განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100119002822011
საქმე №1ბ/938-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილმა
მსჯავრდებულ მ-------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ-----------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების № 012110818004), მ-------------ის, დაბადებულის 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №-----------), დაოჯახებულის, უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.---------–----–---------–---–-----------------------------------ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-------------ემ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, დიდი ოდენობით (დ------------------–---–ის ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
მ-------------ემ, რომელიც დაკავებული იყო ავტომობილებით ვაჭრობით და ეწეოდა ანაზღაურების სანაცვლოდ მსურველთათვის სადილერო კომპანიების მეშვეობით საზღვარგარეთ ავტომობილების შეძენას და საქართველოში ჩამოყვანას, განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლებოდა მისი ნაცნობის, დ------------------–---–ის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2018 წლის 24 მაისს მ-------------ე ტელეფონით დაუკავშირდა დ------------------–---–ს, რომელსაც სურდა ავტომობილის შეძენა და შესთავაზა აშშ-ში, ერთ-ერთ ავტოსალონში, სადილერო კომპანია ,--–--------------“ საშუალებით 2015 წელს გამოშვებული ,,ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილის შეძენა, ამასთან უთხრა, რომ ავტომობილის შესაძენად მისთვის სასწრაფოდ გადაერიცხა 9600 აშშ დოლარი, საიდანაც 9500 აშშ დოლარი იქნებოდა ავტომობილის საფასური, ხოლო 100 აშშ დოლარი მისი მომსახურეობის თანხა. დ------------------–---–ი დათანხმდა მ-------------ის შეთავაზებას და იმავე დღეს თიბისი ბანკის საშუალებით გადაურიცხა 9600 აშშ დოლარი. მ-------------ეს აღნიშნული თანხით დ------------------–---–ისთვის ავტომობილი არ შეუძენია, თუმცა, მას ატყუებდა, რომ ავტოსალონს, საიდანაც თითქოსდა შეიძინა ავტომობილი, საბუთებთან დაკავშირებით შეექმნა პრობლემები, რომლის მოგვარების შემდგომ მოხდებოდა ავტომობილის ტრანსპორტირება. 2018 წლის ივნისის შუა რიცხვებში დ------------------–---–მა მ-------------ეს მოსთხოვა თანხის უკან დაბრუნება, რის შემდეგაც მ-------------ემ მას შესთავაზა, რომ მისთვის გადახდილი თანხით, აუქციონზე იაფად შეუძენდა 2016 წელს გამოშვებულ ,,ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილს, რასაც იგი დათანხმდა. აღნიშნულის შემდეგ, მ-------------ემ დ------------------–---–ს შეატყობინა, რომ 2018 წლის 27 ივნისს, აშშ-ში ერთ-ერთ აუქციონზე, მთლიანობაში 9200 აშშ დოლარად შეუძინა 2016 წელს გამოშვებული ავტომობილი ,,ტოიოტა ქამრი“, რომელიც საქართველოში იქნებოდა ორ თვეში. 2018 წლის 28 ივნისს, მ-------------ემ დ------------------–---–ს მეტი დამაჯერებლობისთვის დაუბრუნა ავტომობილის ვითომდა შეძენის შემდეგ დარჩენილი თანხა 400 აშშ დოლარი. რეალურად მ-------------ემ დ------------------–---–ს ავტომობილი არ შეუძინა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დ------------------–---–ის კუთვნილ დიდი ოდენობით (9200 აშშ დოლარის ექვივალენტი) ფულად თანხას 22,531 ლარს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-------------ემ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, დიდი ოდენობით (ბ----------------------–---–ის ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
მ-------------ემ, რომელიც დაკავებული იყო ავტომობილებით ვაჭრობით და ეწეოდა ანაზღაურების სანაცვლოდ მსურველთათვის სადილერო კომპანიების მეშვეობით საზღვარგარეთ ავტომობილების შეძენას და საქართველოში ჩამოყვანას, განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლებოდა მისი ნაცნობის ბ----------------------–---–ის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2018 წლის 26 ივნისს, მ-------------ე ტელეფონით დაუკავშირდა ბ----------------------–---–ს, რომელსაც სურდა ავტომობილის შეძენა და შესთავაზა, რომ აშშ-ში აუქციონზე შეუძენდა და საქართველოში ჩამოუყვანდა ავტომობილს, რაზეც იგი დათანხმდა. 2018 წლის 3 ივლისს, მ-------------ე ტელეფონით დაუკავშირდა ბ----------------------–---–ს და უთხრა, რომ მისთვის აშშ-ში ერთ-ერთ აუქციონზე, 4888 აშშ დოლარად შეძენილი ჰქონდა 2012 წელს გამოშვებული „ტოიოტა ქამრის“ მოდელის ავტომობილი და მეტი დამაჯერებლობისათვის სოციალურ ქსელში გადაუგზავნა აღნიშნული ავტომობილის აუქციონზე მოგების დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოსურათი, ამასთან, დაპირდა, რომ ავტომობილის პორტში მიყვანა და კონტეინერში ჩატვირთვა მოხდებოდა ათი დღის ვადაში. მ-------------ემ ბ-----------------------–---–ს მოსთხოვა ავტომობილის შესაძენად გადსახდელი თანხიდან მისთვის გადაეხადა 2888 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილ 2000 აშშ დოლარს მ-------------ე გაუქვითავდა თანხაში, რომელიც მას ბ----------------------–---–მა ასესხა 2018 წლის 26 ივნისს. 2018 წლის 4 ივლისს, ბ----------------------–---–მა მ-------------ის ანგარიშზე ჩაურიცხა „ტოიოტა ქამრის“ მოდელის ავტომობილის შესაძენად და საქართველოში ჩამოსაყვანად მოთხოვნილი თანხა, 2900 აშშ დოლარი. 2018 წლის 6 ივლისს, მ-------------ე დედოფლისწყაროს რაიონში შეხვდა ბ----------------------–---–ს, რა დროსაც მას კვლავ შეთავაზა, რომ აშშ-ში აუქციონზე შეუძენდა და საქართველოში ჩამოუყვანდა მეორე ავტომობილსაც, რაზეც იგი დათანხმდა და მ-------------ეს ხელზე გადასცა მომსახურებისათვის წინასწარ მოთხოვნილი თანხა, 100 აშშ დოლარი. 2018 წლის 9 ივლისს, მ-------------ე ტელეფონით დაუკავშირდა ბ----------------------–---–ს და აცნობა, რომ მისთვის აშშ-ში ერთ-ერთ აუქციონზე 1418 აშშ დოლარად შეიძინა 2011 წელს გამოშვებული „ტოიოტა პრიუსის“ მოდელის ავტომობილი. მ-------------ემ მეტი დამაჯერებლობისათვის ბ----------------------–---–ს სოციალურ ქსელში გადაუგზავნა ავტომობილის აუქციონზე მოგების დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოსურათი. ამასთან, დაპირდა, რომ ავტომობილის პორტში მიყვანა და კონტეინერში ჩატვირთვა მოხდებოდა ათი დღის ვადაში და მოსთხოვა ჩაერიცხა ავტომობილის შესაძენი თანხა. 2018 წლის 10 ივლისს, ბ-----------------------–---–მა მ---------------ს ანგარიშზე ჩაურიცხა „ტოიოტა პრიუსის“ მოდელის ავტომობილის შესაძენად და საქართველოში ჩამოსაყვანად მოთხოვნილი თანხა 1420 აშშ დოლარი. რეალურად მ-------------ემ ბ----------------------–---–ს ავტომობილები არ შეუძინა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა ბ----------------------–---–ის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას. (4420აშშ დოლარი) 10,806 ლარს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 მაისის განაჩენით:
მ-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დ------------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 06 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 64-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მ-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ბ----------------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 06 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 64-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, თანაბარი სასჯელებიდან ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - ბ----------------------–---–ის ეპიზოდისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - დ------------------–---–ის ეპიზოდისთვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ-------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 06 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 64-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მ-------------ეს თავისუფლებს აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 3 მაისიდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ-------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ-----------------–--ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, კერძოდ, მ-------------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის სანქციის ფარგლებში უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა მსჯავრდებულ მ-------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ-----------------–--ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ მ-------------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ მ-------------ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმეების: დ------------------–---–ის, ბ----------------------–---–ის, ა---------–-------------–---–------------------–-–---–--------------------–-–---–-ს, ზ-----–---–---–-----------–----–---–---------------------–---------------------–---–-ს გამოკითხვის ოქმების, ბრალდებულ მ-------------ის აღიარების, მოწმე დ------------------–---–ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, თ--------------ს მიმართვის წერილის დანართის, მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციის, დათვალიერების ოქმების, გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის, დ------------------–---–ისაგან ქვითრების ამოღების ოქმის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გაანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მ-------------ემ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, დიდი ოდენობით (ორი ეპიზოდი).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ მ-------------ის მიმართ სასჯელის შემსუბუქების, კერძოდ, ისეთი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, რომელიც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ - დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მ-------------ის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, დანაშაულის აღიარება და მონანიება, დაზარალებულ დ------------------–---–ისთვის ზიანის ნაწილობრივ აუნაზღაურების ფაქტი, ასევე, დაზარალებულების პოზიცია, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, მიზანი; პალატა მიიჩნევს, რომ ზემოთაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მსჯავრდებულ მ-------------ეს განუსაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველიც არ არსებობს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 მაისის განაჩენი მ-------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ-------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ-------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ-----------------–--ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 მაისის განაჩენი მ-------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
მ-------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დ------------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 06 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 64-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მ-------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ბ----------------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 06 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 64-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, მ-------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 06 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 64-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მ-------------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 3 მაისიდან.
ცნობად იქნას მიღებული, რომ მ-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 იანვრის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის უზრუნველყოფის მიზნით, მ---------------ის ( პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე ხ---–-----------------------------–----------------------------------------- დაზუსტებული ფართობი 7--------- შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი 57.88) დადებული ყადაღა;
,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ მ-------------ეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ
ბ----------------------–---–ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ დისკზე, დ------------------–---–ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ დისკზე და ეროვნული ბანკის მეშვეობით საქართველოს კომერციული ბანკებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ორ დისკზე, ექსპერტიზიდან გადმოგზავნილი ორი კონვერტი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი