განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-598-2018წ.
(060100118002516268)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ-–- ვ----–-ს ძე ვ-------ის მიმართ, დაბადებული: 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 5----------, მცხოვრები: ხ-----------------------–------–--
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ლ-–- ვ-------ემ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, ძალადობა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2014-2018 წლებში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ლ-–- ვ-------ემ ხონის რაიონის ს------–------–- მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, დედის - თ--- ვ-------ის მიმართ არაერთხელ განახორციელა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამავდროულად გამუდმებით მოუწოდებდა წასულიყო საცხოვრებელი სახლიდან, რამაც თ--- ვ-------ეში გამოიწვია ტანჯვა. 2018 წლის 28 მაისს, დაახლოებით 18:30 საათზე, კვლავ მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ლ-–- ვ-------ე მივიდა ხონის რაიონის სოფელ კ---–ი მდებარე შ----- ვ-------ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთში, სადაც ყოფითი საკითხებით გაღიზიანებულმა თმებში მოქაჩვის გზით ძალადობა განახორციელა თ--- ვ-------ეზე, ლ-–- ვ-------ის ქმედების შედეგად თ--- ვ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის განაჩენით ლ-–- ვ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 01 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულ ლ-–- ვ-------ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 28 მაისიდან 2018 წლის 16 ივლისის ჩათვლით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ------ მ--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ლ-–- ვ-------ის მიმართ საპატიმრო სასჯელის დანიშვნას, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისიწნა ის გარემოება, რომ ლ-–- ვ-------ემ მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ჩაიდინა ძალადობრივი დანაშაული. კერძოდ, ასაკოვანი დედა სცემა იმის გამო, რომ ვერ შეძლო ბანკში არსებული დავალიანების გადახდა. გარდა ამისა საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებული განსაკუთრებით აგრესიულია მთვრალ მდგომარეობაში მყოფი. რაც არის მომეტებული საფრთხის შემცველი და ქმის საფრთხეს იმისას, რომ ეს უკანასკნელი კიდევ ჩაიდენს ახალ დანაშაულს. შესაბამისად დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილ სასჯელის მიზნებს.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ლ-–- ვ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ლ-–- ვ-------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ლ-–- ვ-------ის გამოკითხვის ოქმით, თ--- ვ-------ის გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ლ-–- ვ-------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ლ-–- ვ-------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ------ მ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ლ-–- ვ-------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 01 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულ ლ-–- ვ-------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდული დახმარების საკითხთა სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ლ-–- ვ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ლ-–- ვ-------ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 28 მაისიდან - 2018 წლის 16 ივლისის ჩათვლით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
თ--- ვ-------ისგან ამოღებული მაისური, რომელიც ინახება შსს ხონის რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე