განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 140100118002746200
საქმე № 1/ბ 278-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ივნისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა
გიორგი სვანიძის, ეკა კოკილაშვილის და მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: და-------------–---–-ს
მსჯავრდებულის: თე----------------–---–-ს
ადვოკატის: ზა-------------ს
მონაწილეობით,შ------------–---------–-----------------------–--- პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ნა------------–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე თე-----------------------------–---–-ს მიმართ, პირადი №4----------- დაბადებული: 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ-----–--------------------–--------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენით, თე----------------–---–- ცნობილი იქნა დამნაშვედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანქთა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, თე----------------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით.
მსჯავრდებულ თე----------------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 20 აგვისტოდან.
თე----------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით; მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 19 აგვისტოს, საღამოს საათებში, თე----------------–---–მა უკანონოდ შეაღწია ქა----–--------------------–--------------------ში მდებარე ზუ----------–---–-ს საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ზუ----------–---–-ს კუთვნილ ,------- მოდელის სანადირო ცეცხლსასროლ იარაღს, რითაც ზუ----------–---–ს მიაყენა 800(რვაასი)ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2018 წლის 20 აგვისტოს, გამთენიისას, თე----------------–---–მა, რომელიც გარეული ღორის მოსაკლავად ჩასაფრებული იყო ქა----–--------------------–--------------------ის და სო----–---------–---ს საავტომობილო გზის გვერდით მდებარე ფერდობზე, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი გაისროლა გარეული ღორის მოკვლის მიზნით, რა დროსაც საავტომობილო გზაზე ფეხით მოსიარულე გი-------------–-–---–ს გაუფრთხილებლობით თავისა და ტანის არეში მიაყენა ცეცხლნასროლი ჭრილობები, რასაც გი-------------–-–---–ის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ------------–---------–-----------------------–--- პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ნა------------–---–-ა, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაწესებული სანქციის ფარგლებში მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, ხოლო სხვა ნაწილში ითხოვა პირველი ინსტანციის განაჩენის ძალაში დატოვება.
დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვება.
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, ობიექტურად შეაფასა საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თე----------------–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად იქნა დადასტურებული საქმეზე გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ამოღების ოქმებით, ჩხრეკის ოქმებით, ნიმუშის აღების ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო, სასაქონლო და ბიოლოგიური ექსპერიტიზის დასკნებით და სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ თე----------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე ვინაიდან, მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, სადაოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და წარსულში არ არის ნასამართლევი. ამასთან, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარე სასჯელის დამძიმებას ითხოვს მხოლოდ სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის და ამის დასასაბუთებლად მიანიშნებს სსკ-ის 116-ე მუხლით დამდგარ შედეგზე, რაც სამართლებრივად არასწორია.
პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება მის პიროვნებას, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას და არ არსებობს მისი გამკაცრების საფუძველი.
ამდენად, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენი თე----------------–---–-ს მიმართ არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ------------–---------–-----------------------–--- პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ნა------------–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. თე----------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანქთოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, თე----------------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით.
4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ თემურ თედოზაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
5. მსჯავრდებულ თე----------------–---–ს პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 20 აგვისტოდან.
6.საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
-სისხლისმაგვარი ლაქები, ნიადაგის ნიმუში, მცენარის ნიმუში, ანაწმენდის ნიმუშები, თმის ნიმუშები, ნერწყვის ნიმუშები, ანაბეჭდის ნიმუშები, ფრჩხილის ნიმუშები, სისხლის ნიმუშები, უცხო სხეულები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს;
-10-ლარიანი კუპიურა, ყურსასმენი, ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ყავისფერი საფულე და მასში მოთავსებული ნივთები, ზურგჩანთა და მასში მოთავსებული ნივთები, ქოში, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პირადი ნივთები, მობილური ტელეფონი, ზურგჩანთაში ნანახი ლითონის საგანი, თოფის შავი და თეთრი ფერის მასრები, შავი ფერის ფანარი, ერთლულიანი თოფი შავი ფერის ქამრით, ორლულიანი თოფი №0------ სავაზნე ქამარი და მასში განთავსებული ორი ცალი პლასტმასის ვაზნა, მოთეთრო ფერის პლასტმასის ვაზნა, თოფის შალითა, ცეცხლსასრლი იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.
-ფოტო და ვიდეო მასალები, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი