განაჩენი

სისხლის სამართლის 26.06.2019
საქმის ნომერი
330100117002226647
ინსტანცია
თარიღი
26.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100117002226647

საქმე №1b/1179-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ივნისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი

მოსამართლეები: ლევან თევზაძე

მანუჩარ კაპანაძე

 

მარიამ ნანეიშვილის და ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,პროკურორის: ან---–----–---–-ს

ადვოკატების: ირ---–---------–---–-----–---------------ს

მსჯავრდებულის: აკ------------ს

 

მონაწილეობით,მსჯავრდებულ აკ------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე აკ------------ს მიმართ, დაბადებული 1----–-–-------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------- ნასამართლობის მქონე, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებული: ქ------–-----–--–------–----------------------------------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: მ–-----------------------–--–--–----- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” და საქართელოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 აგვისტოს

განაჩენით, აკ------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ”, საქართელოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართელოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქით 8(რვა)წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” 12(თორმეტი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და განაჩენთა ერთობლიობით აკ------------ს განესაზღვრა 12(თორმეტი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2(ორი)წლით, 9(ცხრა)თვით და 5(ხუთი)დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, აკ------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით

მსჯავრდებულ აკ------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 11 ნოემბრიდან.

აკ------------ს მსჯავრი დაედოთ მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის და გამოძალვისათის;

მანვე ჩაიდინა ძარცვა ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის და გამოძალვისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 აგვისტოს და იმავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 1 ნოემბრის განაჩენებით, საქართველოს სსკ-ი 179-ე მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის ნასამართლევი აკ------------, 2017 წლის 9 ნოემბერს, დაახლოებით 15:50 საათზე, თ---–--–------–----------------------------შიმდებარე სასურსათო მაღაზიიდან, აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მა--------–--ს კუთვნილ, „SONY“-ის ფირმის, „X--------“-ის მოდელის მობილურ ტელეფონს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 140 (ას ორმოცი) ლარის ზიანი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 აგვისტოს და იმავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 1 ნოემბრის განაჩენებით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის ნასამართლევი აკ------------, 2017 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 15:45 საათზე, თბილისში, ა-------–-------------------ში მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკა შპს „ნი---------–-“, ფულადი თანხისა და ძვირფასეულობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დანის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, თავდაპირველად თავს დაესხა კლინიკის თანამშრომლებს: ბე-----------------------–--–-------–---–ს, ხოლო შემდეგ მე-----------–---–ს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ აკ------------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა, რომლებმაც მოითხოვეს გამამატყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

აპელანტების მტკიცებით, პირველი ინსტანციის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ არასწორი შეფასებები მისცა მოწმეთა ჩვენებებს, არ გაითვალისწინა ჯვარედინი დაკითხვის დროს დასმული შეკითხვები და გაცემული პასუხები, იმსჯელა მხოლოდ პირდაპირი დაკითხვის დროს მიწოდებულ ინფორმაციაზე, რაც თვისობრივად არასწორია. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებულ წინააღმდეგობებზე, რაც არსებითად მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნიან იმ უტყუარ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა აკ------------ს ბრალეულობას.

სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლ--–-დ დატოვება.

პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

1. უპირველესად, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ სააპელაციო საჩივარი ძირითადად წარმოადგენს დაცვის მხარის მიერ ჯვარედინი დაკითხვისას დასმული შეკითხვებისა და მიღებული პასუხების ინტერპრეტაციას, რომლის მიხედვითაც აპელანტი ყურადღებას ამახვილებს მოწმეების ჩვენებებს შოროს არსებულ წინააღმდეგობაზე და შესაბამისად, მათი ჩვენებების არასანდოობაზე.

პალატა აღნიშნავს, რომ ჩვენების, როგორც ცალკე აღებული მტკიცებულების შეფასებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, თუ პირი ჩვენებაში რამდენად რეალურად, თანმიმდევრულად გადმოსცემს ფაქტებს, ჩვენებაში ხომ არ არსებობს ურთიერთგამომრიცხავი გარემოებები, რომელმაც შეიძლება ზეგავლენა იქონიოს მისი ჩვენების სანდოობაზე. რაც შეეხება ჩვენებებს შირის არსებულ წინააღმდეგობებს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს რამდენად არსებითი ხასიათისაა ის, გავლენას ახდენს თუ არა რეალური ფაქტობრივი გარემოების დადგენაზე, გამორიცხავს თუ არა სავარაუდო დამნაშავე პირის მოქმედებას გარკვეულ დროსა და ვითარებაში, ან მის ყოფნას დანაშაულის ადგილზე. მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობების შეფასება უნდა მოხდეს რეალურად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე იმ ხარისხით, რომ ობიექტურ პირს რეალური წარმოდგენა შექმნას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

აპელანტი დაზარალებულ მა--------–--ს ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ დაზარალებულს, მოწმე გი----------------ს და მოწმე ჭა------------------ს ჩვენებებს შორის არსებითი სახის წინააღმდეგობებია და ისინი განსხვავებულად აღწერენ განვითარებულ მოვლენებს.

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა მა--------–--მ განმარტა, რომ 2017 წლის 9 ნოემბერს, იმყოფებოდა საკუთარ მაღაზიაში, თბილისში, ა-–---------------------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, რა დროსაც, მოულოდნელად შევიდა მუქი ფერის ჯინსის შარვალში და შავი ფერის ქურთუკში ჩაცმული ნიღბიანი პიროვნება და ვიდრე ფეხზე წამოდგებოდა, ხელები დაუჭირა და „ყველაფერი მომეციო“. მისგან თავი რომ დაეღწია და კარებამდე მისულიყო, დიდხანს ეჭიდავა, თავდამსხმელმა აიღო მაგიდაზე დადებული მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი და ჩაიდო ჯიბეში. როგორღაც ხელიდან დაუსხლტდა, შეძლო კარამდე მისვლა, კარის გაღება და გარეთ გასვლა, რა დროსაც ითხოვდა დახმარებას. მისივე თქმით, როდესაც გარეთ გავიდა, თავდამსხმელი ამ დროს გაიქცა, ხოლო თვითონ დაიყვირა „გ---“ სახელი და „ტელეფონი წამართვაო“. დაზარალებულის განმარტებით, გი----------ა, რომელსაც მისი მაღაზიის გვერდით, დაახლოებით 10 მეტრში სიგარეტების მაღაზია აქვს და ელექტრო სიგარეტებს ყიდის, თავდამსხმელს დაედევნა. მან შემდეგ გ---აგან გაიგო, რომ თავდამსხმელი როდესაც ტაქსში ჯდებოდა, მაშინ შეძლო მისი დაჭერა და ტელეფონის გამორთმევა. მა--------–--ს განმარტებით, მან დაინახა, რომ თავდამსხმელს ეკეთა შავი ფერის ნიღაბი, ეცვა შავი ფერის ქურთუკი და მუქი ფერის ჯინსის შარვალი, ხოლო სახე არ დაუნახავს. რაც შეეხება ვიდეო კამერებს, დაზარალებულის განმარტებით, მხოლოდ „ო-----------ს“ მაღაზიას ჰქონდა კამერები და ისიც სხვა მიმართულებით, მათთან ახლოს სხვა კამერები არ არის.

პალატა აღნიშნავს, რომ მოწმე მა--------–--ს ჩვენებასთან მიმართებით, მოწმეების გი----------------ს და ჭა------------------ს ჩვენებებს შორის წინააღმდეგობაზე აპელირება უსაფუძვლოა, ვინაიდან მა--------–-- მოწმეა მხოლოდ იმ ფაქტის, რასაც ადგილი ჰქონდა მის მაღაზიაში. ის უშუალოდ არ შესწრებია გი----------ა სად, რა მიმართულებით დაედევნა თავდამსხმელს, ის თავის ჩვენებაშიც მიუთითებს, რომ მან არ იცის, საიდან გაეკიდა გი----------ა თავდამსხელს და ასევე აღნიშნა, რომ მაღაზიიდან გაქცევისას თავდამსხმელი სადარბაზოდან გაიქცა ვ-–----–----–-- გამზირის მიმართულებით. ის უშუალოდ არ შესწრებია გი----------------მ სად, რა ვითარებაში შეაჩერა პირი, რომელმაც მას მობილური ტელეფონი გასტაცა, არ უნახავს არც ჭა-----------------ე და არც ტაქსი. დაზარალებულმა აღნიშნულის შესახებ გაიგო გი----------------ს მხრიდან მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ტელეფონი დაუბრუნა. ამ შემთხვევაში, მსჯელობა შეიძლება იყოს არა ჩვენებებს შორის წინააღმდეგობაზე, არამედ იმაზე, თუ რამდენად სწორი ინფორმაცია მიაწოდა გი----------------მ დაზარალებულს, რაც ცალკე შეფასების საკითხია.

აპელანტს თავისი პოზიციის დასასაბუთებლად მოჰყავს მოწმე გი----------------ს ჩვენების ამონარიდი: „გავიხედე ჩემი მაღაზიიდან და დავინახე, რომ მაღაზიიდან გამოვარდა მა--------–--, რომელიც აღელვებული იყო და აფორიაქებული. ამ დროს მაღაზიიდან გამოვარდა დაახლოებით 50 წლამდე მამ---ცი, რომელსაც ეცვა შავი ფერის მანტო. მე სწრაფად გამოვედი მაღაზიიდან და დავედევნე ხსენებულ პიროვნებას“. მოწმემ სასამართლოში დაადასტურა ჩვენების სისწორე და ადვოკატის შეკითხვაზე განმარტა, რომ მძარცველი მა--------–--ს გამოსვლის შემდეგ გამოვიდა მაღაზიიდან და მიუთითა: „მე მგონი ვაფშე ჭიდაობდნენ. მე მგონი მ--- ძირს ეგდო“. მას შემდეგ, რაც მა--------–--მ ადვოკატის შეკითხვაზე დაადასტურა, რომ ძარცვის შემდეგ ის ნამდვილად გამოვიდა მაღაზიიდან, სწორედ აქ დაინახა დაცვის მხარემ წინააღმდეგობა ჩვენებებს შორის და სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ გი---------------- არასწორად გადმოსცემს ფაქტებს, ვინაიდან მა--------–-- ამბობს, როდესაც მე გავედი მაღაზიიდან, მძარცველი შემდეგ გამოვიდაო, ხოლო გი---------------- ამბობს ჯერ მა--------–-- გამოვიდა და მერე ძირს ეგდო და ჭიდაობდნენო.

პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე მისთვის სასურველ ინტერპრეტაციას აძლევს მოწმეთა ჩვენებებს. ჯერ ყურადღება უნდა გამახვილდეს, თუ რა შეკითხვით შემოიფარგლა დაცვის მხარე მა--------–--ს მიმართ: „როდესაც ძარცვა მოხდა და გაიქცა ეს მძარცველი, თქვენ ხომ გამოხვედით მაღაზიიდან?“, რაზეც მოწმე პასუხობს: „დიახ გამოვედი“. ადვოკატს არ დაუსვამს მოწმისთვის შეკითხვა მასსა და მძარცველს შორის მოხდა თუ არა რაიმე ინციდენტი, ამასთან, არც გი---------------- გადმოსცემს მტკიცებით ფორმაში მაღაზიის გარეთ დაზარალებულსა და მძარცველს შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მა--------–--ს და გი----------------ს ჩვენებები ამ ნაწილში არათუ ეწინააღმდეგებიან, არამედ შესაბამისობაშია ერთმანეთთან, ვინაიდან ორივე მათგანი ადასტურებს, რომ ჯერ მაღაზიიდან გამოვიდა მა--------–--, ხოლო შემდეგ მძარცველი.

- აპელანტის მტკიცებით, არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებია მოწმე გი----------------ს და მოწმე ჭა------------------ს ჩვენებებს შორის და ძირითადად ყურადღება არის გამახვილებული იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, თუ როგორ აღწერენ მოწმეები გი----------------ს მიერ მძარცველზე დევნის და ჭა------------------ს ტაქსთან მიახლოების ფაქტს. კერძოდ, დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში ციტირებას უკეთებს ორივე მოწმის ჩვენებას და საბოლოოდ, მათ შორის არსებითი სახის წინააღმდეგობად მიიჩნევს იმას, რომ ჭა------------------ს ჩვენების მიხედვით, გი---------------- მის მანქანას წინიდან მიუახლოვდა, ხოლო გი----------------ს ჩვენების მიხედვით ის გვერდიდან, ფეხდაფეხ მისდევდა მას. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ჭა------------------ს ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს ტაქსის მძღოლად. 2017 წლის 9 ნოემბერს, მოძრაობდა ა-–---------- გამზირზე, რა დროსაც ა-–---------- გამზირის და ა--------- ქუჩის კვეთაზე გააჩერა მამ---ცმა, რომელმაც სთხოვა ა-–---------- გამზირზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში შესვლა. შევიდნენ მითითებულ ეზოში და გაჩერდნენ სადარბაზოსთან, რა დროსაც მამ---ცმა სთხოვა დალოდებოდა სამი წუთით. ზუსტად სამ-ხუთ წუთში, მამ---ცი სწრაფი ნაბიჯით დაბრუნდა, ჩაჯდა ტაქსში და როდესაც აპირებდა მანქანის დაძვრას, მასთან მივიდა შუახნის მამ---ცი, რომელმაც სთხოვა მანქანის გაჩერება. აღნიშნულმა მამ---ცმა მის მგზავრს მოსთხოვა თავისი ნივთის უკან დაბრუნება, რის შემდეგაც ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, მგზავრმა ამოიღო მობილური ტელეფონი და გადასცა მას. ამის შემდეგ, მამ---ცი წავიდა, ხოლო თავად მგზავრთან ერთად განაგრძო გზა, რომელიც დატოვა ტ-–------- ქუჩის კვეთაზე. დაცვის მხარის შეკითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ კორპუსი რომელთანაც მივიდნენ, ქუჩის პირას დგას, ხოლო მათ კორპუსს უკანა მხრიდან მოუარეს და ეზოში შევიდნენ. მანქანა კორპუსთან გვერდით იდგა და დაინახა, რომ მისი მგზავრი სწრაფი ნაბიჯებით ბრუნდებოდა. მას არ დაუნახავს, თუ ვინმე მოსდევდა, თორემ ამასაც იტყოდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე გი----------------ს ჩვენებით, 2017 წლის 9 ნოემბერს, იმყოფებოდა სამსახურში, თბილისში, ა-–---------------------------ში. შემოესმა ქალის კივილის ხმა, რომელიც ითხოვდა შველას. დაინახა მა--------–--ს მაღაზიიდან გამოქცეული ნიღბიანი პიროვნება, რომელიც მირბოდა მისი მაღაზიის მიმართულებით. გაეკიდა გაქცეულ პიროვნებას, რომელმაც სადარბაზოდან გასვლისას მოიხსნა ნიღაბი. მას ნიღბის გადაგდების ან მანტოს ჯიბეში ჩადების მომენტი არ დაუნახავს, ივარაუდა, რომ ჯიბეში ჩაიდო. მანვე დაადასტურა, რომ ფეხდაფეხ მისდევდა. დევნისას იყო მომენტი, რომ თავს თუ არა, ფეხს მაინც ხედავდა.მოწმის განმარტებით, ის სწორედ იმ სადარბაზოდან გავიდა, საიდანაც ის პირი, ვისაც მისდევდა, დაინახა თუ როგორ ჩაჯდა ტაქსში. მისივე თქმით, მან ტაქსის მძღოლს მოსთხოვა მანქანის გაჩერება და მის მგზავრს მოსთხოვა უკან დაებრუნებინა წართმეული ნივთი, რომელმაც წინააღმდეგობის გაწევის გარეშე გადასცა მობილური ტელეფონი. როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, მ---ს ასევე დაკარგული ჰქონდა ბეჭედი. მოწმის განმარტებით, თავდამსხმელს, რომელიც იყო დაახლოებით 50 წლამდე ასაკის, ჰქონდა ჭაღარა თმა, ფერმკრთალი სახე და მუქი ფერის თვალები.

აპელანტი აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებს შორის ძირითად წინააღმდეგობას ხედავს მასში, რომ ჭა-----------------ე მიუთითებს, რომ მას არ დაუნახავს, თუ ვინმე მოსდევდა აკ------------ს და გი---------------- მის მანქანას წინიდან მიუახლოვდა, ხოლო ეს უკანასკნელი განმარტავს, რომ ის ფეხდაფეხ მისდევდა თავდამსხმელს.

პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ყურადღებას არ ამახვილებს აღნიშნული მოწმეების ჩვენებების გარკვეულ დეტალებზე, რომელიც ხსნის მითითებულ „წინააღმდეგობებს“, კერძოდ, მოწმე ჭა-----------------ემ თავის ჩვენებაში მართლაც აღნიშნა, რომ მას არ დაუნახავს მოსდევდა თუ არა ვინმე აკ------------ს, მაგრამ ასე ჩათვალა, ვინაიდან ის(აკ------------) ქოშინით მივიდა მანქანასთან და გი----------------მ მას მოსთხოვა უკან დაებრუნებინა წართმეული ნივთი, თუმცა ადვოკატის შეკითხვაზე ჭა-----------------ემ განმარტა, რომ მას არ დაუნახავს, თუ საიდან გამოვიდა ის (გი----------------) პიროვნება(იხ. სასამართლ;ო სხდობის ოქმი 25.07 18, 15:17:47). მან გი---------------- შენიშნა მისი მანქანის წინ 2-3 მეტრში. მოწმის ეს ჩვენება არ გამორიცხავს გი----------------ს მიერ თავდამსხმელზე დადევნების ფაქტს, თუნდაც ფეხდაფეხ, რაზედაც აპელირებს აპელანტი. ამავე დროს მოწმე გი---------------- ადვოკატის შეკითხვაზე პასუხობს, რომ სადარბაზოდან გამოსვლისას აღმოჩნდა მანქანის წინ(იხ. სასამართლო სდომის ოქმი 25.07 18. 16 :12: 49). სწორედ ამიტომ უთითებს ჭა-----------------ე, რომ გი---------------- მანქანას წინა მხრიდან მოუახლოვდა.

პალატის აზრით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო მა--------–--ს ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით გაიზიარებს მოწმეების ჩვენებებს შორის წინააღმდეგობების არსებობას, ისინი თავისი შინაარსიდან გამომდინარე, იმდენად არაარსებითი ხასიათისაა, რომ ზეგავლენას ვერ ახდენს საქმის ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც დგინდება მა--------–--ს მიმართ ძარცვის ჩადენისა და ამ ძარცვაში აკ------------ს მონაწილეობის ფაქტი.

- გარდა აღნიშნულისა, დაცვის მხარე ეჭვქვეშ აყენებს მოწმე ჭა------------------ს ჩვენების სანდოობას იქიდან გამომდინარე, რომ მან დარბაზში ამოიცნო აკ------------ და თავისი პოზიციის დასადასტურებლად მოჰყავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის N560-აპ 16 განჩინება, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მტკიცებულებად არ მიიღო სასამართლო დარბაზში პირის ამოცნობა.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის ამ არგუმენტაციას, ვინაიდან წინამდებარე შემთხვევა არსებითად განსხვავდება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებისაგნ. კერძოდ, საკასაციო პალატამ პირის მიერ მსჯავრდებულის სასამართლო დარბაზში ამოცნობა არ მიიღო მტკიცებულებად იმ მოტივით, რომ ასეთი ამოცნობა საპროცესო კანონმდებლობის თანახმად მტკიცებულებად ვერ იქნებოდა მიჩნეული, ვინაიდან „ამომცნობ“ პირს მსჯავრდებული მომხდარი ფაქტის შემდეგ სასამართლომდე საერთოდ არ ჰყავდა ნანახი.

მოცემულ შემთხვევაში კი განსხვავებული გარემოებაა, ვინაიდან გარდა იმისა, რომ ჭა-----------------ეს აკ------------ შემთხვევის დღეს ჰყავდა ნანახი ნიღბის გარეშე, მან მსჯავრდებული ამოიცნო ასევე ჩატარებული ამოცნობისას, ამდენად, მოწმე ჭა-----------------ემ სასამართლოში მიუთითა აკ------------ზე, როგორც მის მიერ უკვე ამოცნობილ პიროვნებაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას არ გააჩნია არავითარი სამართლებრივი საფუძველი, რომ სანდოობის კუთხით ეჭვქვეშ დააყენოს მოწმის ჩვენება.

- 2017 წლის 11 ნოემბრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ჭა-----------------ემ ამოსაცნობად წარდგენილი სამი პიროვნებიდან, ამოიცნო მარჯვნიდან მარცხნივ მესამე და მარცხნიდან მარჯვნივ პირველ ადგილზე მდგომი პიროვნება - აკ------------, რომელიც ჭა-------------------ს განმარტებით, არის სწორედ ის პიროვნება, რომელმაც გააჩერა 2017 წლის 9 ნოემბერს, დაახლოებით 15:50 საათზე, თბილისში, ა-–----------ა და ა--------- ქუჩების კვეთაზე და სთხოვა ბ------------ ქუჩაზე გაყვანა, ხოლო მანამდე ელოდებოდა ა-–---------------------------ს ეზოში. აღნიშნული პიროვნება გადავიდა მანქანიდან, დაბრუნდა დაახლოებით სამ წუთში და ჩაუჯდა მანქანაში. მას უკან მოსდევდა მამ---ცი, რომელიც მივიდა მანქანასთან და მოსთხოვა ტელეფონის დაბრუნება, რაც მართლაც დაუბრუნა აკ------------მ. ამომცნობის განმარტებით, მან აკ------------ ამოიცნო სიმაღლით, აღნაგობით, ჭაღარა თმით, საშუალო ზომის წარბებით, საშუალო ზომის ცხვირით და მოგრძო გაპარსული პირისახით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარემ ჩატარებულ ამოცნობასთან დაკავშირებით, რამდენჯერმე ე.წ „ჩამჭრელი“ შეკითხვა დაუსვა მოწმეს, რომელიც გამოიხატებოდა იმაში, რომ ამოსაცნობ პირებს შორის თითქოსდა მონაწილეობდა პიროვნება შავი თმებით და მოკლედ შეჭრილი თმებით, რაზედაც მოწმე ჭა-----------------ემ კატეგორიულად განაცხადა, რომ ამოცნობისას მას შავთმიანი პიროვნება არ უნახავს და ამოცნობაში მონაწილე სამივე პირი იყო ჭაღარა თმებით, რაც თავის მხრივ ცალსახად მეტყველებს მოწმის ჩვენების სანდოობაზე.

- 2017 წლის 11 ნოემბრის პირის ამოცნობის ოქმის მიხედვით, გი----------------მ ამოსაცნობად წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო მარჯვნიდან მარცხნივ პირველი და მარცხნიდან მარჯვნივ მესამე ადგილზე მდგომი პიროვნება - აკ------------. გი----------------ს განმარტებით, აღნიშნული პიროვნება არის სწორედ ის პირი, რომელიც ნახა 2017 წლის 09 ნოემბერს, როდესაც იგი გამოიქცა მ--- კე---–--ს სასურსათო მაღაზიიდან, შეირბინა სადარბაზოში, მოიხსნა მუქი ფერის ნიღაბი, გავიდა ეზოში და ჩაჯდა მუქი ფერის ტაქსში, რა დროსაც მივიდა მასთან და მოსთხოვა გატაცებული ნივთების უკან დაბრუნება. ამომცნობის განმარტებით, მან აკ------------ ამოიცნო სიმაღლით, აღნაგობით, ჭაღარა საშუალო ზომის თმით, მოგრძო გაპარსული პირისახით, საშუალო ზომის ცხვირით და თვალებით.

- 2017 წლის 20 ნოემბრის ოდოროლოგიური ექსპერტიზის N4-------- დასკვნის თანახმად,2017 წლის 09 ნოემბერს, თბილისში, ა-–---------------------------ში მდებარე სასურსათო მაღაზიაში, მა--------–--ზე განხორციელებულ ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი, შემთხვევის ადგილიდან და პიროვნებისგან აღებული სუნის კვლის ნიმუშები ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისთვის. შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის კვალის ნიმუში, იდენტურია აკ------------სგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.

პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ბე-----------------, რომელმაც განმარტა, რომ ექსპერტიზა ჩატარდა სამი ძაღლის მონაწილეობით, რაც გამორიცხავს ექსპერტიზის შედეგის ალბათობას, ვინაიდან თუ ერთ-ერთმა ძაღლმა მაინც მოგვცა განსხვავებული შედეგი, ამ შემთხვევაში დასკვნა კატეგორიული ვერ იქნება, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

- 2017 წლის 11 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, რომელიც ჩატარდა აკ------------სა და მისი ადვოკატის მონაწილეობით დგინდება, რომ აკ------------ს მითითებით, მოხდა გასვლა თბილისში, ა-–---------------------------ში, რა დროსაც მან მიუთითა სასურსათო მაღაზიაზე, სადაც შესული იყო ნიღბით. ქალბატონს მიეპარა უკნიდან, ხელი ააფარა პირზე და მოსთხოვა ფულის და ძვირფასეულობის გადაცემა. ქალბატონი გაექცა გარეთ და ითხოვა დახმარება. ამასობაში, აიღო მაგიდაზე დადებული „სონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, გავიდა მაღაზიიდან და ჩაჯდა „მერსედესის“ მარკის იმავე ტაქსში, რითაც მივიდა მაღაზიამდე. მანქანაში ჩაჯდომისას, მასთან მივიდა უცნობი პიროვნება, რომელმაც მოსთხოვა ტელეფონის დაბრუნება, რაც დაუბრუნა მას და ტაქსით წავიდა შემთხვევის ადგილიდან.

გარდა აღნიშნულისა, მა--------–--ს ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით სასამართლოში დაკითხნენ მოწმეები: რ-------–----–---–---------------------–---–-----------------–---–---------–-–----–-–---–------------------ რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და ავთენტურობა.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები ქმნიან იმ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც საკმარისია აკ------------ს მსჯავრდებისათვის საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და მისი გამართლების საფუძველი არ არსებობს.

 

2. აპელანტი ანალოგიურად მა--------–--ს ძარცვის ფაქტისა, იდენტურ მსჯელობას ანვითარებს 2017 წლის 10 ნოემბერს, ქ.თბილისში, მ-–---------------ში მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკაში მომხდარ ყაჩაღურ თავდასხმასთან დაკავშირებით და ძირითადად ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულების: ბ------------------- მე-----------–---–ის და ლ--–-------–---–-- ჩვენებებს შორის არსებულ წინააღმდეგობებს შორის. დაცვის მხარის მტკიცებით, მე-----------–---–ისა და ლ--–-------–---–-- ჩვენებებით დგინდება, რომ ბე---------------ე მას შემდეგ, რაც თავდამსხმელს გაეკიდა, საკუთარ კაბინეტში აღარ დაბრუნებულა და თავდამსხმელისათვის სახეში არ შუხედავს, რასაც თავის მხრივ ამტკიცებს ბე---------------ე, რაც სინამდვილეს არ შეეფერება და ამ ნაწილში ბე---------------ე სასამართლოს არასწორ ჩვენებას აძლევს. ასევე წინააღმდეგობრივია მე-----------–---–ის ჩვენება ლ--–-------–---–-- და ბე---------------ის ჩვენებებთან იმ ნაწილში, სადაც ისინი აღწერენ თავდამსხმელის გამოსვლას მე-----------–---–ის კაბინეტიდან, კერძოდ, ბე---------------ე და ლ--–-------–---–-- ჩვენებების მიხედვით, მათ დაინახეს როგორ გამოდიოდა თავდამსხმელი მე-----------–---–ის კაბინეტიდან, მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი თავის ჩვენებაში მიუთითებს, რომ თავდამსხმელმა თავად გამოიყვანა კაბინეტიდან და მიმღებისკენ მიათრევდა, რა დროსაც ხელიდან დაუსხლტა, ხოლო თავდამსხმელი გაიქცა. აღნიშნული კი ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ სინამდვილეში თავდამსხმელს მე-----------–---–თან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია.

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა ბე---------------ემ განმარტა, რომ

მუშაობს თბილისში, მ-–-------------------ში მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკაში. 2017 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, იმყოფებოდა სამსახურში მის სამუშაო კაბინეტში, სადაც ასევე იმყოფებოდა ექთანი ლ--–-------–---–-- რა დროსაც გაიღო ოთახის კარი და სწრაფი ნაბიჯით შევიდა ჯინსის შარვალში და მუხლებამდე მუქი ფერის მანტოში ჩაცმული, სახეზე ნიღაბჩამოფარებული პიროვნება, რომელმაც მკლავიდან გამოიღო საშუალო ზომის, მწვანე-წითელტარიანი დანა. თავდამსხმელი ითხოვდა ფულის და ოქროულობის გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრებოდა იქ მყოფი ქალბატონების დაჭრით. მიუხედავად იმისა, რომ მამ---ცი იქცეოდა აგრესიულად, მაინც შეძლო მისთვის ხელების დაჭერა, კერძოდ, თავდამსხმელს მარცხენა ხელით დაუჭირა მარჯვენა ხელი, რომელშიდაც ეჭირა დანა და ასე ძიძგილაობაში შეძლო მისი ოთახის გარეთ გაყვანა. როდესაც თავდამსხმელი აღმოჩნდა ოთახს გარეთ, იგი ცდილობდა ოთახში შემოღწევას და კარს გარედან აწვებოდა, თუმცა თავად ამის საშუალებას არ აძლევდა. დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ, უკვე როდესაც თავდამსხმელი კარს აღარ აწვებოდა, მან გაიხედა დერეფანში და დაინახა, რომ იგივე პიროვნება გამოდიოდა მე-----------–---–ის ოთახიდან და დერეფანში გარბოდა. დაზარალებულის განმარტებით, ის დაედევნა თავდამსხმელს, რომელმაც კარში გასვლამდე მოიხსნა ნიღაბი, რა დროსაც მან დაინახა ჭაღარა თმა, ხოლო თვალების დანახვა შეძლო ნიღბის მოხსნამდე, როდესაც მის კაბინეტში ეძიძგილავებოდა. მას შემდეგ, რაც თავდამსხმელი გავიდა გარეთ, თავად დაბრუნდა ოთახში და ღია ფანჯრიდან, დაახლოებით 10 მეტრიდან შეძლო მისი სახის დანახვა. თავდამსხმელმა დაინახა თუ არა, ამის თქმა არ შეუძლია. რაც შეეხება ლ--–-------–---–-, თავდასხმის მომენტში იგი ადგილიდან არ განძრეულა და არც დაუყვირია.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ დაზარალებულ ბე---------------ის ჩვენება მის სამუშაო კაბინეტში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტთთან და მის მიერ ოთახიდან თავდამსხმელის გაძევებასთან დაკავშირებით, შესაბამისობაშია დაზარალებულ ლ--–-------–---–-- სასამართლოში მიცემულ ჩვენებასთან.

აპელანტის მტკიცებით, მთავარი წინააღმდეგობა ლ--–-------–---–-ა და ბე---------------ეს, ასევე მე-----------–---–ის ჩვენებებს შორის არის ის გარემოება, რომ ლე-–-------–---–- და მე-----------–---–ი არ ადასტურებენ ბე---------------ის მიერ ფანჯრიდან თავდამსხმელის დანახვის ფაქტს.

პალატა აღნიშნავს, რომ პროცესში მონაწილე მხარის სრული უფლებაა, თუ რა შეკითხვას დაუსვამს მოწმეს და მიღებულ პასუხს როგორ და რა კონტექსტში გამოიყენებს მისი პოზიციის დასასაბუთებლად. მაგრამ, როდესაც მხარე ცდილობს სასამართლო ამ ფორმით დაარწმუნოს მისი პოზიციის სისწორეში, აუცილებელია მტკიცებულების და ამ შემთხვევაში მოწმის ჩვენების ობიექტური შეფასებისათვის დასმული შეკითხვა და მიღებული პასუხი იძლეოდეს ამის საშუალებას.

დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივარში, სადაო საკითხთან დაკავშირებით მოჰყავს ამონარიდი სასამართლო სხდომის ოქმიდან, ადვოკატის შეკითხვა: „ბ---- რომ გარეთ გავიდა, თქვენ რას აკეთებდით?“

ლ--–-------–---–-- პასუხი: „ მე მე-----------–---–თან და ჩემს მეორე თანამშრომელთან ერთად ვლაპარაკობდით მისაღებში“.

ადვოკატის შეკითხვა: „ბ---- რომ შემოვიდა, ხომ მოვიდა თქვენთან? ხომ გაგესაუბრათ? ისეთი რაღაც ხომ არ ყოფილა, რომ შურისძიება სდომოდა და გაკიდებოდა, ან რამე ოთახიდან გამოეტანა?“.

პასუხი:არა

ადვოკატის შკითხვა: „თქვენ რომ თქვით გარეთ გავიდა ბ-------- კიბეებამდე გავიდაო. შემობრუნდა თუ არა, თქვენ დახვდით ფოიეში, მოვიდა და თქვენს დასამშვიდებლად დაიწყო საუბარი, რის შემდეგაც გაიგო, რომ კ-----–--- გამოიძახა პოლიცია და ხუთი წუთი ერთად იმყოფებოდით, სანამ პოლიცია არ მოვიდა, ბ----- ხომ არ გაქცეულა სადმე, ან რამე ხომ არ აუღია?“.

პასუხი: „არა არაფერი“.

მოცემული სიტყვა-პასუხიდან ცალსახად დასტურდება, დაზარალებულის დერეფანში ყოფნისა და საუბრის ფაქტი. რა შინაარსის შეკითხვაც დაუსვა დაცვის მხარემ დაზარალებულს, შესაბამისი პასუხი მიიღო. დაცვის მხარის მიერ არ ყოფილა დასმული შეკითხვა მოწმემ დაინახა თუ არა ბე---------------ემ გაიხედა თუ არა ფანჯარაში, ან მისგან გაიგო თუ არა, რომ მან სახეზე დაინახა თავდამსხმელი. უფრო მეტიც მას შემდეგ, რაც ლ--–-------–---–- გამოუქვეყნეს მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომლის სისწორეც დაადასტურა, მან განმარტა, რომ „ბ-----მ გაიხედა პატარა აივნიდან და იმის იქით აღარ წასულა(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 19.07.18; 14:44;27) დაცვის მხარეს აღნიშნულ პასუხთან დაკავშირებით არ უცდია დაეზუსტებინა მოწმე რა აივანზე მიუთითებდა და დაინახა თუ არა ვინმე ბე---------------ემ. აღნიშნული პასუხის მიღების შემდეგ დაცვის მხარე შემოიფარგლა მხოლოდ იმ გარემოების დაზუსტებით, რომ აღნიშნული პირები დაერეფანში ერთად იდგენენ.

ანალოგიურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი მე-----------–---–თან მიმართებაშიც, რომელმაც ადვოკატის შეკითხვაზე განმარტა, რომ, როდესაც თავდასხმის შემდეგ თავის კაბინეტიდან გამოვიდა, დერეფანში ბ----- და ლ--–- იდგნენ და კ----------- ამშვიდებდა ლ--–-ს. მას შემდეგ, რაც მოწმემ ადვოკატის შეკითხვაზე განაცხადა, რომ ბ-----საგან გაიგო, რომ თავდამსხმელს ჰქონდა ჭაღარა თმა, დაცვის მხარე შემოიფარგლა მხოლოდ იმ შეკითხვით ჭაღარა თმა იწვევდა თუ არა მოწმეში იმის ასოციაცის, რომ თავდამსხმელი იყო 50 წლამდე მამ---ცი (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 28.07.18; 11:20:27).

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა მე-----------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 10 ნოემბერს, იმყოფებოდა სამსახურში, თბილისში, მ-–------------------ში მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკა „ნი---------–-“ და ემსახურებოდა პაციენტს. დაახლოებით 15:45 საათზე, ოთახში მოულოდნელად შევარდა დანით შეიარაღებული მამ---ცი, რომელსაც ეცვა ჯინსის შარვალი, მუქი ფერის მანტო და თავზე ჩამოფარებული ჰქონდა ნაქსოვი ქუდი, რასაც ამოჭრილი ჰქონდა თვალის ადგილები. მამ---ცი დანის გამოყენებით, ითხოვდა ფულის და ოქროულობის გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრებოდა ქალბატონებისთვის ყელის გამოჭრით. ამის შემდგომ, თავდამსხმელი მივარდა მას, დაუწყო ჯაჯგური და მოქაჩვით გაიყვანა მეორე ოთახში. ძიძგილაობის დროს, შეძლო მისგან თავის დაღწევა, სწრაფად შებრუნდა ოთახში და შიგნიდან დაკეტა კარი. რაც შეეხება ოთახში მყოფ პაციენტს, შეშინებულმა შეძლო ფანჯრიდან გადახტომა და გაქცევა. მოგვიანებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელი ანალოგიურად ფულის და ოქროულობის მოთხოვნით, დანის მუქარით, შესული იყო ბე---------------ის ოთახშიც.

პალატა აღნიშნავს, რომ გარკვეული სახის წინააღმდეგობა ბე---------------ისა და მე-----------–---–ის ჩვენებას შორის ნამდვილად არის დროის თვალსაზრისით, კერძოდ, ბე---------------ე მიუთითებს, რომ მასსა და თავდამსხმელს შორის ფიზიკური დაპირისპირება კაბინეტის კართან გრძელდებოდა ერთი წუთის განმავლობაში და ამის შემდეგ, როდესაც გარეთ გაიხედა, თავდამსხმელი მე-----------–---–ის კაბინეტიდან გამოდიოდა და დერეფანში გარბოდა, ხოლო მე-----------–---–ი მიუთითებს, რომ მისი თავდამსხმელთან ურთიერთობა გაგრძელდა დაახლოებით 5 წუთი და თავდამსხმელი მას მისი ოთახიდან მისაღებისკენ მიათრევდა. თუმცა ამ შემთხვევაში უნდა შეფასდეს რამდენად არსებითი სახისაა ეს წინააღმდეგობა და შეეხება თუ არა ეს წინააღმდეგობა მტკიცების საგანს, რომელშიც მოიაზრება: თვითონ მომხდარი ფაქტის ნამდვილობა, დრო და ადგილი, ინციდენტში მონაწილე პირები, მათი მოქმედებები და დამდგარი შედეგი, ასევე პირის ქმედების ობიექტური(მიზეზობრივი) და სუბიექტური(განზრახვა, მოტივი) კავშირი ამ შედეგთან.

პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვბევაში დროის რამდენიმე წუთობრივი(2-3 წუთი) ცდომილება, ან თუნდაც დერეფანში ხმამაღალი საუბრის გაგონების ფაქტი, რაზედაც აპელირებს დაცვის მხარე, გავლენას ვერ ახდენს მტკიცების საგანზე, ანუ ვერ ცვლის ქ.თბილისში, მ-–--------------ში მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკა „ნი---------–-“-ში მომხდარ ყაჩაღური თავდასხმის ნამდვილობის ფაქტს, დროსა და ადგილს, ამ ინციდენტში მონაწილე პირებს, ასევე აკ------------ს მიერ ჩადენილ ქმედებას და დამდგარ შდეგს.

აპელანტის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა თავდამსხმელს არანაირი კონტაქტი მე-----------–---–თან არ ჰქონია, დაუსაბუთებელია, წარმოადგენს ვარაუდს და არც ერთი მტკიცებულებით არ არის გამყარებული.

გარდა ამისა, დაზარალებულების: ბ------------------- ლ--–-------–---–--ა და მე-----------–---–ის ჩვენებები სრულ თანხვედრაშია სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ თა-----------–--ს ჩვენებასთან, რომელმაც დაადასტურა ის გარემოება, რომ 2017 წლის 10 ნოემბერს, სამსახურში - თბილისში, მ-–-------------------ში მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკა „ნ------------ს“ პირველ სართულზე არსებულ მოსასვენებელ ოთახში ყოფნის დროს, კლინიკის ზედა სართულიდან შემოესმა ხმაური და ფულის გადაცემის მოთხოვნა, რის გამოც დარეკა 112-ში. მოგვიანებით კი, როდესაც ავიდა კლინიკის ზედა სართულზე, მე-----------–---–ისგან, ბე---------------ისგან და ლ--–-------–---–--გან შეიტყო, რომ კლინიკაში შესული იყო თავდამსხმელი, რომელიც დანის გამოყენების მუქარით, ითხოვდა ფულის გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრებოდა იქ მყოფი პირებისთვის ყელის გამოჭრით.

- 2017 წლის 11 ნოემბრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ბე---------------ემ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან, სიმაღლით, აღნაგობით, ოდნავ მოგრძო გაპარსული პირისახით, საშუალო ზომაზე შეჭრილი ჭაღარა ხშირი თმით, მუქი ფერის საშუალო ზომის წარბებით, საშუალო ზომის ცხვირით, მოყავისფრო თვალებით და ასაკით, ამოიცნო მარჯვნიდან მარცხნივ პირველი და მარცხნიდან მარჯვნივ მესამე ადგილზე მდგომი აკ------------. ამომცნობის განმარტებით, იგი არის სწორედ ის პიროვნება, რომელიც 2017 წლის 10 ნოემბერს, შესული იყო სტომატოლოგიურ კლინიკა „ნი---------–-“ და დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ითხოვდა ფულის და ოქროულობის გადაცემას.

სააპელაციო საჩივრის მიხედვით, აპელანტი ეჭვქვეშ აყენებს აღნიშნული ამოცნობის კანონიერებას და მინიშნებას აკეთებს იმ გარემოებაზე, რომ ამოცნობის დროს, ბე---------------ეს მისი შეკითხვიდან გამომდინარე არც ცისფერთავალება მამ---ცზე და არც შავთმიან მწვანეთვალებიან მამ---ცზე არ მიუთითებია და პირდაპირ ამოიცნო აკ------------, რაც თავის მხრივ ცალსახად ადასტურებს იმას, რომ ამოსაცნობი პირები ერათმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდნენ.

პალატა ვერ გაიზიარებს აღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან ამოცნობის ოქმით არ დასტურდება ამოცნობაში ასეთი მონაცემების მქონე პირების მონაწილეობის ფაქტი. კერძოდ, ამოცნობაში მონაწილე გუ---------------ე მითითებულია, რომ ის არის დაახლოებით 182-184სმ სიმაღლის, საშუალო ზომის ჭაღარა თმით, სრული აღნაგობით, ოდნავ მოგრძო გაპარსული პირსახით, მოყავისფრო თვალებით, საშუალო ზომის ცხვირით. ტანთ აცვია მუქი ფერის ქურთუკი და ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი. თითქმის იგივე აღწერილობითაა წარმოდგენილი ამოცნობაში მონაწილე მესამე პირი მიხეილ გველესიანიც.

პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის მიერ ბე---------------ის მიმართ, პირდაპირი მინიშნებით, შავთმიან მწვანეთვალება მამ---ცზე და ცისფერთვალება მამ---ცზე იმ ფორმით და იმ კონტექსტში იქნა დასმული შეკითხვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ბე---------------ე მათზე ვერ მიუთითებდა, რადგან ამ მონაცემების მქონე პირებს ამოცნობაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ბე---------------ემ სასამართლოში დაკითხვისას რამდენჯერმე განაცხადა, რომ მან აკ------------ პირდაპირ ამოიცნო, როგორც ვიზუალურად, ისე ტანსაცმლითაც, ვინაიდან სწორედ ის ტანსაცმელი ეცვა, რაც შემთხვევის დღეს (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 17.07.18; 16:40:21 – 16:45:07).

აპელანტი აქცენტს აკეთბს ბე---------------ის იმ სიტყვებზე, სადაც ის ამბობს: ,,დაახლოებით მსგავსი რაღაც იყო მე და თქვენ რომ დაგვაყენო“ და ამის შემდეგ სააპელაციო საჩივარში მოჰყავს მისი და ბე---------------ის ვიზუალური შედარება, რაც ფაქტის სამართლებრივი შეფასებისთვის არარელევანტურია და ვერ იქნება გაზიარებული.

- 2017 წლის 12 ნოემბრის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ბე---------------ემ ამოსაცნობად წარდგენილი ოთხი დანიდან, ამოიცნო №1 ობიექტად დანომრილი დანა. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნული დანა არის საშუალო ზომის, რაც შედგება ტარისა და პირისაგან. დანის ტარი გაწყობილია მწვანე და წითელ ფერებში, დანის პირი არის ვერცხლისფერი, ცალ მხარეს ალესილი პირით. აღნიშნული დანა არის სწორედ ის, რომლის გამოყენებითაც, 2017 წლის 10 ნოემბერს, თავდამსხმელი ახორციელებდა მუქარას და ითხოვდა ფულის და ოქროულობის გადაცემას.

- 2017 წლის 11 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება, რომ აკ------------ს და მისი მონაწილეობით, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც მან მიუთითა თბილისში, მ-–---------------------ში მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკა „ნ-------------“, სადაც 2017 წლის 10 ნოემბერს, შევიდა სახეზე ნიღაბჩამოცმული და ოთახში მყოფ მამ---ცს და ქალბატონს მოსთხოვა ფული და ოქროულობის გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრებოდა რომელიმე ქალბატონისთვის ყელის გამოჭრით. მამ---ცმა გაუწია წინააღმდეგობა, შიგნიდან დაუკეტა კარი და ვერ შეძლო ოთახში შესვლა, რის შემდეგაც შევიდა კლინიკის შესასვლელიდან ხელმარჯვნივ განთავსებულ ოთახში, სადაც ქალბატონს სწვდა მხარში და დანის მუქარით, მოსთხოვა ფულის და ოქროულობის გადაცემა, რა დროსაც პაციენტი გადახტა ფანჯრიდან, ხოლო ქალბატონმა გაითავისუფლა თავი და შიგნიდან ჩაუკეტა ოთახის კარი, რის შემდეგაც გავიდა კლინიკიდან და მოიხსნა ნიღაბი. ამის შემდგომ, აკ------------ს მითითებით, გასვლა მოხდა ა-–---------------------------ში, რა დროსაც მან მიუთითა სასურსათო მაღაზიაზე, სადაც შესული იყო ნიღბით. ქალბატონს მიეპარა უკნიდან, ხელი ააფარა პირზე და მოსთხოვა ფულის და ძვირფასეულობის გადაცემა, რა დროსაც ქალბატონი გაექცა გარეთ და ითხოვა დახმარება. ამასობაში, აიღო მაგიდაზე დადებული „სონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, გავიდა მაღაზიიდან და ჩაჯდა „მერსედესის“ მარკის იმავე ტაქსში, რითაც მივიდა მაღაზიამდე. მანქანაში ჩაჯდომისას, მასთან მივიდა უცნობი პიროვნება, რომელმაც მოსთხოვა ტელეფონის დაბრუნება, რაც დაუბრუნა მას და ტაქსით წამოვიდა შემთხვევის ადგილიდან. ბრალდებულის განმარტებით, დანა, რითაც მან ჩაიდინა ყაჩაღობა, შენახული აქვს მ–------ რაიონის ს------–-–--–---–- მდებარე მის საცხოვრებელ სახლში.

პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობას ღებულობდა აკ------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატიც.

- 2017 წლის 30 ნოემბერის ოდოროლოგიური ექსპერტიზის №4-------- დასკვნით დგინდება, რომ თბილისში, მ-–-------------------ში მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკა „ნ-----------–-“ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი სუნის კვლის ნიმუშები ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისთვის. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუში იდენტურია აკ------------სგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.

პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა მ-------------------

2017 წლის 11 ნოემბრის, აკ------------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ მ–------ რაიონის ს------–-–--–---–-, დამხმარე ოთახში არსებული კარადიდან, აკ------------მ გამომძიებელს წარუდგინა საშუალო ზომის დანა, რომელსაც აქვს მოწითალო-მომწვანო ფერის ტარი, ხოლო დანის პირზე აქვს საფირმო წარწერა „---------------------------

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული იქნა თბილისში, ა.მ-–-------------------ში მდებარე შპს „ბ-------“ ფილიალის შიდასამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი, 2017 წლის 10 ნოემბრის, 15:35 საათიდან - 15:36 საათამდე დროის მონაკვეთში. ჩანაწერში ჩანს მაღაზია „ბ-------“ შიდა მხარე, ასევე კამერის არეალში ექცევა მ-–------- ქუჩის ავტომობილებისთვის განკუთვნილი სავალი ნაწილი და ქუჩის მოპირდაპირე მხარე. ჩანაწერში ჩანს, რომ 15:35:16 საათზე, ქუჩის კვეთას იწყებს ჭაღარათმიანი მამ---ცი, რომელსაც უკეთია მზის, მუქი ფერის სათვალე, აცვია შავი ფერის მოგრძო მანტო და ღია ფერის ჯინსის შარვალი. იგი გადმოსვლის შემდგომ, მიემართება მ-–------- ქუჩის დასასრულის მხარეს და 15:35:33 საათზე ეფარება თვალთახედვის არეს. ვიდეომასალა მთავრდება 15:36:00 საათზე.

პალატა აღნიშნულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სასამართლო ვერ შეითავსებს ექსპერტის ფუნქციებს, თუმცა ვერც აშკარა მოცემულობაზე დახუჭავს თვალებს. ამასთან, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ჩანაწერში მითითებულ დროს აკ------------ მისი ჩვენების თანახმად ს------–-–--–---–- უნდა ყოფილიყო, რაც მისი ჩვენების არასანდოობაზე მიუთითებს.

გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა: ა------------------–------------–---–---–-------------–-------–---–----------–-–--------–-------------------------------------------------------–---–------ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და ავთენტურობა.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები ქმნიან იმ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც საკმარისია აკ------------ს მსჯავრდებისათვის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და მისი გამართლების საფუძველი არ არსებობს.

 

3. აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოწმეების: ა---–--------–---–---------------------- ურთიერთშეთანხმებული და სანდო ჩვენებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ აკ------------ს უდანაშაულობას.

პალატა აღნიშნავს, რომ ოჯახის წევრების და მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის დედის და დის ჩვენებების შეფასებისას შეიძლება ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ ისინი, როგორც ოჯახის წევრები მის სასარგებლოდ იძლეოდნენ ჩვენებებს, თუმცა ეს არ უნდა იყოს ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი მისი, როგორც მტკიცებულების შეფასებისას.

პალატის აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ ჩვენება რამდენად აკმაყოფილებს სანდოობის მაღალ ხარისხს, უტყუარობის თვალსაზრისით, რამდენად შეესაბამება დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სხვა გამოკვლეულ მტიკიცებულებებს.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ა---–--------–---–-- განმატა, რომ ის არის მსჯავრდებულ აკ------------ს დედა. 2017 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათისთვის, აკ------------ ჩავიდა მასთან წ--–---–- და ჩაუტანა წამლები და საჭმელი. 11 ნოემბერს, დაახლოებით 08:10 საათზე, კარზე იყო ბრახუნის ხმა. კარი გააღო ა------ რის შემდეგაც სახლი გაივსო ახალგაზრდა მამ---ცებით, რომლებიც მიმართავდნენ უხეშად. ა----- უთხრეს ჩაეცვა, რადგან უნდა წაეყვანათ. როდესაც იცმევდა ტყავის ქურთუკს, მათი კატეგორიული მოთხოვნით, გაახდევინეს და ჩააცვეს მათ მიერ მიტანილი ტანსაცმელი. რა ქურთუკიც მისცეს ა-----, მისი არ იყო. ა----- წაყვანის შემდეგ, 09:00 საათი არ იქნებოდა, დაურეკა ქალიშვილს, აცნობა მომხდარის შესახებ და სთხოვა დახმარება.

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ჩვენების თანახმად პოლიციელებმა მიაწოდეს აკ------------ს მათთვის სასურველი ქურთუკი, თუმცა მოწმე არაფერს არ ამბობს შარვალთან დაკავშირებით, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან დაზარალებული ბე---------------ე თავის ჩვენებაში სწორედ ამაზე მიუთითებს, რომ ამოცნობისას აკ------------ს სწორედ ის ტანსაცმელი ეცვა, რაც შემთხვევის დღეს. ამასთან, ა---–--------–---–-------- უცნობია, თუ ვინ მოიტანა აღნიშნული ქურთუკი მათ სახლში.

გარდა ამისა, მოწმე ჩვენებაში უთითებს, რომ აკ------------ 2017 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე ჩავიდა მასთან წ--–---–- და არსად წასულა, რაც წინააღმდეგობაში მოდის სასამართლოში გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერთნ, რომლის მიხედვით აკ------------ აღნიშნულ დღეს, 15:35 საათიდან - 15:36 საათამდე დროის მონაკვეთში ფიქსირდება ქ.თბილისში მ-–------- ქუჩაზე.

 

პირველი ინსტანციის სასამრთლოში მოწმე ნ------------- განმარტა, რომ ის არის აკ------------ს და. 2017 წლის 11 ნოემბერს, დაახლოებით 09:00 საათისთვის, დაურეკა დედამ - ა---–--------–---–-- და უთხრა, რომ მათთან მისული იყო უამრავი პოლიციის თანამშრომელი. ა----- ჩააცვეს მათ მიერ მიტანილი ტანსაცმელი და წაიყვანეს. ადვოკატ ლ------------------- ერთად, მთელი დღის განმავლობაში ეძებდა აკ------------ს პოლიციის სხვადასხვა განყოფილებაში. დაახლოებით 14:00 საათისთვის, ლ------------------ შეიტყო, რომ ა---- დაკავებული იყო ყაჩაღობის ბრალდებით და იმყოფებოდა გაგარინის განყოფილებაში. მათი განყოფილებაში მისვლისას, ა---- იყო ძლიერი ნარკოტიკული თრობის ქვეშ, რის გამოც დაალევინა ძლიერი ყავა. დაახლოებით 19:00 საათისთვის, მისი ქალიშვილის მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა გამომძიებელი, სახელად ვინმე გ-------- რომელმაც უთხრა, რომ ა----- არ ჰქონდა შარვალი. მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში, თვალის ზომით შეიძინა შარვალი და მიიტანა განყოფილებაში, რა დროსაც ა---- კვლავ ძლიერი ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა და მან თავად ჩააცვა შარვალი. მოწმის აზრით, მას ზემოქმედების შედეგად აქვს ჩვენებები მიცემული.

მოწმის ჩვენებიდან ნათლად დგინდება, რომ 2017 წლის 11 ნოემბერს ის ფაქტობრივად ადვოკატ ლ------------------- ერთად იმყოფებოდა, თუმცა არც მას და არც ადვოკატს იმასთან დაკავშირებით, რომ, აკ------------ პოლიციის განყოფილებაში ნარკოტოკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, არავისთვის არ მიუმართავს და ნ------------ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემოიფარგლა მხოლოდ იმით, რომ „ეს მისი შეცდომა იყო“, რაც თავის მხრივ ეჭვქვეშ აყენებს მისი ჩვენების სანდოობას.

პალატა ვერ გაიზიარებს მოწმის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ აკ------------ს ჩვენებები ზემოქმედების ქვეშ ჰქონდა მიღებული, ვინაიდან მის მიმართ ბრალდების წარდგენას, ჩვენების მიცემას ესწრებოდა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი. ასევე ამ უკანასკნელის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც აკ------------მ დეტალურად აღწერა მის მიერ ჩადენილი ქმედებები, როგორც ძარცვის, ისე ყაჩაღობის ეპიზოდებთან დაკავშირებით და არც ერთ შემთხვევაში არც მისი და არც ადვოკატის მხრიდან რაიმე შენიშვნა არ დაფიქსირებულა.

- აპელანტი ასევე ყურადღებას ამახვილებს აკ------------ს მიმართ ჩატარებულ პირადი ჩხრეკის ოქმზე, რომლის მიხედვითაც ქურთუკის მარჯვენა გვერდითა ჯიბიდან ამოღებული იქნა მუქი ლურჯი ფერის ნაქსოვი ქუდი, რომელსაც თვალების ზომაზე ამოჭრილი ჰქონდა ორი ჭრილი, ხოლო თავად ქურთუკის გამოკვლევის დროს მასში აღმოჩნდა ვინმე ვ-–----------- მეტადონის ბილეთი, განსხვავებული პირადი ნომრით. დაცვის მხარე მიუთითებს, რომ აკ------------, რომელიც თავისი ნებით გამოცხადდა პოლიციაში, დაუჯერებელია, რომ მას ჯიბეში ნიღაბი ჰქონოდა. აპელანტი ამ არგუმენტაციით მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ ქურთუკი არ ეკუთვნოდა აკ------------ს და ის პოლიციელებმა მიუტანეს.

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მსჯელობა გარკვეულწილად წინააღმდეგობრივია, ვინაიდან, თუ დაცვის მხარე იზიარებს ა---–--------–---–-- ჩვენებას, რომლის მიხედვითაც თავად პოლიციელებმა მიიტანეს მათთან ქურთუკი, რომელიც მსჯავრდებულმა ჩაიცვა, მაშინ ეს გარემოება გამორიცხავს აკ------------ს პოლიციის განყოფილებაში მისი ნებით გამოცხადების ფაქტს.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ხ------------------- ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 11 ნოემბერს, თავის რამდენიმე თანამსრომელთან ერთად გამოცხადდა ს------–-–--–---–-, აკ------------ს საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მან პირადად გადასცა აკ------------ს პოლიციაში გამოცხადების უწყება. ისინი დაელოდნენ მას, ვიდრე ჩაიცვამდა და ამის შემდეგ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, მისივე თანხმობით წარმოადგინეს პოლიციის განყოფილებაში. ამდენად, აღნიშნული ჩვენებიდან ნამდვილად არ იკვეთება ისეთი გარემოება, რომ აკ------------ თავისი ფეხით მივიდა პოლიციის განყოფილებაში და შესაბამისად, ვერც ნიღაბი ვერ ექნებოდა თან.

პირველი ინსტანციის სასამართლოში არ გამოკვლეულა რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს ეჭვს შეუქმნიდა იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ნიღაბი პლიციის რომელიმე თანამშრომლის ძალისხმევით აღმოჩნდა მსჯავრდებულის ქურთუკში. იგივე შეიძლება ითქვას ქურთუკში ვ-–----------- სახელით ნაპოვნ ბარათზე და ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული ბარათი ჩხრეკის შედეგად ვერ იქნა ამოღებული.

პალატა ლოგიკურად ვერ უშვებს პოლიციელების კავშირს ქურთუკში ნიღაბისა და ბარათის აღმოჩენის ფაქტთან დაკავშირებით, არა იმიტომ, რომ ზოგადად ასეთი რამ არ შეიძლება მოხდეს, არამედ იმიტომ, რომ მტკიცებულებითი თვალსაზრისით ასეთი ქმედება ბრალდების მხარისთვის წამგებიან პოზიციაში ჩააყენებდა.

ამდენად, პალატა აანალიზებს რა სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ ისინი პირდაპირ მიანიშნებენ აკ------------ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდართი ადასტურებენ მის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” და საქართელოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 აგვისტოს განაჩენი არის დასაბუთებული, კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლ--–-დ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ აკ------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლ--–-დ;

3. აკ------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქ/პუნქტით, საქართელოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქით - 8(რვა)წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით - 12(თორმეტი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, აკ------------ს განესაზღვროს 12(თორმეტი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2(ორი)წლით, 9(ცხრა)თვით და 5(ხუთი)დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, აკ------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 12(თორმეტი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. მსჯავრდებულ აკ------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 11 ნოემბრიდან.

5.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ აკ------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

6.საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

- მა--------–--ს „SONY“-ის ფირმის, „X--------“-ის მოდელის მობილური ტელეფონი, რაც გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე;

-ა---- ო------- პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული: ტყავის საფულე, მასში არსებული ნივთებით და შავი სათვალე, ასევე აკ------------სგან ამოღებული პალტო და შარვალი, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–---------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;

- თბილისში, მ-–------- ქ-----------ში მდებარე შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული შვიდი დაქტილოფირი და სუნის ნიმუში;

-თბილისში, ა-–-------------------------------------ში მდებარე შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხუთი დაქტილოფირი და სუნის ნიმუში;

-აკ------------ს სუნის სამი ნიმუში;

- ა---- ო------- ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა და ა---- ო------- პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ქუდი (ნიღაბი), რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–---------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

- ორი დისკი, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

- ხოლო თბილისში, მ-–------- ქ-----------ში და თბილისში, ა-–---------------------------------------ში მდებარე შემთხვევის ადგილების დათვალიერების ამსახველი ორი დისკი; -საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ერთი დისკი;

- ადგილმდებარეობის (თბილისში, მ-–------- ქ----------ში) დათვალიერების ამსახველი ერთი დისკი;

-შპს „ბ----------“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, გადატანილი ერთ დისკზე და შპს „გ--------------------“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, მოთავსებული ერთ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

7. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: კ.მაჭავარიანი

 

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

 

მ.კაპანაძე