განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-520-2018წ.
(080100118002523597)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ--–- ზ-------- ძე ლ-----–---–ის მიმართ, დაბადებული: 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 3----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: სამტრედია, სოფელი დ-----------–-.
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ--–- ლ-----–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 04 მაისს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ. ქუთაისში, ჭ--------------------------------–---------------------–--’’ მიმდებარე ტერიტორიაზე გ--–- ლ-----–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ----- ს---–---–ს, კერძოდ: მუშტი დარტყა სახის არეში, ასევე მუშტი დაარტყა რამდენჯერმე მუხლის, ზურგისა და მხრების არეში, ხელი მოუჭირა მკლავებში, რა დროსაც მ----- ს---–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განაჩენით გ--–- ლ-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ გ--–- ლ-----–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი გ---–- ტ-------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ გ--–- ლ-----–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ლმობიერი. მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი შეუსაბამოდ მსუბუქია მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან. სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული და სასჯელის ზომად გამოიყენა მინიმალური სასჯელი, რაც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - ახალი დანაშულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ--–- ლ-----–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ--–- ლ-----–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:, დაზარალებულ მ----- ს---–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - გ------ ქ-------ის, გ--–- ლ-----–---–ის, გ--- ხ----–--ის, გ------- კ---–--ის გამოკითხვის ოქმებით, შეტყობინებით, მ----- ს---–---–ის სამედიცინო ბარათით, სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ გ--–- ლ-----–---–ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ გ--–- ლ-----–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის გ---–- ტ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
გ--–- ლ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ გ--–- ლ-----–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო- გაუქმებულია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე განსაზღვროს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომელსაც დაევალოს აღნიშნული სასჯელის ღონისძიების აღსრულება და მასზე კონტროლი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე