განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119002816028
საქმე №1/ბ-370-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ივნისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ------- ლ-------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), უმაღლესი განათლების მქონის, განქორწინებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ---------–------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ------- ლ-------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (02 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 08 დეკემბერს, ქ---------–------------------------ში მდებარე სახლში, გ------- ლ-------ემ მამას, გ------- ლ-------ეს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 10 დეკემბერს, ქ---------–------------------------ში მდებარე სახლში, გ------- ლ-------ემ მამას, გ------- ლ-------ეს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის განაჩენით:
გ------- ლ-------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
გ------- ლ-------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
გ------- ლ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და გ------- ლ-------ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზში.
გამართლებულ გ------- ლ-------ეს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
ნივთიერი მტკიცებულება _ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------- ტ---–--ემ, რომელმაც ითხოვა გ------- ლ-------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ორი ეპიზოდი) ჩადენაში, იმ საფუძვლით, რომ საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები: შეტყობინებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მოწმე გ--- ს---------ის ჩვენება და მოწმე გ------- კ-------ის გამოკითხვის ოქმი, რომელიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, ერთობლიობაში გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ------- ლ-------ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს გ------- ლ-------ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ------- ლ-------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-------------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, გ--- ს---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს, 2018 წლის 10 დეკემბერს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც განყოფილებაში შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ გ------- ლ-------ეს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა თავისი შვილი, რის გამოც იგი ითხოვდა დახმარებას. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე, თანამშრომლებთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც საცხოვრებელი სახლის ეზოში ნახა, რომ გ------- ლ-------ე უშვერი სიტყვებით აგინებდა მამამისს. ისინი გაესაუბრნენ დაზარალებულს, რომელმაც თქვა, რომ მისი შვილი იყო მთვრალი და ხელით შეეხო მას. ამის შემდეგ ბრალდებული გ------- ლ-------ე დაკავებული იქნა შემთხვევის ადგილზე. მან გამოკითხვის დროს დაადასტურა მამის მიმართ განხორციელებული შეურაცხყოფის ფაქტი და ხელი მოაწერა დაკავების ოქმს.
მოწმე გ------- კ-------ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება), დადგენილია, რომ იგი მუშაობს შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-------------------–--აში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 10 დეკემბერს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც განყოფილებაში შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ქ---------–--------------------–- მცხოვრები გ------- ლ-------ე ითხოვდა დახმარებას, მისი შვილის _ გ------- ლ-------ის მხრიდან განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულ მისამართზე გამოცხადდა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ--- ს---------ესთან ერთად. შემთხვევის ადგილზე დახვდათ შეტყობინების ინიციატორი გ------- ლ-------ე, ხოლო მისი შვილი, გ------- ლ-------ე იქვე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის უშვერი სიტყვებით ლანძღავდა და აგინებდა მამას.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ჩატარებული პირადი გასინჯვით გ------- ლ-------ის სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა სამედიცინო ექსპერტმა მამუკა ნოსელიძემ.
დაზარალებულმა გ------- ლ-------ემ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით _ არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს და უარი განაცხადა თავისი შვილის, გ------- ლ-------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
თავად ბრალდებულმა გ------- ლ-------ემ თავი არ ცნო დამნაშავედ ბრალდების არცერთ ეპიზოდში და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა სოფელ ნახშირღელეში სამუშაოზე, სადაც, დალია რამდენიმე ჭიქა ალკოჰოლური სასმელი. გზაში მსვლელობის დროს გააფუჭა ავტომანქანა. როდესაც სახლში მივიდა, მამამისმა უსაყვედურა, თუ რატომ დაჯდა ნასვამი საჭესთან, რის გამო მოხდა მათ შორის შელაპარაკება. მისი მხრიდან მამის მიმართ რაიმე სახის ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, იყო მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა. მამამისი იყო ანერვიულებული და ალბათ, ამის გამო დარეკა პოლიციაში.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება ის ფაქტი, რომ გ------- ლ-------ემ იძალადა მამაზე _ გ------- ლ-------ეზე, კერძოდ:
დაზარალებულმა გ------- ლ-------ემ, რომელიც ძალადობის ჩადენაში ამხელდა თავის შვილს _ გ------- ლ-------ეს, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, რის გამოც სასამართლო კანონისმიერად არის მოკლებული შესაძლებლობას, გაიზიაროს მის მიერ გამოძიების სტადიაზე მიცემული ჩვენება, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ეყრდნობოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს. სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ------- ლ-------ის მიერ 2019 წლის 8 დეკემბერს და 2019 წლის 10 დეკემბერს მამის _ გ------- ლ-------ის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტებს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
რაც შეეხება მოწმეების _ გ--- ს---------ის და გ------- კ-------ის ჩვენებებს, რომლებზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი, ისინი არ არიან ძალადობის ფაქტის უშუალო შემსწრე პირები და გადმოსცემენ მათთვის დაზარალებულ გ------- ლ-------ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, შესაბამისად, მათი ჩვენებები თავიანთი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (გამონაკლისი შემთხვევების გარდა), არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გ------- ლ-------ის ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გ------- ლ-------ის მიმართ 2019 წლის 25 აპრილს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და იგი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის განაჩენი გ------- ლ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.გ------- ლ-------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
4.გ------- ლ-------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
5.ცნობად იქნას მიღებული, რომ გ------- ლ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადებისთანავე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
6.ნივთიერი მტკიცებულება _ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი დისკი, რომელიც თან ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.
7.გამართლებულ გ------- ლ-------ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/