განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 07.11.2018
საქმის ნომერი
330310016001212773
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
07.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001212773 (№3ბ/472-18)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

07 ნოემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: გიორგი გოგიაშვილი

 

სხდომის მდივანი : დიანა გოხაძე

 

აპელანტი - ლ--–--------ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქმედების განხორციელება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ--–--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხ---–--ს სამსახურის მიერ გაცემული ქორწინების მოწმობით დასტურდება, რომ ლ--–--------ე და ნ------- შ-----ე დაქორწინდნენ 1987 წლის 1------------ს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 13).

 

ნ------- შ-----ის გარდაცვალების მოწმობის თანახმად, ნ------- შ-----ე გარდაიცვალა 2004 წლის 2-----------ს უბედური შემთხვევის შედეგად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 12).

 

ნ------- შ-----ე შინაგან საქმეთა ორგანოებში ჩარიცხულ იქნა 1----–-–---ან. 2004 წლიდან დაკავებული ჰქონდა ხ---–--ს რაიონის შ.ს. განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 3--------ის N2-- ბრძანებით დამტკიცებული პოლიციის კაპიტან ნ------- შ-----ის გარდაცვალების ფაქტზე ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შესახებ 2005 წლის 3---------ის დასკვნის თანახმად, აჭარის ა.რ. შ.ს. მთავარი სამმართველოს ხ---–--ს რაიონის შ.ს. განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, პოლიციის კაპიტანი ნ. შ-----ე 2004 წლის 2-----------ს ასრულებდა რა სამსახურებრივ მოვალეობას, დაახლოებით 18:00 საათზე სამსახურებრივი ავტომანქანით ვაზ-2121 გაემგზავრა სოფ. დ-------ის მიმართულებით ცენტრალურ გზაზე განლაგებული ხე-ტყის სახერხი კუსტარული ქარხნების მუშაობის კანონიერების შესამოწმებლად. უკან დაბრუნების დროს, თოვლიან და მოყინულ საგზაო პირობებში მოძრაობისას, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით ნ. შ-----ე 2004 წლის 2-----------ს, ქ. თბილისში რ--------ს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულიდან გამომდინარე პოლიციის კაპიტანი ნ------- შ-----ე ჩაითვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვლილად და მასზე გავრცელდა ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათები; ნ------- შ-----ე ამოღებულ იქნა შ.ს. სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 3--------ის N2-- ბრძანებით დამტკიცებული პოლიციის კაპიტან ნ------- შ-----ის გარდაცვალების ფაქტზე ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შესახებ 2005 წლის 3--------ის დასკვნა (ს.ფ.17-20).

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 3 მაისის N2-----– ბრძანებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ხ---–--ს შს რაიგანყოფილების უფროსის, პოლიციის კაპიტან ნ------- შ-----ის გარდაცვალება ჩაითვალა სამსახურებრივი მოვალეობის დროს მომხდარ გარემოებად და მის ოჯახზე გავრცელდა ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 3 მაისის N2-----– ბრძანება (ს.ფ.60-61).

 

2015 წლის 13 აგვისტოს ლ--–---------ემ განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა ,,სახელმწიფო კოპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაციის დასანიშნად შესაბამისი სამსახურისთვის საჭირო დოკუმენტაციის გადაცემის დავალდებულება.

 

,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2015 წლის 8 სექტემბრის N1--- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოქალაქე ლ--–--------ეს ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე ნ------- გ------ის ძე შ-----ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას (,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 მუხლი) დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადასტურებაზე/დადგენაზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- კომისიის 2015 წლის 8 სექტემბრის N1--- გადაწყვეტილება (ს.ფ.54-55).

 

2015 წლის 13 ნოემბერს ლ--–---------ემ განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და როგორც ნ------- შ-----ის ოჯახის წევრმა მოითხოვა ერთჯერადი ფულადი დახმარების 100 000 ლარის გაცემა და კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 10 დეკემბრის N2------ წერილით ლ--–--------ეს ეცნობა, რომ კონკრეტული შემთხვევა არ ექცეოდა ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული რეგულირების სფეროში, რის გამოც უარი ეთქვა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2015 წლის 13 ნოემბრის განცხადება (ს.ფ. 21-22);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 10 დეკემბრის N2------ წერილი (ს.ფ. 23-24).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2015 წლის 8 სექტემბრის N1--- გადაწყვეტილება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 10 დეკემბრის N2------ წერილი წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. შესაბამისად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას, ასევე, წარმოადგენს დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ--–--------ისთვის მისი მეუღლის ნ------- შ-----ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ერთჯერადი დახმარების სახით 100 000 ლარის გადახდის შესახებ, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე და დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განიხილოს ლ--–--------ისთვის კომპენსაციის, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საკითხი, ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი და იმავე მუხლის მე-2 ქვეპუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის 221 მუხლის 1-3 პუნქტების საფუძველზე. სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში უნდა შეამოწმოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და ქმედების განხორციელების დავალების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები და აღნიშნულზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მეუღლე ნ------- შ-----ე გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 3--------ის N2-- ბრძანებით დამტკიცებული პოლიციის კაპიტან ნ------- შ-----ის გარდაცვალების ფაქტზე ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შესახებ 2005 წლის 3---------ის დასკვნის თანახმად, აჭარის ა.რ. შ.ს. მთავარი სამმართველოს ხ---–--ს რაიონის შ.ს. განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, პოლიციის კაპიტანი ნ. შ-----ე 2004 წლის 2------------ს ასრულებდა რა სამსახურებრივ მოვალეობას, დაახლოებით 18:00 საათზე სამსახურებრივი ავტომანქანით ვაზ-2121 გაემგზავრა სოფ. დ-------ის მიმართულებით ცენტრალურ გზაზე განლაგებული ხე-ტყის სახერხი კუსტარული ქარხნების მუშაობის კანონიერების შესამოწმებლად. უკან დაბრუნების დროს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით ნ. შ-----ე 2004 წლის 2-----------ს, ქ. თბილისში რ--------ს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულიდან გამომდინარე პოლიციის კაპიტანი ნ------- შ-----ე ჩაითვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილად და მასზე გავრცელდა ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათები; ნ------- შ-----ე ამოღებულ იქნა შ.ს. სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

 

ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, მხარეთა მიერ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ნ------- შ-----ე გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დამატებით, განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე კომპენსაციის გაცემას ითხოვს, სწორედ ნ------- შ-----ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების ფაქტის საფუძველზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. მითითებული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს, გარდა ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამდენად, კანონმდებლობა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის წინაპირობად ადგენს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ დავაში უნდა შემოწმდეს ადგილი აქვს თუ არა მითითებული ნორმით გათვალისწინებულ გარემოებებს, რაც შეიძლება გახდეს სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის საფუძველი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში დაადგინა, რომ ნ------- შ-----ე გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, თოვლიან და მოყინულ საგზაო პირობებში მოძრაობისას, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციის ძირითადი ფუნქციაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილება. ამდენად პოლიციელის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს დამნაშავეობასთან ბრძოლა, თუმცა მოცემული კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტში მითითებულ ,,დამნაშავეობასთან ბრძოლაში“ მოიაზრება არა პოლიციელისთვის კონკრეტული ფუნქცია-ვალდებულების დაკისრება, არამედ ამ ვალდებულების უშუალოდ განხორციელების მომენტი, დამნაშავეობასთან ბრძოლის, დანაშაულის აღკვეთის კონკრეტული ფაქტი. სასამართლო განმარტავს, რომ დამნაშავეობასთან ბრძოლა თითოეული პოლიციელის ვალდებულებას და მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს, თუმცა უბედური შემთხვევის პირობებში, თუნდაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პოლიციელის გარდაცვალება არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული კანონის 50-ე მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ნ------- შ-----ის მიერ განხორციელებული სამსახურებრივი მოვალეობა დაკავშირებული იყო სიცოცხლისათვის მომეტებულ საფრთხესთან, რომ მისი ავტომანქანით გადაადგილების მიზანს წარმოადგენდა კონკრეტულ დანაშაულთან ბრძოლა, რაც გამორიცხავს ნ------- შ-----ის ოჯახის წევრთა მიმართ ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის გამოყენებას. აღნიშნული გარემოება კი თავის მხრივ გამორიცხავს მოსარჩელისთვის ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემას.

 

ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად ნ------- შ-----ე გარდაიცვალა 2004 წლის 2-----------ს, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველ და 11 პუნქტებში ცვლილება კი შევიდა და მოქმედი სახის რეგულაციით ჩამოყალიბდა 2015 წლის 3 ივლისის N3895 „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონით. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. 2015 წლის 3 ივლისის N3895 „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონით არ იქნა დადგენილი, მიღებული ცვლილების უკუძალით მოქმედების შესახებ, შესაბამისად 2015 წლის 3 ივლისს მიღებული მოცემული ნორმატიული აქტი არეგულირებს აქტის მიღების შემდგომ დამდგარ გარემოებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ------- შ-----ის ოჯახის წევრის მიმართ ვერ გავრცელდება ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი და 11 პუნქტების, ასევე, ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი და იმავე მუხლის მე-2 ქვეპუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის მოქმედება, შესაბამისად, მათ საფუძველზე ვერ მოხდება მოსარჩელის სოციალური გასაცემელით უზრუნველყოფა.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის გარდაცვალება არ წარმოადგენს “პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 501-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებას. აპელანტის განმარტებით, დადგენილია ის ფაქტი, რომ ნ------- შ-----ემ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განახორციელა ამ კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებები, რათა აღეკვეთა სამართალდარღვევა და დანაშაული. შემდეგ კი იგი დაიღუპა ავტოავარიის შედეგად. აპელანტის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ნ------- შ-----ის მიერ განხორციელებული ქმედებები და დამდგარი შედეგი თანხვედრაში მოდის „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 501-ე მუხლის შინაარსთან და პასუხობს მის მოთხოვნებს, შესაბამისად გათვალისწინებული შეღავათები უნდა გავრცელდეს ლ--–--------ის ოჯახზე, ვინაიდან ლ--–--------ეს, როგორც გარდაცვლილის მეუღლეს ეკუთვნის სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის მეორე პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ ნ------- შ-----ის გარდაცვალება ექცევა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-მუხლის პირველი პრიმა პუნქტით გათვალისწინებული რეგულირების სფეროში, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველია.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სააპელაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მიხედვით კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის მოთხოვნის უფლება აქვთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს; ამასთან, „პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 და მესამე პუნქტების თანახმად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, ამ კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის შესაბამისად;

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დავას იწვევს მხოლოდ ის გარემოება ნ------- შ-----ის გარდაცვალება ექცევა თუ არა ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის ერთი პრიმა პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იმ პირობებში, როდესაც სადაო არ არის ნ------- შ-----ის გარდაცვალება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს;

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს მიზანმიმართულად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით კანონი უნდა განიმარტოს კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. ამდენად, კანონის განმარტებისას, დადგენილ უნდა იქნეს კანონმდებლის ნება და მიზანი. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს-ყოველი ნორმა წაკითხულ უნდა იქნეს სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს-გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახ---–--ბა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით. ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნების განმარტების გზით, ხსენებული განმარტების საშუალებით ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა.

 

სააპელაციო პალატა უპირველესად მიუთითებს, რომ ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტით იმპერატიულად არის განსაზღვრული იმ შემთხვევათა ჩამონათვალი, რომლებიც ექცევა მითითებული ნორმის რეგულაციაში და ასეთი შემთხვევებია: პოლიციელის გარდაცვალება ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას; სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს, იმისათვის, რომ გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახის წევრზე გავრცელდეს ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის ერთი პრიმა პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი რეჟიმი მნიშვნელოვანია დადგინდეს ორი გარემოება: პოლიციელის გარდაცვალება ამ ნორმით გათვალისწინებულ ერთ-ერთ შემთხვევაში და უშუალოდ ამ შემთხვევის შედეგად;

 

სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად პოლიცია პრევენციული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს: ა) სამართალდარღვევათა თავიდან ასაცილებლად საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება; ბ) პირისთვის სათანადო სამართლებრივი და პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა; გადაუდებელი ზომების მიღება პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ პირი საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს ან გარშემომყოფთ; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღლესი თანამდებობის პირების უსაფრთხოების დასაცავად; მინისტრის მიერ დამტკიცებული წესისა და ნუსხის შესაბამისად სახელმწიფო ობიექტების დაცვის ფიზიკურად უზრუნველყოფა; დ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ე) სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად ბავშვთა მაწანწალობის, უმეთვალყურეობის თავიდან აცილების, არასრულწლოვანთა დამნაშავეობის აღკვეთის პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობა და თავის საქმიანობაში არასრულწლოვანთა განსაკუთრებული თავისებურებებისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება; (12.06.2015. N3712 ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან) ვ) სატრანსპორტო მოძრაობის მოწესრიგება, მოძრაობის წესების, ნორმატივებისა და სტანდარტების დაცვის ზედამხედველობა; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვის სპეციალური ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა „სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური პროგრამის“ შესაბამისად. თ) პენიტენციური დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის დაუყოვნებლივ შეტყობინება მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის 716 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ.

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევის დადგენა გულისხმობს უშუალო მიზეზობრივი კავშირის დადგენას ამ მუხლში მითითებულ კონკრეტულ ქმედებასა და პირის გარდაცვალებას შორის. სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას და თვლის, რომ ერთმანეთისაგან უნდა იქნეს გამიჯნული შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვა ან ავარიის შედეგად გარდაცვალება და მისგან გამომდინარე სოციალური გარანტიები („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 1 პუნქტი), რაც არ წარმოშობს კომპენსაციის მიღების უფლებას, და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განსაკუთრებულ ვითარებაში დაღუპვა და მისგან გამომდინარე გარანტიები („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტი), რაც კომპენსაციის დანიშვნის საფუძველია.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პოლიციის ძირითადი ფუნქციაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილება. პოლიცია დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს; ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი განსაზღვრავს თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს პოლიცია პრევენციული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტით განსაზღვრული ჩამონათვალი გულისხმობს ობიექტური საფრთხის არსებობის პირობებში, უშუალოდ პოლიციური ღონისძიებების განხორციელების პროცესში, პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევას. ობიექტური საფრთხე იმ შემთხვევაში არის სახეზე, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ საქმის გარემოებები ან მოვლენების შეუფერხებელი განვითარება გამოიწვევს პოლიციის შესახებ კანონით დაცული სიკეთისთვის ზიანის მიყენებას. სააპელაციო სასამართლო სადაო ნორმის შინაარსის განმარტებასთან დაკავშირებით ასევე მიუთითებს კანონპროექტის განმარტებით ბარათზე, რომელიც ადასტურებს კანონმდებლის ამგვარ ნებას და მიზანს.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნია, რომ მართალია ნ------- შ-----ე გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მაგრამ სახეზე არ გვაქვს ობიექტური საფრთხის არსებობის პირობებში, უშუალოდ პოლიციური ღონისძიებების განხორციელების დროს გარდაცვალება, რაც არ წარმოადგენს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას.

 

საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის საფუძველზე, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟი გადახდის ვალდებულებისაგან.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ--–--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: გიორგი გოგიაშვილი