განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100118002432965
საქმე №1/ბ-404-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ივლისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--- მ-------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ბ--------- შ-----ს მიმართ (პირადი ნომერი 2----------), დაბადებულის 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქის, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ლ----------------------------–-----------–-–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის განაჩენით:
ბ--------- შ----- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა:
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, მსჯავრდებულ ბ--------- შ-----ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
მსჯავრდებულ ბ--------- შ-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 13 აპრილიდან 2018 წლის 1 მაისამდე.
მსჯავრდებულ ბ--------- შ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და მისთვის შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 5000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღადადებული ა------- შ-----ს (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ლ----------------–----–----------------–-----------–-–---–---------------------–----------------–--------------------–----------------–--------------------------------------------–-----------------------–------------------, უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს, განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული წალდი, რომელიც ინახება ლ--------ის რაიონული სამმართველოს ს-----ის განყოფილებაში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა განადგურდეს.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ--------- შ-----მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ??????????? ??????? ????????? ???????? 117 , 118 ? ან 120 ? ?????? გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
1987 წელს, ბ--------- შ-----მ ცოლად შეირთო მ---- შ-----, რომელთანაც იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების პერიოდში, ლ--------ის მუნიციპალიტეტის ღ--------–ის თემის სოფელ ო---------ში, 2016 წლიდან დღემდე, იგი სისტემატურად შეურაცხყოფდა მეუღლეს _ მ---- შ-----ს, რა დროსაც დაზარალებული განიცდიდა დამცირებას და სულიერ ტანჯვას. ასევე 2018 წლის 12 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათისათვის, ლ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ო---------ში, საცხოვრებელი სახლის გვერდით მდებარე დამხმარე შენობაში, ბ--------- შ-----მ მეუღლეს _ მ---- შ-----ს უმიზეზოდ, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა წალდით სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო 2018 წლის 13 აპრილს, 12:00 საათზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბ--------- შ-----მ, მ---- შ-----ს უმიზეზოდ კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომელიც გამოიხატებოდა დაზარალებულის ლანძღვა-გინებაში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა დამცირება და სულიერი ტანჯვა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--- მ-------ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ბ--------- შ-----სთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: სასამართლომ განაჩენის გამოტანისას სწორად არ შეაფასა მსჯავრდებულ ბ--------- შ-----ს პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, კერძოდ ის გარემოებები, რომ ბ--------- შ-----ს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა ოჯახში განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. მას ბოლო წლების განმავლობაში ცხოვრების წესად ჰქონდა ქცეული მეუღლის შეურაცხყოფა და დამცირება. შეურაცხყოფის, დამცირების და ძალადობის ძირითად მოტივს კი წარმოადგენდა საყოფაცხოვრებო საკითხზე უთანხმოება. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ბ--------- შ-----ს მხრიდან მეუღლის _ მ---- შ-----ს მიმართ აგრესიას, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას არაერთხელ ჰქონია ადგილი, მათ შორის, 2018 წლის 12 აპრილს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ბ--------- შ-----სთვის საკმარისი არ აღმოჩნდა მეუღლისთვის მრავალგზის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც მან მის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ბ--------- შ-----სთვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მის პიროვნებას და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რის გამოც მას უნდა დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულ მ---- შ-----ს გამოკითხვის ოქმით, მოწმეების _ ა------- შ-----ს, გ------- შ-----ს და კ-–---- შ-----ს გამოკითხვის ოქმებით, ბ--------- შ-----ს დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ბ--------- შ-----მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
სახელმწიფო ბრალმდებელმა _ ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--- მ-------ემ განაჩენი გაასაჩივრა სასჯელის ნაწილში და ითხოვა ბ--------- შ-----სთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რასაც სააპელაციო პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: ბ--------- შ-----ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენაში, მან პირველივე დაკითხვისას აღიარა ჩადენილი ქმედება და ითანამშრომლა გამოძიებასთან, მსჯავრდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, მათ შორის, არ არის ნასამართლევი და მისი წარსული არაფრითაა შებღალული. საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 07 მაისის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმადაც, დაზარალებულ მ---- შ-----ს არანაირი პრეტენზია არ აქვს ბ--------- შ-----სთან და თანახმაა მის მიმართ გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული მსუბუქი სასჯელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ბ--------- შ-----სთვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული (რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი) და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. აქედან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილი იყო მსჯავრდებულ ბ--------- შ-----ს მიმართ გამოეყენებინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლი და მისთვის დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად, სათანადო გამოსაცდელი ვადის დაწესებით.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის განაჩენი ბ--------- შ-----ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--- მ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის განაჩენი ბ--------- შ-----ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ბ--------- შ----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე_64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ--------- შ-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე_64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
5.მსჯავრდებულ ბ--------- შ-----ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2018 წლის 13 აპრილიდან 2018 წლის 1 მაისამდე.
6.პირობით მსჯავრდებულ ბ--------- შ-----ს ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს გურიის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7.მსჯავრდებულ ბ--------- შ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში მოიხსნას ბ--------- შ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების _ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ლ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ღ--------–ეში მდებარე, ა------- შ-----ს (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (სარეგისტრაციო მახასიათებლები: სარეგისტრაციო ზონა - ლ--------------------------------------------–-----------------------–-----------------1,5 000) ხუთი ათასი ლარის ფარგლებში დადებული ყადაღა და აღნიშნული უძრავი ქონება დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
8.ნივთიერი მტკიცებულებება _ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული წალდი, რომელიც ინახება ლ--------ის რაიონული სამმართველოს ს-----ის განყოფილებაში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.
9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/