განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100118002603674- 1ბ-505-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
6 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის მდივანი: გ------ი სვანიძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გ-------–---–-------
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: ვ---ლ თ------–---–ი, დაბადებული 1--- წლის 2------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №----------2, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----–-----–---------------------------–--
ადვოკატი: ლ---ნ ჯ------ე, ნ-----რ ც--–--ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, ან დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
კვალიფიკაცია: საქართველოს 111,143-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთა.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 თ-ბერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდბეულმა ვ---ლ თ------–---–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ-----რ ც--–--ემ და ითხოვეს ცვლილების შეტანა განაჩენში. კერძოდ: ვ---ლ თ------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 111,143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალსწინებულ დანაშაულის ჩადენაში უდანაშაულოდ ცნობა.
ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 12 ივლისს, ღამის საათ-ბში, თბილისში, დიდ დ------–-, მ--–----------------------------------------------–ი, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ---რ ი-–-------ს მეუღლე ვ---ლ თ------–---–მა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება, მწებავი ლენტის გამოყენებით, დაუბა ხელები და არ მისცა გადაადგილების შესაძლებლობა. მწებავი ლენტით დაბმულ თ---რ ი-–-------ს ვ---ლ თ------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელებითა და ფეხებით სცემა სხეულის სხვადასხვა ადგილებში, რის შედეგადაც თ---რ ი-–-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
დაზარალებულმა თ---რ ი-–-------მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ 2012 ვ---ლ თ------–---–მა შესთავაზა ოჯახის შექმნა, თუმცა ამ დროისთვის ვ---ლს ოჯახი ჰყავდა. 2014 წელს კასპიდან გადავიდნენ თბილისში საცხოვრებლად, მაგრამ მალევე დაეწყოთ გაუგებრობები და დაშორდნენ ერთმანეთს. ხოლო 2018 წელს კვლავ გადაწყვიტეს ერთად ცხოვრება და კასპიდან წამოვიდნენ თბილისში. ბინის ქირას ვ---ლი იხდიდა, დადიოდნენ მეგობრებთან და ვ---ლს აცნობდა ყველას, როგორც მის მეუღლეს. ვ---ლი ჰპირდებოდა, რომ ბედნიერ ქალად აქცევდა. ეჭვიანობის გამო კასპში სამსახურისთვის თავი დაანებებინა, არ აძლევდა სუნთქვის საშუალებას, რის გამოც 9 ივლისს მოუვიდათ შეხლა-შემოხლა და ყელზე დაზიანებებიც კი ჰქონდა. სახლიდან წამოვიდა, ვ---ლი კი სისტემატიურად უკავშირდებოდა, ემუქრებოდა და შეხვედრას სთხოვდა, ბოლოს დათანხმდა. 2018 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, ვ---ლი დახვდა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახლში შევიდნენ თუ არა ვ---ლმა გადაკეტა კარი და სინათლე გამორთო. ეგონა, მისაღებ ოთახში მაინც აანთ-ბდა, მაგრამ ის მაშინვე ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდა. დაარტყა ხელი სახის არეში, პირველივე დარტყმაზე დავარდა, დაცემულს ხელებს და ფეხებს ურტყამდა, რის გამოც გრძნობდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს. თან უყვიროდა, როგორ გაბედა სახლიდან წასვლა. ურტყამდა ბეჭებში, ფეხებში, თმებში წაავლო ხელი და მეტლახზე არტყმევინებდა თავს, თან ემუქრებოდა: ,,ხმა არ ამოიღო, მეზობლებმა არ გაიგონ, პატრული არ დაგვადგეს თავზე, თორემ აივნის კარის გაღებას და გადაგდებას წინ არაფერი უდგას, მზად ვარ იმისთვის, რომ წავიდე სროკზე და შენ არ გაცოცხლოო‘‘. მწებავი ლენტით შეუკრა ხელები და პირი და ასე შებოჭილს ხელებში ურტყამდა, ეგონა, ძარღვები დაუსკდებოდა. ურტყამდა გამთ-ნიამდე, ვიდრე არ დაიღალა.
მსჯავრდებულმა ვ---ლ თ------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2009 წელს იქორწინა თ----ა ზ------------ნ, ჰყავდა ორი შვილი და ცხოვრობდა კასპში. 2012 წელს კი ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა თ---რ ი-–-------სთან. თ---რს უნდოდა, რომ ცოლ-შვილი გაეყარა სახლიდან, რაც არ გააკეთა და დაშორდნენ ერთმანეთს, ხოლო 2018 წელს შერიგდნენ და წამოვიდნენ თბილისში. თ---რი მას სთხოვდა ცოლთან დაშორებას, რის გამოც ხშირად შორდებოდნენ ერთმანეთს და კვლავ რიგდებოდნენ. თბილისში ბინა იქირავა 700 ლარად, გადასახადებს თავად იხდიდა. თ---რს დაბადების დღეც გადაუხადა რესტორანში და მისი მეგობრებიც დაპატიჟა. სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ერთობლივი სურათიც კი დადო თ---რმა და მოლოცვებსაც მოკრა თვალი, მაგრამ ჩათვალა, რომ დაბადების დღეს ულოცავდნენ. თ---რისთან ერთად ნაქირავებ ბინაში თითქმის 2 თვე ცხოვრობდა. ეჭვიანობდა თ---რიზე, ვინაიდან ორი ღამე მის გვერდით არ იყო. ხოლო შემთხვევის დღეს რომ მივიდა სახლში ჰკითხა, თუ სად იყო, მან კი უპასუხა: ,,ბოლოს და ბოლოს, გაყრი თუ არა ცოლ-შვილს სახლიდანო?“ ვეღარ მოითმინა და ხელი შემოარტყა, დივანზე დავარდა, თვითონ კი თავს ვერ აკონტროლებდა. ბევრჯერ არ დაურტყამს, დაახლოებით ორ სამჯერ დაარტყა, თუმცა არც მთ-ლი ძალით და არც მსუბუქად. დაზიანებები თ---რს არ ეტყობოდა, მაგრამ ლოყა და თვალი ჰქონდა გასიებული, ანალგინი გაუკეთა. მწებავი ლენტები მოახსნევინა ხელებზე და პირზე, რომელიც სიფრთხილის გამო გაუკეთა, რათა მეზობლებს არ გაეგონათ. ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებას, ვინაიდან ხელით შეხებას სჯობდა ნორმალურად დალაპარაკებოდა.
მოწმე მა-----------–---–-- სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ბინის გაქირავების შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით დაუკავშირდა გოგონა. ადგილზე მივიდა მეუღლესთან ერთად. ვ---ლ თ------–---–ს და იმ გოგონას შეხვდნენ კორპუსთან, ბინა მოეწონათ და რამდენიმე თვით იქირავეს, მანამდე არცერთს არ იცნობდა, ორივემ დაუდასტურა, რომ ახალდაქორწინებულები იყვნენ. მიულოცა კიდეც მეუღლესთან ერთად. გადასცა ერთი ცალი რკინის გასაღები. კარი თუ გასაღებით არ დაიკეტებოდა, ავტომატურად, მიხურვით არ იკეტებოდა. თავდაპირველი თანხა იმ დღესვე გადაუხადა ვ---ლმა, შემდეგი თვის თანხა სახლში მიუტანეს, მესამე თვის გადასახადზე ურეკავდა, მაგრამ არ უპასუხეს, ამიტომ ბინაში მიაკითხა, კარი თ---რმა გაუღო, რომ შეხედა, სახეზე არ მოეწონა, აშკარად ნაცემი იყო.
სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმა, 2018 წლის 12 ივლისს თ---რ ი-–-------ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები, სისხლნაჟღენთ-ბისა და ნაჭდევების სახით, რომლებიც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად. ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთ-ლობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითით-ბულ თარიღს.
მოწმე გ------ი ილ-------ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ არ ყოფილა შემთხვევის თვითმხილველი და შემსწრე, თუმცა დისგან - თ---რ ილ-------სგან შეიტყო, რომ მეუღლე ვ---ლ თ------–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, აღუკვეთა თავისუფლება და ორი საათის განმავლობაში ჰყავდა დასკოჩილი. ამავეს ადასტურებს მოწმე ბ-----–-ა ხ-------–---–-ს გამოკითხვის ოქმიც.
თ---რ ი-–-------ზე განხორციელებული ძალადობის დამადასტურებელია ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც, რომლითაც გამოკვლეულ იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ნივთ-ბი, მათ შორის, მწებავი ლენტები, რომლებზე არსებულ მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევებზეც დაფიქსირებულია ადამიანის სისხლი. არც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და არც ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ასევე, არ გამხდარა სადავო დაცვის მხარის მიერ. შესაბამისად, მათში გადმოცემულ ინფორმაციას და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.
მოწმე თ----ა ზ--------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 10 წელია, ვ---ლ თ------–---–ის მეუღლეა. დაქორწინების შემდეგ მასთან ცხოვრობს კ---–-------------------–-, ჰყავთ ორი შვილი. 2013 წელს თ----ა (თ---რ) ილ-------სგან შეიტყო, რომ ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა ვ---ლთან, ის მოკლეტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა ტელეფონით, ასევე, ინტერნეტით. უნდოდა, რომ სახლიდან წასულიყო და თვითონ ყოფილიყო მისი ცოლი. 2014 წელს, როდესაც ბაღიდან შინ მიჰყავდა ბავშვი, დაინახა მისკენ, დედასთან ერთად, მიმავალი თ----ა (თ---რ) ი-–-------, რომელმაც ხელიდან გამოგლიჯა ტელეფონი, ხელი ჰკრა, დაბლა დააგდო და ეუბნებოდა, წასულიყო სახლიდან. ბავშვის ტირილზე დასახმარებლად გავიდნენ დედამთილი, მული და ძლივს დააღწია თავი. ამის შემდეგ ქმარი დაპირდა, რომ ეს ქალი აღარ გამოჩნდებოდა მის ცხოვრებაში. 2018 წლის ივლისამდე მასზე აღარაფერი გაუგია. ვ---ლი ავტომობილების იმპორტს და რეალიზაციას ახდენდა. ამერიკიდან ჩამოჰყავდა დაზიანებული ავტომობილები და შეკეთ-ბის შემდეგ ყიდდა. ამის გამო, ხშირად უწევდა ღამის სამსახურში გათ-ვა. პარალელურად, თვითონ ისევ იღებდა შეტყობინებებს, რომ თავმოყვარეობა არ ჰქონდა და ქმარს კისერზე ეკონწიალებოდა, ამ დროს სახლში იყო ვ---ლიც და შეტყობინება წაიკითხა. ქმარმა უთხრა, რომ ამ ადამიანთან პრობლემა ჰქონდა და მოაგვარებდა. როგორც გაიგო ,,BMW-ს‘‘ მარკის საკმაოდ ძვირადღირებული ა/მანქანა, რომელიც თავიდან ვ---ლ ბ-----------ე იყო გაფორმებული, განბაჟებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, გაფორმდა თ---რ ი-–-------ზე და ამ საბუთ-ბით აშანტაჟებდა ის. ვ---ლი ბოლოს 9 ივლისს ნახა, 10-ში თბილისში გამოაცილა, დაჰპირდა, რომ ყველაფერი მალე მოგვარდებოდა. რამდენიმე დღეში გაიგო, რომ ის ნაქირავებ ბინაში დააპატიმრეს.
2014 წელს კასპში, საბავშვო ბაღის მიმდებარედ, თ---რ ი-–-------სა და თ----ა ზ--------ს შორის ინციდენტი დაადასტურა მოწმე მ-----მ მ------–---–--ც, ასევე, მსჯავრდებულის დამ - მოწმე თ-ა თ------–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ თ----ა ზ-------- და მისი ძმა არასდროს დაშორებულან ერთმანეთს. ასევე, ძმისგან იცის, რომ ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა თ---რ ი-–-------სთან, ის ფეხმძიმედაც იყო და სთხოვდა ცოლად მოყვანას, მაგრამ, რადგან მისი ძმა არ გაშორდა ცოლს, ხელოვნურად შეწყვიტა ორსულობა და მერე გაწყვიტეს ურთიერთობაც. 2018 წლის გაზაფხულზე მათ აღუდგენიათ ურთიერთობა. ძმასთან ჰქონდა ყოველდღიური კომუნიკაცია და ერთად ცხოვრობდნენ სახლში, თუმცა ხანდახან სახლში არ იყო ხოლმე, ხშირად აუქციონები იმართ-ბოდა და სამსახურში რჩებოდა, ხან ფოთში მიდიოდა მანქანის ჩამოსაყვანად. ძმის თბილისში ცხოვრების შესახებ გაიგო, როდესაც ვ---ლის დაკავებამდე 2-3 კვირით ადრე რძალს შეტყობინება მიუვიდა, სადაც თ----ა ი-–------- წერდა, როდემდე უნდა იყო შენს ქმარზე გადაკიდებული, ხომ ხედავ, რომ სხვა ქალთან დადისო. მაგ პერიოდში ერთად ცხოვრობდნენ თუ არა, არ იცის.
მოწმე ვ---ლ ბ---------- სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ვ---ლმა, მას შემდეგ, რაც თვითონ ბანკში პრობლემები შეექმნა, ვერავინ ნახა ბიჭებიდან, ვისზეც გადააფორმებდა ა/მანქანას და ბოლოს მეგობარ თ----ა ი-–-------ზე გადააფორმა.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათ-ლი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელ---ნტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთ-ს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ოჯახში ძალადობის განმარტებას არ იძლ--- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
ის, რომ მსჯავრდებულმა ვ---ლ თ------–---–მა თ---რ ილ-------ს კონსტიტუციური უფლება - პატივისა და ღირსების ხელშეუვალობის უფლება დაარღვია მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. დაცვის მხარის მიერ დავის საგანს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ თ---რ ი-–------ე არ იყო ვ---ლ თ------–---–ის ოჯახის წევრი და მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა. თუმცა სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ მართალია ვ---ლ თ------–---–ს ჰყავდა მეუღლე და შვილები, მაგრამ მან დატოვა ისინი და თ---რისთან ერთად წამოვიდა თბილისში საცხოვრებლად, იქირავეს ბინა, რომლის გადასახადს იხდიდა მსჯავრდებული და ეცნობოდა ყველას, როგორც მისი მეუღლე. თავად ვ---ლ თ------–---–მაც დაადასტურა, რომ თბილისში ცხოვრობდა თ---რ ი-–-------სთან ერთად და ბინის ქირასა და ხარჯებს თავად ანაზღაურებდა, თ---რის დაბადების დღეც კი გადაუხადა რესტორანში მეგობრებთან ერთად, სოციალურ ქსელ „ფეისბუქზეც“ დადეს საერთო ფოტო, აქედან გამომდინარე, შეიძლება სასამართლომ დაასკვნას, რომ მსჯავრდებულსა და დაზარალებულს ურთიერთობა დამალული არ ჰქონიათ და ისინი ერთად ცხოვრობდნენ, ხოლო ის ფაქტი, რომ ვ---ლ თ------–---–მა მოჰკრა თვალი სოციალურ ქსელ „ფეისბუკ“ გვერდზე მილოცვებს და იფიქრა, რომ თ---რ ი-–-------ს დაბადების დღეს ულოცავდნენ, არ არის გულწრფელი, ვინაიდან ნეიტრალური მოწმე მა-----------–---–-- სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ბინის სანახავად მივიდნენ ვ---ლ თ------–---–ი და თ---რ ი-–------- და მათ დაუდასტურეს, რომ ახალდაქორწინებულები იყვნენ.
პალატა განმარტავს, რომ არარეგისტრირებული ქორწინება, იგივეა რაც „არაოფიციალური ქორწინება“, რომლის დროსაც ქალსა და მამაკაცს შორის ცოლ-ქმრული ურთიერთობა არაა ოფიციალურად რეგისტრირებული. სხვა, მხრივ მათი ურთიერთობა სრულიად ემთხვევა ცოლსა და ქმარს შორის ურთიერობას. დაზარალებულ თ---რ ი-–-------სა და მსჯავრდებულ ვ---ლ თ------–---–ს შორის ურთიერთობა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით სრულიად შეესაბამება ოფიციალურ ქორწინებაში მყოფი პირების ურთიერთობას, (ერთად ოჯახად ცხოვრება, ერთმანეთზე ზრუნვა, საზოგადოებაში თავის ცოლ-ქმრად წარმოჩინება, ა.შ.). პალატას მიაჩნია, რომ პირის არაოფიციალურ ქორწინებაში ყოფნის ფაქტს, ვერ გამორიცხავს, მისი, სხვა პირთან ოფიციალურ ქორწინებაში ყოფნა, ამდენად, დაცვის მხარის აპელირებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანს ვისაც ჰყავს ცოლი და შვილები, მისი მხრიდან სხვა პირთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნა ავტომატურად შეუძლებელია პალატა არ ეთანხმება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, “საქართველოს მოქალაქე ზ------------- საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თ---შობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთ-ბელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თ---შობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. მოცემულ შემთვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რომ ვ---ლ თ------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ
თავისუფლების უკანონო აღკვეთა
დაზარალებულმა თ---რ ი-–-------მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ცემის პარალელურად, ვ---ლ თ------–---–მა პარკიდან, რომელიც მისვლისას ხელში ეჭირა, ამოიღო მწებავი ლენტი და შეუკრა ხელები, ასევე, დაახვია პირზე, თან სახვევის ქვეშ ნაჭერი ჩაუდო, რომ არ ეყვირა. დიდი ხნის განმავლობაში იყო შეკრული, ფიქრობდა, რომ ხელებზე სისხლძარღვები დაუსკდებოდა, შეკრულ ხელებშიც კი ურტყამდა. შემდეგ მარცხენა ხელის კუნთში ნემსი გაუკეთა. დივანზე იჯდა, მობილურით ვერსად დარეკავდა, სახლს ვერ დატოვებდა, რადგან დაკეტილი იყო, თან ვ---ლი გასვლის საშუალებას არ მისცემდა, თავზე ედგა და ურტყამდა. ემუქრებოდა, დღეიდან შენი ცხოვრება დასრულდა და თუ სადმე გავალ, სკამზე დაბმულს დაგტოვებ, რომ აივანზე არ გახვიდე და მეზობლებს არ სთხოვო დახმარება, რომ გშიოდეს და კვდებოდეო, შენი ცხოვრება სკამზე დაბმული დასრულდა და მორჩაო. ყველაფერი გამთ-ნიისას დამთავრდა, როცა ვ---ლიც დაიღალა. ელაპარაკებოდა, პატიებას სთხოვდა, უნდოდა, დამშვიდებულიყო, არადა, საბოდიშო არაფერი ჰქონდა. ბოლოს ვ---ლი დამშვიდდა და დაიძინა, ამ დროს თვითონაც მასთან იყო საძინებელ ოთახში. მოახერხა და შეკრული ხელებით ჩამოიწია მწებავი ლენტი, ნაჭერიც გადააგდო. გაანალიზა მომხდარი, მოძებნა გასაღები, რითაც სახლი ჰქონდა დაკეტილი ვ---ლს და პოლიციაში წავიდა.
ვ---ლ თ------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ბინაში არსებული მწებავი ლენტი თ---რ ი-–-------ს ხელებზე, პირსა და თავზე მოახვია, რათა მეზობლებს არ გაეგო მისი ყვირილის ხმა. როდესაც დაწყნარდა და დაინახა, რომ თ---რს ისევ სახეზე ჰქონდა ლენტი, არადა შეეძლო, თვითონაც აეხსნა, თავისი ხელით მოახსნევინა. დაზიანება დიდად არ ეტყობოდა, მაგრამ ლოყა და თვალი ჰქონდა გასიებული, შეეცოდა და ანალგინის ინექცია გაუკეთა. დაწყნარდნენ და შეთანხმდნენ, დაეძინათ და საკითხი დაწყნარებულ გულზე გაერკვიათ. დილას კი გამომძიებელმა გააღვიძა და უთხრა, რომ დაკავებული იყო.
მოწმე თ-------- ფეიქრიშვილის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, ვ---ლ თ------–---–ი დააკავეს დიდ დ------–- მდებარე ბინაში. კარი გასაღებით არ იყო დაკეტილი, ხელით იღებოდა. მათი მისვლისას ვ---ლ თ------–---–ი მწოლიარე და, სავარაუდოდ, ჩაძინებული იყო, არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. თქვა, რომ იქ გოგოსთან ერთად ცხოვრობდა, ცოლ-შვილი მიატოვა და კასპიდან მასთან საცხოვრებლად წამოვიდა. ბინა არეული იყო, ეყარა წებოვანი ლენტები, ნემსი და სხვა ნივთ-ბი. დაკავების შემდეგ ვ---ლ თ------–---–ი გადაიყვანეს განყოფილებაში.
ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N006075918 დასკვნით, რომელიც უდავო მტკიცებულებას წარმოადგენს, დადგენილია, რომ მწებავ ლენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, მწებავი ლენტებიდან ამოღებული თმის ღერების გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ---რ ი-–-------ს. ამასთან, მწებავ ლენტებზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის თ---რ ი-–-------ს, ხოლო მინორული წილი - ვ---ლ თ------–---–ს. ასევე, შერეული პროფილის არსებობა დადგინდა მწებავი ლენტის ხვიაზეც.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელ---ნტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთ-ბული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ვ---ლ თ------–---–ი დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთა. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ძირითადი ობიექტია ადამიანის ხელშეუხებლობა და მისი თავისუფალი გადაადგილების უფლება, ხოლო ფაკულტატურ ობიექტს წარმოადგენს სხვა პირის სიცოცხლე, ჯანმრთ-ლობა და ღირსება. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, რაც შეიძლება განხორციელდეს როგორც მოქმედებით, ასევე უმოქმედობით. ამასთან, დანაშაულის დამთავრებულად ცნობისთვის არ არის საჭირო ამ ქმედებას მოჰყვეს რაიმე მძიმე შედეგი. დანაშაული დამთავრებულია სხვა პირის თავისუფლების უკანონო აღკვეთის მომენტიდან, შესაბამისად, სახეზეა ფორმალური შემადგენლობა. თავისუფლების უკანონო აღკვეთა დაკავშირებულია პირის იძულებით დაკავებასთან, როცა მას ფაქტობრივად (ობიექტურად), წართმეული აქვს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რომლის ხანგრძლივობას ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. ამასთან, ფსიქიკური ძალადობა, როდესაც პირს წაუყენებენ მოთხოვნას, არ გავიდეს სახლიდან, მხოლოდ მაშინ ჩაითვლება თავისუფლების უკანონო აღკვეთად, როდესაც მუქარა იმწუთიერია. თავისუფლების უკანონო აღკვეთა დენადი დანაშაულია. მისი ჩადენა იწყება, როცა პირს ფაქტობრივად წაართვეს გადაადგილების უფლება და შემდეგ უწყვეტად მიედინება, ვიდრე არ მოხდება მსხვერპლის გათავისუფლება. ამასთან, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ამსრულებელი არის ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს (14 წელს) მიღწეული შერაცხადი პირი და მისი ჩადენა ხდება მხოლოდ პირდაპირი განზრახვით - პირს გაცნობიერებული აქვს, რომ სხვას უკანონოდ აღუკვეთს თავისუფლებას და სურს ეს.
სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულს მხოლოდ ხელები ჰქონდა შეკრული და მას თავისუფლად შეეძლო ფეხით გადაადგილება. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც თ---რ ი-–-------ს შეკრული ჰქონდა ხელები, ხოლო მსჯავრდებული მასზე ახდენდა როგორც ფიზიკურ (რაც გამოიხატა გასასვლელი კარის ჩაკეტვასა და დაზარალებულის ხელების მწებავი ლენტით დბმასა და პირის აკვრაში), ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობაში (რომელიც გამოიხატებოდა დაზარალებულისათვის სახლიდან გასვლის აკრძალვაში და სკამზე დაბმის მუქარაში), დაზარალებულს სწორედაც აღკვეთილი ჰქონდა თავისუფლად გადაადგილების საშუალება. ამას მოწმობს, ასევე დაზარალებულის ქცევა, რომ ხოლოდ მსჯავრდებულის დაძინების შემდეგ მოახერხა კარის გასაღების მოძებნა და სახლიდან გამოპარვა. აღნიშნული გარემოებები კი უდაოდ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დაზარალებულს აღკვეთილი ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების საშუალება.
განხილული მტკიცებულებებისა და ფაქტების ერთობლიობაში შეფასებით, სასამართლოს მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი უტყუარი და დამაჯარებელი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილია, რომ ვ---ლ თ------–---–მა 2018 წლის 12 ივლისს, ღამით, თბილისში, მელიქ-სურხავის ქ.N9ა, ბინა N23-ში, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ---რ ი-–-------ს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენცია, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 22 სექტემბრის N561 დადგენილებით, მონაწილე სახელმწიფოებს ავალდებულებს, მიიღონ ყველა საჭირო ზომა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის ყველა საკითხში, მათ შორის, იმ საკითხებში, რომლებიც ეხება ქორწინებასა და ოჯახურ ურთიერთობას, და მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყონ თანაბარი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინების პერიოდში, ასევე, განქორწინების დროს.
იმას, თუ როდის მოხდა თ---რ ილ-------ს გათავისუფლება, კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ისევე, როგორც დანაშაულის კვალიფიკაციისთვის განმსაზღვრელი არ არის, დაზარალებულმა თვითონ მოიხსნა წებოვანი ლენტი თუ მსჯავრდებულმა მოხსნა. ზემოთ განხილული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ვ---ლ თ------–---–მა ჩაიდინა თ---რ ილ-------ს უკანონო თავისუფლების აღკვეთა.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, არ დგინდება მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვ---ლ თ------–---–მა ჩაიდინა მასთან არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფი თ---რ ილ-------ს მიმართ ძალადობა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა, დანაშაულები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის და 111,143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ---ლ თ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი ჯანმრთ-ლობის მდგომარეობა,ვ---ლ თ------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთ-ბა:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის/მსჯავრდებულისპასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებული ფიზიკური პირის უფლების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო აგრეთვე, ყურადღებას ამახვილებს, რომ მსჯავრდებულის მიერ განხორცილებულმა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია თ---რ ილ-------ს კონსტიტუციური უფლების - თავისუფალი გადაადგილების უფლების დარღვევა, რისი გათვალისწინებითაც, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მსჯავრდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენება, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბრალდებულების შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავეთა რესოციალიზაციას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 თ-ბერვლის განაჩენი ვ---ლ თ------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთ-ბული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია. ამავე მუხლის ,,გ‘‘ ქვეპუნქტის მიხედვით, სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა – ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულებების სახით არსებული ,,სამსუნგისა‘‘ და ,,აიფონის‘‘ ფირმის მობილური ტელეფონები დაუბრუნდეს მათ კანონერ მფლობელს; ერთი ცალი მწებავი ლენტი; ერთი ცალი შპრიცი, მცირეოდენი სითხით; ერთი ცალი შპრიცის ნემსის დამცავი; ერთი ცალი ამპულა, მცირეოდენი სითხით; მწებავი ლენტი, თმის მსგავსი ღერებით; სისხლისა და ნერწყვის ნიმუშები განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვ---ლ თ------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-----რ ც--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 თ-ბერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ვ---ლ თ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და 111143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
სსკ-ის 111143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ვ---ლ თ------–---–ს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ვ---ლ თ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2018 წლის 12 ივლისიდან.
ვ---ლ თ------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები - ,,სამსუნგისა‘‘ და ,,აიფონის‘‘ ფირმის მობილური ტელეფონები დაუბრუნდეს მათ კანონერ მფლობელს; ერთი ცალი მწებავი ლენტი; ერთი ცალი შპრიცი, მცირეოდენი სითხით; ერთი ცალი შპრიცის ნემსის დამცავი; ერთი ცალი ამპულა, მცირეოდენი სითხით; მწებავი ლენტი, თმის მსგავსი ღერებით; სისხლისა და ნერწყვის ნიმუშები განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მიექცევა აღსასრულებლად.
განაჩენი მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადში შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. ჯეირანაშვილი