განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.06.2019
საქმის ნომერი
330210116001438161
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
20.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210116001438161

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/5381-18 10 მაისი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - თამარ ალანია

მოსამართლეები - ქეთევან მესხიშვილი

თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - ეთ----------ე, ბმა „არ---–---–----------“

 

წარმომადგენელი - ვა---–-------–-–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ვა----------------ი

 

წარმომადგენელი - ზუ-----------ა

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - კრების ოქმის ბათილად ცნობა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. ვა----------------მა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „არ---–---–---------ის“ 2016 წლის 3 ივნისის კრების ოქმისა (ხელმოწერა დამოწმებული 2016 წლის 06 ივნისს ნოტარიუს თ.-------------ის მიერ, სანოტარო მოქმედების რეგ. #---------; სანოტარო მოქმედების ინდივიდუალური ნომერი 8-------------) და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „არ---–---–---------ის“ 2016 წლის 29 ივნისის კრების ოქმის (ხელმოწერა დამოწმებული 2016 წლის 30 ივნისს ნოტარიუს თ.-------------ის მიერ, სანოტარო მოქმედების რეგ. N---------, სანოტარო მოქმედების ინდივიდუალური ნომერი 3-------------) (დაზუსტებული მოთხოვნები), ბათილად ცნობა მოითხოვა.

 

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „არ---–---–---------ის“ 2016 წლის 29 ივნისის კრების ოქმი, რომლის საფუძველზეც ეთ----------ის საკუთრებაში აღირიცხა უძრავი ნივთი, სარდაფი 27.53 კვ.მ, მდებარე: ქ. თბილისში, ფ--–--–---–------------ქ. თბილისი ა-----–---–------ში, ბათილად იქნა ცნობილი. ვა----------------ის სარჩელი ამხანაგობა „არ---–---–---------ის“ 03 ივნისის კრების ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ეთ----------ემ და ბმა „არ---–---–-----------მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით კრების ოქმის ბათილად ცნობაზე უარის თქმა მოითხოვეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. ქ. თბილისში, არ---–---–---------ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ჩამოყალიბებულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „არ---–---–--------“. ამხანაგობა 24 ამხანაგობის წევრისგან შედგება (მხარეთა ახსნა-განმარტება).

 

6. ვა----------------ი და ეთ----------ე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „არ---–---–---------ის“ წევრებს წარმოადგენენ (მხარეთა ახსნა-განმარტება).

 

7. ეთ----------ე საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისში, ფ--–--–---–-------------–---–------------ში, ბინა N--ის (ს/კ 0----------------------) მესაკუთრედ რეგისტრირებულია 2016 წლის 05 თებერვლიდან უფლების დამდგენ დოკუმენტს ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს (ტომი I, ს.ფ. 48).

 

8. ვე-------------ა 1993 წლის 07 ივლისს დამოწმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისში, ფ--–--–---–-------------–---–------------ში, სარდაფის ფართით 20 კვ.მ (ს/კ 0----------------------) მესაკუთრეს წარმოადგენდა. ხოლო, 2010 წლის 04 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე ვა----------------ი გახდა (ტომი I, 71-74).

 

9. 2016 წლის 29 ივნისის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „არ---–---–---------ის“ კრების ოქმის საფუძველზე ეთ----------ე უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა.

 

10. სადავო სარდაფში მოსახვედრად მხოლოდ ერთი კარი არსებობს (ტომი II. ს.ფ. 68)

 

11. ვა----------------ი ვე-------------ას უფლებამონაცვლეს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს და ამავე დროს სადაო უძრავი ქონების ფაქტობრივი მფლობელია (ტომი I, 71-74, მოწმეთა ჩვენებები).

 

12. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „არ---–---–---------ის“ 2016 წლის 29 ივნისის კრება, რომლის საფუძველზეც ეთ----------ის საკუთრებაში აღირიცხა უძრავი ნივთი, სარდაფი 27.53 კვ.მ, მდებარე: ქ. თბილისში, ფ--–--–---–------------ქ. თბილისი ა-----–---–------ში, კანონდარღვევით ჩატარდა, რაც კრების მიერ მიღებული ოქმის ბათილად ცნობის საფუძველია.

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოსარჩელე ამხანაგობის სხდომაზე კანონით დადგენილი წესის შესაბამისად მიწვეული არ ყოფილა და მას არ დასწრებია, ხსენებული კრების ოქმი ამხანაგობის წევრთა 2/3 ზე მეტის, მაგრამ არა ყველა წევრის მიერაა მიღებული. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. შესაბამისად, ცალსახაა, რომ ამხანაგობის წევრთა 2/3 გადაწყვეტილება საკმარისია მხოლოდ სამეურნეო სათავსის ფაქტობრივი მფლობელობის აღიარებისთვის. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტით დასტურდება, რომ ეთ----------ემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა და საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბინაზე/ერთეულზე, მდებარე ქ. თბილისი: არ---–---–----------- მოითხოვა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 10 ივნისს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რეგისტრაციის შეჩერების ერთ-ერთ მოტივად კი, ეთ----------ის მიერ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების ოქმის წარუდგენლობა მიეთითა, რომლითაც კრებაზე დამსწრე პირთა სრული უმრავლესობა (100%) განაცხადებდა თანხმობას მოსარჩელისთვის საერთო სარგებლობაში არსებული სათავსო მოსაჩელის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაეცა. ასევე, საქმის მასალებში წარმოდგენილი მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ განმცხადებელმა ხარვეზი გამოასწორა, რეესტრს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი წარუდგინა რაც სადავო სარდაფის ეთ----------ის სახელზე აღრიცხვის საფუძველი გახდა (ტომი I, ს.ფ. 40-48).

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს მრავალბინიანი სახლის ვესტიბიულები, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სარდაფები, სხვენები, საქვაბეები, ტექნიკური სართულები, სახურავები, ლიფტები, სხვადასხვა დანიშნულების შახტები, არხები, ნაგავგამტარები, ბუნკერები და ა. შ., რომლებიც ინდივიდუალურ საკუთრებაში არ იმყოფება. ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სარგებლობაში არსებული დერეფნები და გალერეების სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია ამხანაგობის წევრთა მიერ ერთად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. ამავე კანონის თანახმად, კრებას იწვევს ამხანაგობის თავმჯდომარე, კრების მოწვევისა და ჩატარების პროცესში სავალდებულოა ამხანაგობის წევრთა ინფორმირება განსახილველი საკითხების შესახებ. ინფორმირების მიზანია მხარეთა სათანადო მომზადება ამხანაგობის წინაშე დასმულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად. ასეთი ინფორმირება დასაშვებია მხოლოდ წერილობითი ფორმით. კრების ჩატარების თარიღის, ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ წინასწარ ინფორმირება ამხანაგობის წევრების კრებაზე მოწვევის, კრების ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღებაში მათი მონაწილეობის მტკიცების ტვირთი ეკისრებათ მოპასუხეებს. საქმის მასალებში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ სადავო პერიოდში კრების მოწვევას დაადასტურებდა, მით უფრო არ არსებობს მტკიცებულებები, რომლითაც კრების დღის წესრიგის შესახებ წევრებს ინფორმაცია მიეწოდა. ამ მიმართებით სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გაიზიარა სხდომაზე დაკითხული ორი მოწმის ჩვენება. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საქმეების განხილვა დისპოზიციურობის საფუძველზე, მხარეებისთვის თანაბარი უფლებებისა და ვალდებულებების მინიჭების საფუძველზე ხდება, შესაბამისად თითოეულ მათგანს ეკისრება იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომელზეც საკუთარ მოსაზრებას აფუძნებს. მოსარჩელემ იმ გარემოების სამტკიცებლად, რომ კრება არ მოწვეულა, არ ჩატარებულა და მით უფრო მას ამხანაგობის ყველა წევრი არ დასწრებია, მოწმეთა დაკითხვა უზრუნველყო. სხდომაზე გამოკითხულმა მოწმეებმა, კერძოდ, ჟა------–-----მა და ნუ-----------------ემ, გა------------მა (ამხანაგობის წევრი), ზი-------–------მა, რომელიც, 1996 წლიდან ცხოვრობს არ---–---–------------ში, მა------–---------მა და ან---------------მა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „არ---–---–-----------ის“ მიერ სადავო კრებების „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოწვევის და ჩატარების ფაქტი უარყვეს. ასევე არ დაადასტურეს ის გარემოება, რომ სადავო სარდაფს კანონის ამოქმედებამდე ეთ----------ე ფლობდა. მეტიც სხდომაზე მოწვეულმა ყველა მოწმემ ცალსახად დაადასტურა, რომ სადავო სარდაფი მოსარჩელის ბებია-პაპის სარგებლობაში იყო, მასში მოსახვედრად ერთადერთი კიბეც სწორედ მოსარჩელის პაპამ გააკეთა და სარდაფი მოსარჩელის წინამორბედების ფაქტობრივ მფლობელობაში იმყოფებოდა. მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პირობებში აღნიშნული მტკიცებულებები მოპასუხეს უნდა გაექარწყლებინა, კერძოდ მას შეეძლო სასამართლო განხილვაზე მოწმის სახით კრებაზე დამსწრე პირები წარმოედგინა, თუმცა აღნიშნული არ მომხდარა. შესაბამისად პალატა ასკვნის, რომ მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და დამაჯერებელია, მათ გაზიარებასა და სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს კი, მხოლოდ აპელანტის ზეპირი ახსნა-განმარტება ვერ შექმნის, მით უფრო კი ისეთ პირებში, როდესაც მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებები საქმის მასალებში არსებული სხვადასხვა წერილობითი მტკიცებულებითაც არის გამყარებული.

 

13. მიუხედავად იმისა, სააპელაციო პალატა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულად მიიჩნევდა თუ არა, აღნიშნული სამართლებრივი თვალსაზრისით საქმის შედეგს ვერ შეცვლიდა. როგორც უკვე აღინიშნა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ეთ----------ემ უძრავი ქონების (სარდაფი) რეგისტრაცია მოითხოვა, სააგენტოს მიერ დადგინდა ხარვეზი და მას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის წარდგენა მოეთხოვა, რომლითაც ამხანაგობის ყველა წევრი უფლებას მისცემდა საერთო სარგებლობის დანიშნულების მქონე სარდაფი ინდივიდუალურ საკუთრებაში აღერიცხა. საქმის მასალებიდან გამომდინარე დასტურდება, რომ ეთ----------ემ ხსენებული დოკუმენტი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინა. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს, თავად აპელანტის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებას სადაც ის აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრში წარდგენილ კრების ოქმში ტექნიკური ხასიათის შეცდომა მოხდა, მასში დამსწრეთა რაოდენობა არა 2/3 -ით არამედ 100%-ით განისაზღვრა. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული წარმოადგენს აპელანტის აღიარებას მასზედ, რომ კრება ჩატარების შემთხვევაშიც კი არ იქნებოდა უფლებაუნარიანი ვინაიდან მას მხოლოდ წევრთა 2/3 ესწრებოდა. ასევე, კრება ჩატარების შემთხვევაშიც გადაწყვეტილებაუნარიანი ვერ იქნებოდა ვიანიდან როგორც უკვე აღინიშნა სადავო სარდაფის ეთ----------ის ინდივიდუალურ საკუთრებაში აღრიცხვის უფლებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობა სჭირდებოდა. შესაბამისად, თუნდაც მხოლოდ ის გარემოება, რომ თავად მოსარჩელე კრებაზე არ იმყოფებდა, რაც მოპასუხეების მიერ წარდგენილ შესაგებელში ცალსახად დადასტურებულია, სადავო კრების ოქმს ბათილ გარიგებად აქცევს.

 

14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. შესაბამისად, ისეთი გარიგებები, რომლებიც კანონსაწინააღმდეგობა კანონმდებელმა უცილოდ ბათილ გარიგებათა ჯგუფს მიაკუთვნა, რომლებიც მისი დადების მომენტიდან ბათილია და სამართლებრივივ შედეგს არ წარმოშობს. ვინაიდან წინამდებარე განჩინებით უდავოდ დადასტურდა სადავო კრების ოქმის „ბოინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოცემა, იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

15. სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი პრინციპი მოქმედებს, საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას ადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.

 

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტების მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას სადავო კრების ოქმების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარების დადასტურება და სადავო სარდაფის კანონის ამოქმედებამდე ფაქტობრივი ფლობის დადასტურება წარმოადგენდა. საქმეში წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულებით კრების მოწვევა, მხარეთა ინფორმირება, გადაწყვეტილების მიღება ვერ დადასტურდა. მოწმეთა ჩვენებებითა და საქმის მასალებში არსებული ფაქტის კონსტანტაციის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ სადავო სარდაფი არა აპელანტი ეთ----------ის არამედ, მოსარჩელის ბებია-პაპისა და იმ პირის საკუთრებაში იყო რომლისგანაც მას სადავო ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა. გარდა ამისა, აპელანტის განმარტებით საჯარო რეესტრში წარდგენილ დოკუმენტში „ტექნიკური“ შეცდომა მოხდა, სადაც კრებაზე დამსწრე პირთა ოდენობა 2/3-ის ნაცვლად 100%-ით განისაზღვრა. ცალსახაა, რომ შეცდომამ, რომელსაც აპელანტი ტექნიკურს უწოდებს მოსარჩელის კონსტიტუციითა და რიგი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტებით გარანტირებული საკუთრების უფლება დაარღვია. საქმის მასალების სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტებმა მათზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დასძლიეს და სასამართლოს ვერ შეუქმნეს მტკიცებულებით გამყარებული შინაგანი რწმენა მასზედ, რომ სადავო კრების ოქმის ბათილობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა.

 

რაც შეეხება მოსარჩელეს (მოწინააღმდეგე მხარე) მან საქმეზე წარმოადგინა ყველა ის წერილობითი მტკიცებულება, რომელიც მის მიერ მითითებულ ფაქტებს დაადასტურებდა, ასევე უზრუნველყო სასამართლო სხდომაზე მოწმეთა გამოცხადება, რაც მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების მიღებას დაედო საფუძვლად.

 

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

17. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობასა და დადგენილ ფაქტებს და მიიჩნევს, რომ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ სამართლებრივ საფუძველს არ ქმნის.

 

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ბმა „არ---–---–-----------ისა“ და ეთ----------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თამარ ალანია ქეთევან მესხიშვილი

მოსამართლეები ქეთევან მესხიშვილი

თამარ ზამბახიძე