განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100118002572175
საქმე №1ბ/621-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
18 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: მაია თეთრაული
სხდომის მდივანი: ლელა ბახტაძე, ანა გოცირიძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ლ---- ვ-------ე
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: თ----- ა----–---–ი, (პირადი ნომერი: 0-----------, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, წ---------------------–------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილი; სსკ-ის 111,115-ე მუხლი; სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი; სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
სასჯელი: (დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით) თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.
ადვოკატი: კ------- ჩ-------ე
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ----- ა----–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ------- ჩ-------ემ და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ბრალდების მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
თ----- ა----–---–ი და ფ------ ლ-------- ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდენ საოჯახო მეურნეობას - იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის 13 ივნისს მობილური ტელეფონის მეშვეობით ფ------ ლ--------მ თ----- ა----–---–ს უთხარა, რომ უნდა დაშორებულიყვნენ. აღნიშნულ დღეს, ფ------ სახლში დაბრუნდა ღამის ორ საათზე, რომელსაც თ----- ა----–---–ი ელოდებოდა სახლთან - წმინდა ბარბარეს უბანი №---ე ცეხთან, რა დროსაც მსჯავრდებულმა ფ------ს დაუწყო ლანძღვა გინება და ცემა ისე, რომ არაფერის თქმა არ აცალა. კერძოდ, ფეხებს ურტყამდა გვერდებში, ხოლო ხელებს - თავში.
2018 წლის 6 ივნისს სამსახურიდან დაბრუნებულ ფ------ ლ--------ს თ----- ა----–---–ი დახვდა სახლის ეზოში, რა დროსაც ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, აგინა და ურტყა ფეხები გვერდებში, ხოლო ხელები - თავში. დაზარალებულმა მოახერხა თ-----ის ხელიდან გასხლტომა და შევარდა მეზობლის - ლ--–- ზ---------ს სახლში, სადაც შევარდა მსჯავრდებულიც და იქ განაგრძო მისი ცემა.
იგივე გამეორდა 2018 წლის 21 ივნისს და 28 ივნისს, რა დროსაც თ----- ა----–---–მა, სრულიად უმიზეზოდ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ფ------ ლ--------ს და დაემუქრა, რომ პოლიციას თუ შეატყობინებდა მისი საქციელების შესახებ ყელს გამოჭრიდა. აღნიშნულ ძალადობას თ----- ა----–---–ი ახორციელებდა იმ მოტივით, რომ ფ------ ლ-------- მიაჩნდა მის საკუთრებად და რასაც მოისურვებდა იმას გაუკეთებდა.
თ----- ა----–---–ს და ფ------ ლ--------ს 2018 წლის 25 ივნისს, დღის პირველ ნახევარში, ტელეფონზე ეჭვიანობის ნიადაგზე მოუვიდათ სიტყვიერი შელაპარაკება. თ----- ა----–---–მა უცენზური სიტყვებით მიმართა ფ------ ლ--------ს, ხოლო იმავე დღეს, საღამოს საათებში, ფ------ ლ--------ს სახლში დაბრუნების შემდეგ, მისამართზე - ქ. თბილისი, წმინდა ბარბარეს უბანი №---ე ცეხი, თ----- ა----–---–მა ფიზიკური ძალადობა განახორციელა მის მიმართ. კერძოდ, ფეხებს ურტყამდა გვერდებში, ხელებს კი - თავში. ამასთან, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნულის გამო ფ------ ლ--------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და რეალურად გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თ----- ა----–---–ის მიერ განხორციელებული სისტემატური ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის და დამცირების გამო, ფ------ ლ--------მ სცადა თვითმკვლელობა. კერძოდ, სამზარეულოს დანა რამდენჯერმე დაისვა მარცხენა ხელის ვენაზე, რა დროსაც წამოუვიდა სისხლი და ეს უკანასკნელი სისხლისაგან რომ არ დაცლილიყო, მსჯავრდებულმა ხელი შეუხვია.
თ----- ა----–---–ი და ფ------ ლ-------- ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდენ საოჯახო მეურნეობას. 2018 წლის 3 ივნისს, იმის გამო, რომ ფ------ ლ--------ს თ----- ა----–---–თან დაშორება სურდა, თ----- ა----–---–ი ფ------ ლ--------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, ყელს გამოჭრით, რაც ფ------ ლ--------მ აღიქვა რელაურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 2 ივლისს კი, ფ------ ლ--------მ მის შვილს - ჯ--- ჯ----------–---–ს შოკოლადი მიუტანა მაღაზიიდან. აღნიშნულზე, თ----- ა----–---–ი გაბრაზდა თუ რატომ მასაც არ მისცა შოკოლადი და ფ------ ლ--------ს დაუწყო ლანძღვა-გინება და ცემა. კერძოდ, ხელი სახეში რამდენიმეჯერ დაარტყა, რასაც დაზარალებულის 12 წლის შვილი - ჯ--- ჯ----------–---–ი შეესწრო და ტირილი დაიწყო.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სისხლის სამართლის საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
დაზარალებულ ფ------ ლ--------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულს იცნობს შვიდი წელია, რომელთანაც ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა. თავიდან ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე, ხოლო შემდეგ ერთად მის საცხოვრებელ სახლში, მდებარე - თბილისი, ნ--------–------------ში. თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ თ----- ა----–---–ი დააკავეს და პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ გახდა აგრესიული, სისტემატურად ეჩხუბებოდა, ემუქრებოდა და სცემდა. თვლიდა, რომ მისი საკუთრება იყო და რასაც მოისურვებდა იმას გაუკეთებდა. თ----- ა----–---–ი ცემის მიზეზად ეუბნებოდა შემდეგს - „შენ გაქვს გრძელი ენა, კაცი ვარ და არ მიჯერებო“. ერთხელ თ----- ა----–---–ი მივიდა მასთან სამსახურში, რომელმაც ვიღაც ბიჭზე იეჭვიანა. ამის გამო მოუვიდათ კამათი და ჩხუბი, ვეღარ გაჩერდა სამსახურში და წამოვიდა. სამარშუტო ტაქსიდან ჩამოსვლისას მსჯავრდებულმა დააგდო ქუჩაში და დაარტყა, ხოლო სახლში მისვლისას - სახეში ურტყა ხელები. მიყენებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფით, რომელსაც სისტემატური ხასიათი ჰქონდა, თავს გრძნობდა დამცირებულად, არარაობად, მეტის ატანა აღარ შეეძლო და გადაწყვიტა თავის მოკვლა. თავდაპირველად უნდოდა მუცელში ჩაერტყა დანა, მაგრამ თ----- ა----–---–მა დაიჭირა და ამის საშუალება არ მისცა. შემდეგ, აიღო სამზარეულოს დანა და მარცხენა ხელზე რამდენჯერმე დაისვა, რა დროსაც წამოუვიდა სისხლი. მსჯავრდებულმა როდესაც დაინახა, რომ სისხლი მოსდიოდა, ხელი გადაუხვია, თუმცა სასწრაფო დახმარება არ გამოუძახებია. ამის შემდეგაც აგრძელებდა თ-----ი მის ცემას, შეურაცხყოფას და ემუქრებოდა, რომ მოკლავდა თუ არ დაემორჩილებოდა. აღნიშნული ქმედებებით დაზარალებული განიცდიდა ფიზიკირ ტკივილსა და ფსიქიკურ ტანჯვას. ერთ-ერთი ასეთი მდგომარეობის შემდეგ, დასახმარებლად მეზობელთან შევარდა, მაგრამ თ-----ი იქაც შეჰყვა და მეზობლის - ლ--–- ზ---------ს თანდასწრებითაც განაგრძო მისი ცემა. 2018 წლის 2 ივლისს, მის შვილს - ჯ---ს მიუტანა შოკოლადი, რაზეც თ-----ი გაბრაზდა, უსაყვედურა თუ მასაც რატომ არ მისცა შოკოლადი და დაუწყო გინება. მსჯავრდებულმა ბავშვი პურზე გაგზავნა, ხოლო მას ჯერ საფულე ესროლა, ხოლო შემდეგ რამდენჯერმე გაარტყა სახეში ხელი. მან ყვირილი დაიწყო და დახმარების თხოვნით მეზობლებს ეძახდა. მის დასახმარებლად მეზობელი - ლ---- მ-------–---ი მივიდა, რომელიც ცდილობდა გაშველებას, თუმცა თ-----ი აფურთხებდა და აგინებდა, იწევდა მისი მისამართით, ლ----ი კი ცდილობდა მის შეკავებას. ამ დროს, ბავშვიც მივიდა მაღაზიიდან და შეესწრო ჩხუბს, რომელსაც ძალიან შეეშინდა და ტირილი დაიწყო. ლ---- მ-------–---მა გაშველების დროს დამტვრეული ჭიქის ნამსხვრევებზე ფეხი გაიჭრა და სისხლი წამოუვიდა. სიტუაციიდან გამომდინარე, მან პოლიციაში დარეკა და დახმარება ითხოვა. პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და არაერთხელ მოუწოდეს თ-----ის სიმშვიდისკენ, თუმცა თ-----ი არ ემორჩილებოდა, იფურთხებოდა მისი მისამართით, აგინებდა და კვლავ საცემად იწევდა, რის გამოც პოლიციის თანამშრომლებმა თ-----ი ადგილზე დააკავეს. მოწმის განმარტებითვე, თ-----ის მხრიდან მისი მისამართით სისტემატურად ხორციელდებოდა მუქარა, ცემა და ძალადობა, რამაც მიიყვანა თვითმკვლელობამდე, თუმცა მსჯავრდებულს აპატია ჩადენილი ქმედებები და სასამართლოს მიანდობს მის დასჯას.
მოწმე ლ---- მ-------–---ის ჩვენებით დადასტურებულია 2018 წლის 2 ივლისს თ----- ა----–---–სა და ფ------ ლ--------ს შორის მომხდარი კონფლიქტის და ჭიქის ნამსხვრევებზე ფეხის გაჭრის ფაქტი. მოწმის განმარტებითვე, მისი მისვლიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და თ----- ა----–---–ი დააკავეს.
მოწმე ი----- ვ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა ვარკეთილში ჯავახეთის ქუჩა N---ში რესტორან „ხ---------ში“. ფ------ ლ-------- რამდენიმე თვე მუშაობდა მასთან ერთად მიმტანის პოზიციაზე, რომელთანაც მეგობრობდა. ფ------ ლ--------ს მშვიდი ხასიათი ჰქონდა და მას კონფლიქტი და ფიზიკური დაპირისპირება არავისთან მოსვლია. ფ------ ლ--------ს თ----- ა----–---–თან ჰქონდა ახლო ურთიერთობა, რომელიც აკითხავდა სამსახურში. 2018 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 16:00 საათზე, რესტორანში მივიდა თ----- ა----–---–ი, რომელიც ესაუბრებოდა ფ------ს. საუბრის დაწყებიდან დაახლოებით ხუთ წუთში თ----- ა----–---–მა ფ------ს დაუწყო ხმამაღალი საუბარი და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რის შემდეგაც ფ------ ლ-------- განერვიულებული და თვალცრემლიანი წავიდა გასახდელი ოთახისკენ. ჰკითხა მას რა ხდებოდა, რაზეც მიიღო პასუხი, რომ პირადი პრობლემები ჰქონდა. შემდეგ, თ----- ა----–---–ი მივიდა მასთან, რომელმაც ფ------ს მისამართით განაცხადა: „ხომ არ უბერავს, ეს ვერ არისო“ და დაახლოებით ნახევარ საათში წავიდა.
მოწმე ლ--–- ზ---------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ფ------ ლ-------- ცხოვრობდა მის მეზობლად თბილისში, ნ--------–------ში. ფ------ ლ--------სგან მისთვის ცნობილია, რომ 7 წელია ურთიერთობს თ----- ა----–---–თან და ის არის მისი მეგობარი მამაკაცი, რომელიც ბოლო ერთი თვე მასთან საცხოვრებლად გადავიდა. მოწმემ დაადასტურა 2018 წლის ივნისის თვეში, საღამოს საათებში, მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის მის სახლში მომხდარი კონფლიქტის ფაქტი და განმარტა, რომ თ-----ი ფ----ს აგინებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, სწვდა თმებში, აჯანჯღარებდა და ქაჩავდა თმებს. ის ცდილობდა მათ გაშველებას და თ-----ის სთხოვდა წასულიყო.
მოწმე ზ----- ქ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ისანი-სამგორის პოლიციის მე-5 განყოფილების უბნის-ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 2 ივლისს მეწყვილე ვ-–-------- ნ------ესთან ერთად იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. დაახლოებით დღის პირველ ნახევარში, მისმა თანამშრომელმა - მ------ გ-------–---–მა მიიღო შეტყობინება, რომ ფ------ ლ--------ს მისი მეგობარი მამაკაცი - თ----- ა----–---–ი აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ხელმძღვანელობის დავალებით 4-5 წუთში მივიდნენ შეტყობინებაში დაფიქსირებულ მისამართზე - თბილისი, წმინდა ბარბარეს უბანი N-- ცეხში განთავსებულ საცხოვრებელ ბინაში, ნ--------–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. შესასვლელ დერეფანში იატაკზე ეყარა ჭიქების ნამსხვრევები, მასზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებით. ადგილზე დახვდათ ფ------ ლ--------, თ----- ა----–---–ი და მეზობელი - ლ---- მ-------–---ი, რომელიც ცდილობდა მათ გაშეველებას და სწორედ ამ დროს დაიზიანა მარჯვენა ფეხი. თ----- ა----–---–ი იყო აგრესიული და ფ------ ლ--------ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ფ------ ლ--------ს განმარტებით, თ----- ა----–---–ი იყო მისი მეგობარი მამაკაცი, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა და მისი მხრიდან ადრეც ჰქონია ადგილი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. თ----- ა----–---–ს არაერთხელ სთხოვეს დაწყნარებულიყო, მაგრამ არ დაემორჩილა. იგი კვლავ აგრძელებდა ფ------ ლ--------ს მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას და იყო აგრესიული, რის გამოც დააკავეს და გადაიყვანეს ისანი-სამგორის პოლიციის მე-5 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა მოწმე ვ-–-------- ნ------ემ და დამატებით განმარტა, რომ ფ------ ლ-------- ყვიროდა: „დააკავეთ, მცემა და შეურაცხყოფა მომაყენაო“. ლ---- მ-------–---ს ფეხი ჰქონდა დაზიანებული, რომელმაც განმარტა, რომ თ----- ა----–---–ის მიერ ფ------ ლ--------ს მისამართით გასროლილი ჭიქა მოხვდა მას, რამაც დაუზიანა ფეხი. ამასთან, ფ------ ლ-------- იყო აღელვებული და სახეზე აღენიშნებოდა ნაკაწრები.
მოწმე თ----- გ------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. განყოფილების სამორიგეო ნაწილში ფ------ ლ--------სგან შევიდა შეტყობინება, რომ თ----- ა----–---–ი მის მიმართ ახორციელებდა სისტემატიურ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. მის მიერ ჩატარებული იქნა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები.
მოწმე მ------ გ-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მოვალეობაში შედის სამორიგეო ნაწილში შესულ განცხადებებზე რეაგირება. აღნიშნულ საქმეზე სამორიგეოში შევიდა დაზარალებულის შეტყობინება, რის თაობაზეც აცნობა ხელმძღვანელობას.
2018 წლის 2 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისი, ნ--------–------------ის მიმდებარედ განთავსებული საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ამოღებული იქნა ლამინატის ორი ამონაჭერი სისხლის მაგვარი ლაქით, შუშის დაზიანებული ფრაგმენტი მოწითალო ფერის ლაქებით, დაზიანებული ტილო მოწითალო ფერის ლაქებით და დაზიანებული ჭიქის მინის ფრაგმენტები მოწითალო ფერის ლაქებით.
2018 წლის 13 აგვისტოს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ფ------ ლ--------მ თ----- ა----–---–ის მიერ მის მიმართ განხორციელებული ქმედებების გამო განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ------ მ-----–---–მა.
2018 წლის 14 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ 02.07.2018 წ. მოქ. ფ------ ლ--------ს პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები ორი სისხლნაჟღენთის და ერთი ზედაპირული სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით. სისხლნაჟღენთები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ხოლო სწორკიდეებიანი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი კიდის მქონე საგნის მოქმედების შედეგად. დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---–----- ტ------–---–მა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 მაისის განაჩენით, თ----- ა----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით თ----- ა----–---–მა მოიხადა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ----- ა----–---–მა არ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა და განმარტა, რომ ფ------ ლ-------- გაიცნო 7 წლის წინ, რომელთანაც აკავშირებდა ინტიმური ურთიერთობა - იყვნენ საყვარლები. ის გარემოება, რომ იგი დაზარალებულს სცემდა, ემუქრებოდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, არ შეესაბამება სიმართლეს და ფ------ ლ-------- ცრუობს, როდესაც ასეთ რამეს აბრალებს. მათ შორის იყო გარკვეული უთანხმოება, მიზეზი კი მხოლოდ ფ------ს ეჭვიანობა იყო.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ თ----- ა----–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიაციას, რომ თ----- ა----–---–ი და ფ------ ლ-------- არ ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, ვინაიდან აღნიშნული გარდა დაზარალებულის ჩვენებისა ასევე დასტურდება მოწმე ლ--–- ზ---------ს ჩვენებითაც. ამასთან, ფ------ ლ--------სთან 7 წლიან ურთიერთობას ადასტურებს თავად მსჯავრდებულიც და სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ განაცხადა, რომ ისინი ოფიციალურადაც აპირებენ დაოჯახებას.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიაციას, რომ თ----- ა----–---–ს ფ------ ლ--------ს მიმართ არ განუხორციელებია სისტემატური ცემა, მუქარა და იგი არ მიუყვანია თვითმკვლელობის ცდამდე, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმეში არსებულ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ:
დაზარალებულ ფ------ ლ--------ს ჩვენებით დადგენილია, რომ თ----- ა----–---–ი სისტემატურად ეჩხუბებოდა, ემუქრებოდა და სცემდა. თვლიდა, რომ მისი საკუთრება იყო და რასაც მოისურვებდა იმას გაუკეთებდა. თ----- ა----–---–ი მივიდა მასთან სამსახურში, ვიღაც ბიჭზე იეჭვიანა, რის გამოც მოუვიდათ კამათი და ჩხუბი, იგი იძულებული გახდა სამსახურიდან წამოსულიყო. სამარშუტო ტაქსიდან ჩამოსვლისას თ----- ა----–---–მა დააგდო ქუჩაში და დაარტყა, ხოლო სახლში მისვლისას - სახეში ურტყა ხელები. მიყენებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფით, რომელსაც სისტემატური ხასიათი ჰქონდა, თავს გრძნობდა დამცირებულად, არარაობად, მეტის ატანა აღარ შეეძლო და გადაწყვიტა თავის მოკვლა. თავდაპირველად უნდოდა მუცელში ჩაერტყა დანა, მაგრამ თ----- ა----–---–მა დაიჭირა და ამის საშუალება არ მისცა. შემდეგ, აიღო სამზარეულოს დანა და მარცხენა ხელზე რამდენჯერმე დაისვა, რა დროსაც წამოუვიდა სისხლი. ამის შემდეგ თ----- ა----–---–ი აგრძელებდა მის ცემას, შეურაცხყოფას და ემუქრებოდა, რომ მოკლავდა თუ არ დაემორჩილებოდა. აღნიშნული ქმედებებით დაზარალებული განიცდიდა ფიზიკურ ტკივილსა და ფსიქიკურ ტანჯვას. ერთ-ერთი ასეთი მდგომარეობის შემდეგ, დასახმარებლად მეზობელთან შევარდა, მაგრამ თ-----ი იქაც შეჰყვა და მეზობლის - ლ--–- ზ---------ს თანდასწრებითაც განაგრძო მისი ცემა.
ის ფაქტი, რომ თ----- ა----–---–მა მართლაც მიაკითხა ფ------ ლ--------ს დასტურდება მოწმე ი----- ვ-----ს ჩვენებით, რომლის თანახმად, 2018 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 16:00 საათზე, რესტორანში მივიდა თ----- ა----–---–ი, რომელიც ესაუბრებოდა ფ------ს. საუბრის დაწყებიდან დაახლოებით ხუთ წუთში თ----- ა----–---–მა ფ------ს დაუწყო ხმამაღალი საუბარი და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რის შემდეგაც ფ------ ლ-------- განერვიულებული და თვალცრემლიანი წავიდა გასახდელი ოთახისკენ.
გარდა ამისა, თ----- ა----–---–ის მიერ ფ------ ლ--------ს ცემის ფაქტს ადასტურებს მოწმე ლ--–- ზ---------, რომლის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის ივნისის თვეში, საღამოს საათებში, თ-----ი ფ----ს აგინებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, იგი სწვდა თმებში, აჯანჯღარებდა და ქაჩავდა თმებს. ის ცდილობდა მათ გაშველებას და თ-----ის სთხოვდა წასულიყო.
სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ მ------ მ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ფ------ ლ--------მ თ----- ა----–---–ის მიერ მის მიმართ განხორციელებული ქმედებების გამო განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ გ---–----- ტ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 02.07.2018წ. ფ------ ლ--------ს პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები ორი სისხლნაჟღენთის და ერთი ზედაპირული სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით. სისხლნაჟღენთები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ხოლო სწორკიდეებიანი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი კიდის მქონე საგნის მოქმედების შედეგად. დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ხანდაზმულობით დაახლოებით 4-5 დღისაა.
ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულმა თ----- ა----–---–მა ჩაიდინა: გენდერული დისკრიმინაციის მოტივით სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით და სასტიკი მოპყრობით; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
თ----- ა----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
თ----- ა----–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის პერიოდში, ოჯახის წევრის მიმართ და გენდერული დისკრიმინაციის მოტივით.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა სასაჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, მიერ ჩადენილი დანაშაულის გავრცელებულ ხასიათს, მის საზოგადეობრივ საშიშროებას და მიაჩნია, რომ თ----- ა----–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დანიშნულია ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, (ასევე დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით) რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენი თ----- ა----–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ექსპერტების მიერ ამოღებული ლამინატის ორი ამონაჭერი სისხლის მაგვარი ლაქით, შუშის დაზიანებული ფრაგმენტი მოწითალო ფერის ლაქით, დაზიანებული ტილო მოწითალო ფერის ლაქებით და დაზიანებული ჭიქის მინის ფრაგმენტები მოწითალო ფერის ლაქებით, 3 პაკეტად, დალუქული სახით, რომლებიც ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ----- ა----–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის კ------- ჩ-------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
თ----- ა----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით, სსკ-ის 111,115-ე მუხლით, სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრამა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, თ----- ა----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ----- ა----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.
თ----- ა----–---–ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 2 ივლისიდან.
თ----- ა----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ექსპერტების მიერ ამოღებული ლამინატის ორი ამონაჭერი სისხლის მაგვარი ლაქით, შუშის დაზიანებული ფრაგმენტი მოწითალო ფერის ლაქით, დაზიანებული ტილო მოწითალო ფერის ლაქებით და დაზიანებული ჭიქის მინის ფრაგმენტები მოწითალო ფერის ლაქებით, 3 პაკეტად, დალუქული სახით, რომლებიც ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /მ. თეთრაული/