განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210015002645154
საქმე №2ბ/5860-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 ივნისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - ირაკლი ბონდარენკო
მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი
ნატალია ნაზღაიძე
სხდომის მდივანი - მედეა წიკლაური
აპელანტი - ი----- გ----–-ძე
წარმომადგენელი - პ----- ხ----–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - მ----- ე------ე
წარმომადგენელი - გ---–---- კ-----ე
მოწინააღმდეგე მხარე -ზ------ შ---–---–ი
დავის საგანი (თავდაპირველი სარჩელში) - თანამესაკუთრედ ცნობა, ქონების
ყადაღისაგან და მოვალეთა რეესტრის შეზღუდვისაგან გათავისუფლება
დავის საგანი (შეგებებულ სარჩელში) – ფულადი ვალდებულების გადახდევინება თანასაკუთრებაში არსებული ქონებიდან
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით: 1. სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, 2. შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილებით ი----- გ----–-ძის სარჩელი მ----- ე------ის, ზ------ შ---–---–ის მიმართ თანამესაკუთრედ ცნობის, ქონების ყადაღისაგან და მოვალეთა რეესტრის შეზღუდვისაგან გათავისუფლების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
ი----- გ----–-ძე (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნა მესაკუთრედ საჯარო რეესტრში ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,----------------“ სახელზე რეგისტრირებულ უძრავი ქონებაში, მდებარე - ქ. თბილისი, ს------- ქუჩა, #73, ავტოსადგომი #1 (მშენებარე), ფართი - 18 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #-----------------------, ზ------ შ---–---–ის, როგორც ნივთის ½ ნაწილის მომავალი მესაკუთრის 1/2 წილზე და აღირიცხა საჯარო რეესტრში.
ი----- გ----–-ძე (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნა მესაკუთრედ საჯარო რეესტრში ზ------ შ---–---–ის სახელზე რეგისტრირებული წილის უძრავ ქონებაში მდებარე -გურჯაანის რაიონი, სოფელი ა--–---, ,,ა--------“, დაზუსტებული ფართობი: 2528 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 5------------ ½ ნაწილზე და აღირიცხასაჯარო რეესტრში მესაკუთრედ.
ი----- გ----–-ძე (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნა მესაკუთრედ საჯარო რეესტრში ზ------ შ---–---–ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე - მცხეთა, ბ--------, დაზუსტებული ფართობი: 700 კვ.მ, შენობა-ნაგებობა: საცხოვრებელი ფართი 50.40 კვ.მ, დამხმარე ფართი 87.22 კვ.მ, ფართობი ნაგებობის ქვეშ 50.40 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 7------------ ½ ნაწილზე და აღირიცხა საჯარო რეესტრში მესაკუთრედ.
ი----- გ----–-ძის სარჩელი მ----- ე------ის, ზ------ შ---–---–ის მიმართ ქონების ყადაღისაგან და მოვალეთა რეესტრის შეზღუდვისგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
მ----- ე------ის შეგებებული სარჩელი ი----- გ----–-ძისა და ზ------ შ---–---–ის მიმართ თანასაკუთრებაში არსებული ქონებიდან ფულადი ვალდებულების გადახდევინების თაობაზე დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ სამოქალაქო საქმეზე #2/8292-09, 2011 წლის 06 აპრილს და სამოქალაქო საქმეზე #2/3636- 11, 2012 წლის 23 აპრილს მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საფუძველზე, ზ------ შ---–---–ისათვის მ----- ე------ის სასარგებლოდ დაკისრებული ფულადი ვალდებულების, 20 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში და 40 000 აშშ დოლარის დასაფარად, გადახდევინების განხორციელება (მიქცევა) დადგინდა მეუღლეთა, ი----- გ----–-ძისა და ზ------ შ---–---–ის თანასაკუთრებაში არსებული შემდეგი ქონებიდან: 1. ქ.თბილისი, ს------- ქუჩა, #73, ავტოსადგომი #1 (მშენებარე), ფართი - 18 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #-----------------------, ½ ნაწილზე მომავალი საკუთრების უფლება; 2. გურჯაანის რაიონი, სოფელი ა--–---, ,,ა--------“, დაზუსტებული ფართობი: 2528 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 5------------ 1/3 ნაწილი; 3. მცხეთა, ბ--------, დაზუსტებული ფართობი: 700 კვ.მ, შენობა-ნაგებობა: საცხოვრებელი ფართი 50.40 კვ.მ, დამხმარე ფართი 87.22 კვ.მ, ფართობი ნაგებობის ქვეშ 50.40 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 7-----------.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ი----- გ----–-ძე და ზ------ შ---–---–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 1978 წლის 17 ივლისიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 10).
2.2. ზ------ შ---–---–მა 2007 წლის 31 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების (რეესტრის #------) საფუძველზე, შეიძინა სამომავლო საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,----------------“ სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების - მდებარე ქალაქი თბილისი, ს------- ქუჩა, #73, ავტოსადგომი #1 (მშენებარე), ფართი: 18 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0----------------------, ½ ნაწილზე.
ზ------ შ---–---–ი, როგორც უძრავი ნივთის მესაკუთრე, კერძო აღმასრულებელ ვ----– ო---------ის 2014 წლის 21 დეკემბრის #-------------- და #------------- მიმართვის საფუძველზე შეტანილია მოვალეთა რეესტრში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 2, ს.ფ.71-72).
2.3. ზ------ შ---–---–მა 2004 წლის 30 ივნისს შეიძინა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე - მცხეთა, ბ--------, დაზუსტებული ფართობი: 700 კვ.მ, შენობა-ნაგებობა: საცხოვრებელი ფართი 50.40 კვ.მ, დამხმარე ფართი 87.22 კვ.მ, ფართობი ნაგებობის ქვეშ 50.40 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 7-----------.
უძრავ ნივთს კერძო აღმასრულებელ ვ----– ო---------ის მიერ 2011 წლის 03 ნოემბერს წარდგენილი #----------------- მიმართვის საფუძველზე, ასევე, სამოქალაქო საქმეზე #2/3636-2011 და 2/8292-09 მიღებული განჩინებების საფუძველზე, ადევს ყადაღა.
ზ------ შ---–---–ი, როგორც უძრავი ნივთის მესაკუთრე, კერძო აღმასრულებელ ვ----– ო---------ის 2014 წლის 21 დეკემბრის #-------------- და #------------- მიმართვის საფუძველზე შეტანილია მოვალეთა რეესტრში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 2, ს.ფ.69-70).
2.4. ზ------ შ---–---–მა 2007 წლის 17 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების #------ საფუძველზე, შეიძინა საკუთრების უფლება უძრავი ქონების 1/3 ნაწილზე მდებარე - გურჯაანის რაიონი, სოფელი ა--–---, ,,ა--------“, დაზუსტებული ფართობი: 2528 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 5-----------.
ზ------ შ---–---–ის კუთვნილ 1/3 წილს დასახელებულ უძრავ ქონებაში ადევს ყადაღა კერძო აღმასრულებელ ვ----– ო---------ის მიერ 2015 წლის 09 იანვარს განხორციელებული მიმართვის #--------------, საფუძველზე.
ზ------ შ---–---–ი, როგორც უძრავი ნივთის მესაკუთრე, კერძო აღმასრულებელ ვ----– ო---------ის 2014 წლის 21 დეკემბრის #------------- და #------------- მიმართვის საფუძველზე, შეტანილია მოვალეთა რეესტრში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ.68-72);
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 2, ს.ფ.73-74).
2.5. ზ------ შ---–---–მა 2007 წლის 17 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების #------ საფუძველზე, შეიძინა საკუთრების უფლება უძრავი ქონების 1/3 ნაწილზე მდებარე - გურჯაანის რაიონი, სოფელი ა--–---, ,,ა--------“, დაზუსტებული ფართობი: 2533 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 5-----------.
ზ------ შ---–---–ის კუთვნილ 1/3 წილს დასახელებულ უძრავ ქონებაში, ადევს ყადაღა კერძო აღმასრულებელ ვ----– ო---------ის მიერ 2015 წლის 09 იანვარს განხორციელებული მიმართვის #--------------, საფუძველზე.
ზ------ შ---–---–ი, როგორც უძრავი ნივთის მესაკუთრე, კერძო აღმასრულებელ ვ----– ო---------ის 2014 წლის 21 დეკემბრის #-------------- და #------------- მიმართვის საფუძველზე, შეტანილია მოვალეთა რეესტრში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 68-72);
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 2, ს.ფ.75-76).
2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საქმეზე #2/4590-12, ი----- გ----–-ძის სარჩელი მ----- ე------ისა და ზ------ შ---–---–ის მიმართ ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ქონების ყადაღისგან გათავისუფლების თაობაზე დაკმაყოფილდა. ი----- გ----–-ძე ცნობილ იქნა ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,ს------- გ------“ საკუთრებაში რიცხული ქ.თბილისში, ს------- გ----- (ნაკვეთი #-----), სართული #1, ბინა #1-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ #-----------------------) ზ------ შ---–---–ის სამომავლო საკუთრების უფლების ½ ნაწილის და ზ------ შ---–---–ის საკუთრებაში რიცხული ბორჯომის რაიონში, დ--------------–-, კ-----–-----------------–- (ც----–----- მიმდებარედ) მდებარე უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, სამოქალაქო საქმეზე #2/4590-12 (ტომი 1, ს.ფ.78-79).
2.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 06 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საქმეზე #2/8292-2009წ, მ----- ე------ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ზ------ შ---–---–ს მ----- ე------ის სასარგებლოდ დაეკისრა 20 000 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში გადახდა, მოპასუხის მიერ ფულადი ვალდებულების არსებობის აღიარების შესახებ 2009 წლის 31 მარტის თარიღით შედგენილი ხელწერილის საფუძველზე. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და იძულებით აღსრულების მიზნით, 2012 წლის 18 აპრილს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 06 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება, სამოქალაქო საქმეზე #2/8292-2009წ (ტომი 1, ს.ფ.161-166);
-ხელწერილი (ტომი 1, ს.ფ.77);
-სააღსრულებო ფურცელი (ტომი 1, ს.ფ.167-168).
2.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საქმეზე #2/3636-11წ, მ----- ე------ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ზ------ შ---–---–ს მ----- ე------ის სასარგებლოდ დაეკისრა 40 000 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში გადახდა, მოპასუხის მიერ ფულადი ვალდებულების არსებობის აღიარების შესახებ 2009 წლის 31 მარტის თარიღით შედგენილი ხელწერილის საფუძველზე. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და იძულებით აღსრულების მიზნით, 2012 წლის 31 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება, სამოქალაქო საქმეზე #2/3636-11წ (ტომი 1, ს.ფ.169-176);
-ხელწერილი (ტომი 1, ს.ფ.77);
-სააღსრულებო ფურცელი (ტომი 1, ს.ფ.177-178).
2.9. ი----- გ----–-ძესა და ზ------ შ---–---–ს შორის საქორწინო ხელშეკრულება არ დადებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
2.10. ი----- გ----–-ძე და ზ------ შ---–---–ი ქორწინების რეგისტრაციის დღიდან, 1978 წლის 17 ივლისიდან დღემდე ცხოვრობენ ერთ ოჯახად, მათ შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება არ შეწყვეტილა. მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია ქ.თბილისი, ჯ---------- ქ.#5.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
2.11. ზ------ შ---–---–ის მფლობელობაშია კომპანია ,,ა---–-----–-----–-----------–-------“, რომელიც დაკავებულია სამშენებლო მასალის წარმოებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.18.10.2017წ სასამართლო სხდომის ოქმი)
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.12. ი----- გ----–-ძე წარმოადგენდა შპს ,,ჯ-------“-ის დამფუძნებელს 2001 წელს. საწარმოს სახელზე 2002 წლის 31 ივლისს სს ,,თ--------------“ მიერ გაიხსნა საკრედიტო ხაზი მაქსიმალური თანხით - 300 000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-წესდება (ტომი 1, ს.ფ.54-56);
-საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ.57).
2.13. ზ------ შ---–---–ი 2001 წლის აპრილის თვისათვის, მუშაობდა საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს რეგულირებადი საავტომობილო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის უფროსად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ცნობა (ტომი 1, ს.ფ.58).
2.14. 2006 წლის 28 ნოემბერს ერთის მხრივ ი----- გ----–-ძეს, როგორც გამყიდველსა და მეორეს მხრივ, მ----- მ--–---ს, ბ------ ღ-------–-ასა და გ--------- ხ------ეს, როგორც მყიდველს შორის, დაიდო უძრავი ქონების მდებარე ქალაქი თბილისი, დ------------–-----–-- ხეივანი, მე-6 კილომეტრი, შენობა-ნაგებობა, სარეკონსტრუქციო ფართი 72 კვ.მ, პირველი რიგის ფართი - 450 კვ.მ, საზაფხულო ფართი - 31 კვ.მ, აშენებული კორექტირებული მეორე რიგის ფართი - 335 კვ.მ, მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი - 2488 კვ.მ, ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმებული ნოტარიუს ბ---------ის მიერ, რეესტრის #------. ნასყიდობის საგანი გაიყიდა - 860 000 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ.48-53).
2.15. ზ------ შ---–---–ი 2006 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით წარმოადგენდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,კ--–--------------“-ს დამფუძნებელ წევრს, რომელმაც შეტანატი განახორციელა მომსახურების გაწევით. ამხანაგობის დაფუძნების აქტის (დამოწმებული ნოტარიუს ნ-----------ს მიერ, რეესტრის #-------) 2.1 პუნქტის მიხედვით, მის მიზანს წარმოადგენდა იურიდიული პირის შეუქმნელად, განსაზღვრული წესითა და ვადებში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად ერთობლივად მოქმედება, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი ამ შენობის, როგორც ამხანაგობის წევრთა წილობრივი თანასაკუთრების, მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის განხორციელება წილის შესაბამისად. საცხოვრებელი სახლის აშენება განისაზღვრა მისამართზე: ქ.თბილისი, კ--–------ ქუჩა #53.
2008 წლის 11 თებერვლის მდგომარეობით ზ------ შ---–---–ი დასახელებული ამხანაგობის წევრი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სანოტარო აქტი იბა ,,კ--–--------------“ დაფუძნების შესახებ (ტომი 1, ს.ფ.80-83);
-ხელშეკრულება იბა ,,კ--–--------------“ დაფუძნების შესახებ ცვლილებებით და დამატებებით (ტომი 1, ს.ფ. 84-87).
2.16. ზ------ შ---–---–ი და ი----- გ----–-ძე 2008 წლის 03 აპრილის მდგომარეობით წარმოადგენენ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ც--------“ დამფუძნებელ წევრებს, რომელთაც შენატანი განახორციელეს მომსახურების გაწევით. ამხანაგობის დაფუძნების აქტის (დამოწმებული ნოტარიუს ნ-----------ს მიერ, რეესტრის #------) მე-2 მუხლის მიხედვით, ამხანაგობის მიზანია საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მისამართზე: ქ.თბილისი, დ--------------, ტელევიზორების ქარხანა ,,ე-------“ მიმდებარედ, პ-------------- ქუჩა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სანოტარო აქტი იბა ,,ც--------“ დაფუძნების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 344-352).
2.17. შსს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების მიერ 2010 წლის 27 მაისს ი---- კ----–--ეს ეცნობა, რომ მასსა და ზ------ შ---–---–ს შორის სადაო საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს წ/გამოძიების დაწყების საფუძველი, რადგან აღნიშნული სადაო საკითხი წარმოადგენს კერძო ბრალდებას და მას შეუძლია მიმართოს სამოქალაქო სასამართლოს. ი---- კ----–--ეს იქვე ეცნობა, რომ ზ------ შ---–---–ი თანახმაა, თუ განმცხადებელი დატოვებდა ინდივიდუალური ამხანაგობა ,,კ--–------ ს-----“-ს, არ დაელოდებოდა მის მშენებლობას, უკან დაუბრუნებდა მის მიერ შეტანილ 42000 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-წერილის პასუხი (ტომი 1, ს.ფ.127).
2.18. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საქმეზე #2/10674-13, მ----- ე------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მ------ გ----–-ძესა და მ---- ფ------–---–ს მ----- ე------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 88 000 ლარის გადახდა.
გადაწყვეტილების 3.1.4 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე მ----- ე------ეს და ამხანაგობა ,,ბ----------- 2---“-ს შორის, მისი თავმჯდომარის - მოპასუხე მ------ გ----–-ძის სახით, 2006 წლის 25 იანვარს წერილობით გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ამხანაგობას მ----- ე------ისათვის უნდა აეშენებინა და საკუთრებაში გადაეცა ბინა საცხოვრებელ სახლში მდებარე ქ.თბილისში, ბ-----------ს #26 და #28 კორპუსებს შორის, რაშიც მ----- ე------ეს უნდა გადაეხადა 60 000 აშშ დოლარი.
გადაწყვეტილების 3.1.3 პუნქტის მიხედვით დადგინდა, რომ საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ამხანაგობას არ დაუწყია.
გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივლისის განჩინებით, გაუქმდა 2014 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება, ი----- გ----–-ძემ აიღო ვალდებულება მ----- ე------ისათვის 30 000 აშშ დოლარის გადახდის შესახებ შემდეგი გრაფიკით: 2014 წლის 1 ნოემბრამდე - 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი, 2014 წლის 30 ნოემბრამდე - 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება, სამოქალაქო საქმეზე #2/10674-13 (ტომი 1, ს.ფ.353-365);
-მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (ტომი 1, ს.ფ.366-369).
2.19. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 09 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საქმეზე #2/22036-14, მ----- ე------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ი----- გ----–-ძესა და ა-–---- ბ-----ეს შორის 2014 წლის 21 ოქტომბრის ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი #---------, ნოტარიუსი ნ---- მ------–---–ი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 09 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სამოქალაქო საქმეზე #2/22036-14 (ტომი 1, ს.ფ.370-381).
2.20. თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია: 1)თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 18.04.2012 წელს გაცემული #2/8292-09 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #---------) და 2) თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 31.12.2012 წელს გაცემული #2/3636-11 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #---------), რომლების შესაბამისად ზ------ შ---–---–ს მ----- ე------ის სასარგებლოდ დაეკისრა ორივე სააღსრულებო საქმეზე ჯამში 60 800 აშშ დოლარის და 4577.96 ლარის გადახდა.
კრედიტორ მ----- ე------ის დაზუსტებული მოთხოვნით სააღსრულებო წარმოებებისას ამოსაღები თანხის ოდენობა საერთო ჯამში შეადგენს - 42 072.83 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-განცხადების პასუხი (ტომი 2, ს.ფ.115-116).
2.21. ზ------ შ---–---–ის მიერ მ----- ე------ის მიმართ, ვალის არსებობის შესახებ 2009 წლის 31 მარტის თარიღით შედგენილი ხელწერილის საფუძველზე აღიარებული ვალი - 60 000 აშშ დოლარი, გამოყენებულია ზ------ შ---–---–ისა და ი----- გ----–-ძის ოჯახის საერთო ინტერესებისათვის.
აღნიშნულის შეფასების საფუძველს სასამართლოს აძლევს საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი----- გ----–-ძე და ზ------ შ---–---–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 1978 წლის 17 ივლისიდან. ისინი დღემდე უწყვეტად ეწევიან საოჯახო მეურნეობას, მათ შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება არ შეწყვეტილა.
სარჩელში მითითებულია და უდავოა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ი----- გ----–-ძე ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც დაკავშირებული იყო სამშენებლო ბიზნესთან. მიღებულ შემოსავალს იგი მოახმარდა ოჯახს. საქმის მასალებითა და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ მიცემული განმარტებებით ირკვევა ასევე, რომ 2006 წლიდან ზ------ შ---–---–იც ჩართული იყო ბიზნესსაქმიანობაში, კერძოდ, მისი კომპანია ,,ა---–-----–-----–-----------–-------“ აწარმოებდა სამშენებლო მასალებს. ნიშანდობლივია, რომ 2017 წლის 18 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ზ------ შ---–---–ი აცხადებს, რომ მას ,,დღესაც აქვს ეს ბიზნესი“.
ი----- გ----–-ძე წარმოადგენდა შპს ,,ჯ-------“-ის დამფუძნებელს 2001 წელს. საწარმოს სახელზე 2002 წლის 31 ივლისს სს ,,თ--------------“ მიერ გაიხსნა საკრედიტო ხაზი მაქსიმალური თანხით - 300 000 აშშ დოლარი.
ზ------ შ---–---–ი 2006 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით წარმოადგენდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,კ--–--------------“-ს დამფუძნებელ წევრს, რომელმაც შენატანი განახორციელა მომსახურების გაწევით. ამხანაგობის დაფუძნების აქტის (დამოწმებული ნოტარიუს ნ-----------ს მიერ, რეესტრის #-------) 2.1 პუნქტის მიხედვით, მის მიზანს წარმოადგენდა იურიდიული პირის შეუქმნელად, განსაზღვრული წესითა და ვადებში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად ერთობლივად მოქმედება, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი ამ შენობის, როგორც ამხანაგობის წევრთა წილობრივი თანასაკუთრების, მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის განხორციელება წილის შესაბამისად. საცხოვრებელი სახლის აშენება განისაზღვრა მისამართზე: ქ.თბილისი, კ--–------ ქუჩა #53.
ზ------ შ---–---–ი და ი----- გ----–-ძე 2008 წლის 03 აპრილის მდგომარეობით წარმოადგენენ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ც--------“ დამფუძნებელ წევრებს, რომელთაც შენატანი განახორციელეს მომსახურების გაწევით. ამხანაგობის დაფუძნების აქტის (დამოწმებული ნოტარიუს ნ-----------ს მიერ, რეესტრის #------) მე-2 მუხლის მიხედვით, ამხანაგობის მიზანია საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მისამართზე: ქ.თბილისი, დ----------------, ტელევიზორების ქარხანა ,,ე-------“ მიმდებარედ, პ-------------- ქუჩა.
შსს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების მიერ 2010 წლის 27 მაისს ი---- კ----–--ეს, რომელიც წარმოადგენდა ინდივიდუალური მხანაგობა ,,კ--–--------------“ წევრს ეცნობა, რომ ზ------ შ---–---–ი თანახმაა, თუ განმცხადებელი დატოვებდა ინდივიდუალური ამხანაგობა ,,კ--–------ ს-----“-ს, არ დაელოდებოდა მის მშენებლობას, უკან დაუბრუნებდა მის მიერ შეტანილ 42000 აშშ დოლარს.
დასახელებული მტკიცებულებების მხარეთა ახსნა-განმარტებებთან ერთობლიობაში განხილვა, იძლევა იმ დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ ზ------ შ---–---–ი მეუღლესთან, ი----- გ----–-ძესთან ერთად ეწეოდა სამშენებლო-ბიზნეს საქმიანობას, საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ამხანაგობის წევრებთან, იღებდა მონაწილეობას შენატანების მოზიდვასა და შემდგომ დაბრუნებაში, საქმიანობით მიღებული შემოსავალი კი წარმოადგენდა მისი და მისი ოჯახის შემოსავლის წყაროს. საქმის მასალებით დგინდება ასევე, რომ სამშენებლო საქმიანობას ეწეოდა ზ------ შ---–---–ის ძმა, ნ-----–---- შ---–---–ი, ასევე, ი----- გ----–-ძის და მ------ გ----–-ძეც.
შესაბამისად, სარწმუნოა მოსარჩელის მიერ მითითებული პოზიცია იმის თაობაზე, რომ ზ------ შ---–---–ის მიერ 2009 წლის 31 მარტის ვალის აღიარების ხელწერილში მითითებული თანხა, რომლის აღებაც დაკავშირებულია სამშენებლო ბიზნესთან, მოხმარდა ოჯახის საერთო ინტერესებსა და კეთილდღეობას.
ზ------ შ---–---–ის მიერ საპირისპიროდ დაფიქსირებულ განმარტებაზე ვალის არსებობის უარყოფის შესახებ, აღნიშნული სასამართლომ არ გაიზიარა ვინაიდან, ვალის აღიარების ხელწერილის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 06 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საქმეზე #2/8292-2009წ, მ----- ე------ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ზ------ შ---–---–ს მ----- ე------ის სასარგებლოდ დაეკისრა 20 000 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში გადახდა, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საქმეზე #2/3636-11წ, მ----- ე------ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ზ------ შ---–---–ს მ----- ე------ის სასარგებლოდ დაეკისრა 40 000 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში გადახდა. ორივე გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, კი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. შესაბამისად, მოწმის ნ-----–---- შ---–---–ის ჩვენება სადავო გარემოებას ვერ გააქარწყლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ილია რუსიტაშვილს, ხსენებული მუხლებით გათვალისწინებული, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების უარმყოფელი მტკიცებულებითი დასაბუთება არ წარმოუდგენია.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტების, ფაქტების, ახსნა-განმარტების და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეჯერება, სარწმუნოს ხდის შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ პოზიციას იმის თაობაზე, რომ ვალი, მოხმარდა ოჯახის მატერიალურ კეთილდღეობას და საერთო ინტერესებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 10);
-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 06 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება, სამოქალაქო საქმეზე #2/8292-2009წ (ტომი 1, ს.ფ.161-166);
-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება, სამოქალაქო საქმეზე #2/3636-11წ (ტომი 1, ს.ფ.169-176);
-სანოტარო აქტი იბა ,,კ--–--------------“ დაფუძნების შესახებ (ტომი 1, ს.ფ.80-83);
-ხელშეკრულება იბა ,,კ--–--------------“ დაფუძნების შესახებ ცვლილებებით და დამატებებით (ტომი 1, ს.ფ. 84-87);
-სანოტარო აქტი იბა ,,ც--------“ დაფუძნების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 344-352);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლის თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრება), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად,თანსაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეულის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის თანხმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, წილი თანაბარია თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ზემოაღნიშნული ნორმები მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას მიიჩნევს მეუღლეთა თანასაკუთრებად, სადაც წილი თანაბარია.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ზ------ შ---–---–ი და ი----- გ----–-ძე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 1978 წლის 17 ივლისიდან.
დადგენილია ასევე, რომ თანაცხოვრების პერიოდში მეუღლეებმა ერთობლივი შრომითა და სახსრებით შეიძინეს საკუთრების უფლება უძრავ ქონებებზე მდებარე: 1. ქ.თბილისი, ს------- ქუჩა, #73, ავტოსადგომი #1 (მშენებარე), ფართი - 18 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #-----------------------, ½ ნაწილზე მომავალი საკუთრების უფლება; 2. გურჯაანის რაიონი, სოფელი ა--–---, ,,ა--------“, დაზუსტებული ფართობი: 2528 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 5------------ 1/3 ნაწილი; 3. მცხეთა, ბ--------, დაზუსტებული ფართობი: 700 კვ.მ, შენობა-ნაგებობა: საცხოვრებელი ფართი 50.40 კვ.მ, დამხმარე ფართი 87.22 კვ.მ, ფართობი ნაგებობის ქვეშ 50.40 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 7-----------. აღნიშნული ქმნის სადავო ქონების თანასაკუთრებად მიჩნევის სამართლებრივ საფუძველს სადაც მეუღლეთა წილი თანაბარია და ი----- გ----–-ძის წილი შეადგენს ½-ს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
შესაბამისად, ვინაიდან მოპასუხეებმა სასარჩელო მოთხოვნა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ზემოაღნიშნული ქონების გაყოფის თაობაზე ცნეს, აღნიშნული, მითითებული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს საკმარის საფუძველს ამ ნაწილში მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
2.23. 1170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენების მიზნებისათვის კანონმდებელი არ აკონკრეტებს თუ რას მიიჩნევს იგი მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის თანხის გამოყენებად და ამდენად, ამ საკითხის მოწესრიგებას სასამართლოთა მიხედულობას მიანდობს. ,,ოჯახის საკეთილდღეოდ ვალის აღების კვალიფიკაცია“ თავად მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებაზეა დამოკიდებული. (იხ.სუსგ საქმე #ა-2778-ბ-11-2015წ, 28.09.2015წ).
მეუღლეთა საერთო ვალდებულებებად უნდა იყოს მიჩნეული ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის იმგვარი ვალდებულებები, რომელიც წარმოშობილი იყო მთელი ოჯახის საერთო ინტერესების მიზნებში. თუ დადგინდება, რომ სესხად აღებული თანხა მოხმარდა ოჯახის საერთო ინტერესებს, სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, ორივე მეუღლეა პასუხისმგებელი სასესხო ვალდებულების შესრულებაზე.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ სამოქალაქო საქმეზე #2/8292-09, 2011 წლის 06 აპრილს და სამოქალაქო საქმეზე #2/3636-11, 2012 წლის 23 აპრილს მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საფუძველზე, ზ------ შ---–---–ისათვის მ----- ე------ის სასარგებლოდ დაკისრებული ფულადი ვალდებულების, საერთო ჯამში 60 000 აშშ დოლარის დასაფარად, გადახდევინების განხორციელებას მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე, იმ საფუძვლით, რომ თანხა მოხმარდა ოჯახის საერთო ინტერესებს.
სასამართლომ აღნიშნა რომ მოცემულ საქმეში სადავოა გარემოება იმის შესახებ, მოხმარდა თუ არა ზ------ შ---–---–ის მიერ შედგენილ ხელწერილში ნახსენები ფულადი თანხა მისი ოჯახის საერთო ინტერესებს რასაც საბოლოოდ უკავშირდება სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესი მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინების მიქცევის შესახებ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ------ შ---–---–ი და ი----- გ----–-ძე ქორწინების რეგისტრაციის დღიდან ცხოვრობენ ერთ ოჯახად, მათ შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება არ შეწყვეტილა და ეწევიან საერთო მეურნეობას. დადგენილია ისიც, რომ ი----- გ----–-ძე ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, 2006 წლიდან კი სამშენებლო ბიზნესში ჩაერთო ზ------ შ---–---–იც. მეუღლეები 2008 წლის 03 აპრილის მდგომარეობით წარმოადგენდნენ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ც--------“ დამფუძნებელ წევრებს, ზ------ შ---–---–ი ასევე იყო ამხანაგობა ,,კ--–--------------“-ს წევრი, ეს უკანასკნელი თავად შედიოდა ურთიერთობებში ამხანაგობის წევრებთან, ახორციელებდა თანხის ინვესტირებას. 2006 წლიდან ზ------ შ---–---–იც ჩართული იყო ბიზნესსაქმიანობაში, კერძოდ, მისი კომპანია ,,ა---–-----–-----–-----------–-------“ აწარმოებდა სამშენებლო მასალებს.
სასამართლოს განმარტებით ყოველივე აღნიშნული წარმოშობს ლოგიკური, თანმიმდევრული და დასაბუთებული დასკვნის საფუძველს მასზედ, რომ ზ------ შ---–---–ის მიერ ნაკისრი ვალი მოხმარდა ოჯახის საერთო ბიზნესსა და საერთო ინტერესებს. საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ზ------ შ---–---–სა და ი----- გ----–-ძეს არ წარმოუდგენიათ.
მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო- სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი. მოცემულ შემთხვევაში მ----- ე------ემ შეძლო მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოში წარმოადგინა მისი შესაძლებლობის ფარგლებში, მის ხელთ არსებული მტკიცებულებები მოპასუხის ვალის ოჯახის საერთო ინტერესების გამოყენებასთან დაკავშირებით, ხოლო მოპასუხემ აღნიშნულის საწინააღმდეგოდ წარმოადგინა პოზიცია, რომ ზ------ შ---–---–ს ვალი მ----- ე------ისაგან არ აუღია, შესაბამისად სადავო თანხა არ შეიძლება განიხილებოდეს მეუღლეთა საერთო ვალად და მითუფრო ოჯახის კეთილდღეობისათვის მოხმარებულ თანხად, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ვალის არსებობა დადასტურებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ სამოქალაქო საქმეზე #2/8292-09, 2011 წლის 06 აპრილს და სამოქალაქო საქმეზე #2/3636-11, 2012 წლის 23 აპრილს მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლიდან გამომდინარე კი, მხარეები სადავო ვერ გახდიან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და ურთიერთობებს. მოწმის ჩვენება ვერ გააქარწყლებს სადავო გარემოებას, სხვა რაიმე სახის მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წამოუდგენია. დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული ფაქტობრივი ურთიერთობის წარმოშობა დაკავშირებულია სამშენებლო საქმიანობასთან და მართალია ვალის წარმოშობის მიზანი საქმის მასალებით არ დგინდება, მაგრამ ვალის არსებობისა და მისი ოჯახის კეთილდღეობისათვის მოხმარების უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, მიზნობრიობის დადგენა სამართლებრივი ღირებულების მქონე გარემოებად ვერ მიიჩნევა.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს მ----- ე------ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ სამოქალაქო საქმეზე #2/8292-09, 2011 წლის 06 აპრილს და სამოქალაქო საქმეზე #2/3636-11, 2012 წლის 23 აპრილს მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით, ზ------ შ---–---–ისათვის დაკისრებული თანხის, 60 000 აშშ დოლარის დავალიანების დასაფარად გადახდევინების, მეუღლეთა - ი----- გ----–-ძისა და ზ------ შ---–---–ის თანასაკუთრებაში არსებული შემდეგი ქონებიდან: 1. ქ.თბილისი, ს------- ქუჩა, #73, ავტოსადგომი #1 (მშენებარე), ფართი - 18 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #-----------------------, ½ ნაწილზე მომავალი საკუთრების უფლება; 2. გურჯაანის რაიონი, სოფელი ა--–---, ,,ა--------“, დაზუსტებული ფართობი: 2528 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 5------------ 1/3 ნაწილი; 3. მცხეთა, ბ--------, დაზუსტებული ფართობი: 700 კვ.მ, შენობა-ნაგებობა: საცხოვრებელი ფართი 50.40 კვ.მ, დამხმარე ფართი 87.22 კვ.მ, ფართობი ნაგებობის ქვეშ 50.40 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 7------------ მიქცევის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობები.
2.24. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 32-ე მუხლის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 191-ე მუხლის შესაბამისად, მოვალეთა რეესტრი არის ფულადი მოთხოვნის აღსრულების უზრუნველყოფამდე წარმოებული საშუალება – სისტემატიზებული ელექტრონული ერთობლიობა მონაცემებისა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა და სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნთა შესახებ, რომელთა მიმართაც აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1 იანვრიდან, გარდა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალისა. პირი მოვალეთა რეესტრში შეიტანება დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ დაიწყება სააღსრულებო წარმოება.
ამავე კანონის მუხლი 193-ე თანახმად, რეესტრში რეგისტრაციისთანავე პირს ეზღუდება შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის (უფლებრივად დატვირთვის) უფლება, გარდა ამ კანონის 194 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ზემოაღნიშნული კანონის 194 მუხლის მიხედვით, რეესტრში რეგისტრირებულ პირზე დაწესებული შეზღუდვები მთლიანად იხსნება რეესტრიდან მისი ამორიცხვისთანავე. პირის რეესტრიდან ამორიცხვის საფუძველია: ა) ფულადი გადახდევინების სრულად აღსრულება; ბ) დაკისრებული ჯარიმის სხვა სახდელით შეცვლა; გ) ამ კანონის 34-ე და 35-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევები; დ) სასამართლოს გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში მართალია ი----- გ----–-ძე ცნობილი იქნა სადავო ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ, მაგრამ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი თანასაკუთრებაში არსებული ქონებიდან ფულადი ვალდებულების გადახდევინების თაობაზე, რაც სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამორიცხავს სადავო ქონების ყადაღისგან და მოვალეთა რეესტრის შეზღუდვისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, ვინაიდან დასახელებული საჯარო სამართლებრივი შეზღუდვები, ემსახურება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ სამოქალაქო საქმეზე #2/8292-09, 2011 წლის 06 აპრილს და სამოქალაქო საქმეზე #2/3636-11, 2012 წლის 23 აპრილს მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დაკისრებული თანხის, 60 000 აშშ დოლარის ამოღების უზრუნველყოფას.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივ საფუძვლები:
3.1. აპელანტი სადავოდ ხდის მ----- ე------ის მიმართ ვალის არსებობას და განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოების დადგენისას სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ ვალის აღიარების ხელწერილს. აპელანტის განმარტებით შესაძლოა ვალის აღიარების ხელწერილი დადებული ყოფილიყო ისე, რომ რეალურად ვალი არც არსებულიყო, შესაბამისად, ვალის არსებობის დადასტურებულად მიჩნევისთვის სასამართლო ვალის აღიარების ხელწერილის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას არ უნდა დაყრდნობოდა და საბოლოოდ, გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა ოჯახის საერთო ინტერესებისთვის გამოყენებულად არ უნდა მიეჩნია. აპელანტის აზრით როგორც ვალის არსებობა, ასევე თანხის ოჯახის საერთო ინტერესებისთვის გამოყენების ფაქტი შეგებებული სარჩელის ავტორს ამ დავის ფარგლებში კონკრეტულ მტკიცებულებებზე მითითებით უნდა დაედასტურებინა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუქნტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია და სადავოდ არ ხდება რომ:
- ი----- გ----–-ძე და ზ------ შ---–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1978 წლის 17 ივლისიდან.
- ზ------ შ---–---–მა ი----- გ----–-ძესთან რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში 2004 წლის 30 ივნისს შეიძინა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე - მცხეთა, ბ--------, დაზუსტებული ფართობი: 700 კვ.მ, შენობა- ნაგებობა: საცხოვრებელი ფართი 50.40 კვ.მ, დამხმარე ფართი 87.22 კვ.მ, ფართობი ნაგებობის ქვეშ 50.40 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 7-----------.
- 2007 წლის 31 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების (რეესტრის #------) საფუძველზე ზ------ ვ---–---–მა შეიძინა სამომავლო საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,----------------“ სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების - მდებარე ქალაქი თბილისი, ს------- ქუჩა, #73, ავტოსადგომი #1 (მშენებარე), ფართი: 18 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0----------------------, ½ ნაწილზე.
- მეუღლეთა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, კერძოდ, 2007 წლის 17 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების #------ საფუძველზე, იქნა ასევე შეძენილი საკუთრების უფლება უძრავი ქონების 1/3 ნაწილზე მდებარე: გურჯაანის რაიონი, სოფელი ა--–---, ,,ა--------“, დაზუსტებული ფართობი: 2528 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 5-----------.
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილებით მ----- ე------ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ზ------ შ---–---–ს მ----- ე------ის სასარგებლოდ დაეკისრა 20 000 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მასზე 18.04.2012 წელს გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით, მ----- ე------ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ზ------ შ---–---–ს მ----- ე------ის სასარგებლოდ დაეკისრა 40 000 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარების გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, მასზე სააღსრულებო ფურცელი გაცემულია 31.12.2012 წელს.
- ზ------ შ---–---–ი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში.
4.1.1. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრით ი----- გ----–-ძე სადავოდ ხდის მ----- ე------ის მიმართ ზ------ შ---–---–ის ვალის არსებობას და განმარტავს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, რომლითაც მ----- ე------ის სასარგებლოდ ზ------ შ---–---–ს გადასახდელად დაეკისრა ჯამში 60 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა ემყარება ერთადერთ მტკიცებულებას - ვალის აღიარების ხელწერილს, მაშინ როდესაც ასეთი ხელწერილი შეიძლება გაფორმებული ყოფილიყო ვალის რეალურად არ არსებობის შემთხვევაშიც კი. აპელანტის აღნიშნულ მსჯელობასთან დაკავშირებით საპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახილოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შინაარსზე, რომელიც ადგენს ქცევის შემდეგ წესს: გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
ნორმის ამგვარი დათქმა ემსახურება მართლმსაჯულების განხორციელებისას მიღებული სასამართლო აქტის სავალდებულო ძალის, ასევე ამ აქტისადმი სანდოობის პრინციპის შენარჩუნებას. ივარაუდება, რომ იმ სასამართლომ, რომელმაც ერთხელ უკვე იმსჯელა მხარეებს შორის არსებულ სამართალურთიერთობაზე და დაადგინა გარკვეული ფაქტები, სასამართლოს დასკვნები ამ ფაქტებთან მიმართებაში ემყარება მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შემოწმების შედეგს. შესაბამისად, თუ იგივე საკითხი ან ფაქტები მათი შეფასება-დადგენის კუთხით კვლავ გახდებოდა სხვა სასამართლოს მიერ სხვა სამართალწარმოების პროცესში მსჯელობის საგანი, ამით სერიოზულ საფრთხეს შევუქმნიდით ზემოაღნიშნული პრინციპების დაცვასა და ზოგადად მართლმსაჯულების სტაბილურობას. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
სააპელაციო სასამართლო ხაზგამისმით აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელთა საფუძველზეც დადგენილია მ----- ე------ის მიმართ ზ------ შ---–---–ის დავალიანების არსებობა და რომლითაც ამ უკანასკნელს მ----- ე------ის სასარგებლოდ ჯამში 60 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა შესულია კანონიერ ძალაში, შესაბამისად, მოცემული სამართლაწარმოების ფარგლებში არ არსებობის ამ გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებების - მ----- ე------ის მიმართ ზ------ შ---–---–ის ხელწერილში მითითებული ოდენობის დავალიანების არსებობის სადავოდ გახდომის საფუძველი.
4.1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი, რომ ზ------ შ---–---–ი და ი----- გ----–-ძე ქორწინების რეგისტრაციის დღიდან ცხოვრობენ ერთ ოჯახად, მათ შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება არ შეწყვეტილა და ისინი ეწევიან საერთო მეურნეობას. გადაწყვეტილებით დადგენილია ასევე და სადავოდ არ ხდება არც ის გარემოება, რომ ი----- გ----–-ძე ეწეოდა ლეგალურ სამეწარმეო საქმიანობას, რომლის მიზანსაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით მოგების მიღება წარმოადგენდა, 2006 წლიდან სამეწარმეო საქმიანობაში, კერძოდ კი სამშენებლო ბიზნესში ზ------ შ---–---–იც ჩაერთო. მეუღლეები 2008 წლის 03 აპრილის მდგომარეობით წარმოადგენდნენ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ც--------“ დამფუძნებელ წევრებს, ზ------ შ---–---–ი ასევე იყო ამხანაგობა ,,კ--–--------------“-ს წევრი, ეს უკანასკნელი თავად შედიოდა ურთიერთობებში ამხანაგობის წევრებთან, ახორციელებდა თანხის ინვესტირებას. 2006 წლიდან ზ------ შ---–---–ი კომპანია ,,ა---–-----–-----–-----------–-------ს’’ მეშვეობით ჩართული იყო სამშენებლო მასალების წარმოების საქმიანობაშიც. დასახელებული გარემოებების, ასევე იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით მ----- ე------ის სასარგებლოდ ზ------ შ---–---–ისთვის თანხის დაკისრების საფუძველს ამ უკანაკსნელის მიერ 31.03.2009 წელს შედგენილი ვალის აღიარების ხელწერილი წარმოადგენს, რომელიც ქრონოლოგიურად ბმაშია მეუღლეების მხრიდან სამეწარმეო საქმიანობის გააქტიურებასთან, რომლის მიზანსაც როგორც უკვე აღინიშნა მოგების მიღება წარმოადგენდა, სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს ფაქტს მასზედ, რომ ზ------ შ---–---–ის მიერ მ----- ე------ისგან სესხად მიღებული თანხა ოჯახის სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას, საბოლოოდ კი ოჯახის მატერიალური კეთილდღების შექმნას მოხმარდა.
4.1.3. საქართველოს სამოქაალქო კოდექსის 1169-ე მუხლის თანახმად მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად.
ამავე კოდექსის 1170-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის.
მეუღლეთა ქონების სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრა მჭიდროდაა დაკავშირებული მათი პირადი და საერთო ვალის ცნებასთან. საერთო ვალი ისეთი ვალია, რომელიც აღებულია ორივე მეუღლის მიერ ან თუნდაც ერთ-ერთის მიერ, მაგრამ ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ვალი აღებულია ერთ-ერთი მეუღლის მიერ, მაგრამ ოჯახის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ივარაუდება, რომ ვალი საერთოა და გადახდილ უნდა იქნეს ორივე მეუღლის თანაზიარი საკუთრებიდან.
ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება დასაშვებია, თუ სასამართლო იმ ვალდებულებას, რომლის გამოც აღსრულება უნდა მოხდეს, სსსკ-ის 1169-ე მუხლის საფუძველზე, მიიჩნევს მეუღლეთა საერთო ვალად. სამოქალაქო კოდექსის 1169-ე მუხლის შესაბამისად ვალებისათვის პასუხისმგებლობის საკითხი დგება არა მხოლოდ განქორწინების, არამედ ქორწინების პერიოდშიც და არ აქვს მნიშვნელობა მეუღლეთა შორის საერთო ქონება გაყოფილია თუ არა.
4.1.4. გათვალისწინებით იმისა, რომ წინამდებარე განჩინებით დადასტურებულად იქნა მიჩნეული მ----- ე------ის სასარგებლოდ ზ------ შ---–---–ისთვის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 06.04.2011წ. და 23.04.2012წ. გადაწყვეტილებებით 31.03.2009წ. ვალის აღიარების შესახებ ხელწრილის საფუძველზე დაკისრებული თანხის ოჯახის საერთო ინტერესებისთვის გამოყენების ფაქტი პალატა მიდის დასკვნამდე, რომ არ არსებობს აპლანტის მსჯელობის გაზიარების და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
4.1.5. საბოლოოდ სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიკვლია და დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება და მათ კვალობაზე გააკეთა სწორი სამართლებრივი შეფასებები ი----- გ----–-ძის სარჩელის ნაწილობრივ და მ----- ე------ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ი----- გ----–-ძის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ და მასში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნების გასაბათილებლად.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი----- გ----–-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა აუდრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ირაკლი ბონდარენკო
მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი
ნატალია ნაზღაიძე