განაჩენი

სისხლის სამართლის 25.06.2019
საქმის ნომერი
820100118002389850
ინსტანცია
თარიღი
25.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100118002389850

№1/ბ-348-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

07 აგვისტო, 2018 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - რ----- ბ---–----ის

მსჯავრდებულის - ი-----–ი ნ---–--ის მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-----–ი მ----ს ძე ნ---–--ის მიმართ, დაბადებული: 3---------წ. პირადი №6----------, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სამებაში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, ჯ-----–---–ის ქ.№51, ბინა №16-ში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი-----–ი ნ---–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის მარტის თვის დასაწყისიდან - 2018 წლის 18 მარტის ჩათვლით პერიოდში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ფიზიკური ძალის გამოყენებით, ხელების სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით, სისტემატურად ცემდა და სხვაგვარად ძალადობდა მეუღლის ი----ა დ-------ის მიმართ, კერძოდ 2017 წლის მარტის თვის დასაწყისში ქ. ბათუმში, ივ. ჯ-----–---–ის ქ. N51, ბ.N16-ში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა ი-----–ი ნ---–--ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, სხეულზე ხელების დარტყმით ფიზიკური ტკივილი მიაყენა მეუღლეს ი----ა დ-------ეს.

ასევე, 2017 წლის აპრილის თვეში, ქ. ბათუმში, ივ. ჯ-----–---–ის ქ. N51, ბ.N16-ში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა ი-----–ი ნ---–--ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, სხეულზე ხელების დარტყმით ფიზიკური ტკივილი მიაყენა მეუღლეს ი----ა დ-------ეს.

ასევე, 2018 წლის 14 მარტს, დაახლოებით 01:30 საათზე, ქ. ბათუმში, ივ. ჯ-----–---–ის ქ. N51, ბ.N16-ში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა ი-----–ი ნ---–--ემ, იმ მოტივით, რომ არ ეძინა არასრულწლოვან შვილს მ------ ნ---–--ეს, შელაპარაკება მოუხდა მეუღლე ი----ა დ-------ესთან, რა დროსაც ამ უკანასკნელს სახისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში ხელების მრავალჯერადი დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი, რამაც გამოიწვია სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რასაც შედეგად ჯამრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.

ასევე, 2018 წლის 18 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სამებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა ი-----–ი ნ---–--ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, სახის არეში ხელის ერთჯერადი დარტყმით ფიზიკური ტკივილი მიაყენა მეუღლეს ი----ა დ-------ეს.

ი-----–ი ნ---–--ე, 2017 წლის მარტის თვიდან - 2018 წლის 18 მარტის ჩათვლით პერიოდში, ქ. ბათუმში, ივ. ჯ-----–---–ის ქ. N51, ბ.N16-ში და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სამებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, არასრულწლოვნის თანდასწრებით ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი უთანხმოებებისას სისტემატურად შეურაცხყოფდა თავისი ოჯახის წევრს მეუღლეს ი----ა დ-------ეს, რაც იწვევდა დაზარალებულის დამცირებას და ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

2018 წლის 18 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სამებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი უთანხმოებებისას ი-----–ი ნ---–--ე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს მეუღლეს ი----ა დ-------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის განაჩენით ი-----–ი ნ---–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 ,126 -ე მუხლის 12-ლი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ი-----–ი ნ---–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

ი-----–ი ნ---–--ეს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალა დაკავების და პატიმრობის დრო, 2018 წლის 19 მარტიდან -2018 წლის 21 მარტის ჩათვლით.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ----- ბ---–----ის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ რ----- ბ---–----ეს რომლებმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ ი-----–ი ნ---–--ეს, რომელიც არ ეთანხმება სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება ითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ი-----–ი ნ---–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: ი----ა დ-------ის, კ---- ნ---–--ის, მ--–---- დ-------ის, მ------ ნ---–--ის, ნ----------------–------------–--------------–--------------–-–--–-----------------–-------–-----–-–--–------------–---------------–------------------- გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ალკოჰოლური თრობის დასკვნით, ალკოტესტით შემოწმების ქვითარით და ოქმით, შეტყობინებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ ი-----–ი ნ---–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ ი-----–ი ნ---–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის განაჩენით ი-----–ი ნ---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 ,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ი-----–ი ნ---–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

ი-----–ი ნ---–--ეს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო, 2018 წლის 19 მარტიდან -2018 წლის 21 მარტის ჩათვლით.

ი-----–ი ნ---–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმებულია, შესაბამისად გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიების გირაოს 5000 ლარის უზრუნველსაყოფად ც-–---- ნ---–--ის (პ/ნ 6----------) სახელზე, საკუთრების უფლებით რიცხულ 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებაზე ყადაღა, მდებარე ქ. ბათუმი, ა. ა--–----------------------------------------------------------------------------

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე