
პ----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო მისი დაკავების დღიდან 2014 წლის 18 მარტიდან.
2016 წლის 1 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით პ---------------- შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის განაჩენით პ---------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა პ----------------ს მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 20 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახლად დანიშნულ სასჯელს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოპუხდელი ნაწილი 2 წლით ტავისუფლების აღკვეთა - დაემატა ნაწილობრივ, კერძოდ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით, თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.
მასვე, საქართველოს კანონის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ მოთხოვნათა საფუძველზე, 3 (სამი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
პ----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო მისი დაკავების მომენტიდან 2016 წლის 12 დეკემბრიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
პ---------------- დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა პირობით ვადამდე 2 თვით და 10 დღით ადრე.
2019 წლის 5 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა პ----------------მ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის განაჩენის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 თებერვლის განაჩენის გადასინჯვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა წარმოდგენილი მასალები, მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ პ----------------ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის განაჩენით პ----------------ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ მარიხუანას ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტარციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მსჯავრდებული პ---------------- საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან უნდა გათავისუფლდეს და აქედან გამომდინარე აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეულ უფლებები.
რაც შეეხება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 20 მარტის განაჩენით პ----------------ს მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება, ვერ გავრცელდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება უნდა შევიდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის განაჩენში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ პ----------------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
პ---------------- გათავისუფლდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის განაჩენით დადგენილი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან;
პ----------------ს აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამორთმეული უფლებები.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. ხოლოაშვილი
მოსამართლეები: მ. კაპანაძე
გ. კახეთელიძე