განაჩენი

სისხლის სამართლის 18.06.2019
საქმის ნომერი
330100119002880074
ინსტანცია
თარიღი
18.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100119002880074

საქმე №1ბ/818-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ივნისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა

 

გიორგი სვანიძის მდივნობით,პროკურორის: ნა---------–-ს

მსჯავრდებულის: ზუ-------------–---–-ს

ადვოკატის: ნა---------------ს

 

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ზუ-------------–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზუ---------------------------–---–-ს მიმართ (პ/ნ 0----------), დაბადებული 1------–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განთლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–----------------------–-------------------ში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის განაჩენით, ზუ-------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ზუ-------------–---–ს სასჯელად განესაზღვრა 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ზუ-------------–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 27 იანვრიდან.

ზუ-------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება, ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

ზუ-------------–---–-ს დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 27 იანვარს, დილის საათებში, ქ------–--–---------------–-----------–---------------ში, ამავე მისამართზე მცხოვრებმა ზუ-------------–---–მა სცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა დედამისის - ლი--------–----ს კუთვნილ საფულეს, მასში არსებული ფულადი თანხით 30 (ოცდაათი) ლარისა და 20 (ოცი)ევროს ოდენობით. მას შემდეგ, რაც ზუ-------------–---–მა დედამისის საწოლიდან ფარულად აიღო საფულე და აპირებდა სახლიდან გასვლას, იგი შემჩნეულ იქნა ლი----------–----ს მიერ, რომელმაც დაიბრუნა თავისი კუთვნილი საფულე. აღნიშნულის შემდეგ, ზუ-------------–---–მა მაგიდიდან აიღო დანა და სთხოვდა დედამისს თანხის მიცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული დანის გამოყენებით იმუქრებოდა საკუთარ სხეულზე დაზიანებების მიყენებით, რითაც ლი--------–---ს აიძულებდა ზემოთ მითითებული, ამ უკანასკნელის კუთვნილი თანხის გადაცემას. აღნიშნულით შეშინებულმა ლი--------–---მა გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რომლებმაც ზუ-------------–---–- დააკავეს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ითხოვა ჯარიმის, ან პირობითი მსჯავრის სახით სასჯელის განსაზღვრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ ზუ-------------–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად იქნა დადასტურებული საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა.

პალატა ნაწილობრივ იზიარებს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით და მოცემულ შემთხვევაში, მიზანშეწონილად მიიჩნევს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გამოყენებას.

პალატა, სასჯელის განსაზღვრისას, მხედველობაში იღებს ჩადენილი ქმედების სახეს, დამდგარ შედეგს, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულმა, სამართალწარმოების მთელ სტადიაზე აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადაოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებული ნასამართლობის არმქონეა, ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე უმუშევარია და მსჯავრდებული ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიჩნევს, რომ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის განაჩენში, სასჯელის შემსუბუქების კუთხით შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ზუ-------------–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

3.ზუ-------------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელიდან 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6(ექვსი)თვე ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ზუ-------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელიდან 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6(ექვსი)თვე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი)წელი;

4.მსჯავრდებულ ზუ-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს - 2019 წლის 27 იანვრიდან.

5.პირობითი მსჯავრის მოხდის განმავლობაში მსჯავრდებულ ზუ-------------–---–ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

6.ნივთიერი მტკიცებულებები:

-ნიმუშები და ანაწმენდები - განადგურდეს.

- დანა, საფულე, 1 ცალი 5-ლარიანი კუპიურა - გადაეცეს კანონიერ მფლობელს.

-ფოტოსურათები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

7. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ.მაჭავარიანი