განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2019
საქმის ნომერი
050100117002042329
ინსტანცია
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050100117002042329

საქმე №1/ბ-204-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 აპრილი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ს------ ნ-----–----ის ძე გ--------ის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, არასრული საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თბილისი, ვ---------–-----------------------------------, მცხოვრები: დაბა ურეკი, სასტუმრო ,,ი-------’’.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ს------ გ--------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 18 ივლისს, დაახლოებით 01:45 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში, სასტუმრო ,,ტ---------ს’’ წინ, ს------ გ--------მა ოჯახის წევრს - მეუღლეს, მ----- შ---–---–ს, ურთიერთშელაპარაკების დროს ძალადობით, კერძოდ, სხეულზე ხელების რამდენჯერმე დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი. იმავე ღამით, დაახლოებით 04:00 საათიდან 05:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ს------ გ--------მა მეუღლეს, მ----- შ---–---–ს, სასტუმრო ,,ტ---------ს’’ ეზოში და შენობაში ხელების დარტყმით ისევ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგ უკვე მისი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ამავე სასტუმროს ოთახში განაგრძო მ----- შ---–---–ისათვის ხელების დარტყმით ფიზიკური დაზიანებების მიყენება. მ----- შ---–---–მა ს------ გ--------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენით ს------ გ--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით. ს------ გ--------ის პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2017 წლის 18 ივლისიდან 2017 წლის 22 აგვისტომდე - გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და საბოლოოდ, ს------ გ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 25 (ოცდახუთი) საათის ვადით.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ----- შ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენში და მსჯავრდებულ ს------ გ--------ს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ნაცვლად განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, კერძოდ, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით. ბრალდების მხარის მოსაზრებით, დანიშნული სასჯელი არ არის ჩადენილი ქმედების ადეკვატური, ვინაიდან ს------ გ--------ი არ არის კანონმორჩილი, აქვს დაძაბული ურთიერთობა დაზარალებულთან, არსებობს მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 25 (ოცდახუთი) საათის ვადით ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას, სამართლიანობის აღდგენას, მსჯავრდებულის რესოციალიზაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.

 

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ს------ გ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ს------ გ--------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, ასევე მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ მ----- შ---–---–ის ჩვენებით, მოწმეების: ნ-----–- დ-------–-–---–ის, ი--------ის, ის და ზ--------------ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბ-------- შ---–---–ის და ნ-----–----, ა---------– და ა-–---------- გ--------ის დაბადების მოწმობების ასლებით, 2017 წლის 19 ივლისის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით მ----- შ---–---–ის შესახებ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ს------ გ--------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სახის სასჯელი.

 

ს------ გ--------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ს------ გ--------ს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, არ არის ნასამართლევი, ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, დაზარალებულ მ----- შ---–---–ს არ აქვს ს------ გ--------ის მხრიდან ქმედების განმეორების საფრთხის განცდა. აქედან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად ს------ გ--------ს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მსჯავრდებულ ს------ გ--------ის მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანის და მის მიმართ საპატიმროს სასჯელის დანიშვნის საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- შ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ს------ გ--------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ ს------ გ--------ს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 18 ივლისიდან 2017 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და ს------ გ--------ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 25 (ოცდახუთი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ ს------ გ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

ს------ გ--------ის (პ/ნ 0----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 3 000 (სამი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღადადებული ოთარ თავყელიშვილის (პ/ნ 0----------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ 0----------------------) მდებარე ქალაქი თბილისი რ. თ------–---–-------- N47, შემდეგი სარეგისტრაციო მახასიათებლებით: სარეგისტრაციო ზონა - თ---–--------------------------------–---------------------------–-------------------------------------, გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.

 

მსჯავრდებულ ს------ გ--------ის მიმართ დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე