განაჩენი

სისხლის სამართლის 25.06.2019
საქმის ნომერი
330100115001116634
ინსტანცია
თარიღი
25.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100115001116634

საქმე №1/ბ-288-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორების - ლ-–-------------ის, ლ-–----------–--ის,ადვოკატების - მ--------------–---ას და თ--------------ის,გამართლებულ- ა-–----------–---–--ის

მონაწილეობით,ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ ლ-–-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ა-–-------------–---------------–---–--ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, ნასამართლობის არმქონე, შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------------------------------------------------------; დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (7 ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (6 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ა-–------------–---–---ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება თავისთვის გამორჩენის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფო კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია (შვიდი ეპიზოდი).

 

მანვე ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ექვსი ეპიზოდი) და ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის 21 ივნისს საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ა-–------------–---–---მ ბოროტად ისარგებლა საკუთარი სამსახურებრივი უფლებამოსილებით, მოატყუა ქ-------–--–------–------------------ში დროებით მცხოვრები ი-----------------–----------–--–------------ი თითქოსდა პოლიციელის სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, უნდა შეემოწმებინა მისი ბინა და პირადი ნივთები, რის შემდეგაც შევიდა ხსენებულ ბინაში და ფარულად დაეუფლა ს-----–--–-------------ს კუთვნულ ფულად თანხას - 300 აშშ დოლარს, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

 

2015 წლის ივნისში, ინდოეთის მოქალაქეები: ა-----–---–----------–----------–--------–ი მივიდნენ საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში მათ საცხოვრებელ ბინაში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით. ამავე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ა-–------------–---–---მ ბოროტად ისარგებლა სამსახურებრივი უფლებამოსილებით და თითქოსდა შემოწმების მიზნით დაატოვებინა მათ საფულეები, საიდანაც ფარულად დაეუფლა ა-----–---–----------–ის კუთვნილ ფულად თანხას - 100 აშშ დოლარს და მ---–--------–ის კუთვნილ ფულად თანხას - 100 აშშ დოლარს, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

 

2015 წლის 20 ივნისს საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ა-–------------–---–---მ ბოროტად ისარგებლა საკუთარი სამსახურებრივი უფლებამოსილებით, მოატყუა ქ-------–--–------------------------------------ში დროებით მცხოვრები ინდოეთის მოქალაქე ნ---------------------------ი თითქოსდა პოლიციელის სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე უნდა შეემოწმებინა მისი ბინა და პირადი ნივთები, რის შემდეგაც შევიდა მის ბინაში და ფარულად დაეუფლა ნ---------------------------ის კუთვნილ ფულად თანხას - 100 აშშ დოლარს, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

 

2015 წლის 21 ივნისს, დაახლოებით 10:00 საათზე, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ა-–------------–---–---მ ბოროტად ისარგებლა საკუთარი სამსახურებრივი უფლებამოსილებით და მოატყუა ქ-------–--–-----–-------------------------------------ში დროებით მცხოვრები შრი-ლანკის მოქალაქე ს-------–------------------–--ნი, თითქოსდა პოლიციელის სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, უნდა შეემოწმებინა მისი ბინა და პირადი ნივთები, რის შემდეგაც შევიდა მის ბინაში და ფარულად დაეუფლა ს-------–------------------–--ნის კუთვნილ ფულად თანხას - 35 ლარს, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

 

2015 წლის ივნისში, ინდოეთის მოქალაქეები: მ-------------------------------------ი და ა--–---------------სანი მივიდნენ საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში ა--–---------------სანის მიერ ფულადი თანხის დაკარგვის ფაქტთან დაკავშირებით. ამავე განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა ა-–------------–---–---მ ბოროტად ისარგებლა სამსახურებრივი უფლებამოსილებით და თითქოსდა შემოწმების მიზნით დაატოვებინა მათ საფულეები, საიდანაც ფარულად დაეუფლა მ-------------------------------------ს კუთვნილ ფულად თანხას - 100 აშშ დოლარს, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

 

2015 წლის ივნისში, საქართველოს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლციის მე-7 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ა-–------------–---–---მ ბოროტად ისარგებლა საკუთარი სამსახურებრივი უფლებამოსილებით, მოატყუა ქ------–--–-----–----------------------------ში დროებით მცხოვრები ე-------------–---------------------------–--–----ჰი და მასთან სტუმრად მყოფი დ----–----------------------–-–-----ი თითქოსდა პოლიციელის სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე უნდა შეემოწმებინა ბინა და მათი პირადი ნივთები, რის შემდეგაც შევიდა ბინაში და ფარულად დაეუფლა იბრაჰიმ ნაჯიმ აბდულა შანშაჰის კუთვნილ ფულად თანხას - 100 აშშ დოლარს და დ----–----------------------–-–-----ის კუთვნილ ფულად თანხას - 200 აშშ დოლარს, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

 

2015 წლის ივნისში, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ა-–------------–---–---მ ბოროტად ისარგებლა საკუთარი სამსახურებრივი უფლებამოსილებით, მოატყუა ქ------–--–--------------–-------------------------ში დროებით მცხოვრები ერაყის მოქალაქე მ--------------------------–------მ ა------–-------ი თითქოსდა პოლიციელის სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე უნდა შეემოწმებინა მისი ბინა და პირადი ნივთები, რის შემდეგაც შევიდა ბინაში და ფარულად დაეუფლა მ--------------------------–------მ ა------–-------ის კუთვნილ ფულად თანხას- 100 აშშ დოლარს, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენით:

 

ა-–------------–---–--- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (ს-----–--–-------------ს ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

ა-–------------–---–--- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ს-----–--–-------------ს ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

ა-–------------–---–--- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (ა-----–---–----------–ის და მ---–--------–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

ა-–------------–---–--- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ა-----–---–----------–ის და მ---–--------–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.

 

ა-–------------–---–--- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნ-----------------------------ს ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

ა-–------------–---–--- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნ-----------------------------ს ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.

 

ა-–------------–---–--- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (ს-------–------------------–--ნის ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებააში და გამართლდა.

 

ა-–------------–---–--- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ს-------–------------------–--ნის ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

ა-–------------–---–--- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ-------------------------------------ს ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

ა-–------------–---–--- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მ-------------------------------------ს ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

ა-–------------–---–--- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (ი----------------------–--–------ს და დ----–----------------------–-–-----ის ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

ა-–------------–---–--- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ი----------------------–--–------ს და დ----–----------------------–-–-----ის ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

ა-–------------–---–--- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ--------------------------–------მ ა------–-------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

ა-–------------–---–--- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მ--------------------------–------მ ა------–-------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად ვერ დადასტურდა ბრალდებულ ა-–------------–---–---ს მიერ დაზარალებულების: ს-----–--–-------------ს, ა-----–---–----------–ის, მ---–--------–ის, ნ---------------------------ის, ს-------–------------------–--ნის, მ-------------------------------------ს, იბრაჰიმ ნაჯიმ აბდულა შანშაჰის, დ----–----------------------–-–-----ის და მ--------------------------–------მ ა------–-------ის მიმართ ჩადენილი ქურდობის (7 ეპიზოდი) და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი (7 ეპიზოდი).

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა ლ-–-------------ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ა-–------------–---–---ს დამნაშავედ ცნობა ყველა ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში.

 

პროკურორმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ განაჩენში მოყვანილი არგუმენტაცია ა-–------------–---–---ს უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, დაუსაბუთებელია. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ა-–------------–---–--- ბოროტად სარგებლობდა სამსახურებრივი უფლებამოსილებით, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლისა და შესაბამისი დოკუმენტის შედგენის გარეშე შედიოდა მოქალაქეთა ბინებში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა მათ კუთვნილ თანხას. დანაშაულის სპეციფიკა და ხერხი გამოიხატებოდა ა-–------------–---–---ს მიერ ვითომდა სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებაში, რაც იყო საშუალება სხვის ბინაში შესვლისა, საიდანაც შემდგომ ხდებოდა თანხების დაუფლება. ასევე, რიგ შემთხვევაში, ამჟამად გამართლებული თითქოსდა კანონიერი საფუძვლით ამოწმებდა მოქალაქეთა საფულეებს, საიდანაც ეუფლებოდა თანხას. პროკურორი უთითებს, რომ სასამართლოში დაკითხულ და რიგ შემთხვევაში - გამოქვეყნებული დაზარალებულ პირთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ ბოლოს საფულეებთან შეხება ჰქონდა მხოლოდ გამართლებულს, რის შემდგომაც ყველა შემთხვევაში ადგილი ჰქონდა თანხის დანაკლისს. ყველა შემთხვევაში ხელწერა იყო ერთი და იგივე, რაც წარმოადგენდა გამართლებულის მიერ წინასწარ შედგენილი გეგმის ნაწილს. გარდა დაზარალებულთა ჩვენებებისა, სასამართლოში დაკითხულ იქნენ ნიტრალური პირები და გამოკვლეული იქნა ვიდეოჩანაწერები, რომელთა საფუძველზეც ნათლად დგინდება გამართლებულის ბინაში შესვლისა და შემდგომ თანხის დანაკლისის ფაქტი. ამდენად, აპელანტი მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების სწორი და კრიტიკული შეფასება, რა დროსაც გათვალისწინებულ იქნება საქმის გარემოებები, დანაშაულის ჩადენის ადგილი, ხერხი, სპეციფიკა, დანაშაულის ჩამდენი პირის ცოდნა და ინტელექტუალური შესაძლებლობები დანაშაულის და მტკიცებულებების მოპოვების თაობაზე, იძლევა შესაძლებლობას, რათა წარმოდგენილი მტკიცებულებები ჩაითვალოს საკმარისად გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას პროკურორმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

გამართლებულმა ა-–------------–---–---მ და მისმა ადვოკატებმა მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართოს მიერ დადგენილი გამამართლებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.

 

პალატა არ იზიარებს პროკურორის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც უტყუარად დასტურდება ა-–------------–---–---ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ---------------------ემ განაცხადა, რომ 2015 წლის ივნისში მასთან მივიდა ორი პიროვნება. ერთ-ერთმა განუმარტა, რომ იყო უბნის ინსპექტორი ა-–------------–---–--- და ამოწმებდნენ კორპუსში მცხოვრებ პირთა მონაცემებს. აღნიშნული ფაქტიდან დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ა-–------------–---–--- აღარ უნახავს, ხოლო 2016 წლის სავარაუდოდ ოქტომბერში, საღამოს, მასთან კვლავ მივიდა ა-–------------–---–---, რომელმაც უთხრა, რომ მათ ქუჩაზე მოხდა ძარცვა, რომელიც სავარაუდოდ ჩაიდინა ინდოეთის მოქალაქემ და ვინაიდან მის მეზობლად ინდოელები ცხოვრობდნენ, როგორც ამხანაგობის თავმჯდომარეს, სთხოვა გაყოლა შემოწმებაზე. ბინაში შესვლის შემდგომ, ა-–------------–---–---მ ინდოელ გოგონებს აჩვენა სამსახურეობრივი მოწმობა და თავის მხრივ გოგონებმაც წარუდგინეს პირადობის მოწმობები. ა-–------------–---–---მ ამოიწერა მათი პირადი მონაცემები და გოგონებთან ერთად გავიდა საძინებელ ოთახში, ოთახის კარი იყო ღია. ამ დროს თავად იდგა კარის შესასვლელთან, ხოლო გოგონების მეგობარი ბიჭი იყო გარეთ. შემდგომ გამოვიდნენ ოთახიდან, ა-–----------მ გოგონებს დაუბრუნა პირადობის მოწმობები, დაახლოებით 40-60 წამის განმავლობაში გაჩერდა ბინაში არსებულ მეორე საძინებელ ოთახშიც, ხოლო იქიდან გამოსვლისას ბინა დატოვეს ერთად და ჩავიდნენ თავის (გ---------------------ის) ბინაში. ცოტახანში მასთან ჩავიდა გოგონების მეგობარი ბიჭი მუჰამედი, რომელმაც უთხრა, რომ გოგონები ეძახდნენ. იგი (გ---------------------ე) ა-–----------სთან ერთად ავიდა ზევით, რა დროსაც ერთ-ერთმა გოგომ ა-–------------–---–---ს დაუწყო ჩხუბი. როგორც ა-–----------მ განუმარტა, გოგონა 300 აშშ დოლარის მოპარვას აბრალებდა. ლოლაძემ ჯიბეები აჩვენა, რომ მას არაფერი არ ჰქონია. ამასთანავე გოგონა მის მეგობარ ბიჭს ეჩხუბებოდა - „შენ ხომ არ აიღე თანხაო“, რაზედაც ბიჭმა უარი განუცხადა. მოწმემ დაკითხვისას მიუთითა, რომ ა-–------------–---–--- სხდომის დარბაზში არ იმყოფებოდა, ხოლო ადვოკატის მიერ ბრალდებულზე მითითების შემდეგ აღნიშნა, რომ მას ვერ ცნობს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნინო მეფისაშვილმა განაცხადა, რომ ქ-------–--–------–------------------ში საკუთრებაში ჰქონდა ბინა, რომელიც 4-5 წლის განმავლობაში 450 აშშ დოლარად დაქირავებული ჰქონდათ აშოტ სნეჰალ ტაგჯატის და ფატიმა შაიფას. 2015 წლის ივნისის თვეში დაუკავშირდა აღელვებული აშოტ სნეჰალ ტაგჯატი და სთხოვა დაედგინა - არსებობდა თუ არა უბნის ინსპექტორი სახელად „ა-–----“, რომელიც მასთან მიიყვანა მეზობელმა გ---------------------ემ. ნინო მეფისაშვილი დაუკავშირდა გ---------------------ეს, რომელმაც დაუდასტურა, რომ ა-–------------–---–--- ნამდვილად იყო უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, რაც თავის მხრივ შეატყობინა აშოტ სნეჰალ ტაგჯატს. აღნიშნულის შემდგომ, აშოტ სნეჰალ ტაგჯატმა ა-–------------–---–---ს დააბრალა 300 აშშ დოლარის მოპარვა, რომელიც მისი თქმით, ედო კომპიუტერის მაგიდაზე. როგორც მისთვის ცნობილი გახდა, უბანში მომხდარი რაღაც შემთხვევის გამო, ხსნებული პოლიციელი ეძებდა ინდოეთის მოქალაქეებს და ამ მიზნით ყოფილა აშოტ სნეგალ ტაგჯატის ბინაში. რამდენიმედღიანი მოთხოვნის შემდგომ, დაზარალებულს გაყვა ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში, სადაც დახვდა რამდენიმე ინდოეთის მოქალაქე, რომლებსაც არ იცნობდა. აღნიშნულ პირთაგან ერთ-ერთი საუბრობდა რუსულ ენაზე და მისი საუბრიდან გაიგო, რომ მასაც პრეტენზიები ჰქონდა ა-–------------–---–---ს მიმართ, რადგან სწორედ მისი ვიზიტის შემდეგ დაიკარგა რაღაც.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ე----------------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში კანცელარიის სპეციალისტის თანამდებობაზე. მის უფლება-მოვალეობაში შედის მოქალაქეებისგან მიღებული განცხადებების რეგისტრაცია და ადრესატთან გადამისამართება. მისი სამუშაო დრო განსაზღვრულია 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე. აღნიშნული დროის შემდგომ, განცხადებებს არეგისტრირებს მორიგე. 2015 წლის 23 ივნისს ინდოეთის მოქალაქეებთან შეხება არ ჰქონია, მასთან მისული იყო თანამშრომელი - ა-–------------–---–---, რომელმაც სთხოვა ინდოეთის მოქალაქეების ქართულ-ინგლისურ ენაზე დაწერილი განცხადების დარეგისტრირება და ა------------------–თან გადაგზავნა. ვინაიდან განცხადებები იწერება უფროსის სახელზე და ის წყვეტს - ვის რომელი განცხადება დაეწერება, ა-–----------ს უარი უთხრა პირდაპირ ანდრია კვზერელთან განცხადების გადაგზავნაზე, რის შემდგომ ა-–------------–---–---მ განცხადება წაიღო უკან. განცხადება ეხებოდა ქურდობის ფაქტს. მოგვიანებით დაუკავშირდა უფროსი, რომელიც დაინტერესდა - ხომ არ ყოფილან მასთან ინდოეთის მოქალაქეები. უფროსს მოახსენა ზემოაღნიშნული გარემოებების შესახებ. ასევე, დაუკავშირდა ა------------------–ს, გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ განცხადება გადაგზავნილი იყო მის ელექტრონულ ფოსტაზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ---------------ამ განაცხადა, რომ მუშაობდა ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე და იყო ოპერატიული მორიგე. სამუშაო საათების ამოწურვის შემდეგ ევალებოდა მოქალაქის განცხადების მიღება და ელექტრონულად უფროსთან გადაგზავნა. 2015 წლის 23 ივნისს ა-–------------–---–---მ სთხოვა, რომ მისი ე.წ. „ი--------თ“ ნახავდა შეტყობინებას, რაზეც დათანხმდა. ა-–------------–---–--- დატოვა თავის სამუშაო მაგიდასთან და გავიდა გარეთ, თუმცა უკან დაბრუნებულს ა-–---------- იქ აღარ დახვდა. აღნიშნულის შემდგომ დაუკავშირდა ხელმძღვანელი - ვ-----------------ე, რომელმაც უთხრა, რომ მისი ე.წ. „ი--------ს“ გამოყენებით განცხადება იყო გატარებული. თავის მხრივ დაუკავშირდა ა-–------------–---–---ს და კითხა - მას ხომ არ გაუტარებია განცხადება, რაზეც ა-–----------მ დადებითი პასუხი გასცა. გადაამოწმა კომპიუტერში და აღმოჩნდა, რომ გატარებული იყო განცხადება ქურდობის ფაქტზე და უფროსის გავლის გარეშე პირდაპირ ა------------------–თან იყო გადაგზავნილი. განცხადების შინაარსს არ გაცნობია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ------------–---–მა განაცხადა, რომ 2014 წლის იანვრიდან დაახლოებით 2 წელი მუშაობდა შსს ვაკე-საბურთალოს მე-7 განყოფილებაში დეტექივის-თანაშემწე გამომძიებლის პოზიციაზე. მის მოვალეობაში შედიოდა პოლიციის განყოფილებაში შესულ შეტყობინებებზე შესაბამისი რეაგირება, მათ შორის გამოძიების დაწყება და სხვადასხვა კორესპონდენციების შესრულება. მორიგე ჯგუფში იყო რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც უშუალოდ ჰქონდათ შეხება შესულ შეტყობინებებთან და მოქალაქეთა განცხადებებთან. იგი ძირითადად ასრულებდა იმ შეტყობინებებს, რომელზეც გამოძიება იყო დასაწყები. ანალოგიურ საქმიანობას ეწეოდნენ მისი თანამშრომლები: გ-------–---–---–ი და ა-–------------–---–---. თუმცა ფუნქციების შიდა განაწილების შესაბამისად, თვითონ და გ-------–---–---–ი ახორციელებდნენ გამოძიების დაწყებას, ა-–------------–---–--- კი ჩამოსაწერ განცხადებებზე მუშაობდა. 2015 წლის 21 ივნისს პოლიციის სამორიგეო ნაწილში შევიდა შეტყობინება ტაშკენტის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის ქურდობის შესახებ. შემთხვვევის ადგილზე გავიდა გ-------–---–---–თან ერთად, გაესაუბრნენ მაღაზიაში მომუშავე ქალბატონს. აღმოჩნდა, რომ თანხა არ იყო მოპარული და წაღებული ჰქონდა დისტრიბუტორს. ვინაიდან შეტყობინებაზე გამოძიება არ იყო დასაწყები და აღნიშნული ა-–------------–---–---ს კომპეტენციაში შედიოდა, დაუკავშირდა მას და სთხოვა მისვლა. ა-–------------–---–---მ შეადგინა გასაუბრების ოქმი, თუმცა მათი შემთხვევის ადგილზე ყოფნის პერიოდში ა-–---------- გავიდა და დაბრუნდა დაახლოებით 40 წუთში. აღნიშნულის შემდგომ, ტაშკენტის ქუჩის კვეთიდან განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ გაჩნდა ხანძარი. შემთხვევის ადგილზე გავიდა კვლავ გ-------–---–---–თან ერთად, სადაც აღმოჩნდა, რომ დაზიანებული არაფერი იყო და შესაბამისად, დაუკავშირდნენ ა-–------------–---–---ს, რომ შეედგინა გასაუბრების ოქმი. ვინაიდან ბინა დაქირავებული ქონდათ ინდოეთის მოქალაქეებს და მათ არ იცოდნენ ინგლისური ენა, ორი პირი გადაიყვანეს განყოფილებაში და ოქმის შესადგენად გადააბარეს ა-–------------–---–---ს.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე გ-------–---–---–მა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე კ-------------–--ემ განაცხადა, რომ შემთხვევის პერიოდში მუშაობდა ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. განყოფილების უფროსი იყო ვ-----------------ე. ხოლო ა-–------------–---–--- მუშაობდა უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე, რომელიც ასრულებდა ოპერატიულ ფუნქციას, ეწერებოდა განცხადებები და ნაკლებად მძიმე კატეგორიის საქმეები. კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულია, რომ სამუშაო საათებში მოქალაქის განცხადებას არეგისტრირებს კანცელარია, ხოლო სამუშაო საათების ამოწურვის შემდგომ - მორიგე, რომელსაც უგზავნის უფროსს. რეგისტრაციის მიზანია ხელმძღანელი პირის მიერ მისი კონტროლი, რათა მოხდეს განცხადების დროულად შესრულება და კოორდინირებული მუშაობა. 2017 წლის 20 ივნისიდან - 4 ივლისამდე სარგებლობდა კუთვნილი შვებულებით და დასასვენებლად იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში. სამსახურში სამუშაოდ დაბრუნდა 5 ივლისს, რა დროსაც უფროსისგან მისთვის ცნობილი გახდა ა-–------------–---–---ს დაკავების და მის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტის შესახებ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა------------------–მა განაცხადა, რომ მუშაობს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში გამომძიებლის თანამდებობაზე. ა-–------------–---–--- იყო მისი თანამშრომელი, რომელსაც ეწერებოდა განცხადება-საჩივრები, ასევე იძიებდა ნაკლებად მძიმე კატეგირიის დანაშაულებს. 2017 წლის 23 ივნისს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც ა-–------------–---–---მ სთხოვა, რომ ვინაიდან იცოდა ინგლისური, გასაუბრებოდა ქვემოთ მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და დახმარებოდა განცხადების დაწერაში, რაზეც დათანხმდა. ჩავიდა და ნახა, რომ მისული იყო 7-8 ინდოეთის მოქალაქე და ერთი საქართველოს მოქალაქე ქალბატონი, რომლებმაც განუმარტეს, რომ უნდოდათ განცხადების დაწერა ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით. ვინაიდან დრო არ ქონდა, თანამშრომელ ხ------–-–--–--ეს სთხოვა უცხოელებისათვის დაეწერინებინა განცხადებები. გარკვეული დროის გასვლის შემდგომ, ა-–----------ს თხოვნით, ხატიას გამოართვა ოთხი ცალი განცხადება, შედგენილი ქართულ-ინგლისურ ენაზე და აუტანა ა-–------------–---–---ს. მოგვიანებით ნახა, რომ აღნიშნულ განცხადებათაგან ერთ-ერთი დაეწერა თავად მას. როგორც მორიგე გ---------------ასთან გაარკვია, განცხადება გაატარა და გადაუგზავნა ა-–------------–---–---მ, რის გამოც ა-–----------ს განცხადება უკან დაუბრუნა ისე, რომ შინაარსს არ გაცნობია, მხოლოდ ის იცის, რომ ქურდობის ფაქტს ეხებოდა. შესული განცხადებები დარეგისტრირების შემდეგ გადიოდა სუბორდინაციულ გზას და განაწილება ხდებოდა ყველა შემთხვევაში უფროსთან შეთანხმებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ხ------–-–--–--ემ განაცხადა, რომ შემთხვევის პერიოდში მუშაობდა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. განყოფილების უფროსი იყო ვ-----------------ე, მოადგილე - კ-------------–--ე, ხოლო ა-–------------–---–--- მუშაობდა უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 22 ივნისს ა------------------–მა უთხრა, რომ ა-–------------–---–---მ სთხოვა დახმარება, თუმცა მას დრო არ ქონდა და სთხოვა გასაუბრებოდა მოქალაქეებს, დაეწერინებინა განცხადება და შემდგომ თავად მიხედავდა, რაზეც დათანხმდა. განცხადების დასაწერად მისული იყო ოთხი პირი, რომლებსაც ქონდათ პრეტენზია, რომ განყოფილებაში მომუშავე მამაკაცი მიდიოდა მათთან ბინაში, აჩვენებდა სამსახურეობრივ მოწმობას, ჩხრეკის ორდერს, შედიოდა სახლში და მესაკუთრეების დასწრების გარეშე ატარებდა ჩხრეკას, რის შემდეგ სახლიდან ეკარგებოდათ თანხა. დაზარალებულებმა ხსენებული პიროვნება აღწერეს ვიზუალურად, თუმცა ვერ მიხვდა ვისზე იყო საუბარი. დაზარალებულებს დააწერინა განცხადება ინგლისურ ენაზე, თუმცა ვინაიდან კანცელარიაში არ შეიძლება ინგლისურად დაწერილი განცხადების დარეგისტრირება, დაუკავშირდა და გამოიძახა თარჯიმანი. დაზარალებულების მიერ დაწერილი 4 ცალი განცხადება გადასცა ა------------------–ს და დატოვა შენობა. დაახლოებით ნახევარი საათის შუალედში დაუკავშირდა ა-–------------–---–---, რომელმაც კითხა - გამოიძახა თუ არა თარჯიმანი, რომელსაც დაუდასტურა თარჯიმნის გამოძახება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა------------–---მ განაცხადა, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა ვაკე-საბურთალოს დეტექტივების განყოფილებაში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2015 წლის ივნისის თვეში ვაკე-საბურთალოს მე-7 განყოფილებიდან გადაიგზავნა ინდოეთის მოქალაქის განცხადება ქურდობის ფაქტზე. განცხადების გადაგზავნის საფუძველი იყო ის გარემოება, რომ საქმეში ფიგურირებდა მე-7 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ა-–------------–---–---. მოწმის მიერ მოწვეული იქნა თარჯიმანი და თარჯიმნის მონაწილეობით დაკითხული იქნენ მოწმეები, რომლებსაც ეთარგმნათ ჩვენებები კანონით დადგენილი წესით. ვინაიდან, საქმე ეხებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, ხოლო თავად არ არის უფლებამოსილი - გამოიძიოს მსგავსი კატეგორიის საქმე, იგი გამოსაძიებლად გადააგზავნა ვაკე-საბურთალოს სამმართველოში პროკურორ ე---------------ან, რომელმაც თავის მხრივ გადააგზავნა პროკურატურაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ--------------მ განაცხადა, რომ მუშაობს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო ვაკე-საბურთალოს სამმართველოში, თუმცა ვინაიდან დანაშაულში იმხილებოდა პოლიციის თანამშრომელი - ა-–------------–---–---, საქმე გამოსაძიებლად გადაეგზავნა პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. აღნიშნული საქმე იყო მის წარმოებაში და თავად გადააგზავნა სასამართლოში. მოწმემ დაადასტურა საქმეში არსებული დოკუმენტების კანონიერება და ავთენტიკურობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-----------------მა განაცხადა, რომ მუშაობს შპს „ი-----–-------------–ი“ ინგლისურ-რუსული ენების თარჯიმნის პოზიციაზე. აღნიშნულ სამსახურს ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული პროკურატურასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. საჭიროების შემთხვევაში უკავშირდებოდნენ და იბარებდნენ კონკრეტულ განყოფილებაში, ანდა პროკურატურაში, რომლებსაც უწევდა სათარჯიმნო მომსახურებას. გამომძიებელი ნებისმიერი პროცესუალური საქმიანობის წინ უმარტავდა თარჯიმნის უფლება-მოვალეობებს. მოცემულ საქმეზე მონაწილეობა მიიღო მ--------------------------------------–----------------------------------------–---–-–-----------------–--------------------------------–--–-----ის დაკითხვებში. მან ტექსტები თარგმნა სიტყვა-სიტყვით და არაფერი დაუმატებია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე, გამოქვეყნდა დაზარალებულების და მოწმეების: მ---–--------–-----------------------------------ის, ა-----–---–----------–ის, ს-----–--–-------------ს, სა------–------------------–----ს, მ-------------------------------------ს, მ--------------------------–------მ ა------–-------ის, დ----–----------------------–-–-----ის, ფ-------–-----------–---------------------------------------ს ჩვენებები, რომელთა მიხედვითაც ბრალდებული ა-–------------–---–--- ნაწილთან შევიდა მათ საცხოვრებელ ბინებში და სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა მოპარა, ხოლო ნაწილს პოლიციის განყოფილებაში, თითქოსდა შემოწმების მიზნით, დაატოვებინა საფულეები და ისე დაეუფლა მათ კუთვნილ ფულად თანხას.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის 2011 წლის 21 სექტემბრის ბრძანების ამონაწერის მიხედვით, რეზერვის სერჟანტი ა-–-------------–---------------–---–--ე დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად.

 

2015 წლის 04 ივლისის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე ნივთმტკიცების სახით დართული CD-R დისკი. მასზე აღმოჩნდა ერთი ვიდეოფაილი, რომელშიც ჩანს ა-–------------–---–---. იგი იმყოფება საცხოვრებელ ბინაში, მისაღებ ოთახში და აკეთებს ჩანაწერს.

 

2015 წლის 06 ივლისს ჩატარებული პირის ამოცნობის ოქმის მიხედვით, მოწმე ს-----–-------–---–---მ თმებით, აღნაგობით, სიმაღლით, ცხვირით, ნაკვთებით და სახის მოყვანილობით ამოიცნო შუაში მდგომი პირი - ა-–------------–---–--- და განაცხადა, რომ სწორედ აღნიშნული მამაკაცი არის პოლიციელი სახელად ა-–----, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში საფულედან მოპარა ფულადი თანხა 100 აშშ დოლარის ოდენობით.

 

2015 წლის 06 ივლისს ჩატარებული პირის ამოცნობის ოქმის მიხედვით, მოწმე ნაზარუდდენ სადამ ჰუსეინმა ცხვირით, სიმაღლით, ნაკვთებით, თმებით, გამოხედვით და აღნაგობით ამოიცნო მარჯვნიდან მარცხნივ რიგით პირველი პირი - ა-–------------–---–--- და განაცხადა, რომ სწორედ აღნიშნული მამაკაცი არის სახელად „ა-–----“, რომელმაც 2015 წლის 20 ივნისს მისი საცხოვრებელი სახლიდან მოიპარა ფულადი თანხა 100 აშშ დოლარის ოდენობით.

 

2015 წლის 06 ივლისს ჩატარებული პირის ამოცნობის ოქმის მიხედვით, მოწმე ს-----–--–------------მა სიმაღლით, თმებით, ცხვირით, აღნაგობით და სახის მოყვანილობით ამოიცნო მარჯვნიდან მარცხნივ რიგით მესამე პირი - ა-–------------–---–--- და განაცხადა, რომ სწორედ აღნიშნული მამაკაცი არის ის, რომელმაც მისი საძინებლიდან მოპარა ფულადი თანხა 300 აშშ დოლარს ოდენობით.

 

2015 წლის 06 ივლისს ჩატარებული პირის ამოცნობის ოქმის მიხედვით, მოწმე მ---–--------–მა აღნაგობით, თმებით, ცხვირით, ნაკვთებით, შუბლით, სიმაღლით და სახით ამოიცნო შუაში მდგომი პირი - ა-–------------–---–--- და განაცხადა, რომ სწორედ აღნიშნული მამაკაცი არის პოლიციელი ა-–----, რომელმაც მას მოპარა საფულედან ფულადი თანხა 100 აშშ დოლარის ოდენობით.

 

2015 წლის 11 ივლისის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა ბრალდებულ ა-–------------–---–---ს ყოფილი სამუშაო მაგიდა და სამი ცალი სეიფი, ასევე დათვალიერებული იქნა ა------------------–ის სამუშაო მაგიდა და 4 ცალი სეიფი. დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა ინდოეთის მოქალაქე პ--------------–-------ის სახელით დაწერილი ინგლისურენოვანი განცხადების (N1------) ქსეროასლი, 2015 წლის 15-დან 30 ივნისის ჩათვლით განყოფილების კანცელარიისა და სამორიგეო ნაწილის მეშვეობით ა-----------–-----ის დაწერილი განცხადება-შეტყობინებების ქსეროასლები.

 

2015 წლის 22 ივლისის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების ადმინისტრაციული შენობის შესასვლელში არსებული კამერის 2015 წლის 23 ივნისის 09:56 სთ-დან - 2015 წლის 23 ივნისის 12:53 სთ-მდე ჩანაწერი. ჩანაწერში ჩანს ინდოეთის მოქალაქეების პოლიციის განყოფილების შესასვლელ კიბეზე ასვლის და თავშეყრის ფაქტი. ამავე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ა-–------------–---–---ს მათთან კომუნიკაციის, ინდოეთის მოქალაქეების განყოფილებაში შესვლის და მათი წასვლის შემდგომ, ბრალდებულ ა-–------------–---–---ს მიერ პასუხისმგებელ მორიგის სამუშაო მაგიდასთან დაჯდომის და მორიგის კომპიუტერში არსებულ პროგრამაში შესვლის და დოკუმენტის დარეგისტრირების ფაქტი.

 

პიველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა-–------------–---–---მ წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2015 წლის 9 ივლისის ჩათვლით მუშაობდა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. დაზარალებულებთან: ს-----–--–-------------სთან, ა-----–---–----------–ისთან, მ---–--------–ისთან, ნ---------------------------ისთან, ს-------–------------------–--ნისთან, მ-------------------------------------სთან, იბრაჰიმ ნაჯიმ აბდულა შანშაჰისთან, დ----–----------------------–-–-----ისთან და მ--------------------------–------მ ა------–-------ისთან შეხება არ ჰქონია, არ იცნობს მათ და დაზარალებულების მიერ მითითებულ მისამართებზე არ ყოფილა. ვინაიდან მის სამსახურეობრივ მოვალეობაში შედიოდა მოქალაქეებთან კომუნიკაცია, თავს ვალდებულად თვლიდა, რომ კორპუსის თავმჯდომარები გაეცნო და მათთან ჰქონოდა კომუნიკაცია. აღნიშნულ ფარგლებში თანამშრომელ - თ--------------------თან ერთად გაიცნო კორპუსის თავმჯდომარე გ---------------------ე, რომელსაც დაუტოვა საკონტაქტო ნომერი. ამის შემდეგ, ორჯერ შეხვდა გ---------------------ეს - ერთხელ მარტო, ხოლო მეორედ - თანამშრომელთან ერთად. თუმცა, 2017 წლის 26 ივნისს არ ყოფილა გ---------------------ის სახლში, ინდოეთის მოქალაქეებს საერთოდ ვერ იხსენებს და მსგავს ფაქტს ადგილი რომ ჰქონოდა, აუცილებლად ემახსოვრებოდა. 2015 წლის 9 ივლისს პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა და შესაბამისად, 2016 წელს გ---------------------ეს ვერ შეხვდებოდა. ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზე თანამშრომლებთან - გ-------–---–---–თან და ლ------------–---–ითან ერთად გამოცხადდა შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე. ბინის მესაკუთრე იყო საქართველოს მოქალაქე, ხოლო ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფი, რომლებმაც ბინაში შესვლის უფლება არ მისცეს. მისი მუშაობის პერიოდში განყოფილებაში ბევრი მოქალაქე ყავს დაბარებული და შესაძლებელია, მათ შორის ინდოეთის მოქალაქეებიც ყოფილიყვნენ, თუმცა მას საფულე არასდროს არავისთვის გამოურთმევია. ამასთან, პოლიციის განყოფილება სავსეა კამერებით და მის მიერ საფულეებდიან ფულადი თანხის დაუფლება აუცილებლად დაფიქსირდებოდა კამერის ჩანაწერებში. ა-–------------–---–---მ ასევე დაადასტურა, რომ დაზარალებულის მიერ დაწერილი განცხადებების ნახვისთანავე აცნობა მე-7 განყოფილების უფროსის მოადგილეს - ი-–------------ას, რომელმაც დაავალა, რომ სასწრაფოდ დაერეგისტირებინა განცხადება, გასაუბრებოდა დაზარალებულს დადგენილი წესით, ხოლო განცხადება გადაეგზავნა ანდრეა კვეზერელისთვის, გამომდინარე იქედან, რომ წინა დღეს თავად იყო მორიგე. იგი დაემორჩილა ზემდგომის მითითებას და განცხადება გადაუგზავნა ა------------------–ს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე, სასამართლო აფასებს რა წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორ ლ-–-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული იმ პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა-–------------–---–---ს ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (7 ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (6 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენაში. წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიტანა სწორი დასკვნები და დაადგინა გამამართლებელი განაჩენი, რასაც პალატაც ეთანხმება და იზიარებს.

 

პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს - არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი; აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე.

 

პროკურორი სააპელაციო საჩივარში განმარტავს, რომ დაზარალებულები პირდაპირ ამხელენ გამართლებულს დანაშაულის ჩადენაში. ამასთან, მათი ჩვენებების გარდა, დანაშაულის ჩადენის ფაქტი დასტურდება ნეიტრალურ მოწმეთა ჩვენებებით და სასამართლოში გამოკვლეული როგორც წერილობითი, ასევე ნივთიერი მტკიცებულებებით. პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის აღნიშნულ არგუმენტაციას, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო - ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა.“ გარდა ამისა, აღნიშნული ნორმა ადგენს, რომ არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ მსგავსი სახის მტკიცებულება დაედოს. მოცემულ შემთხვევაში კი გარდა სასამართლო სხდომაზე საჯაროს წაკითხული დაზარალებულების დაკითხვის ოქმებისა, ვერ იქნა წარმოდგენილი ვერცერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც უშუალოდ მიუთითებდა ა-–------------–---–---ზე, როგორც ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩამდენ პირზე.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ მოწმე გ---------------------ის ჩვენებით და გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებით უტყუარად დასტურდება ა-–------------–---–---ს ინდოეთის მოქალაქეების ბინაში ყოფნის ფაქტი. როგორც მოწმე გ---------------------ემ განაცხადა, იგი ა-–------------–---–---ს გაყვა მეზობლად მცხოვრებ ინდოეთის მოქალაქეებთან. მოწმემ დაადასტურა, რომ ა-–------------–---–---მ გოგონებს გამოართვა პირადობის მოწმობები, ამოიწერა მათი პირადი მონაცემები და გამოვიდა მათი საძინებელი ოთახიდან. მას არ აქვს ინფორმაცია და არ შეუძლია მიუთითოს ა-–------------–---–---ს მიერ რაიმე დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაზე. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ მართალია მოწმე გ---------------------ემ დაადასტურა პოლიციის თანამშრომელ ა-–------------–---–---სთან ერთად დაზარალებულის ბინაში ყოფნის ფაქტი, თუმცა სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილი ბრალდებული ა-–------------–---–--- ვერ იცნო.

 

რაც შეეხება ვიდეოჩანაწერს, მასზე ასახულია ფაქტი, როცა პიროვნება დგას ოთახში და აკეთებს გარკვეულ ჩანაწერებს. სათანადო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სასამართლოს წინაშე ვერ იქნა დადასტურებული ჩანაწერზე ასახული პიროვნების ვინაობა. თუმცა იმის დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, რომ ვიდეოჩანაწერზე ასახული პიროვნება არის ა-–------------–---–--- და იგი ნამდვილად იმყოფებოდა დაზარალებული ინდოეთის მოქალაქეების ბინაში, არც წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი და არც მოწმე გ---------------------ის ჩვენება ა-–------------–---–---ს ბრალეულობის დამადასტურებელ ინფორმაციას არ შეიცავს; ბინაში მყოფი პოლიციის თანამშრომლის მიერ ჩანაწერების გაკეთება კი არის სრულიად ნორმალური გარემოება.

 

პირველი ინსტნციის სასამართლოს სხოდმაზე მოწმის სახით დაიკითხნენ საქართველოს შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების თანაშრომლები - ე----------------–---–ი, გ---------------ა, ლ------------–---–ი, გ-------–---–---–ი, კ-------------–--ე, ა------------------–ი და ხ------–-–--–--ე, რომლებიც ინფორმაციას იძლევიან მხოლოდ განყოფილების ფუნქციონირების, თანამშრომლებისა და უშუალოდ ა-–------------–---–---ს უფლებამოსილებების შესახებ; ასევე, 2015 წლის 23 ივნისს განყოფილებაში ინდოეთის მოქალაქეების მისვლის, მათ მიერ ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებების დაწერისა და მათგან ერთ-ერთი განცხადების ა-–------------–---–---ს მიერ დარეგისტრირების შესახებ. ანალოგიური გარემოება დასტურდება ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში არსებული კამერების ვიდეოჩანაწერითაც. მოწეები არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ იმის თაობაზე, რომ ა-–------------–---–--- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა საქმეზე დაზარალებული პირების კუთვნილ ფულად თანხებს, რითაც ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება. მორიგე გ---------------ას ი--------დან ა------------------–ზე განცახდების დაწერის ფაქტს კი არ უარყოფს თავად ა-–------------–---–---ც, რომელმაც განაცხადა, რომ შეასრულა ხელმძღვანელის - განყოფილების უფროსის მოადგილე ი-–------------ას მითითება. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის პოზიციის უარსაყოფად არ მომხდარა მოწმის სახით არც ი-–------------ას და არც განყოფილების უფროსის - ვ-----------------ის წარმოდგენა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული ა------------–--- და მ--------------, ასევე, თარჯიმანი მ-----------------ი ინფორმაციას იძლევიან მხოლოდ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე; ისინი არ არიან ფაქტის შემსწრე პირები, მათთვის უცნობია, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული და მათი ჩვენებები ვერ ქმნის ობიექტურ საფუძველს პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

პალატა ასევე, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების არაჯეროვნად და ცალმხრივად ჩატარების თაობაზეც. ის გარემოება, რომ თარჯიმნის მეშვეობით დაკითხული დაზარალებულების: ს-----–--–-------------ს და მოწმეების ფატიმა შაიფფას და მუშაჰიდ ანჯუმ ნიაზის ჩვენებები, ასევე დაზარალებულების მ---–--------–ის და ა-----–---–----------–ის ჩვენებები და დ----–----------------------–-–-----ის და მ--------------------------–------მ ა------–-------ის ჩვენებები, არის სიტყვა-სიტყვით იდენტური, ამასთან, სრულიად ანალოგიურია დაზარალებულების მიერ ამოცნობის ოქმებში ა-–------------–---–---ს გარეგნული მახასიათებლები, აჩენს გარკვეულ ეჭვებს გამოძიების არაობიექტურად მიმდინარეობის შესახებ, სანდოობის ხარისხს უკარგავს და არადამაჯერებელს ხდის აღნიშნულ მტკიცებულებებს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე–31 მუხლის მე–7 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს და განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს.

 

ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას, რომლითაც უნდა დადასტურდეს სისხლის სამართლის საქმისათვის რელევანტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობა. სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელმა ორგანომ, რომლის ძირითად ამოცანას დანაშაულის გამოძიება და მისი პრევენცია წარმოადგენს, უნდა უზრუნველყოს გამოძიებისთვის საჭირო ეფექტური და ამავე დროს, მკაფიოდ ფორმულირებული, განჭვრეტადი გამოძიება, რაც სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში სავარაუდო შეცდომის ან თვითნებობის საფრთხეს არსებითად გამორიცხავს, რათა გამორიცხოს პოტენციურად მცდარი, საეჭვო მტკიცებულებების ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენების შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა არაერთი საეჭვო და ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოება, ბრალდების მხარემ კი მოპოვებული და სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებებით, ვერ უზრუნველყო აღნიშნული ეჭვების გაბათილება და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სასამართლოს დარწმუნება, რომ ა-–------------–---–---მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (7 ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (6 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები.

 

პალატა იზიარებს პროკურორის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ საქმეზე წარმოდგენილი და გამოკვლეული ყველა მტკიცებულება სასამართლომ უნდა შეაფასოს ობიექტურად, როგორც ცალკ-ცალკე, ასვე ერთმანეთთან და საქმის ფაქტობრვი გარემოებებთან მიმართებაში. თუმცა პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის დასაბუთებას, რომლის მიხედვითაც მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, დამაჯერებლად შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ ა-–------------–---–---მ ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაულებრვი ქმედებები. როგორც უკვე აღინიშნა, კანონის კატეგორიული მოთხოვნის თანახმად, განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ შემთხვევაში კი ა-–------------–---–---ს ბრალეულობის დასადასტურებლად პირდაპირი მტკიცებულებების სახით წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულების სრულიად იდენტური დაკითხვის ოქმები და მათ მიერ ამოცნობის ოქმში მითითებული ინფორმაცია, რომლის ერთადერთი წყაროც კვლავ თვითონ არიან. ამდენად, მხოლოდ მსგავსი სახის მტკიცებულებებიდან შექმნილი ეჭვი ა-–------------–---–---ს ბრალეულობასთან დაკავშირებით, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება და იგი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს, ასევე შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნები და მიიჩნია, რომ ა-–------------–---–---ს მიერ სამსასახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (7 ეპიზოდი), ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (6 ეპიზოდი) და ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არ წარმოადგენს უტყუარად დადასტურებულ ფაქტს. ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო მტკიცებულებათა ერთობლიობის წარმოდგენა, რომელიც ბრალდებულის უდანაშაულობაში ეჭვის შეტანისა საფუძველს შექმნიდა, ხოლო თავის მხრივ, გაამყარებდა საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირების ჩვენებებს. ამდენად, იმის გათვალისიწნებით, რომ დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის, არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე, ა-–------------–---–--- ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებებში.

 

შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი ა-–------------–---–---ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორ ლ-–-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენი:

 

ა-–------------–---–--- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (ს-----–--–-------------ს ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ა-–------------–---–--- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ს-----–--–-------------ს ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ა-–------------–---–--- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (ა-----–---–----------–ის და მ---–--------–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ა-–------------–---–--- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ა-----–---–----------–ის და მ---–--------–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდეს.

 

ა-–------------–---–--- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნ-----------------------------ს ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ა-–------------–---–--- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნ-----------------------------ს ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდეს.

 

ა-–------------–---–--- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (ს-------–------------------–--ნის ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ა-–------------–---–--- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ს-------–------------------–--ნის ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ა-–------------–---–--- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ-------------------------------------ს ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ა-–------------–---–--- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მ-------------------------------------ს ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ა-–------------–---–--- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (ი----------------------–--–------ს და დ----–----------------------–-–-----ის ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ა-–------------–---–--- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ი----------------------–--–------ს და დ----–----------------------–-–-----ის ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ა-–------------–---–--- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ--------------------------–------მ ა------–-------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ა-–------------–---–--- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მ--------------------------–------მ ა------–-------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ა-–------------–---–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში, სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

განემარტოს გამართლებულს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

ნივთიერი მტკიცებულებები: ერთი ცალი „CD“ და ერთი ცალი „DVD“ დისკი, რომლებიც ერთვის საქმეს, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. კაპანაძე