განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100115002651765
№1/ბ-126-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ივნისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი – მარინა მაკარიძე
პროკურორის - გ------ი დ---–--იძის
მსჯავრდებულის - ზ---- ა------–---–ის
ადვოკატების - ე---------ა ა--–--ის, ნ------- ა------–---–ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ---- შ-----ს ძე ა------–---–ის მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პ/ნ 0----------; საქართველო მოქალაქე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მისამართი: ადიგენი, სოფ. ა----–ი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ---- ა------–---–მა ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა, ე.ი. მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მეექვსე მუხლის თანახმად, ბრალდებული ზ---- ა------–---–ი წარმოადგენდა მოხელეს, რადგანაც, 2009 წლის 11 თებერვლის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის N594 ბრძანებით იგი დანიშნული იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების მე-3 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის II (B) ბატარეის მეთაურად.
იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულ ზ---- ა------–---–ი იყო ქვედანაყოფის მეთაური, რომლის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურებისაგან იყო დაკომპლექტებული საყარაულო სამსახურის შემსრულებელი ჯგუფი, საქართველოს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების 29-ე მუხლის მიხედვით, ზ---- ა------–---–ს მოეთხოვებოდა კვალიფიციური სამხედრო მოსამსახურეების შერჩევა, რომლებიც შეძლებდნენ საშტატო იარაღის სათანადოდ გამოყენებას და მათზე დაკისრებული გუშაგის მოვალეობის სათანადოდ შესრულებას.
სამხედრო ნაწილ 1-----ის მეთაურის თ------ ა------–---–ის №119 ბრძანების საფუძველზე, 2009 წლის 21 აპრილს, საველე სწავლების ჩატარების მიზნით, სამხედრო ნაწილ №1-----ის A, B ბატარეიები და D ასეულის დაცვის ოცეული, მივლინებული იქნა „სიმონეთი“-ს პოლიგონზე, ხოლო N120 ბრძანებით, ზ---- ა------–---–ს, როგორც ქვედანაყოფის მეთაურს, დაევალა უზრუნველეყო განწესში გამსვლელი პირადი შემადგენლობის შერჩევა, პირადი შემადენლობის მიერ განწესის შესრულებაზე კონტროლი, ინსტრუქტაჟის ჩატარება და დოკუმენტალურად გაფორმება.
ბრალდებულ ზ---- ა------–---–ის პატაკით, 2009 წლის 29 აპრილს, სიმონეთის პოლიგონზე, შედგენილი იქნა, იმავე წლის 30 აპრილისათვის, B ბატარეიის პირადი შემადგენლობიდან განწესში გამსვლელ სამხედრო მოსამსახურეთა სია, რომელშიც N2 მარშუტზე შეყვანილი იქნა სწავლებაზე მყოფი, იმავე ბატარეის კაპრალი ი----- გ-----–-–---–ი.
იმავე დღეს, 2009 წლის 29 აპრილს, სამხედრო ნაწილ 1-----ის მეთაურის თ------ ა------–---–ის N81 ბრძანებით, ზ---- ა------–---–ის პატაკის შესაბამისად, დამტკიცებული იქნა განწესში გამსვლელ პირთა შემადგენლობა.
სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე, II (B) ბატარეის მეთაურმა, ბრალდებულმა ზ---- ა------–---–მა, 2009 წლის 30 აპრილს, დაახლოებით 20:45 საათზე, მორიგე განწესში გამსვლელ სამხედრო მოსამსახურეებს ჩაუტარა ინსტრუქტაჟი, რომელსაც არ ესწრებოდა განწესში ბრძანებით დანიშნული, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი, კაპრალი ი----- გ-----–-–---–ი. ზ---- ა------–---–მა მისი სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არაჯეროვნად შეასრულა საქართველოს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების 29-ე მუხლის და 2009 წლის 21 აპრილის, სამხედრო ნაწილ 1-----ის მეთაურის N120 ბრძანების სავალდებულო მოთხოვნები, არ გაუწია კონტროლი პირადი შემადგენლობის მიერ განწესის შესრულებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარებას, არ მიიღო ზომები ი----- გ-----–-–---–ის ამოძახებაზე გამოუცხადებლობის მიზეზების გასარკვევად და ყოველგვარი შემოწმების გარეშე, ჩათვალა იგი სამხედრო სამსახურის შესრულებისათვის კვალიფიციურად.
შედეგად ალკოჰოლის ზემოქმედების გამო, განწესის შესრულებისათვის არასათანადო მდგომარეობაში მყოფ ი----- გ-----–-–---–ს, ინსტრუქტაჟის ჩატარების გარეშე გადაეცა მასზე გაპიროვნებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელმაც ისარგებლა ბრალდებულ ზ---- ა------–---–ის მიერ გამოვლენილი გულგრილობით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში მიიყენა დაზიანება, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენით ზ---- ა------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწლისთ გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ ზ---- ა------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნიკოლოზ ათუნაშვილის მიერ, რომლებიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენის გაუქმებას და ზ---- ა------–---–ის წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა შესაგებელი რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტ მხარეს, მსჯავრდებულ ზ---- ა------–---–ის და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებს: ე---------ა ა--–--ეს და ნ------- ა------–---–ს რომლებმაც დააზუსტეს სააპელაციო საჩივარი და ზ.ა------–---–ისათვის არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა მოითხოვეს.
– მოწინააღმდეგე მხარეს, პროკურორ გ------ი დ---–--იძეს, რომელიც არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ზ---- ა------–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწლით, დადასტურებულად მიაჩნია მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით (სააპელაციო სასამართლოში აღიარა დანაშაულის ჩადენა) და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმის სახით დაკითხული, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ა-–-----------------–-–---–-----------------–----------------------------–---–--------------------------------–--------–------------------------------------------------------------------------------------------------–----------------–-------------------------–--------------–---–-------------------------------–-------------------–-------–---–---------------–------------–------------ას ჩვენებებით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ზ---- ა------–---–ის ქმედებებს გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწლით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (დაცვის მხარე) თავის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ზ---- ა------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
პალატის შეხედულებით მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, რომ არის ომის მონაწილე, სრულად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, არ არის ნასამართლევი, შეურიგდა დაზარალებულ მხარეს, ამავდროულად, პალატა მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს და ისე განუსაზღვრავს მსჯავრდებულ ზ---- ა------–---–ს სამართლიან სასჯელს.
პალატა აქვე აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ზ---- ა------–---–ის მიმართ უნდა გავრცელდეს 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტია და დანიშნული სასჯელი უნდა შეუმცირდეს ერთიმეოთხედით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით, 2012 წლის 28 დეკემბის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ---- ა------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ე---------ა ა--–--ის და ნ------- ა------–---–ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენი შეტანილ იქნეს ცვლილება.
ზ---- ა------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის (2012 წლის 28 დეკემბრის რედაქცია) მე-16 მუხლის თანახმად შეუმცირდეს ერთი მეოთხედით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
ზ---- ა------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 27 დეკემბრიდან.
მსჯავრდებულ ზ---- ა------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. მოეხსნას ყადაღა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის #12-104წ. განჩინებით დაყადაღებულ რ-------ან ო----–-–---–ის (პ/ნ 4----------) სახელზე რიცხულ ქ. ახალციხეში, დოსააფის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებას - დაზუსტებული ფართობით 502.00 კვ.მ. საკადასტრო კოდით #6----------- - ღირებულს 7000 ლარად, გირაოთი განსაზღვრული 5 000 (ხუთი ათასი) ფარგლებში.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- პირადი შემადგენლობის ინსტრუქტაჟის წიგნი, დროებით ხმარებაში გაცემული იარაღისა და საბრძოლო მასალის აღრიცხვის წიგნი, საპატრულო უწყისი, საბრძოლო მასალის გაცემის უწყისი (ინახება საგამოძიებო სამმართველოში), ასევე ,,AK-74” ავტომატი #1------, 02 მჭიდით 40 ცალი, 4,45 კალ. ვაზნა, 01 ცალი 5,45 კალ. მასრა (დალუქულ მდგომარეობაში ინახება საგამოძიებო სამმართველოში) - დაუბრუნდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების მე-3 ქვეით ბრიგადას. - ი----- გ-----–-–---–ის სამხედრო ტანსაცმელი (დალუქულ მდგომარეობაში ინახება საგამოძიებო სამმართველოში) - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე