განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2019
საქმის ნომერი
100100118002515840
ინსტანცია
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-524-2018წ.

(100100118002515840)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

28 სექტემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----- ზ---–ის ძე თ-------ის მიმართ, დაბადებული: 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 0----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. თბილისი, მ--------------------------------,აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ დ----- თ-------მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 05 მაისს, დაახლოებით 21 საათზე, სს „ს-------------------–-----------------------–---–------------------------“ მიმღებ განყოფილებაში, ქ. თბილისში, მ-------------------------------–-----------ში მცხოვრებმა დ----- თ-------მა, მარცხენა ხელის მაჯის და მარცხენა მხრის არეში ხელის რამოდენიმეჯერ დარტყმით, ასევე მარცხენა მკერდის არეში ჟურნალის ერთხელ დარტყმით, ცემა ამავე საავადმყოფოს მიმღები განყოფილების ექიმს ნ----- ჩ------ეს, რითაც ნ----- ჩ------ემ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის განაჩენით დ----- თ-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით) და სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 175 (ასსამოცდათხუთმეტი) საათის ოდენობით.

 

მსჯავრდებულ დ----- თ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო- გაუქმებულ--.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორი ი-–-- გ--–------- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ დ----- თ-------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა დ----- თ-------მა ძალადობრივი ქმედება მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე ექიმი ქალბატონის ნ----- ჩ------ის მიმართ განახორციელა. ქალის მიმართ ჩადენილი ძალადობის შემცველი ქცევები მიუთითებს მსჯავრდებულის აგრესიულობაზე და მის იმპულსურობაზე, რასაც მომავალში შესაძლოა სხვა უფრო მძიმე შედეგი მოჰყვეს. თავად დაზარალებული დ----- თ-------ის კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას ითხოვს. მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათიდან და საშიშროებიდან გამომდინარე მის მიმართ დანიშნული სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 175 საათის ოდენობით ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზანს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დ----- თ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ დ----- თ-------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის - ნ----- ჩ------ის, გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: თ-- ა------–---–-ს, რ---- მ--------ის, ა--- ღ--------–---–ის, ლ-- ბ---------ის, დ-------- მ--------ის, გ------- ჩ---------ის, მ-----– კ----–------–---–ის და გ--- ჩაფიჩაძის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ნ----- ჩ------ის სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ დ----- თ-------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ დ----- თ-------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-–-- გ--–-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

დ----- თ-------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით) და სასჯელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 175 (ასსამოცდათხუთმეტი) საათის ოდენობით.

 

დ----- თ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულ--.

 

განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულ დ----- თ-------ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე