განაჩენი

სისხლის სამართლის 05.06.2018
საქმის ნომერი
030100117002071375
ინსტანცია
თარიღი
05.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 030100117002071375

საქმე №1/ბ-101-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

05 ივნისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის – ლევან ტაბიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის – ე---–---- ბ------ს, ა-–---------- კ-------ს,მსჯავრდებულების – გ------- ჭ------ს, ა---- ა---–---ს,ადვოკატების – მ----–-- კ--------ს, დ----- გ------ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ გ------- ჭ------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----–-- კ--------ს და ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ე---–---- ბ------ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების № 0-----------):

 

გ------- ჭ------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ 4----------), საშუალო განათლების მქონის, დაუოჯახებლის, ნასამართლევის, მცხოვრების ქ-------–--------------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით.

 

ა---- ა---–---ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ4----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ-------–-----------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ა” და „გ” ქვეპუნქტებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

1.1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ------- ჭ------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

გ------- ჭ------ 2010 წლის 27 სექტემბერს მსჯავრდებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

2017 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 01 საათზე, გ------- ჭ------მ ა---- ა---–---სთან ერთად წინასწარი შეთანხმებით უკანონოდ შეაღწია ქ-------–--------–---–-------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ზ----- გ--------ის გამგებლობაში არსებულ, ჯამში 5816 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების ნივთებს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ზემოაღნიშნულის გამო გ------- ჭ------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით.

 

1.2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა---- ა---–---ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 01 საათზე, ა---- ა---–---მ გ------- ჭ------სთან ერთად წინასწარი შეთანხმებით უკანონოდ შეაღწია ქ-------–--------–---–-------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ზ----- გ--------ის გამგებლობაში არსებულ, ჯამში 5816 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების ნივთებს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ზემოაღნიშნულის გამო ა---- ა---–---ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ა” და „გ” ქვეპუნქტებით.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 დეკემბრის განაჩენით:

 

გ------- ჭ------ ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ------- ჭ------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2017 წლის 26 ივლისიდან.

 

გ------- ჭ------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა.

 

ა---- ა---–--- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ა” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით, 02 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი 02 (ორი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობითად 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ ა---- ა---–---ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2017 წლის 17 ივნისიდან 2017 წლის 28 ივნისის ჩათვლით და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2017 წლის 06 დეკემბრიდან.

 

ა---- ა---–--- დაკავებული იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში და შესახლებული იქნა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

ა---- ა---–--ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდა და მოიხსნა გირაოს თანხის – 4000 (ოთხი ათასი) ლარის უზრუნველყოფის მიზნით, ს--–---- ო-----–ის (პირადი ნომერი 4----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ-------–--------------------------------–---------------------------------------), 4000 ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა.

 

მსჯავრდებულ ა---- ა---–---ს დაევალა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ 15 დღის ვადაში გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში, თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და ამ ბიუროს ოფიცრის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:

 

● ა---- ა---–---ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანისა და პირადი ჩხრეკისას ამოღებული: 1)მამაკაცის მაჯის ვერცხლისფერი საათი, მედალიონი პირამიდის გამოსახულებით და გულსაბნევი, 2)„VESTEL“-ის ფირმის პლაზმური ტელევიზორი, 3)დანა-ჩანგლის ორი კომპლექტი, 4) ერთი ბოთლი შამპანური, 5)მაგიდის თეთრი ფერის ნაჭრის გადასაფარებელი, 6)30 სახეობის სხვადასხვა ბიჟუტერია, 7)საქართველოს მოქალაქის პასპორტი გაცემული 1----–-–---------------- დაბადებულ გ------- ჭ------ს (პ/ნ 4----------) სახელზე, 8)გ------- ჭ------ს (პ/ნ 4----------) სახელზე გაცემული ცნობა მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ, დათარიღებული 18/11/2016 წლით, რომლებიც ინახება ფ------------–-----------------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტი-ლების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეებს.

 

● ა---- ა---–---ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული: 1)შავი ფერის ყუთში მოთავსებული პისტოლეტი „------------------------------, 1 (ერთი) მჭიდი, ლულის საწმენდი ჯაგრისი და ინსტრუქცია, 2)„Т------“ მოდელის თოფი Ш-------, 12 კალიბრის 23 (ოცდასამი) ცალი ვაზნა და სავაზნე ქამარი; 3)ხიშტი-დანა ქარქაშით, გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის ჩატარების მიზნით.

 

● 2017 წლის 17 ივნისს, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ქ-------–--------–---–-------------–- მდებარე საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული: 1)ერთი ცალი ვერცხლისფერი შანდალი, 2)მოყვითალო ფერის ხელის ფანარი, 3)ცისფერი ჭიქა-თერმოსი, წარწერით „pepsi“ და ა---- ა---–---ს ნერწყვის ნიმუში, გადაგზავნილია ლ----------------–--------–-------------------------------–---------–-, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის ჩატარების მიზნით.

 

● ა---- ა---–---სგან ამოღებული „მაზდას“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით K------, რომელიც განთავსებულია შსს ფ------------–-----------------–--ს ეზოში, ა---- ა---–---ს მიმართ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

● გ------- ჭ------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის ტყავის საფულე, გ------- ჭ------ს პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი და ფულადი თანხა 340 ლარი, შავი ფერის კორპუსის მქონე „ბილაინის“ ფირმის მობილური ტელეფონი მასში მოთავსებულ „მაგთიკომის“ და „მობიტელის“ ორი ცალი სიმბარათი, შავი ფერის ნაჭრის ზურგჩანთა, „ადიდასის“ ფირმის ერთი წყვილი მამაკაცის ჩუსტი, მამაკაცის ორი წყვილი მაისური, ერთი წყვილი შავი ფერის წინდა, 10 კოლოფი სიგარეტი „ასტრა“ და ორი ცალი მამაკაცის შორტი, რომლებიც ინახება ქ.ფ------------–-----------------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

● გ------- ჭ------სგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დადგენილებაზე თანდართულ ნივთებზე ბიოლოგიური მასალების შედარების მიზნით გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

 

● საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოსურათები, დალუქული 2 ცალ დისკზე, უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, მისი შენახვის ვადით.

 

3. სააპელაციო საჩივრების არსი:

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ------- ჭ------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ----–-- კ-------მა და ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ე---–---- ბ------მ.

 

3.1. მსჯავრდებულ გ------- ჭ------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ----–-- კ-------მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გ------- ჭ------ს მიმართ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 დეკემბრის გამამატყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

განაჩენში გ------- ჭ------ს ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებებად მიჩნეულია პოლიციის თანამშრომლების, გ------- ლ-------ს და გ--–- შ-----–--ს მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები, რომლებითაც დგინდება, რომ ისინი მონაწილეობდნენ ბრალდებულ ა---- ა---–---ს ჩვენების გადამოწმების მიზნით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ნებაყოფლობით უჩვენა ქ-------–--------–---–-- ქუჩაზე მდებარე ზ----- გ--------ის საცხოვრებელი სახლი და განუმარტა გამომძიებელს, რომ ეს სახლი გაქურდა მან, ასევე დეტალურად აღწერა დანაშაულის ჩადენის გარემოებები, რაზედაც შედგა შესაბამისი ოქმი. აღნიშნული ჩვენებები წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ისინი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

 

განაჩენში მითითებულია, რომ ბრალდებულებმა აღიარეს მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაული, თუმცა გ------- ჭ------ს აღიარება მოპოვებული იქნა კანონის უხეში დარღვევით, ბრალდების მხარის მიერ მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების ცრუ დაპირებით, რის გამოც იგი საერთოდ არ უნდა იქნეს განხილული მტკიცებულებად. რაც შეეხება პრეიუდიციად მიჩნეულ სხვა მტკიცებულებებს, ისინი ირიბ მტკიცებულებათა კატეგორიას განეკუთვნებიან და უშუალოდ გ------- ჭ------ს ბრალეულობას მისთვის შერაცხულ დანაშაულში ეჭვშეუვალად ვერ ადასტურებენ.

 

3.3. ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ე---–---- ბ------მ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ა---- ა---–---სთვის სასჯელის განსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ა---- ა---–--- დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ა” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რომელიც მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. სასამართლომ მას სასჯელად განუსაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კდოექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ერთი მესამედი ჩაუთვალა პირობითად, თუმცა სასჯელის გაყოფისას დაუშვა შეცდომა, კერძოდ, მსჯავრდებულ ა---- ა---–---ს ნაცვლად დანიშნული სასჯელის ერთი მესამედისა, პირობით მსჯავრად ჩაუთვალა მისი ნახევარი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელის ერთი მესამედის პირობით მსჯავრად ჩათვლის შემთხვევაში, სასამართლოს ბრალდებულისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად უნდა განესაზღვრა 2 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი _ 1 წლით და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 2 წლის გამოსაცდელი ვადით. აქედან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 დეკემბრის განაჩენში.

 

4.მხარეთა პოზიციები წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებთან დაკავშირებით:

 

4.1. სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა თავისი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო მსჯავრდებულმა ა---- ა---–---მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ----- გ------მ ითხოვს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მსჯავრდებულ ა---- ა---–---ს ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

4.2. სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ გ------- ჭ------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ----–-- კ-------მა მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გ------- ჭ------ს გამართლება, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული გ------- ჭ------, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა ითხოვა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მსჯავრდებულ გ------- ჭ------ს ნაწილში ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანის დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ------- ჭ------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----–-- კ--------ს, ასევე ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ე---–---- ბ------ს სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს და შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის განაჩენში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა მიუთითებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სააპელაციო პალატამ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნიოს გ------- ჭ------ს მიერ ა---- ა---–---სთან ერთად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობის ჩადენის ფაქტი, კერძოდ:

მოწმე დ----- ო---–-----ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შსს ფ------------–-----------------–--ს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 2017 წლის 17 ივნისს, ღამის საათებში, დაუკავშირდა პატრულ-ინსპექტორი მ--–---- გ-----–--, რომელმაც თხოვა მისულიყო ქ.ფოთში, რუსთაველის რკალზე. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე, სამსახურებრივი ავტომანქანით მივიდა მითითებულ ადგილზე, სადაც ნახა, რომ საპატრულო ეკიპაჟის წევრებს _ მ--–---- გ-----–--ს და რ----–-- მ---–----ს გაჩერებული ჰყავდათ ,,მაზდას“ მარკის ავტომანქანა. როგორც მ--–---- გ-----–--მ უთხრა, აღნიშნული ავტომანქანა შეუჩერებია მძღოლის სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადამოწმების მიზნით. როდესაც მისულა ავტომანქანასთან და მძღოლისთვის _ ა---- ა---–---სთვის დოკუმენტაცია მოუთხოვია, დაუნახავს, რომ მის გვერდით იჯდა მისთვის ნაცნობი გ------- ჭ------, რომელიც გადამოწმების პროცესში გადასულა მანქანიდან და გაქცეულა ბაზრის მიმართულებით. ამის შემდეგ მძღოლთან მ--–---- გ-----–--ს მეწყვილე რ----–-- მ---–---- დარჩენილა, ხოლო თავად მ--–----ი გაქცეულს დადევნებია, თუმცა ვერ დასწევია. მოწმე დ----- ო---–-----ს განმარტებით, იგი რადიოსადგურით დაუკავშირდა ფ------------–-----------------–--ს სამორიგეო ნაწილს და დახმარება ითხოვა. რამდენიმე წუთში გამომძიებელიც მივიდა. მისივე ჩვენებით, ზემოთ ხსენებულ ,,მაზდას“ მარკის ავტომანქანაში აღმოჩნდა ნაქურდალი ნივთები, რომლებზეც ა---- ა---–---მ განაცხადა, რომ აღნიშნული ნივთები მან და გ------- ჭ------მ მოიპარეს ქ-------–--------–---–-- ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლიდან. ამ ნივთებს შორის იყო სანადირო თოფი, პისტოლეტი, საყოფაცხოვრებო ნივთები, პლაზმური ტელევიზორი და სხვ. გამომძიებელმა ე-–----- ძ--------მა ა---- ა---–---ს განუმარტა მისი უფლება-მოვალეობები, რის შემდეგაც მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა მაჯის საათი, მედალიონი და გულსაბნევი. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ, ა---- ა---–---ს თანხმობით ჩატარდა მისი ავტომანქანის ჩხრეკა, საიდანაც ამოღებული იქნა პლაზმური ტელევიზორი, სანადირო თოფი, პისტოლეტი ერთი მჭიდით ვაზნების გარეშე და საოჯახო ნივთები.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებებია დადგენილი მოწმის სახით დაკითხული პატრულ-ინსპექტორების _ რ----–-- მ---–----ს და მ--–---- გ-----–--ს ჩვენებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ზ----- გ--------ის ჩვენებით, რომელიც მხარეებს ასევე არ გაუხდიათ სადავოდ, დადგენილია, რომ ქ-------–--------–---–-- ქუჩა №---–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს მისი ქალიშვილი _ მ----------------- ქმარ-შვილთან ერთად, რომლებიც ამჟამად სამუშაოდ იმყოფებიან ისრაელში და სახლი მასზე აქვთ მიბარებული. 2017 წლის 16 ივნისს, ღამის საათებში იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და თხოვეს წასულიყო ქ-------–--------–---–-------------–- მდებარე თავისი სიძის საცხოვრებელ სახლში, რადგან, შესაძლებელია, იგი გაქურდული ყოფილიყო. ადგილზე მისულმა ნახა, რომ ოთახებში კარადებიდან გადმოყრილი იყო და იატაკზე მიმოფანტული ეყარა საოჯახო ნივთები, რის გამოც მაშინვე დარეკა პოლიციაში და დახმარება ითხოვა. ამის შემდეგ მივიდნენ გამომძიებელი და ექსპერტი, რომლებმაც დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი. დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ სახლიდან მოპარული იყო სხვადასხვა დასახელების ნივთები, კერძოდ: მამაკაცის მაჯის საათი ტყავის სამაჯურით, შავი ფერის პლასტმასის ყუთი და მასში მოთავსებული შავი ფერის და ვერცხლისფერი კორპუსის მქონე პისტოლეტი ერთი მჭიდითა და საწმენდი ჯაგრისი, ორ ლულიანი სანადირო თოფი მოყავისფრო მოჩუქურთმებული ხის კონდახით, ტყავის სავაზნე ქამარი მასში მოთავსებული 31 ცალი სანადირო თოფის ვაზნით, დიდი ზომის ,,VESTEL’’-ის ფირმის პლაზმური ტელევიზორი, მოყავისფრო ხიშტ-დანა, დანა-ჩანგლის ორი კომპლექტი, ერთი ბოთლი შამპანური, მაგიდის თეთრი ფერის გადასაფარებელი და სხვადასხვა სამკაულები, რის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობამ საერთო ჯამში შეადგინა 5816 ლარი.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და მასში მონაწილე პირების _ შსს ფ------------–-----------------–--ს მ--–-----ის განყოფილების უფროსის მოადგილის, გ------- ლ-------ს და იმავე განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის, გ--–- შ-----–--ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებებით დასტურდება, რომ ბრალდებულ ა---- ა---–---ს ჩვენების შემოწმების მიზნით 2017 წლის 18 ივნისს ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ა---- ა---–---მ ექსპერიმენტში მონაწილე პირები მიიყვანა ქ-------–--------–---–-- ქ.№---–- მდებარე მ----------------ის საცხოვრებელ სახლთან და განაცხადა, რომ შემთხვევის დღეს აღნიშნულ სახლთან მივიდა გ------- ჭ------სთან ერთად, თავისი მართვის ქვეშ მყოფი ,,მაზდას” მარკის ავტომანქანით. ა---- ა---–---მ უჩვენა ფანჯარა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, საიდანაც, მისი განმარტებით, შევიდა სახლში, შიგნიდან გააღო ურდულით დაკეტილი რკინის კარები და გ------- ჭ------ც შეიყვანა, რის შემდეგაც ორივემ დაიწყეს სხვადასხვა ოთახებიდან ნივთების მოპარვა. მანვე განმარტა, რომ აღნიშნული ნივთები ორივემ გაიტანეს სახლიდან, ჩააწყვეს იქვე გაჩერებულ მის კუთვნილ ,,მაზდას’’ მარკის ავტომანქანაში და გაემართნენ რუსთაველის რკალის მიმართულებით, სადაც გააჩერეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადამოწმების მიზნით. ა---- ა---–---მ ასევე აღნიშნა, რომ, ვინაიდან, გ------- ჭ------ს შეეშინდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ნაქურდალი ნივთები არ აღმოეჩინათ, გადავიდა მანქანიდან, გაიქცა ბაზრის მიმართულებით და მიიმალა.

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ა---- ა---–--- დაკავებული იქნა 2017 წლის 17 ივლისს, 03 საათსა და 17 წუთზე, ქ-------–-------------------------------–- მდებარე სახოვრებელი ბინის წინ, რუსთაველის რკალზე, საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე, რა დროსაც ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მისგან ამოღებული იქნა მაჯის საათი ტყავის სამაჯურით, ოქროსფერი მედალიონი პირამიდების გამოსახულებით და ოქროსფერი გულსაბნევი. როგორც იმავე ოქმიდან ირკვევა, ა---- ა---–---მ განაცხადა, რომ აღნიშნული ნივთები გ------- ჭ------სთან ერთად მოიპარა ქ-------–--------–---–-------------–- მდებარე საცხოვრებელი სახლიდან.

ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ა---- ა---–---ს მართვის ქვეშ მყოფი ,,მაზდას” მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა პლასტმასის ყუთი და მასში მოთავსებული შავი ფერის კორპუსისა და ვერცხლისფერი ჩარჩოს მქონე პისტოლეტი ერთი ცალი მჭიდით ვაზნების გარეშე, ამავე ყუთში მოთავსებული პისტოლეტის სახელმძღვანელო და ლულის საწმენდი ჯაგრისი, ორ ლულიანი სანადირო თოფი მოყავისფრო მოჩუქურთმებული კონდახით, სავაზნე ქამარი მასში მოთავსებული 31 ცალი ვაზნით, მოყავისფრო ხიშტ-დანა, ,,VESTEL’’-ის ფირმის პლაზმური ტელევიზორი, ავტომანქანის საბარგულიდან ასევე ამოღებული იქნა შავი ფერის ლარნაკი მასში არსებული სხვადასხვა სამკაულებით, ყვავილებით მოხატული მაგიდის თეთრი ფერის გადასაფარებელი, ერთი ბოთლი შამპანური და დანა-ჩანგლის ორი კომპლექტი, ხოლო მძღოლის სავარძლის უკანა ჯიბიდან ამოღებული იქნა საქართველოს მოქალაქის პასპორტი, გაცემული გ------- ჭ------ს სახელზე, რომელშიც მოთავსებული იყო გ------- ჭ------ს სახელზე გაცემული ცნობა მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ. როგორც ავტომანქანის ჩხრეკის ოქმიდან ირკვევა, ა---- ა---–---მ განაცხადა, რომ აღნიშნული ნივთები გ------- ჭ------სთან ერთად მოიპარა ქ-------–--------–---–-------------–- მდებარე საცხოვრებელი სახლიდან.

სააპელაციო პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება გ------- ჭ------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. პალატა აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც გამორიცხავს პირის ბრალეულობაში გონივრული ეჭვის შეტანის ყოველგვარ შესაძლებლობას. ამგვარი კი შეიძლება იყოს მხოლოდ უტყუარი და საკმარისი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გ------- ჭ------ს ბრალეულობის დასადასტურებლად ვერ იქნა მოპოვებული.

 

ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ბრალდებულ ა---- ა---–---ს პირადი ჩხრეკისა და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები ა---- ა---–---მ და გ------- ჭ------მ მოიპარეს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ქ-------–--------–---–-------------–- მდებარე საცხოვრებელი სახლიდან, თუმცა სასამართლოში წარმოდგენილი ვერ იქნა უტყუარი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში გ------- ჭ------ს ყოფნისა და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების მის მიერ ფარულად დაუფლების ფაქტი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შემთხვევის ადგილიდან და ა---- ა---–---ს ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ნივთებიდან გამოძიებას არ ამოუღია თითის კვლები და პიროვნების იდენტიფიკაციის მიზნით არ ჩაუტარებია დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, რაც იქნებოდა დამატებითი შესაძლებლობა, მოპოვებულიყო საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და გამყარებულიყო ბრალდების მხარის ვერსია ქურდობაში ა---- ა---–---სთან ერთად გ------- ჭ------ს მონაწილეობის შესახებ. აქვე პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ გამოძიების ეტაპზე ორივე ბრალდებულისგან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუშები და დაინიშნა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზა, იმის დასადგენად, ა---- ა---–---ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ ნივთებზე იყო თუ არა ადამიანის ბიოლოგიური მასალა და დადებით შემთხვევაში, აღნიშნული ბიოლოგიური მასალა იდენტური იყო თუ არა ა---- ა---–---სგან და გ------- ჭ------სგან აღებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილის, თუმცა ბრალდების მხარეს არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოებში ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოუდგენია.

 

გასაჩივრებული განაჩენით გ------- ჭ------ს მსჯავრდება ძირითადად ეფუძნება მოწმე პოლიციელების ჩვენებებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ა---- ა---–---ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში, რომელშიც აღმოჩენილი იქნა ქ-------–--------–---–-------------–- მდებარე საცხოვრებელი სახლიდან მოპარული ნივთები, ა---- ა---–---სთან ერთად იჯდა გ------- ჭ------, რომელიც პოლიციის თანამშრომლების მიერ მათი შეჩერების შემდეგ გადავიდა მანქანიდან, გაიქცა და მიიმალა. ბრალდების მხარე იშველიებს ასევე ავტომანქანის ჩხრეკის ოქმს, რომლითაც დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული ავტომანქანის მძღოლის სავარძლის უკანა ჯიბიდან ამოღებული იქნა გ------- ჭ------ს სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი და მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ ცნობა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოებები არ არის პირდაპირი მამტკიცებელი იმისა, რომ გ------- ჭ------ ა----ა ა---–--სთან ერთად მონაწილეობდა ქურდობაში. ის ფაქტი, რომ ისინი ერთად გადაადგილდებოდნენ იმ მანქანით, რომელშიც მოპარული ნივთები იყო მოთავსებული, შესაძლოა მიჩნეულიყო გ------- ჭ------ს ბრალეულობის დამადასტურებლად მხოლოდ სხვა უტყუარ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. დამოუკიდებლად კი აღნიშნული ფაქტი არ იძლევა რაიმეს მტკიცების საფუძველს და მიჩნეული ვერ იქნება გ------- ჭ------ს კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობის დამადასტურებელ გარემოებად.

 

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზისა და ურთიერშეჯერების საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა გ------- ჭ------ს მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტის დამადასტურებელი უტყუარი და საკმარისი პირდაპირი მტკიცებულებები. მხოლოდ ბრალდებულ ა---- ა---–---ს მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული განთქმითი ჩვენება კი, რომელშიც მან მიუთითა, რომ მისი პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები გ------- ჭ------სთან ერთად მოიპარა ქ-------–--------–---–-------------–- მდებარე საცხოვრებელი სახლიდან, საკმარისი არ არის წარდგენილ ბრალდებაში გ------- ჭ------ს დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი სხვა მტკიცებულებით არ დასტურდება მისი მონაწილეობა მითითებულ დანაშაულში. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდებული ა---- ა---–--- სასამართლოში არ დაკითხულა და მისი ჩვენება სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

რაც შეეხება პოლიციის თანამშრომლების _ რ----–-- მ---–----ს, მ--–---- გ-----–--ს, გ------- ლ-------ს და გ--–- შ-----–--ს ჩვენებებს, მათ გადმოსცეს ა---- ა---–---ს მონაყოლი იმის შესახებ, რომ მისი პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები მან გ------- ჭ------სთან ერთად მოიპარა ქ-------–--------–---–-- ქ.№---–- მდებარე საცხოვრებელი სახლიდან. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ა---- ა---–---სთან ერთად ქურდობაში გ------- ჭ------ს მონაწილეობის შესახებ წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს, ვინაიდან, ისინი ეფუძნება სხვა პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და მათ ჩვენებებში გადმოცემული ეს ფაქტი ვერ დადასტურდა სხვა პირდაპირი მტკიცებულებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.

პალატა აღნიშნავს, რომ თავად ბრალდებულმა გ------- ჭ------მ გამოძიების ეტაპზე ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. მას ჩვენება არ მიუცია არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, თუმცა აღიარა დანაშაული და თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული არ ყოფილა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა გ------- ჭ------ს მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოში გ------- ჭ------მ თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვა გამართლება. როგორც დაცვის მხარე აცხადებს, პირველი ინსტანციის სასამართლოში მის მიერ დანაშაულის აღიარება განაპირობა ბრალდების მხარის მიერ მისმა მოტყუებამ და საპროცესო შეთანხმების გაფორმების ცრუ შეპირებამ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს _ “in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუ-ფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით აღიარებული ზემოაღნიშნული სტანდარტები განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითაც. კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მითითებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა იზიარებს მსჯავრდებულ გ------- ჭ------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----–-- კ--------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება გ------- ჭ------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

პალატა ასევე იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას გასაჩივრებულ განაჩენში, ა---- ა---–---სთვის დანიშნული სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანის შესახებ და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი. გასაჩივრებული განაჩენით ა---- ა---–--- მსჯავრდებულია მძიმე დანაშაულისათვის. ამდენად, მითითებული ნორმის საფუძველზე, მას პირობით მსჯავრად უნდა ჩათვლოდა დანიშნული სასჯელის ერთი მესამედი. პირველი ინსტანციის სასამართლომ კი ა---- ა---–---ს პირობით მსჯავრად ჩაუთვალა დანიშნული სასჯელის _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთის ნახევარი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რითაც დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის განაჩენში ამ ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება და ა---- ა---–---ს პირობით მსჯავრად უნდა ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მესამედი, რაც შეადგენს 1 წელსა და 4 თვეს, შესაბამისად, მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 8 თვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ გ------- ჭ------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----–-- კ--------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2.ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ე---–---- ბ------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

3.ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

4.მსჯავრდებული გ------- ჭ------ ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

5.გამართლებული გ------- ჭ------ განაჩენის გამოცხადებისთანავე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

6.ა---- ა---–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 8 (რვა) თვის ვადით განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 4 (ოთხი) თვის ვადით, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

7.მსჯავრდებულ ა---- ა---–---ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების დღიდან – 2017 წლის 06 დეკემბრიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2017 წლის 17 ივნისიდან 2017 წლის 28 ივნისის ჩათვლით.

 

8.პირობითი მსჯავრის პერიოდში, მსჯავრდებულ ა---- ა---–---ს ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორცილება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

9.მსჯავრდებულ ა---- ა---–---ს დაევალოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ 15 დღის ვადაში გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში, თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

10.ცნობად იქნეს მიღებული, რომ ა---- ა---–---სთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოიხსნას გირაოს თანხის – 4000 (ოთხი ათასი) ლარის უზრუნველყოფის მიზნით, ქ-------–--------------------------------–------------------------------------------------), ს--–---- ო-----–ის (პირადი ნომერი 4----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 4000 ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა.

 

11.ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 დეკემბრის განაჩენი ნივთმტკიცებების ნაწილში დარჩეს უცვლელად, კერძოდ:

 

● ა---- ა---–---ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანისა და პირადი ჩხრეკისას ამოღებული: მამაკაცის მაჯის ვერცხლისფერი საათი; მედალიონი პირამიდის გამოსახულებით და გულსაბნევი; ,,VESTEL”-ის ფირმის პლაზმური ტელევიზორი; დანა-ჩანგლის ორი კომპლექტი; ერთი ბოთლი შამპანური; მაგიდის თეთრი ფერის ნაჭრის გადასაფარებელი; 30 სახეობის სხვადასხვა ბიჟუტერია; საქართველოს მოქალაქის პასპორტი, გაცემული 1----–-–---------------- დაბადებულ გ------- ჭ------ს (პ/ნ 4----------) სახელზე; გ------- ჭ------ს (პ/ნ4----------) სახელზე გაცემული ცნობა მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ, დათარიღებული 18/11/2016 წლით, რომლებიც ინახება ფ------------–-----------------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეებს.

 

● ა---- ა---–---ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის ყუთში მოთავსებული პისტოლეტი „-----------------------------, 1 (ერთი) მჭიდი, ლულის საწმენდი ჯაგრისი და ინსტრუქცია; „Т------“ მოდელის თოფი Ш-------, 12 კალიბრის 23 (ოცდასამი) ცალი ვაზნა და სავაზნე ქამარი; ხიშტი-დანა ქარქაშით, გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის ჩატარების მიზნით.

 

● 2017 წლის 17 ივნისს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ქ-------–--------–---–-------------–- მდებარე საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ერთი ცალი ვერცხლისფერი შანდალი; მოყვითალო ფერის ხელის ფანარი; ცისფერი ფერის ჭიქა-თერმოსი, წარწერით „pepsi“ და ა---- ა---–---ს ნერწყვის ნიმუში, გადაგზავნილია ლ----------------–--------–-------------------------------–---------–-, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის ჩატარების მიზნით.

 

● ა---- ა---–---საგან ამოღებული „მაზდას“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით K------, რომელიც განთავსებულია შსს ფ------------–-----------------–--ს ეზოში, ა---- ა---–---ს მიმართ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

● გ------- ჭ------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის ტყავის საფულე; გ------- ჭ------ს პირადობის მოწმობა; საქართველოს მოქალაქის პასპორტი და ფულადი თანხა 340 ლარი; შავი ფერის კორპუსის მქონე „ბილაინის“ ფირმის მობილური ტელეფონი მასში მოთავსებულ „მაგთიკოკმის“ და „მობიტელის“ ორი ცალი სიმბარათი; შავი ფერის ნაჭრის ზურგჩანთა; „ადიდასის“ ფირმის ერთი წყვილი მამაკაცის ჩუსტი; მამაკაცის მაისურები; ერთი წყვილი შავი ფერის წინდა; 10 კოლოფი სიგარეტი „ასტრა“ და მამაკაცის ორი ცალი შორტი, რომლებიც ინახება ქ.ფ------------–-----------------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

● გ------- ჭ------სგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დადგენილებაზე თანდართულ ნივთებზე ბიოლოგიური მასალების შედარების მიზნით, გადაგზავნილია ლ----------------–--------–-------------------------------–---------–-.

 

● საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოსურათების 2 ცალი დისკი, დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნეს მისი შენახვის ვადით.

 

12.გამართლებულ გ------- ჭ------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

13.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

14.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /ვ.დოლიძე/