განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002750088
საქმე №1ბ/849-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 ივნისი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზა--- ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: კ---------–---–---–ის,გამართლებულ: ი-----------–---–ის,ადვოკატ: ვ-----------–-------–---–ის
მონაწილეობით,ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-----------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------------––---–ი, საქართველოს მოქალაქის, პირადი N------------ საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ა---––----------------------–--–-----–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი-----------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 2--------------ს დაახლოებით 16:00 საათზე ა---––-----------------------–-----–-- საცხოვრებელ სახლში დაბრუნებულ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ი-----------–---–ს შენიშვნა მისცა მეუღლემ ნ------–---–მა, შენიშვნის მიცემის გამო განაწყენებულმა ი-----------–---–მა მეუღლეს მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგ ერთხელ ძლიერად გაარტყა ხელი სახის არეში და მიაჯახა კედელზე, ძალადობრივი ქმედების შედეგად ნ------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯამრთელობის მოუშლელად.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის განაჩენით ი-----------–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---------–---–---–მა, რომელმაც მოითხოვა, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის განაჩენის გაუქმება და ი-----------–---–ის მიმართ გამამატყუნებელი განაჩენის დადგენა.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ი-----------–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოწმის სახით დაიკითხა ნ-----–----------, საქმის მწარმოებელი გამომძიებლები, ექსპერტები, რომელთა თუნდაც არაპირდაპირი ჩვენებებით სასამართლოს უნდა შექმნოდა შინაგანი რწმენა ი-----------–---–ის დანაშაულის ჩადენის. საყურადღებოა ასევე და---რალებულის გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ი-----------–---–ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.
სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში ი-----------–---–ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებად უთითებს მოწმეთა ჩვენებებს, მათ შორის და---რალებულის გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, და---რალებულმა ნ------–---–მა გამოიყენა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, მისი ახლო ნათესავის - მეუღლის ი-----------–---–ის წინააღმდეგ.
ბრალდებულის დედამ ა--- ბ----–---–მა გამოიყენა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, მის ახლო ნათესავის - შვილის ი-----------–---–ის წინააღმდეგ.
ი-----------–---–მა გამოიყენა დუმილის უფლება და უარი განაცხადა სასამართლოზე ჩვენების მიცემაზე.
მოწმე ნ-----–---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 2--------------ს იმყოფებოდა სახლში, მისი მაზლის ცოლი ნ------–---–ი იყო გარეთ სარეცხს ფენდა. იყო ოთახში, არაფერი ისეთი არ შეუმჩნევია, არც ხმაური არ გაუგონია. ამ დროს ი-----------–---–ი სახლში არ იმყოფებოდა, მაგრამ მალევე დაბრუნდა და შევიდა თავის ოთახში და ვინაიდან ოთახში იყო მაზლთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია და არც მისი მოსვლა არ დაუნახავს. ასევე არ შესწრებია ი------------–---–ისა და მისი მეუღლის ნ------–---–ის შეხვედრას. იმ დღეს პოლიცია მივიდა მათთან, თუმცა არ იცის რატომ. გამომძიებელმა გამოკითხა, რომელსაც უთხრა რომ არაფერი დაუნახავს რადგან ამ დროს ოთახში იყო.
მას შემდეგ რაც ბრალდების მხარემ მოწმეს გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებიდან წაუკითხა ამონარიდი, მოწმემ განმარტა რომ პროკურორის მიერ წარდგენილი გამოძიებაში მიცემული ჩვენება მისი ხელნაწერი იყო და ხელმოწერაც მისი იყო. მოწმემ განმარტა რომ სახლში იყო, შემოსვლისთანავე ნ------–---–მა უსაყვედურა თავის მეუღლეს ი------------–---–ს თუ რატომ მივიდა სახლში ნასვამ მდგომარეობაში და ამის გამო ისინი შეკამათდნენ ერთმანეთთან და შევიდნენ სიტყვიერი კამათით თავიანთ საძინებელ ოთახში, თავად მოწმე შევიდა თავის საძინებელ ოთახში, მოწმე განმარტავს რომ ბ----–---–ის მხრიდან შეგინება არ გაუგონია, მაგ მომენტს არ შესწრებია. გამოძიებაში დაფიქსირებული ჩვენება მის მიერ არის დაწერილი. ბ----–---–ი ამბობდა რომ ,,მინდა დავლევ და სახლში როცა მინდა მაშინ მოვალო“, რომ აგინებდა მოწმე შევიდა ოთახში, სადაც პატარა ბავშვები ჰყავდა. მოწმე ასევე განმარტავს რომ მას გინება არ გაუგონია, რომ აგინებდა დედის მისამართით ეს ინფორმაცია არასწორია. მოწმე ასევე განმარტავს რომ მოვიდა ნასვამ მდგომარეობაში შევიდა ოთახში და მხოლოდ ბავშვი გამოიყვანა თავის ოთახში. ნ---მ უთხრა საყვედური ი-----ს. ი-----ს მხრიდან საძინებელ ოთახში რა მოხდა არ იცის, რომ გამოდიოდა მისი ოთახიდან დედამთილი ა--- ბ----–---–ი შევიდა ოთახში და ნ---ს და ი-----ს აწყნარებდა, ეუბნებოდა გაჩერდითო სხვა არაფერი არ ახსოვს. ეს კამათი და საყვედური გაგრძელდა 15-20 წუთი. ამ კამათის შემდეგ საღამოს როდესაც ბავშვი შეიყვანა ნ---ს ოთახში, ნ--- ნამტირალევი იყო, თუმცა არ უკითხავს თუ რატომ იყო ნამტირალევი. შეიყვანა ბავშვი და გამოვიდა საყვედური რომ უთხრა, იმიტომ იყო ნამტირალევი. მოწმე განმარტავს რომ გამოძიებისას მიცემული ჩვენება მისი ნებაყოფლობით მოხდა იძულებას ადგილი არ ჰქონია. როდესაც ის იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში,ი-----------–---–ის მხრიდან რაიმე ძალადობას არ ქონია ადგილი არ დაუნახავს, არ იცის.
2018 წლის 27 ოქტომბრის ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-------------------–-------------------------------- დასკვნით დადგენილია, რომ ნ------–---–ს მარცხენა წინამხრის არეში არსებული ნაჭდევი მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
ექსპერტ დ-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 2--------------ს ახალციხის რაიონული სამმართველოს დადგენილების საფუძველზე დ-------------–---–ის მიერ შემოწმებული იქნა მოქალაქე ი-–---–-------------ის ასული, დაბადებული 1----–--–ს, დიასახლისი, მცხოვრები ა---––--------------------–--–-----–-. მის მიერ შემოწმებული იქნა მოქალაქე შ-------––---- რაიონული სამმართველოს შენობაში, შემოწმებული იქნა 2018 წლის 2--------------ს. როგორც საქმის გარემოებაშია მითითებული 2018 წლის 27 ოქტომბერს ახალციხის რაიონ ს------–--–-----ში მცხოვრებ ნ------–---–ს საცხოვრებელ სახლში მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მეუღლემ ი-----------–---–მა. აღნიშნული მოქალაქე პირადად გასინჯული იქნა დ-------------–---–ის მიერ. გასინჯვის შედეგად აღნიშნულ მოქალაქეს ჩივილები არ აღენიშნებოდა. ობიექტური მონაცემები: მარცხენა წინა მხრის ქვედა მესამედის ლატერალურ ზედაპირზე აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ნაჭდევი, რომელიც აღენიშნებოდა კანის ზედაპირზე, რომელიც იყო მოცულობით 2,5 სმ. ამის საფუძველზე დ-------------–---–ის მიერ გაკეთებული იქნა დასკვნა შემდეგი შინაარსით: მოქალაქე ნ------–---–ის მარცხენა წინა მხრის ქვემო მესამედში არსებული ნაჭდევი მიყენებული იქნა რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის საშუალებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ კატეგორიას ჯანმრთელობის მოუშლელედ. აღნიშნული დაზიანება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ ცნობებს, დასკვნა გაცემულია 2----–-–------------------ს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მაშინ როცა დ-------------–---–ის მიერ ხდებოდა ნ------–---–ის შემოწმება დასკვნის გაცემისათვის ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა დაედგინა თუ რა ვითარებაში მიიღო პირმა დაზიანება, ამის თაობაზე დ-------------–---–ი აღნიშნა, რომ თუ საქმის გარემოებაში მითითებულია როდის მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა დ-------------–---–ისთვის საკმარისია, თუ არ არის მითითებული თარიღი და ასე შემდეგ, მაშინ ეკითხება რა ვითარებაში და როგორ მიიღო პირმა აღნიშნული დაზიანება. საქმის გარემოებაში მითითებულია რომ 2017 წლის 27 ოქტომბერს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა ნ------–---–ს და ეს დ-------------–---–ისთვის სრულიად დამაკმაყოფილებელია. დადგენილებაში მითითებული თარიღი და მიყენებული დაზიანება ხანდაზმულობით შეესაბამებოდა ერთმანეთს და ამიტომაც წერია რომ მარცხენა ხელზე აღნიშნული ნაჭდევი დაფარულია მოწითალო ფერის ფუფხით და ეს ფუფხი არ ცდება კანის ზედაპირის დონეს. დასკვნაში მითითებულია, რომ აღნიშნული დაზიანება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ ცნობებს, როდესაც ფუფხი აქვს გაკეთებული და კანის ზედაპირის დონეს არ ცდება ერთი და ორი დღისაა. აღნიშნული მოქალაქე შეამოწმა დ-------------–---–მა ახალციხის რაიონული სამმართველოს შენობაში 2--------------ს 20:30 საათზე. დაზიანება მიყენებული აქვს 2--------------ს, ზუსტად ერთიდან ორ დღემდე აღნიშნული ფუფხი არ ცდება კანის ზედაპირის ერთიდან ორ დღემდე, თანხვედრაშია მიყენების მომენტში ხანდაზმულობაში, ამიტომ არ ეწინააღმდეგება. დაზიანება მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნით. მკვრივ ბლაგვ საგანს მიეკუთვნება ადამიანის ნატურალური იარაღები, როგორიცაა ფრჩხილები, თითები, კბილები, მუშტი, ჯოხი, ქვა და ასე შემდეგ. მაგრამ ზუსტი იდენტიფიკაციის გაკეთება შეუძლებელია, რომ რომელიმე კონკრეტული საგნით იქნა მიყენებული დაზიანება, ნაჭდევი, სისხლნაჟღენთი, დაჟეჟილობა, ჭრილობა მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნით. დ-------------–---–მა როდესაც აღნიშნული დაზიანებები შეამოწმა, სხვა რაიმე დაზიანება ნ------–---–ს არ ჰქონია, რაც ჰქონდა დაზიანება აღნიშნულია დასკვნაში. საერთოდ, როცა პიროვნება მოწმდება დგინდება ორი რამ: პირადი გასინჯვის მონაცემები, პირს ეკითხებიან რა აწუხებს, თავი, გული და ასე შემდეგ. დასკვნაში წერია რომ ჩივილები არ აქვს. ასევე დგინდება ობიექტური მონაცემები და რაც აქვს სხეულზე პირს დაზიანებები ყველაფერი ფიქსირდება. აღნიშნულ შემთხვევაში ნ------–---–ს ჰქონდა მხოლოდ ერთი ნაჭდევი. სხვა დაზიანებების არსებობის შემთხვევაში ეს დაზიანებები აუცილებლად ეწერებოდა დასკვნაში.
ექსპერტ გ-----------------–---–ის მოწმის სახით დაკითხვით დადგენილია, რომ 2018 წლის 2--------------ს შევიდა შეტყობინება რომ ა---––--------------------–--–-----–- მოხდა ძალადობა. წავიდნენ შემთხვევის ადგილზე მორიგე ჯგუფი, შემთხვევის ადგილს გადაუღეს სურათები. დაზიანებული არ იყო არაფერი რომ ამოეღოთ და დაელუქათ. შემთხვევის ადგილზე მათ გარდა იმყოფებოდა სახლის მეპატრონე და ოჯახის წევრები. ადგილზე ყოფნისას გ-----------------–---–ს არ შეუმჩნევია ისეთი პიროვნება რომელსაც შეიძლება თავი ჩაეთვალა და---რალებულად ან გამოეთქვა აზრი, როგორც ძალადობის მსხვერპლს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას რაიმე უწესრიგობა არ შეუმჩნევია. რაიმე ნივთი ან საგანი არ ამოუღია გამომძიებელს. ძალადობის ფაქტის შესახებ გ-----------------–---–ს დაურეკა გამომძიებელმა შუადღის საათებში და აცნობა აღნიშნული ფაქტის შესახებ და ერთად მივიდნენ ადგილზე. ადგილზე მისვლისთანავე ლენტით შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილი, შევიდნენ ოთახში, გადაუღეს ოთახებს სურათები, რომელზეც მიუთითეს რომ იქ იყო ძალადობა. რაიმე ნივთი დაზიანებული არ ყოფილა, შესაბამისად არაფერი ამოღებული არ ყოფილა. ადგილზე იყო ქალბატონი, რომელმაც მიუთითა ძალადობის ადგილზე, იქ იყო გამომძიებელიც. ფოტოგადაღება ხორციელდებოდა სახლის მეპატრონის თანხმობის საფუძველზე. შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა რაიმე ნივთი დაზიანებული და გადაადგილებული. რაიმე რომ ყოფილიყო საყურადღებო ამოიღებდნენ როგორც ნივთიერ მტკიცებულებას.
ანალოგიური ჩვენება აქვს მიცემული პირველი ინსტანციის სასამართლოში გამომძიებელ თ--------------------ს.
გამომძიებელმა თ------------–-–---–მა მოწმედ დაკითხვისას განმარტა რომ მუშაობს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის თანამდებობაზე. მას ჩატარებული აქვს მხოლოდ ერთი საგამოძეობო მოქმდება კერძოდ ი-----------–---–ის გამოკითხვა. საგამოძოებო მოქმედების ოქმში სწორედ ის ინფორმაციია ასახული რომელიც მიაწოდა ი-----------–---–მა სრული პროცესუალური წესების დაცვით. მის მიერ წაკითხული იქნა ჩვენება გააკეთა ხელმოწერა და მას რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს აღნიშნულთან დაკავშირებით. ბრალდებული გამოკითხვის დროს არ ადასტურებდა მომხდარ ფაქტს ანუ ძალადობას, მას არანაირი პრეტენზია არ ჰქონია გამომძიებლის მიერ შესრულებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით. გამოკითხვისას ი-----------–---–ს არანაირი სამედიცინო შემოწმების ჩატარება არ მოუთხოვია, არც იმაზე გამოუთქვამს პრეტენზია რომ ბრალდებულის სახით დაკავებისას დაირღვა მისი უფლებები. გამოკითხვისას ის ცდილობდა ბრალდებულისაგან მიეღო მაქსიმალური ინფორმაცია მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით, რაც შეეხება და---რალებულს პირადად არ შეხვედრია ამ საქმესთან დაკავშირებით.
გამომძიებელ დ---------–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 2--------------ს ახალციხის რაიონულ სამმართველოში 112 -ის სამსახურიდან შემოვიდა შეტყობინება ს------–--–-----ში ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, აღნიშნულზე დაწყებული იქნა გამოძიება, გამოძახებული იქნა პოლიციის ადმ.შენობაში და---რალებული ნ------–---–ი, მის მიერ გამოკითხული იქნა მოწმის სახით ასევე და---რალებულის სახით იქნა გამოკითხული გაეცნო დადგენილება და---რალებულად ცნობის შესახებ ასევე გამოკითხული იქნა ბრალდებულის დედა ა--- ბ----–---–ი, სამედიცინო ექსპერტიზა იქნა დანიშნული ნ------–---–ზე ფსიქოლოგიურ ექსპერტიზასთან დაკავშირებით უარი განაცხადა, აგრეთვე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ი-----------–---–ი. დაკავება მოხდა მშვიდ გარემოში, საცხოვრებელ სახლში ყოველგვარი იძულების ზეწოლის გარეშე მას დაკავებისთანავე განემარტა მისი უფლებები, დაკავების საფუძველი გახდა მისი მეუღლის ნ------–---–ის, განცხადება რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით, დასტურდება ი-----------–---–ის ბრალდება, ვინაიდან საჩივარში მითითებული გამომძიებლების, ექსპერტების ჩვენებები (თავად ბრალდების მხარე მიუთითებს, რომ არაპირდაპირი ჩვენებებია) გამომდინარეობს და---რალებულისაგან მიღებული ინფორმაციიდან, ხოლო როგორც აღინიშნა და---რალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, რაც არ იძლევა მყარ საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ ი-----------–---–მა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.
საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ირიბია მოწმის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
რაც შეეხება საჩივარში მითითებულ და---რალებულის გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებას, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
როგორც აღინიშნა, ი-----------–---–მა, ა--- ბ----–---–მა და და---რალებულმა ნ------–---–მა ჩვენება არ მისცეს სასამართლოს, ხოლო რაც შეეხება მოწმე ნ-----–----------ს ჩვენებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის დაკითხვამდე მოწმეს განემარტა მისი უფლებები, ბრალდების მხარის მიერ დაკითხვის დასაწყისში მოწმემ მიუთითა, რომ ი-----------–---–ის მხრიდან და---რალებულისათვის რაიმე სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი არ დაუნახავს და არც გაუგონია. ხოლო მას შემდეგ რაც ბრალდების მხარემ მოწმეს გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებიდან წაუკითხა ამონარიდი, მოწმემ განმარტა რომ სახლში იყო, შემოსვლისთანავე ნ------–---–მა უსაყვედურა თავის მეუღლეს ი-----------–---–ს თუ რატომ მივიდა სახლში ნასვამ მდგომარეობაში და ამის გამო ისინი შეკამათდნენ ერთმანეთთან და შევიდნენ სიტყვიერი კამათით თავიანთ საძინებელ ოთახში, თავად მოწმე შევიდა თავის საძინებელ ოთახში, მოწმე განმარტავს რომ ბ----–---–ის მხრიდან შეგინება არ გაუგონია, მაგ მომენტს არ შესწრებია. გამოძიებაში დაფიქსირებული ჩვენება მის მიერ არის დაწერილი. ბ----–---–ი ამბობდა რომ ,,მინდა დავლევ და სახლში როცა მინდა მაშინ მოვალო“, რომ აგინებდა მოწმე შევიდა ოთახში, სადაც პატარა ბავშვები ჰყავდა. მოწმე ასევე განმარტავს რომ მას გინება არ გაუგონია, რომ აგინებდა დედის მისამართით ეს ინფორმაცია არასწორია. ი-----ს მხრიდან საძინებელ ოთახში რა მოხდა არ იცის, რომ გამოდიოდა მისი ოთახიდან დედამთილი ა--- ბ----–---–ი შევიდა ოთახში და ნ---ს და ი-----ს აწყნარებდა, ეუბნებოდა გაჩერდითო სხვა არაფერი არ ახსოვს. ეს კამათი და საყვედური გაგრძელდა 15-20 წუთი. ამ კამათის შემდეგ საღამოს როდესაც ბავშვი შეიყვანა ნ---ს ოთახში, ნ--- ნამტირალევი იყო, თუმცა არ უკითხავს თუ რატომ იყო ნამტირალევი. როდესაც ის იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში, ი-----------–---–ის მხრიდან რაიმე ძალადობას არ ქონია ადგილი, არ დაუნახავს, არ იცის. მოწმემ სასამართლოსათვის ჩვენების მიცემის დროს დაასახელა არათანმიმდევრული და ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებები, რომელიც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ი-----------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან წარდგენილი მტიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ი-----------–---–ის მხრიდან ნ------–---–ის მიმართ ძალადობრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ი-----------–---–მა ჩაიდინა დანაშაული.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა ი-----------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის განაჩენი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ი-----------–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ი-----------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. გირაოს შემტანს რ--------–------------------------ განაჩენის გამოტანიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე, მიმღების ანგარიშის ნომერი - G--------------------------------------------------------–---------------------------------- 2018 წლის 30 ოქტომბერს გირაოს სახით შეტანილი თანხა 5000 ლარის ოდენობით.
ი-----------–---–ს განემარტა, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი