განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 100100118002458769
№1/ბ-431-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 აგვისტო, 2018 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ----ი ე-–------ს ძე ც-–---ის მიმართ, დაბადებული: 17--------წ. პირადი №5----------, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრაციის მისამართი: ჭ---------, გრ. აბაშიძის ქუჩა N17, ფაქტობრივად მცხოვრები: ჭ---------, თბილისის ქუჩა N40-ში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბ---- ც-–---ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 1900 საათზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში ტ------–---------ემ მეუღლეს - ნ----ა ზ-----ს, ურთიერთშელაპარაკებისას, მათი საცხოვრებელი სახლის სამზარეულო ოთახში, არასრულწლოვანი შვილის - ხ----------------ის თანდასწრებით მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ფიზიკური ტკივილი მიაყენა მუშტის სახის არეში დარტყმით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის განაჩენით ბ----ი ც-–---ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 09 (ცხრა) თვის ვადით, რაც სსკ-ს 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-–-- გ--–------ის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ბ----ი ც-–---ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მოწმეების: ე--------------------–------------–--–-----------–--------------------------------------------------–-----–-------------------- გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 24 აპრილის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით №0-------- (ბ----ი ც-–---ის მიმართ), 2018 წლის 24 აპრილის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით №0-------- (მარიკა ძანძავას მიმართ) ბ---- ც-–---ის გამოკითხვებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ბ----ი ც-–---ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ ბ----ი ც-–---ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-–-- გ--–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად:
ბ----ი ც-–---ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 09 (ცხრა) თვის ვადით, რაც სსკ-ს 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მსჯავრდებულ ბ----ი ც-–---ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 17 აპრილიდან - 2018 წლის 21 აპრილის ჩათვლით, 04 (ოთხი) დღე;
მსჯავრდებულ ბ----ი ც-–---ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე