განაჩენი

სისხლის სამართლის 24.06.2019
საქმის ნომერი
020100118002447379
ინსტანცია
თარიღი
24.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002447379

საქმე №1/ბ-471-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 ნოემბერი, 2018 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემადგენლობით

 

მოსამართლე თ---------- სვანიძე

სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - მ-----მ ქ------ის

მსჯავრდებულის - თ---------- მ--------ას

ადვოკატის - ი----ბ ჯ---–--ს მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ---------- მ-----ის ძე მ--------ას მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი №1----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. თბილისი, წ---–------ის ქუჩა N-------------; რეგისტრირებული: ზუგდიდის რაიონი, სოფელი ო---------ში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ---------- მ--------ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 09 აპრილს, დაახლოებით 15:30 საათზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ო---------ში მდებარე №1 სასაფლაოს ტერიტორიაზე, თ---------- მ--------ამ, არასრულწლოვანი შვილის - მ----- მ--------ას თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - თ------- მ--------ას, რა დროსაც ორივე ხელი მოუჭირა კისერზე ძლიერად და ექაჩებოდა, რის შედეგად თ------- მ--------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განაჩენით თ---------- მ--------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ თ---------- მ--------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

თ---------- მ--------ას სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან, 2018 წლის 12 აპრილიდან.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ თ---------- მ--------ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი----ბ ჯ---–--ს მიერ, რომლებიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და თ. მ--------ასათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, ვინაიდან მიაჩნია დანიშნული სასჯელი ზედმეტად მძიმედ, რადგან ითანამშრომლა გამოძიებასთან, ასევე აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული და შეურიგდა მეუღლეს.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტ მხარეს, მსჯავრდებულს თ---------- მ--------ას და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - ი----ბ ჯ---–--ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.

– მოწინააღმდეგე მხარეს, პროკურორ მ-----მ ქ------ეს, რომელიც არ ეთანხმება სააპელაციო საჩივარს და მის უცვლელად დატოვებას ითხოვს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ თ---------- მ--------ას მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებული თ------- მ--------ას განმარტებით; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით; ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის 2018 წლის 10 მაისის N0-------- ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით; 2003 წლის 11 დეკემბრის N მნ 0------ ქორწინების აქტის ჩანაწერით; 2003 წლის 8 დეკემბრის დაბადების აქტის Nნკ0------ ჩანაწერით; 2018 წლის 13 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; მოწმეების: თ---------- ქო---–----------------------–--- გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ თ---------- მ--------ას ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (დაცვის მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

მსჯავრდებულ თ---------- მ--------ას მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ თ---------- მ--------ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი----ბ ჯ---–--ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად:

დამნაშავედ იქნეს ცნობილი თ---------- მ--------ა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ თ---------- მ--------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

თ---------- მ--------ას სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან, 2018 წლის 12 აპრილიდან.

თ---------- მ--------ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე