განაჩენი

სისხლის სამართლის 17.06.2019
საქმის ნომერი
330100118002701563
ინსტანცია
თარიღი
17.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002701563

საქმე №1ბ/881-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მსჯავრდებულ ი-----------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ---------------ის და თბილისის პროკურატურის შ.ს. სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნ----------–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ი-----------–---–ის, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №3----------), საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ს-----------------------------–-–---–---–---------------------–--------------------–--–-------------–----------------------------------–---------------------------ში, მიმართ, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი-----------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

 

ი-----------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის სექტემბრიდან ი-----------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ზ--------------ესთან. თანაცხოვრების პერიოდში ი-----------–---–ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ზ--------------ეს, რომელიც აღნიშნულის შედეგად განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

2018 წლის 2-------------ს, დაახლოებით 21:00 საათზე, ი-----------–---–ი და ზ--------------ე, მათ მცირეწლოვან შვილთან, 1 წლის და 3 თვის ნ--------–---–თან ერთად, იმყოფებოდნენ სახლში, მდებარე ქ-------–--–-------------–-----------------------------------–----------------------------ში. ოჯახურ საკითხებზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, ი-----------–---–მა, რომლისთვისაც ცნობილი იყო, რომ მისი მეუღლე - ზ--------------ე იყო 36 კვირის ორსული, ამ უკანასკნელს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამავდროულად, მარცხენა ხელი მოუჭირა კისერზე, ხოლო მარჯვენა ხელით აიღო სკამი და ემუქრებოდა აღნიშნული სკამის ჩარტყმით. ამის შემდეგ ზ--------------ე წააქცია ლოგინზე, ხოლო სკამი ისროლა იმ მიმართულებით, საითაც იმყოფებოდა მცირეწლოვანი ნ--------–---–ი. აღნიშნულის გამო ზ--------------ის მიერ გამოთქმულ საყვედურზე, ი-----------–---–მა მას კვლავ მოუჭირა ხელი სახეზე, თან უყვიროდა, რომ გაჩუმებულიყო, თორემ მოკლავდა. ზ--------------ის შეპასუხებაზე, რომ ის მონა არ იყო და მასაც ჰქონდა აზრის გამოთქმის უფლება, ი-----------–---–მა აიღო მაგიდაზე არსებული სამზარეულოს დანა, რომელიც მიუშვირა ზ--------------ეს და დაემუქრა, რომ, თუ არ გაჩუმდებოდა, ღორივით დაკლავდა. ზ--------------ეს გაუჩნდა აღნიშნული მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ამასთანავე, ი-----------–---–ის მხრიდან ფიზიკურმა ძალადობამ მასში გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ხოლო კონფლიქტით შეშინებულმა მცირეწლოვანმა ნ--------–---–მა დაიწყო ტირილი. აღნიშნულზე ზ--------------ემ მეუღლეს განუცხადა, რომ ძალადობაზე არ გაჩუმდებოდა, რის გამოც ი-----------–---–მა აიღო მეუღლის მობილური ტელეფონი და შევიდა აბაზანაში. ზ--------------ემ იპოვა სახლში ძველი ტელეფონი, რომლითაც შეძლო 112-ზე ზარის განხორციელება და საპატრულო პოლიციის გამოძახება. შემთხვევის ადგილზე გამოძახებული პატრულ-ინსპექტორების მიერ ი-----------–---–ი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით, მეუღლის - ზ--------------ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის განაჩენით:

 

ი-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ი-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ი-----------–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ი-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 23 სექტემბრიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ---------------ემ და თბილისის პროკურატურის შ.ს. სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ნ----------–მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი დ---------------ე ითხოვს ი-----------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით.

 

თბილისის პროკურატურის შ.ს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი ნ----------–ი სააპელაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანას ი-----------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით, კერძოდ, მსჯავრდებულისთვის დანაშაულისთვის დადგენილი სანქციის ფარგლებში თავისუფლების აღკვეთის სახით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომის გამოყენებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა მსჯავრდებულ ი-----------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ---------------ისა და თბილისის პროკურატურის შ.ს. სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნ----------–ის სააპელაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ი-----------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ი-----------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულ ზ--------------ის ჩვენების, მოწმეების - ს------------------ის, დ--------------–---–ის, ი-----------------ის, ი---------–-----–-–---–ის, რ---------------–--ს ჩვენებების, ექსპერტების - ლ--------–------ს, გ---–--------------–---–ის ჩვენებების, ზ--------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციის, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის №2----–- დასკვნის, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის, ჩაჩავას კლინიკის ცნობის, ამოღების ოქმის, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გაანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ი-----------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი, მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ---------------ე ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ი-----------–---–ის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენის ბრალდებულის სასარგებლოდ შეცვლას უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის კუთხით. აპელანტი აღნიშნავს, რომ ი-----------–---–ის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენის ერთადერთ საფუძველს და პირდაპირ მტკიცებულებას წარმოადგენს ზ--------------ის ჩვენება. მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი მუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ი-----------–---–ს სურდა მისი მეუღლის დამშვიდება, რაც მან ამ უკანასკნელისთვის პირზე ხელის აფარებით სცადა. აპელანტი აღნიშნავს, რომ ი-----------–---–ი არაერთხელ იქნა გაფრთხილებული მეზობლებისგან, თუ მისი მეუღლე თავს არ დაანებებდა ყვირილს, ისინი გამოიძახებდნენნ პოლიციას და სწორედ ამის გამო შეეცადა ი-----------–---–ი აგრესიულ მდგომარეობაში მყოფი ორსული მეუღლის შეჩერებას, რა დროსაც, ზედმეტი ძალის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა მას. გარდა ამისა, აპელანტის აზრით, სასჯელის შემსუბუქებისას გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ი-----------–---–ი ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს და იგი წარსულში არასდროს ყოფილა სამართალთან კონფლიქტში. (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის, დ---------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ ი-----------–---–ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის შემსუბუქების შესახებ. აპელანტის არგუმენტი აღნიშნული მოთხოვნის თაობაზე, რომ მსჯავრდებულ ი-----------–---–ის მხრიდან განხორციელდა არა ძალადობისკენ მიმართული აქტიური ქმედება, არამედ ის უბრალოდ შეეცადა მეუღლისათვის პირზე ხელის აფარებით დაემშვიდებინა ეს უკანასკნელი და რომ ი-----------–---–ის ბრალეულობის ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას წარმოადგენს ზ--------------ის ჩვენება - ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო პალატის მიერ. პალატა აცხადებს, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული ზემოხსენებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა ი-----------–---–ის მიერ ზ--------------ის მიმართ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ძალადობრივი ქმედებების ფაქტები.

 

საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

 

ევროპის საბჭოს კონვენციით „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნების უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად, სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) კი გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისთვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. მართალია, ი-----------–---–ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რასაც იგი აღიარებს და ინანიებს, მიუხედავად ამისა, სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

აღსანიშნავია, რომ კანონმდებელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 და 151-ე მუხლების დამამძიმებელ გარემოებებად მიიჩნევს ოჯახში ძალადობას და მუქარას წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი კი სასამართლოს ასევე ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ი-----------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებების განხორციელების სახესა და ხერხზე, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებაზე, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომაზე, კერძოდ, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ ი-----------–---–ის მხრიდან მეუღლეზე ძალადობრივი ქმედებები განხორციელდა მძიმე ფორმებით, კერძოდ, ი-----------–---–მა მეუღლის მხრიდან სრულიად უწყინარი შეთავაზების გამო, რომ მშობიარობისა და ახალშობილის მოვლისათვის საჭირო, გასესხებული თანხა გამოერთმია მშობლებისათვის, 36 კვირის ორსულ მეუღლეს ყელში წაუჭირა ხელები, გადააწვინა საწოლზე, ცდილობდა სკამის ჩარტყმას, აიღო სამზარეულოს დანა და ემუქრებოდა „ღორივით დაკვლით“, შემდეგ წაართვა მობილური ტელეფონი, რათა დაზარალებულს არ დაერეკა პატრულში, ხოლო სამართალდამცავების მოსვლის შემდეგ კვლავ დაემუქრა მეუღლეს, რომ „მოუწევდა მისი ხელიდან სიკვდილი.“ ამ ყველაფერს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი, რომელმაც ძალიან განიცადა მომხდარი და იტირა. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ ოჯახური ძალადობის შემთხვევებში ძალადობის მსხვერპლნი ასევე არიან ბავშვები, როგორც მათზე ძალადობის უშუალო, პირდაპირი მოქმედებით, ასევე არაპირდაპირი - დედაზე, ან ოჯახის სხვა წევრზე განხორციელებული ძალადობის მოწმედ ყოფნით, რაც მათში იწვევს შიშს, წარმოშობს დაუცველობისა და უკონტროლობის შეგრძნებას. დაზარალებულის ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ ქორწინების პერიოდში მეუღლე ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ზოგჯერ საწოლში დაძინების უფლებასაც არ აძლევდა, რის გამოც იძულებული იყო იატაკზე დაეძინა. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზი ცხადჰყოფს, რაოდენ მყარი იყო მსჯავრდებულის დანაშაულებრივი ნება, ძალადობრივი ქმედებები განეხორციელებინა ორსული მეუღლის მიმართ.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტს წარმოადგენს ქალის და მოცემულ შემთხვევაში ორსული ქალის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რაც ვერ იქნება გადაწონილი საჩივარში მითითებული არგუმენტებით. ნიშანდობლივია, რომ ფიზიკურ ძალადობას ოჯახში, ორსული ქალის მიმართ, გააჩნია განსაკუთრებულად მძიმე ხასიათი, აქვს დამანგრეველი გავლენა მსხვერპლზე და საფრთხეს უქმნის ასევე ნაყოფს. შესაბამისად, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და ვერ გახდება სასჯელის შემსუბუქების საფუძველი სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს და იგი სამართალში მიცემულია პირველად. ამასთან, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ შემამსუბუქებელ გარემოებად ვერ ჩაითვლება ის ფაქტი, რომ ი-----------–---–ი წარსულში სამართალთან კონფლიქტში არ ყოფილა, რადგან აღნიშნული წარმოადგენს ნებისმიერი მოქალაქის მოვალეობასა და ვალდებულებას კანონის, სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე - არ იძლევა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ი-----------–---–ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით რაიმე სახის შეღავათების გამოყენების საფუძველს. ი-----------–---–ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არ წარმოადგენს მკაცრ სასჯელს და მსჯავრდებულისთვის სასჯელის შემსუბუქება იქნება არასამართლიანი. პალატას მიაჩნია, რომ ი-----------–---–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს ორსული მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარს, თბილისის პროკურატურის შ.ს. სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი ნ----------–ი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ი-----------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათთან. გარდა ამისა, სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის გარემოება, რომ ი-----------–---–ს ჩადენილი აქვს დანაშაულთა ერთობლიობა ორსული მეუღლის მიმართ. აგრეთვე, აპელანტის აზრით, ი-----------–---–ი მაქსიმალურად ცდილობს დაზარალებულის დისკრედიტაციას და მის უარყოფითად წარმოჩენას, რაც მომავალში წარმოშობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ასევე ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ ი-----------–---–ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ი-----------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია დანაშაულთა ერთობლიობა ორსული მეუღლის მიმართ, რაც ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო პალატის მიერ. აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს ი-----------–---–ის მიერ ჩადენილი, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებების ობიექტური მხარის ნიშნებს, ურომლისოდაც აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულები სახეზე არ გვექნება. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებას სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ი-----------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებული, მაქსიმალურად ცდილობს რა დაზარალებულის დისკრედიტაციას და მის უარყოფად წარმოჩენას, აღნიშნული წარმოშობს მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ ი-----------–---–ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთმითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ი-----------–---–ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ ი-----------–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის და პროკურორის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ი-----------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ი-----------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ---------------ის და თბილისის პროკურატურის შ.ს. სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნ----------–ის სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის განაჩენი ი-----------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ი-----------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

ი-----------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ი-----------–---–ს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

მსჯავრდებულ ი-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 23 სექტემბრიდან;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ი-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

ნივთიერი მტკიცებულება:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

ერთი ცალი დანა - განადგურდეს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე