განაჩენი

სისხლის სამართლის 21.06.2019
საქმის ნომერი
330100118002513853
ინსტანცია
თარიღი
21.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002513853

საქმე №1/ბ-1578-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

07 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის, გიორგი სვანიძის მდივნობით,პროკურორების - გ--------------–---ს, ა-–----------------ის,ადვოკატების - მ--------------–---ას, ნ-----------–---–ის,მსჯავრდებულ - ბ---------–---ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ბ---------–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ--------------–---ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ბ---------–---ის მიმართ - დაბადებული 1----–-–------------–ს, პ/ნ 1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ზ---------------------------–-------–--------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------–---–---–------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით:

 

ბ---------–---ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

ბ---------–---ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 19 მაისიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ბ---------–---ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 10:30 საათზე, ქ. თბილისში, გ-–--------------– მიკრორაიონში მდებარე აგრარულ ბაზარში, ბ---------–---ე მივიდა ნ------–-------სთან და საფულედან ამოაცალა 100 (ასი) ლარიანი კუპიურა. აღნიშული ფაქტი შენიშნა ნ------–-------მ და ბ---------–---ეს ხელი დაუჭირა, მას მიეხმარა იქვე მყოფი მეუღლე ა------------ე, რომლებიც ცდილობდნენ ბ---------–---ისთვის თანხის გამორთმევას, თუმცა ბ---------–---ემ ა------------ეს ცივი იარაღის მსგავსი საგანი მიადო მუცელზე და სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვა ნ------–-------სა და ა------------ეს მისი გაშვება, რის შემდეგაც გაიტაცა 100 (ასი) ლარიანი კუპიურის მოხეული ნაწილი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ---------–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ--------------–---ამ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და ბ---------–---ეს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების დაკავლიფიცირება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

დაცვის მხარის განმარტებით, განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სახეზე არ არის ყაჩაღობის შემადგენელი ნიშნები და მოსამართლემ არასწორი შეფასება მისცა მტკიცებულებებს. აპელანტის მითითებით, დაზარალებულების ჩვენებით დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა თანხა ამოიღო საფულიდან, რა დროსაც იგი შეაკავეს. „დანისმაგვარი“ ნივთით მსჯავრდებულმა სცადა თავის გათავისუფლება და არა თანხის დაუფლება; ამასთანავე, ბ---------–---ე მათ სთხოვდა, რომ გაეშვათ და თანხას დაუბრუნებდა. დაცვის მხარე ასევე ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულთა წინააღმდეგობრივ ჩვენებებზე, კერძოდ, დამცველის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა მოცემულობა, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულმა დანისმაგვარი ნივთი დაზარალებულს მიადო და ამით თანხის დაუფლება სცადა, თუმცა არ გასჩენია კითხვა, თუ როგორ მოახერხა ორივე ხელგაკავებულმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში მუქარის განეხორციელება და აღნიშნული რომც მოეხერხებინა, რამ შეუშალა ხელი განზრახვის ბოლომდე მიყვანაში. აპელანტი განმარტავს, რომ ბ---------–---ეს არანაირი დანისმაგვარი ნივთი არ ჰქონია, თუმცა თუკი ამ ნმაწილში დაზარალებულთა ჩვენებებს მაინც გავიზიარებთ, ფაქტია, რომ მისი მიზანი თანხის დაუფლება არ იყო, რაც დასტურდება მისი შემდგომი მოქმედებითაც, როდესაც დააბრუნა თანხა. ის ფაქტი, რომ გამოძიების მიერ თანხის მეორე ნახევარი ვერ იქნა მოძიებული, არ ნიშნავს ბ---------–---ეს მიერ მის დაუფლებას. ქურდობის მცდელობის შემდგომ ბ---------–---ეს მიერ განხორციელებული ქმედება წარმოადგენდა თავის დაღწევის მიზანს და მას აღარ ამოძრავებდა ნივთის მისაკუთრების სურვილი. აღნიშნული დასტურდება იმითაც, რომ მსჯავრდებული დაზარალებულებს ეუბნებოდა - გაეშვათ და თანხას დაუბრუნდებდა. ამდენად, აპელანტის განმარტებით გამამტყუნებელი განაჩენი არ იქნა მიღებული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე და არსებული ეჭვი, რომელიც არ დადგინდა კანონით დადგენილი წესით, არ გადაწყდა მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

 

ამასთან, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა განავითარა ალტერნატიული ვერსია, რომლის თანახმადაც, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ---------–---ეს მიერ ფულადი თანხის ფარულად დაუფლებამ მიიღო აშკარა ხასიათი, ვინაიდან ბ---------–---ეს ხელში არ ფიქსირდება არა თუ დანის, არამედ დანისმაგვარი ნივთის ჭერის ფაქტი, მის ქმედებას მიეცეს ძარცვის კვალიფიკაცია.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სასამართლო სხდომაზე წარდგენილი და გამოკვლეული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

 

დაზარალებულმა ნ------–-------მ სასამართლოს განუმარტა, რომ 2018 წლის 13 აპრილს, დილით, დაახლოებით 11 საათზე მეუღლესთან - ა------------ესთან ერთად იმყოფებოდა „ახმეტელის“ მეტროსთან მდებარე აგრარულ ბაზარში, სადაც შეიძინა პროდუქტი და გამყიდველს გადაუხადა თანხა. ამ დროს ხელში ეჭირა საფულე გადაშლილ მდგომარეობაში, საიდანაც ჩანდა 100 ლარიანი და 10 ლარიანი კუპიურები. უეცრად მასთან მივიდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ამოაცალა 100 ლარიანი კუპიურა, მაგრამ მას დაუჭირა მარცხენა ხელი. აღნიშნული დაინახა მეუღლემ - ა------------ემ, რომელმაც ახალგაზრდა მამაკაცს დაუჭირა ორივე ხელი. ამ ჭიდილში მან (ნ------–-------მ) თავდამსხმელს ხელში დაუნახა გრძელი დანისმაგვარის საგანი, რომელიც მუცელზე მიადო მის მეუღლეს. შეეშინდა და მეუღლეს დაუძახა - დაენებებინა თავი, რადგან დანა ქონდა მუცელთან მიდებული. ვინაიდან მან და მისმა მეუღლემ თავდამსხმელს გაუწიეს წინააღმდეგობა, ამ უკანასკნელმა 2-3 წუთის შემდეგ უთხრა - „აჰა თქვენი 100 ლარიანი“ და მიაწოდა კუპიურა, რის შემდეგაც გაუშვეს ხელი და იგი გაიქცა. კუპიურა აღმოჩნდა 100 ლარიანის ნახევარი. აღნიშნულის შემდეგ მიმართეს იქვე მყოფ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. ნ------–-------ს განმარტებით, საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში ამოიცნო ბრალდებული ბ---------–---ე გრძელი ცხვირით, ხორბლისფერი კანით და სიმაღლით. მისივე განმარტებით, ბრალდებულმა ზიანი აუნაზღაურა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ა------------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 13 აპრილს დაახლოებით 10:30 საათზე მეუღლესთან - ნ------–-------სთან ერთად იმყოფებოდა აგრარულ ბაზარში, რა დროსაც მეუღლემ იყვირა, რომ ფული ამოაცალეს და იქვე მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს დაუჭირა მარცხენა ხელი. მას დაეხმარა თავადაც და აღნიშნულ მამაკაცს დაუჭირა ორივე ხელი, თუმცა მეუღლემ დაუძახა, რომ ქონდა დანა და გაეშვა. ა------------ემ დაინახა, რომ თავდამსხმელს მარჯვენა ხელში ქონდა ვერცხლისფერტარიანი საგანი, რომელიც მიდებული ქონდა მისთვის მუცელზე, ხოლო მარცხენა ხელში ეჭირა თანხა. ა------------ის განმარტებით, ფიქრობს, რომ თავდამსხმელს დანა თავიდანვე ეკავა ხელში, რადგან მას შემდეგ, რაც ხელები გაუკავა, ამოღებას ვეღარ შეძლებდა. აღნიშნულ პოზიციაში იმყოფებოდნენ დაახლოებით 3-4 წუთი, რის შემდეგაც თავდამსხმელმა უთხრა - არ ეყვირა და მის მეუღლეს დაუბრუნა კუპიურა; აღნიშნულის შემდეგ კი ხელი გაუშვა მას. რაიმე სიტყვიერ მუქარას მისი მხრიდან ადგილი არ ქონია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-–----------------–-ა განაცხადა, რომ 2018 წლის 19 მაისს კავშირზე მყოფი პირისაგან მიიღო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2018 წლის 13 აპრილს გ-–--------------–ი მიკრორაიონში არსებულ აგრარულ ბაზარში მოქალაქე ნ------–-------ს მიმართ ყაჩაღობის ფაქტი ჩადენილი უნდა ქონოდა 1979 წელს დაბადებულ ბესიკ ჯემალის ძე ჯილანძეს, რომელიც რეგისტრირებულია ზუგდიდში, ჭ----–----–-------------------ზე, ფაქტობრივი საცხოვრებელია - თბილისი, ბ-–---–---–----------------------–---------–-------------–--------------------–---–---–-- ქუჩაზე. მიღებული ინფორმაცია მოწმემ აცნობა ხელმძღვანელობას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ------------–---მ განმარტა, რომ 2018 წლის 17 აპრილს მის მიერ მიღებული იქნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 13 აპრილს გ-–--------------– მ/რ-ში არსებულ აგრარულ ბაზარში ყაჩაღობის ფაქტზე ინფორმაციას ფლობდა ამავე ბაზარის გამყიდველი გ-–--------------–ი მიკრორაიონი, კორპუსი N-------------ში მცხოვრები მ----------–----–--ე. მოწმემ ინფორმაცია პატაკის სახით მოახსენა ხელმძღვანელობას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ----------–----–--ემ განმარტა, რომ მუშაობს გ-–--------------– მიკრორაიონში მდებარე აგრარულ ბაზარში. 2018 წლის 13 აპრილს გამომძიებელს დაუდასტურა, რომ მან დაინახა მაღალი პიროვნება, რომელიც შემთხვევის დროს გარბოდა ბაზარში ქვემოდან ზემოთ მდებარე გასასვლელის მიმართულებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-------–---------მ დაადასტურა პოლიციის თანამშრომლის მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე თბილისში, გ-–--------------–ი მიკრორაიონის, მე-13-14 კორპუსებს შორის მდებარე „--------------“ ფილიალის კამერების ჩანაწერების ამოღების ფაქტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა თ--------------მ, რომელიც მუშაობს შპს „ბ--------–ი“, დაადასტურა 2018 წლის აპრილის თვეში გამომძიებლების მიერ სათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღების ფაქტი.

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 13 აპრილს ნ------–-------ს მარჯვენა ხელიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი 100 (ასი) ლარიანი კუპიურის ნახევარი, რომელზეც აღენიშნება 100 (ასი) ლარიანი კუპიურის ლოგო და დატანილია ბანკნოტის ნომერი G23266761. ამოღების ოქმის სისწორე დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა ჯ-------------–-ამ.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილე ნ------–-------ს მითითებით შევიდნენ აგრარულ ბაზარში. ერთ-ერთ ბოსტნეულის დახლთან, ნ------–-------მ მიუთითა ის ადგილი, სადაც 2018 წლის 13 აპრილს მოხდა მისი ყაჩაღობის ფაქტი. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა ლაშა ცხვიტარიამ და ექსპერტმა ლ---–---------–-ამ.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩვენების ადგილზე გადამოწმების მიზნით მოწმე მთავრისა შეყილაძე გაყვანილ იქნა ექსპერიმენტის ჩასატარებლად, რა დროსაც მოწმე მ----------–----–--ემ მიუთითა თავისი სამუშაო ადგილი. ასევე ის ადგილი, საიდანაც 2018 წლის 13 აპრილს გამოიქცა მისთვის უცნობი პიროვნება და შემდგომი გაქცევის მიმართულება, კერძოდ, ბაზრის გასასვლელის მხარე, სადაც ბოჭორიშვილის ქუჩაზე მე-2 კორპუსის მიმდებარედ დგას მაღაზია „ბიუ-ბიუ“. მასზე გარედან დამონტაჟებულია სამი ცალი გარეთა სათვალთვალო კამერა, ხოლო შპს „--------------“ აფთიაქზე, ასევე დამონტაჟებულია გარეთა სათვალთვალო კამერები. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს გამომძიებელმა ჯ-------------–-ამ და ექსპერტმა ლ-------------–---–მა.

 

ამოცნობის ოქმის თანახმად, ნ------–-------მ ამოსაცნობად წარდგენილ პირთაგან სიმაღლით, სახის ფორმით, თმების ფერით და ვარცხნილობით, წარბებით, ცხვირით, ტუჩებით საერთო ვიზუალური აღნაგობით ამოიცნო ბ---------–---ე, რომელმაც დანის მუქარით გასტაცა თანხა.

 

ამოცნობის ოქმის თანახმად, ა------------ემ ამოსაცნობად წარდგენილ პირთაგან სახის ფორმით და მოყვანილობით, სიმაღლით, თმების ფერით და ვარცხნილობით, წარბებით, ცხვირით, ტუჩებით, საერთო ვიზუალური აღნაგობით ამოიცნო ბ---------–---ე და აღნიშნა, რომ ეს სწორედ ის პიროვნებაა, რომელმაც დანის მუქარით მის მუღლეს გასტაცა ფულადი თანხა. ამოცნობის ოქმების სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა გამომძიებელმა გ--------------–---–-ამ.

 

ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის N2------- განჩინების საფუძველზე გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შპს „ბიუ-ბიუდან“, რომელიც მოცემულია ერთ ცალ P-------------------------------------------------------- min ტევადობის დისკზე. მასზე ჩაწერილია 2018 წლის 13 აპრილს 10:00 საათიდან 2018 წლის 13 აპრილის 11:00 საათამდე პერიოდი, რომელიც მოთავსებულ იქნა ქაღალდის კონვერტში და ადგილზევე დაილუქა N2------ ლუქით პაკეტებისთვის დაისვა ხელმოწერები და თარიღი.

 

ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის N2------- განჩინების საფუძველზე გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შპს „ფარმადეპოდან“, რომელიც მოცემულია ერთ ცალ PRINGO_BUDGET-ს ფირმის DVD-R ფორმატის 16X4,7 GB/120 min ტევადობის დისკზე. რომელშიც ჩაწერილია ვიდეო ფაილი 2018 წლის 13 აპრილს, 10:00 საათიდან, 2018 წლის 13 აპრილის 11:00 საათამდე პერიოდში, რომელიც მოთავსებულ იქნა ქაღალდის კონვერტში და ადგილზევე დაილუქა N2------ ლუქით პაკეტებისთვის დაისვა ხელმოწერები და თარიღი.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 17 აპრილს დათვალიერებულ იქნა „Transcend“-ს ფირმის 4 GB ტევადობის მეხსიერების ბარათი, რომელშიც ასახულია ქ. თბილისი, გ-–--------------–ი მიკრორაიონში არსებული აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწმე მ----------–----–--ე მითითებით სავარაუდოდ დანაშაულის ჩამდენი პირის გაქცევის მიმართულება, მაღაზია „ბიუ-ბიუს“ და შპს „--------------“ მიმდებარე ტერიტორია და დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები. ინფორმაციის გამოთხოვის და დათვალიერების ოქმების სისწორე დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა ჯ-------------–-ამ.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბ---------–---ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ ყაჩაღობის დროს ერთდროულად სახეზეა ორი სიკეთის - ადამიანის საკუთრების უფლების და ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის ხელყოფის საშიშროება; ხოლო ობიექტური მხრივ, ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა. თავდასხმაში თავის მხრივ იგულისხმება დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან. ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დამთავრებულია თავდასხმის მომენტიდან, იმის მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგჯერ ქურდობით დაწყებული დანაშაულებრივი ქმედება შესაძლებელია გადაიზარდოს ყაჩაღობაში, თუკი ქმედების აშკარა ხასიათის მიღებისას დამნაშავის მხრიდან გამოყენებული იქნა იმ ხარისხის ძალადობა ან ძალადობის მუქარა, რაც დამახასიათებელია ყაჩაღობისათვის.

 

პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბ---------–---ის ქმედებიდან გამომდინარე, სახეზეა ინკრიმინირებული დანაშაულის - ყაჩაღობის შემადგენლობის ყველა ნიშანი და მან პასუხი უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულისათვის. ამ შემთხვევაში მხარეთა მიერ სადავო გარემოებას წარმოადგენს არა გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არამედ აღნიშნული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება. კერძოდ, დაცვის მხარე ადასტურებს, რომ ბ---------–---ე ნამდვილად ცდილობდა დაზარალებულ ნ------–-------ს კუთვნილი 100 ლარით ოდენობით ფულადი თანხის ფარულად დაუფლებას, თუმცა მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც ნ------–-------მ და მისმა მეუღლემ ბ---------–---ეს ხელი ჩაჭიდეს, დასრულდა ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი მოქმედება. რაც შეეხება დანის მსგავსი საგნის ხელში ჭერის ფაქტს, დაცვის მხარე უარყოფს, თუმცა აღნიშნულის დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, დანაშაულებრვი ქმედება უკვე იყო დასრულებული და ამ საგნის გამოყებების მიზანი შესაძლოა ყოფილიყო მხოლოდ დაზრალებულებისაგან თავის გათავისუფლება.

 

პალატა ვერ დაეთანხემბა აპელანტის აღნიშნულ მსჯელობას, ვინაიდან იგი არ გამომდინარეობს საქმეზე წარმოდეგნილი მტკიცებულებების შინაარსიდან და იმთავითვე ბათილდება დაზარალებულების ჩვენების ანალიზის შედეგად. ნ------–-------მ განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც უცნობმა მამაკაცმა ამოაცალა 100 ლარიანი კუპიურა, მას დაუჭირა მარცხენა ხელი. მას დაეხმარა იქვე მყოფი მეუღლე რომელმაც ორივე ხელი დაუჭირა თავდამსხმელს. ამ ჭიდილში ნ------–-------მ ბ---------–---ეს ხელში დაუნახა გრძელი, დანისმაგვარის საგანი, რომელიც მუცელზე მიადო მის მეუღლეს. ნ------–-------მ ნათლად განმარტა, რომ შეეშინდა და მეუღლეს დაუძახა დაენებებინა თავი, რადგან დანა ჰქონდა მუცელთან მიდებული. მოწმე ა------------ემაც დაადასტურა, რომ მან დაინახა თავდამსხმელის მარჯვენა ხელში ვერცხლისფერი ტარის მქონე საგანი, რომელიც მიდებული ქონდა მის მუცელზე. აპელანტი არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს მოწმის ჩვენებას, თითქოს მას დანისმსგავსი საგანი ბ---------–---ეს ხელში საერთოდ არ უნახავს. ა------------ის განმარტებით, მას თავდაპირველად არ ქონდა შემჩნეული, რომ ეს საგანი მუცელზე მიადო ბ---------–---ემ, ხოლო მას შემდეგ, რაც მეუღლემ დაუძახა - დანა აქვსო, მის მარჯვენა ხელში დაინახა ვერცხლისფერი ტარი. რაც შეეხება დაცვის მხარის კითხვას თუ როგორ შეძლო ბ---------–---ემ დანის ამოღება, რომელსაც ორივე ხელი ქონდა გაკავებული, აღნიშნულზე თავად ა------------ემ მიუთითა, რომ როგორც ჩანს თავდამსხმელს დანა თავიდანვე ეჭირა ხელში, რადგან მას შემდეგ, რაც ხელები გაუკავა, ამოღებას ვეღარ შეძლებდა. ამდენად, ნ------–-------ს და ა------------ის ჩვენებებიდან გამომდინარე, პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ---------–---ეს ნამდვილად ეჭირა ხელში დანის მსგავსი საგანი, რომელიც თავად დაზარალებულებისავე განმარტებით, ბრალდებულმა მათი შეშინების მიზნით გამოიყენა.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ დანაშაულებრივი ქმედება დასრულებულად უნდა ჩაითვალოს ნ------–-------სა და ა------------ის მიერ ბ---------–---ესათვის ხელების გაკავებისთანავე და სახეზე გვაქვს ქურდობის მცდელობა, პალატა ვერც ამ ნაწილში დაეთანხმება აპელანტის არგუმენტაციას. დაზარალებულმა ნ------–-------მ ნათლად მიუთითა, რომ მისი დაძახების შემდეგ - „გაუშვი, დანა აქვსო“, მისმა მეუღლემ თავდამსხმელს მაინც არ გაუშვა ხელი და მათი ურთიერთჭიდილი გაგრძელდა დაახლოებით 2-3 წუთი - იმ დრომდე, როცა თავად ბესიკ ჯინალძემ განუცხადათ - გამიშვით და თქვენს ფულს გიბრუნებთო. ანალოგიურად ა------------ემ მოახსენა სასამართლოს, რომ ურთიერთჭიდილის პოზიციაში იმყოფებოდნენ დაახლოებით 3-4 წუთი, რის შემდეგაც თავდამსხმელმა უთხრა - არ ეყვირა და მის ცოლს დაუბრუნა კუპიურა, ხოლო თავად (ა------------ემ) ხელი გაუშვა მას. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე, პალატა ასკვნის, რომ მას შემდეგ, რაც აშკარა ხასიათის გახდა ბ---------–---ეს დანაშაულებრივი ქმედება - ფარულად დაუფლებოდა ნ------–-------ს კუთვნილ ფულად თანხას 100 ლარის ოდენობით, მან დანის მსგავსი საგნის გამოყენების მუქარით სცადა თავი დაეღწია დაზარალებულებისგან უკვე დაუფლებული ფულადი თანხით, თუმცა ვინაიდან ნ------–-------მ და მისმა მეუღლემ გაუწიეს იმ სახის წინააღმდეგობა, რომელიც ვერ დაძლია, იძულებული შეიქმნა დაახლოებით სამი წუთის შემდეგ შეეთავაზებინა დაზარალებულებისათვის, რომ ხელის გაშვების შემთხვევაში თანხას დაუბრუნებდა. სწორედ მეუღლისათვის დანის მიდების ფაქტმა გამოიწვია დაზარალებულ ნ------–-------ში შიში, რის გამოც თავდამსხმელს გაუშვა ხელი და მეუღლესაც მოუწოდა - ,,გაუშვი, დანა აქვსო“, თუმცა ა------------ემ კვლავ განაგრძო წინააღმდეგობის გაწევა, რის შემდგომაც ბ---------–---ე იძულებული გახდა შეეთავაზებინა თანხის დაბრუნება გათავისუფლების სანაცვლოდ. შესაბამისად, სახეზეა თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით (ყაჩაღობა) და არა ქურდობის მცდელობის ან ძარცვის შემადგენლობა.

 

პალატა მიუთითებს, რომ დაზარალებულების - ნ------–-------ს და ა------------ის ჩვენებები არის ურთიერთშეთანხმებული და თანმიმდევრული. მათ დამაჯერებლად და ლოგიკურად მოახსენეს სასამართლოს ბ---------–---ეს მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების დეტალები, რის გამოც მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ამასთან, ბ---------–---ის მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი არ ემყარება მხოლოდ დაზარალებულების ჩვენებებს და ისინი გამყარებულია სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი არაერთი წერილობითი მტკიცებულებით, მათ შორის 100 ლარიანი კუპიურის ნაწილის ამოღების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებითა და პირის ამოცნობის ოქმებით.

 

ამდენად, არ არსებობს საფუძველი, რათა გაზიარებული იქნეს დაცვის მხარის მოსაზრება, თითქოს საქმეზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ბ---------–---ეს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი და მის მიერ განხორციელებნული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლით გათვალსწინებულ ქურდობის მცდელობას. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საკმაოდ დასაბუთებული და არგუმენტირებული მსჯელობა იქონია თითოეული მტკიცებულებით დადგენლი ფაქტობრივ გარემოებებზე და შეაფასა ისინი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, რის საფუძველზეც მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ და სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ ბ----------–---ეს მიერ ნ------–-------სა და ა------------ეზე ყაჩაღური თავდასხმის განხორციელებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს სპეციალურ - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს სასამართლოსათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით. ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. აღნიშნულის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას, როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებათა ხარისხი, მათ შორის ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (Yaremenko v. Ukraine, 12-06-2008).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნებს, რომ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც ბ---------–---ეს წარედგინა ბრალი. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა, რომ ბ---------–---ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით. დანაშაული გათვალისწინებული: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ბ---------–---ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და განუსაზღვრა სამართლიანი, ჩადენილი დანაშაულის სიძიმისა და მისი პიროვნების შესაბამისი სასჯელი, რას სრულიად უზრინველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, დამნაშავის რესოციალიზაცია და ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება.

 

ამდენად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ბ---------–---ეს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი;

 

ბ---------–---ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

ბ---------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ბ---------–---ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 19 მაისიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- შპს „ფარმადეპოდან“ და შპს „ბიუ-ბიუდან“ გამოთხოვილი ორი ცალი კომპაქტ დისკი, დალუქული N2------ ლუქით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

- ნ------–-------საგან ამოღებული კუპიურის ნაგლეჯი დალუქული N2------ ლუქით, რომელიც ინახება გლდანი-ნაძალადევის პოლიციის 1 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

- საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები დალუქული სახით F---------, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

- ბ---------–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მისი კუთვნილი ლურჯი ფერის მაისური დალუქული N2------ ლუქით, რომელიც ინახება გლდანი-ნაძალადევის პოლიციის 1-ლ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. კაპანაძე