განაჩენი

სისხლის სამართლის 18.06.2019
საქმის ნომერი
140100118002510798
ინსტანცია
თარიღი
18.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140100118002510798

საქმე №1ბ/572-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

14 ივნისი, 2019 წელი თბილისი

თავმჯდომარე: მაია თეთრაული

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

გოჩა ჯეირანაშვილი

 

სხდომის მდივანი: ანა გოცირიძე

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ნ----- კ----–--

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ვ-–- ჭ----------–ი (პირადი ნომერი: №2----------), დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: კ-----------------------–-----------–-ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის პირველი ნაწილი.

 

სასჯელი: (დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით) თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წელი.

 

ადვოკატი: ქ------- გ------ი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ----- კ----–--მ და მსჯავრდებულ ვ-–- ჭ----------–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ქ------- გ------მა.

 

ბრალდების მხარე წარმოდგენილი საჩივრით ითხოვს ვ-–- ჭ----------–ის დამნაშავედ ცნობას საქარველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლითა და 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწნებული დანაშაულების ჩადენაში.

 

დაცვის მხარე, მსჯავრდებულ ვ-–- ჭ----------–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი, ქ------- გ------ი ითხოვს მსჯავრდებულისათვის გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის შემცირებას და ამავე დროს, 2017 წლის 31 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის სრულად შთანთქმას.

 

ბრალდების არსი:

 

2018 წლის 4 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, კასპის რაიონის სოფელ ქ---------–-ში მდებარე ნ--- ქ--------–---–ის საცხოვრებელ სახლში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ვ-–- ჭ----------–მა, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, ნ--- ქ--------–---–ს ჯერ მარცხენა ხელი დაარტყა სახის არეში, ხოლო შემდეგ, განზრახ მოკვლის მიზნით, დანა დაარტყა კეფისა და მარჯვენა ბარძაყის არეში, თუმცა ნ--- ქ--------–---–მა მოახერხა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა, რის გამოც ვ-–- ჭ----------–მა ვერ შეძლო დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი ვ-–- ჭ----------–ი ატარებდა ცივ იარაღს - დანას, რაც ამოღებული იქნა 2018 წლის 5 მაისს, კასპის რაიონის სოფელ ქ---------–-ში, შინაგან საქმეთა სამინისტროს კასპის რაიონული სამმართველოს იგოეთის პოლიციის განყოფილების თანამშრომლების მიერ, ვ-–- ჭ----------–ის პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 4 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, კასპის რაიონის სოფელ ქ---------–-ში მდებარე ნ--- ქ--------–---–ის საცხოვრებელ სახლში ნასვამმა ვ-–- ჭ----------–მა, შელაპარაკებისას, ნ--- ქ--------–---–ს ჯერ მარცხენა ხელი დაარტყა სახის არეში, ხოლო შემდეგ, დანა დაარტყა კეფისა და მარჯვენა ბარძაყის არეში.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი ვ-–- ჭ----------–ი ატარებდა ცივ იარაღს - დანას, რაც ამოღებულ იქნა 2018 წლის 5 მაისს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კასპის რაიონული სამმართველოს იგოეთის პოლიციის განყოფილების თანამშრომლების მიერ.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სისხლის სამართლის საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

დაზარალებულ ნ--- ქ--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ვ-–- ჭ----------–თან მას აკავშირებს ახლო მეგობრული ურთიერთობა. 2018 წლის 4 მაისს, ის იმყოფებოდა კასპის რაიონის სოფელ ქ---------–-ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში და კლასელის ძმასთან - ა---- თ---–--–---–თან ერთად სვამდა არაყს. დაახლოებით 23:00 საათზე მათთან მივიდა ვ-–- ჭ----------–ი, რომელსაც არ ესიამოვნა მისი ა---- თ---–--–---–თან ერთად ყოფნა, რის გამოც მოუხდათ შელაპარაკება, რა დროსაც ვ-–- ჭ----------–ი მას აგინებდა, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ამასთან, ფანჯრის რაფიდან აღებული ხისტარიანი დანა დაარტყა მას ჯერ კისრის, რამდენიმე ხნის შემდეგ კი - ბარძაყის არეში. ნ--- ქ--------–---–ის ჩვენებით, რომ არა ა---- თ---–--–---–ი, რომელმაც ხელი დაუჭირა ვ-–- ჭ----------–ს და დაემუქრა პოლიციაში დარეკვით, ვ-–- ჭ----------–ი მას მოკლავდა. მან მოახერხა გაქცევა და დაიმალა საქონლის სადგომში, საიდანაც გამოვიდა ვ-–- ჭ----------–ის წასვლის შემდეგ, დაახლოებით 15 წუთში, რის შემდეგაც ა---- თ---–--–---–მა გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელთან ერთად მივიდნენ პოლიციის თანამშრომლებიც და ის გადაიყვანეს საავადმყოფოში. ნ--- ქ--------–---–მა სასამართლო სხდომაზე აგრეთვე დაადასტურა, რომ ანალოგიური ხასიათის ქმედებას ვ-–- ჭ----------–ის მხრიდან წარსულშიც ჰქონდა ადგილი.

 

მოწმე ა---- თ---–--–---–მა დაადასტურა მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების სისწორე, მაგრამ, ამავე დროს, განმარტა, რომ არ დაუნახავს, დაარტყა თუ არა ვ-–- ჭ----------–მა დანა ნ--- ქ--------–---–ს. კერძოდ, ა---- თ---–--–---–მა აჩვენა, რომ 2018 წლის 4 მაისს, საღამოს საათებში იგი იმყოფებოდა კასპის რაიონის სოფელ ქ---------–-ში, ნასვამი და ელოდებოდა სოფლის ავტობუსს, რა დროსაც მასთან მივიდა ნ--- ქ--------–---–ი და შესთავაზა, ერთად დაელიათ ალკოჰოლური სასმელი. მან მაღაზიაში შეიძინა არაყი და ლუდი, რის შემდეგაც წავიდნენ ნ--- ქ--------–---–ის საცხოვრებელ სახლში, სადაც დაიწყეს არყისა და ლუდის დალევა. რამდენიმე ხნის შემდეგ (ზუსტი დრო არ ახსოვს) ნ--- ქ--------–---–ის სახლში მივიდა ვ-–- ჭ----------–ი, რომელსაც ნ--- ქ--------–---–თან მოუვიდა შელაპარაკება და ხელი დაარტყა მას სახეში, რის გამოც ნ--- ქ--------–---–ს ცხვირიდან წასკდა სისხლი. მოწმის განმარტებით, ამ დროს ის იჯდა მაგიდასთან და არ დაუნახავს ვ-–- ჭ----------–ის ხელში დანა, აგრეთვე - დაარტყა თუ არა მან დანა ნ--- ქ--------–---–ს. მანვე აჩვენა, რომ ვ-–- ჭ----------–თან და ნ--- ქ--------–---–თან ახლოს არ მისულა, არ უცდია მათი გაშველება, რადგან „შარს მოერიდა“ და მალევე წავიდა ნ--- ქ--------–---–ის სახლიდან, ამდენად მისთვის უცნობია, კონფლიქტის შემდეგ თუ რა მოხდა და ვინ შეატყობინა მომხდარის შესახებ პოლიციას. მას აგრეთვე არ ახსოვს, ნ--- ქ--------–---–ი მარტო გავიდა სახლიდან, თუ - ვ-–- ჭ----------–თან ერთად. დაახლოებით სამი დღის შემდეგ ნ--- ქ--------–---–თან იპოვა თავისი ტელეფონი, საიდანაც დარეკილი იყო პოლიციაში.

 

ბრალდებულმა ვ-–- ჭ----------–მა აჩვენა, რომ ნ--- ქ--------–---–თან მას აკავშირებს ახლო მეგობრული ურთიერთობა. 2018 წლის 4 მაისს, საღამოს საათებში, ნ--- ქ--------–---–ის თხოვნით იგი მივიდა მის საცხოვრებელ სახლში, სადაც ნ--- ქ--------–---–ი ა---- თ---–--–---–თან ერთად სვამდა სასმელს და ორივე მათგანი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. ნ--- ქ--------–---–მა მას სთხოვა არყის მიტანა, რის გამოც მასთან მოუხდა შელაპარაკება. მან ოთახში მდგარი მაგიდიდან აიღო დანა, რომელიც დაიჭირა პირით და ნ--- ქ--------–---–ს უთხრა: „ხომ არ უნდა მოგკლა, გაჩერდი“, რის შემდეგ დანის წვერი შესაშინებლად, იმ მიზნით, რომ შეეწყვიტა დალევა, ნ--- ქ--------–---–ს უჩხვლიტა ბარძაყის მიდამოში. ამავე დროს ა---- თ---–--–---–ი, რომელიც მათგან მოშორებით იდგა და კონფლიქტში არ ჩარეულა, მისი თხოვნით წავიდა ნ--- ქ--------–---–ის სახლიდან. მან ნახა, რომ ნ--- ქ--------–---–ს ჭრილობიდან მცირე რაოდენობით მოსდიოდა სისხლი, რის გამოც ფეხით წაიყვანა იგი დაახლოებით 100-150 მეტრის დაშირებით მდებარე სოფლის ამბულატორიის მიმართულებით, მაგრამ ვინაიდან ამბულატორია დახვდათ დაკეტილი, დააპირეს უკან დაბრუნება, რა დროსაც მას დაურეკეს პოლიციიდან და უთხრეს, მისულიყო თავის საცხოვრებელ სახლში. მან ნ--- ქ--------–---–ი დატოვა ამბულატორიის ბაღში, სთხოვა მას, რომ დალოდებოდა და წავიდა თავის სახლში, სადაც იგი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.

ვ-–- ჭ----------–მა ასევე დაადასტურა, რომ მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა ეკუთვნის მას და პირადად ატარებდა, ვინაიდან სჭირდებოდა იგი სხვადასხვა სამეურნეო საქმიანობისათვის.

 

ნ--- ქ--------–---–ის ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათით ირკვევა, რომ 2018 წლის 5 მაისს, დაახლოებით 00:55 საათზე, ქალაქ კასპში მდებარე „მედალფას“ სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ მიყვანილი იქნა ნ--- ქ--------–---–ი, რომელსაც აღენიშნებოდა ღია ჭრილობები ბარძაყის ზემო მესამედში და თხემის არეში. ნ--- ქ--------–---–ის გადმოცემით, 2018 წლის 4 მაისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ჭრილობები მას დანით მიაყენა თანასოფლელმა ვ-–- ჭ----------–მა.

 

სასამართლო-სამადიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ნ--- ქ--------–---–ი 2018 წლის 4 მაისს მომხდარ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსდა 2018 წლის 4 მაისს. მას დაუდგინდა დიაგნოზი: ბარძაყის ღია ჭრილობა, სკალპის (თხემის) ღია ჭრილობა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ დაუდგინდა თვალბუდის ჰემატომა (სისხლჩაქცევა). ჭრილობები თხემის და ბარძაყის მიდამოში მიყენებულია რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით და ერთად აღებულიც და ცალ-ცალკეც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. თვალბუდის სისხლჩაქცევა მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. სამივე დაზიანება, ერთად აღებული, მიეკუთვნება ჯანმრთელობის დაზიანების მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

ზეპირი ცნობის მიღების შესახებ ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 04 მაისს, 23 საათსა და 20 წუთზე, „112-ის“ სამსახურს დაუკავშირდა მოქალაქე, რომელმაც თავისი ვინაობა არ გაამხილა და განაცხადა, რომ სოფელ ქ---------–-ში ნ--- ქ--------–---–ი დაჭრა ამავე სოფელში მცხოვრებმა ვ-–- ჭ----------–მა და იგი ნ--- ქ--------–---–ს მიათრევდა ნ---ს სახლისაკენ.

 

საქმეში არსებულ სხვა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად და სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად. კერძოდ:

 

შემთხვევის ადგილის (ნ--- ქ--------–---–ის საცხოვრებელი სახლის) დათვალიერების ოქმით დადგენილია შემდეგი გარემოებები: დათვალიერება ჩატარდა 2018 წლის 5 მაისს, 04:40 საათიდან 05:40 საათამდე დროის პერიოდში. შემთხვევის ადგილი მდებარეობს კასპის რაიონის სოფელ ქ---------–-ში და წარმოადგენს ნ--- ქ--------–---–ის საცხოვრებელ სახლს. სახლი არის ერთსართულიანი. სახლის მისაღები ოთახის დათვალიერებისას ნ---ხი და ამოღებულ იქნა სისხლისმსგავსი ლაქები და მუქი მოყავისფრო ხის ტარის მქონე სამზარეულო დანა, რომლის წვერზე აღინიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლისმსგავსი კვალი.

 

ტანსაცმლის ამოღებისა და დათვალიერების ოქმებით დასტურდება, რომ 2018 წლის 5 მაისს, ნ--- ქ--------–---–ისაგან ამოღებულ იქნა ჩალისფერი ქვედაბოლო, რომელსაც მარჯვენა გვერდიდან აღენიშნება ქვედა დიაგონალური მიმართულების ერთი სანტიმეტრის სიგრძის ნახევი. ნ--- ქ--------–---–ისაგან აგრეთვე ამოღებულ იქნა იასამნისფერი მოკლესახელოებიანი მაისური, რომელსაც რაიმე მექანიკურ დაზიანებათა კვალი არ აღენიშნება. ორივე ამოღებული ტანსაცმელი დასვრილია მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით.

 

ნიმუშის აღების ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 5 მაისს, დაზარალებულ ნ--- ქ--------–---–ისაგან საექსპერტო კვლევისათვის აღებული იქნა სისხლის ნიმუში.

 

ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ნ--- ქ--------–---–ის კუთვნილ მაისურსა და ქვედაკაბაზე, შემთხვევის ადგილიდან აღებული კვალის ანაწმენდებზე და ამოღებულ დანაზე აღმოჩნდა ნ--- ქ--------–---–ისაგან აღებული სისხლის ნიმუშის იდენტური სისხლი.

 

ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ნ--- ქ--------–---–ის ქვედაკაბის უკანა ზედა მხარეს, დაახლოებით შუა ნაწილში, შუა ნაკერიდან ქვედაკაბის მარჯვენა ნაწილში გადასვლით არსებული გამჭოლი დაზიანება წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავი-მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედების შედეგად და ადგილმდებარეობით დაახლოებით შეესაბამება სასამართლო-სამედიცინო დაკვნაში მითითებულ, ნ--- ქ--------–---–ის ბარძაყის ზემო მესამედში არსებულ ჭრილობას.

 

ცივი იარაღის ექსპერტიზის N1----–- დასკვნით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულს, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ვ-–- ჭ----------–ი ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2018 წლის 5 მაისს, 04:35 საათზე, კასპის რაიონის სოფელ ქ---------–-ში, მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და დაკავების ადგილზე ჩატარდა მისი პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებულ იქნა ვერცხლისფერი საკეცი დანა, ერთლესული პირით.

 

ვ-–- ჭ----------–ის პირადი ჩხრეკის ჩატარების ფაქტი, ჩხრეკის მიმდინარეობა და შედეგები გამოკითხვისას დაადასტურა ჩხრეკაში მონაწილე პირმა - შინაგან საქმეთა სამინისტროს კასპის რაიონული სამმართველოს იგოეთის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ვ------- მ-----–----ემ.

 

ცივი იარაღის ექსპერტიზის N1----–- დასკვნით დადგენილია, რომ ვ-–- ჭ----------–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

გორის რაიონული სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ 2017 წლის 31 მაისს ვ-–- ჭ----------–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2(ორი) წელი,შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ვ-–- ჭ----------–ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის დინება დაიწყო 2017 წლის 31 მაისს და სრულდებოდა 2019 წლის 31 მაისს.

 

მსჯავრდებულმა ვ-–- ჭ----------–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო ნაწილობრივ. მან აღიარა ცივი იარაღის ტარების ფაქტი და ასევე დაადასტურა, რომ დაზარალებულს ბარძაყის მიდამოში მიაყენა დაზიანება. ნ--- ქ--------–---–ისათვის სხვა დაზიანება მას არ მიუყენებია და მისი მოკვლის სურვილი ან განზრახვა არ ჰქონია.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ვ-–- ჭ----------–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ვ-–- ჭ----------–მა ჩაიდინა ნ--- ქ--------–---–ის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება როგორც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ასევე, უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებებით. კერძოდ: დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ ვ-–- ჭ----------–ი მას ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ამასთან, ხისტარიანი დანა დაარტყა ჯერ კისრის, შემდეგ კი - ბარძაყის არეში და რომ არა ა---- თ---–--–---–ი, რომელმაც ხელი დაუჭირა ვ-–- ჭ----------–ს და დაემუქრა პოლიციაში დარეკვით, ვ-–- ჭ----------–ი მას მოკლავდა. აღნიშნული სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა მოწმე ა---- თ---–--–---–მა და განაცხადა, რომ ის იჯდა მაგიდასთან და არ დაუნახავს ვ-–- ჭ----------–ის ხელში დანა, აგრეთვე - დაარტყა თუ არა მან დანა ნ--- ქ--------–---–ს. მანვე აჩვენა, რომ ვ-–- ჭ----------–თან და ნ--- ქ--------–---–თან ახლოს არ მისულა, არ უცდია მათი გაშველება, რადგან „შარს მოერიდა“ და მალევე წავიდა ნ--- ქ--------–---–ის სახლიდან.

ამდენად, ვ-–- ჭ----------–ს ნ--- ქ--------–---–ის მოკვლის განზრახვა რომ არ ჰქონდა დასტურდება წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით, რომელთა თანახმადაც მსჯავრდებულს ხელს არაფერი უშლიდა, რომ მოკვლის განზრახვის არსებობის შემთხვევაში სისრულეში მოეყვანა იგი.

ხოლო ფაქტს, რომ ვ-–- ჭ----------–მა ნ--- ქ--------–---–ს მიაყენა ჭრილობები, სადავოდ არ ხდის არც მსჯავრდებული, რაც ასევე დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებით.

 

რაც შეეხება განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებას, 2017 წლის 31 მაისის, გორის რაიონული სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ ვ-–- ჭ----------–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2(ორი) წელი, ხოლო დადგენილი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის დინება დაიწყო 2017 წლის 31 მაისს და სრულდებოდა 2019 წლის 31 მაისს. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, ვ-–- ჭ----------–ის პირადი ჩხრეკის დროს, მისგან ამოღებულ იქნა ვერცხლისფერი საკეცი დანა, ერთლესული პირით, რაც ცივი იარაღის ექსპერტიზის N1----–- დასკვნის თანახმად, არის ქარხნული წესით დამზადებული, მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. აღნიშნული ასევე დადასტურებულია, თვით მსჯავრდებულ ვ-–- ჭ----------–ის ჩვენებით.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ვ-–- ჭ----------–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით, მანვე ჩაიდინა განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ვ-–- ჭ----------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული.

 

ვ-–- ჭ----------–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ნასამართლობა.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემცირების თაობაზე და მიაჩნია, რომ სასჯელის დანიშვნისას პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება (ნასამართლევია ნ--- ქ--------–---–ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ჩადენისათვის და პირობითი მსჯავრის დროს კვლავ ნ--- ქ--------–---–ის მიმართ ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული) და განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება და მიაჩნია რომ დანიშნული სასჯელი უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროება და შეამცირებს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განაჩენი ვ-–- ჭ----------–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა, ვ-–- ჭ----------–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა, ვ-–- ჭ----------–ის ხელის ანაწმენდების, ხელის კვლის და სისხლის ნიმუშები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლისმსგავსი ლაქები და ნ--- ქ--------–---–ის სისხლის ნიმუში უნდა განადგურდეს; ვ-–- ჭ----------–ის და ნ--- ქ--------–---–ის ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ----- კ----–--ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ ვ-–- ჭ----------–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ქ------- გ------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ვ-–- ჭ----------–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლზე.

 

ვ-–- ჭ----------–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით;

 

_ საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანხმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ვ-–- ჭ----------–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენით ვ-–- ჭ----------–ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ-–- ჭ----------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.

 

ვ-–- ჭ----------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 5 მაისიდან.

 

ვ-–- ჭ----------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა, ვ-–- ჭ----------–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა, ვ-–- ჭ----------–ის ხელის ანაწმენდების, ხელის კვლის და სისხლის ნიმუშები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლისმსგავსი ლაქები და ნ--- ქ--------–---–ის სისხლის ნიმუში - განადგურდეს; ვ-–- ჭ----------–ის და ნ--- ქ--------–---–ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: /მ. თეთრაული/

 

მოსამართლეები: /ნ. სანდოძე/

 

/გ. ჯეირანაშვილი/