განაჩენი

სისხლის სამართლის 26.06.2019
საქმის ნომერი
080100118002378263
ინსტანცია
თარიღი
26.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002378263

№1/ბ-459-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

08 ნოემბერი, 2018 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - ვ--–---- კ--------ის

მსჯავრდებულის - გ------ი გ------აძის

ადვოკატ - ე--- ნ--------ს მონაწილეობით

ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------ი ო-----ს ძე გ------აძის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პ/ნ 6----------, ნასამართლობის მქონე, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული: ზესტაფონის რაიონის სოფელ კლდეეთში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ქუთაისი, ი.ჭავჭავაძის ქ.№4-, ბინა №35; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ქუთაისი, ზ.ფა-–--–---–---------ში.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად გ------ი გ------აძემ ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის განაჩენით გ------ი გ------აძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით. ძირითად სასჯელთან ერთად მას ხუთი წლის ვადით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შვიდივე უფლება, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

მიუხედავად ამისა, გ------ი გ------აძემ კვლად ჩაიდინა ახალი დანაშაული, არ შეასრულა 2014 წლის 14 ნოემბრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის მოთხოვნა და 2017 წლის 19 ოქტომბერს სამტრედიაში, თავაძის ქუჩაზე მართავდა ,,მერსედეს ბენცის“ მოდელის სანომრე ნიშნით V-------- ავტომობილს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განაჩენით, გ------ი გ------აძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ გ------ი გ------აძის მიერ, რომლებმაც გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანით და მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება მოითხოვეს.

 

სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას მოითხოვენ.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

აპელანტებს, მსჯავრდებულ გ------ი გ------აძეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ ე--- ნ--------ს, რომლებიც დაეთანხმნენ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.

მოწინააღმდეგე მხარეს, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორს ვ--–---- კ--------ეს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ------ი გ------აძის მიერ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, პატრულ-ინსპექტორ ნ-----–---- ს---–-----–--ის პატაკით, მოწმეების მ------ ხ-------ის, ნ-----–---- ს---–-----–--ის და ლ---- ზ-----ს გამოკითხვის ოქმებით, გ------ი გ------აძის აღიარებითი ჩვენებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის განაჩენით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 სექტემბრის განაჩენით, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს იმერეთის პრობაციის ბიუროს 2017 წლის 30 ოქტომბრის წერილით, გ------ი გ------აძის ნასამართლობის ცნობით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ გ------ი გ------აძის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შესაფება საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (მსჯავრდებული) ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

მსჯავრდებულ გ------ი გ------აძის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, ასევე, გათვალისწინებით იმისა, რომ მსჯავრდებული გ------ი გ------აძე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მსჯავრდებულ გ------ი გ------აძეს შეუმსუბუქდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განაჩენში გ------ი გ------აძის მიმართ შეტანილ უნდა იქნას ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ გ------ი გ------აძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება:

გ------ი გ------აძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

გ------ი გ------აძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე