განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100118002392931
საქმე №1/ბ-358-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 ივლისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ზ----- მ--------ის მიმართ (პირადი №3----------), დაბადებულის 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქის, დაუოჯახებელის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ო------------------------------–------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 მაისის განაჩენით:
ზ----- მ--------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 2 მარტის ეპიზოდი) _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ას ოცდაათი) საათის ვადით.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 5 მარტის ეპიზოდი) _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით მსჯავრდებულ ზ----- მ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ ზ----- მ--------ეს, პატიმრობაში ყოფნის ვადის _ 2018 წლის 5 მარტიდან 2018 წლის 22 მარტამდე _ გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 65 (სამოცდახუთი) საათის ვადით.
გაუქმდა მსჯავრდებულ ზ----- მ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო. განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 3 000 (სამი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღადადებული მ----- კ------ის (პ/ნ 3----------), მ------- მ--------ის (პ/ნ 3----------) და შ------- ფ--------–-–---–ის (პ/ნ 2----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 1700.00 კვ.მ., მდებარე ო------------------–----–----------------–------------–-------------------------------------, უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულ ზ----- მ--------ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება დაევალა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ----- მ--------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ??????????? ??????? ????????? ???????? 117 , 118 ? ან 120 ? ?????? გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
ო------------------–----–------ის სოფელ გ----------ში მცხოვრები ზ----- მ--------ე 2016 წლიდან, ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ, ვინაიდან, მამა _ მ------- მ--------ე უკრძალავდა სასმელის მიღებას, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა მას, რითაც მ------- მ--------ე განიცდიდა სულიერ ტანჯვას. 2018 წლის 02 მარტს, დაახლოებით 14:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზ----- მ--------ემ, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, განაწყენებულმა იმით, რომ მამამ _ მ------- მ--------ემ არ მიუტანა ალკოჰოლური სასმელი და არ მისცა ქუჩაში გადასვლის უფლება, იძალადა მასზე, კერძოდ, დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რის შემდეგაც ყელისა და წელის არეში მოუჭირა ხელი, რითაც მ------- მ--------ემ განიცადა სულიერი ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 05 მარტს, დაახლოებით 09:30 საათზე, ო------------------–----–------ის სოფელ გ----------ში მცხოვრებმა ზ----- მ--------ემ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, განაწყენებულმა იმით, რომ დედამ _ მ----- კ------ენ უარი უთხრა ალკოჰოლიური სასმელის მიტანაზე და არ მისცა ქუჩაში გადასვლის უფლება, იძლადა მასზე, კერძოდ, სწვდა მარცხენა ხელზე, შეაქანა და ძლიერად მოუჭირა ხელი, რითაც მ----- კ------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შ----- ჩ----ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ზ----- მ--------ისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: სასამართლომ განაჩენის გამოტანისას სწორად არ შეაფასა ბრალდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, კერძოდ, ის გარემოებები, რომ ზ----- მ--------ეს ბრალდება წარდგენილი აქვს ოჯახში მშობლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, რაც ითვალისწინებს ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მას ბოლო პერიოდში ცხოვრების წესად ჰქონდა ქცეული მშობლებზე ძალადობა, მათი სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რასაც ახორციელებდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი. იგი არის ალკოჰოლზე დამოკიდებული პირი, რისი მიღების შემდეგაც ხდება აგრესიული ოჯახის წევრების მიმართ. 2018 წლის 02 მარტს და 05 მარტს მხოლოდ იმ მიზეზით იძალადა მშობლებზე, რომ მათ უარი უთხრეს ალკოჰოლის მიღებაზე და შეეწინააღმდეგნენ ქუჩაში გადასვლაზე. ყოველივე ზემოაღნიშნული ბრალდებულის პიროვნების უარყოფით მახასიათებლებზე და იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ ზ----- მ--------ე არ არის კანონმორჩილი პირი და რომ არა სამართალდამცავთა მიერ ამ უკანასკნელის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტის აღკვეთა, შესაძლოა უფრო მძიმე შედეგი დამდგარიყო. ასეთი პიროვნების მიმართ კი ძირითადი სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულების _ მ------- მ---------ის და მ----- კ------ის გამოკითხვის ოქმებით; მოწმეების _ კ--- კ-------ის, ა-----– მ-----ის, მ----- კ------ის, ნ----- ხ----–--ის და შ------- ფ--------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით; ზ----- მ--------ის დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ზ----- მ--------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
რაც შეეხება აპელანტის უშუალო მოთხოვნას მსჯავრდებულ ზ----- მ--------ისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ვინაიდან, თავისუფლების აღკვეთის საპირწონე არის შეზღუდული თავისუფლება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, როდესაც და რამდენადაც ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს რა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.
მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებლად გაითვალისწინა რა ის გარემოება, რომ ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია, მათ შორის, არ არის ნასამართლევი, ზ----- მ--------ეს დაუნიშნა იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, პალატა მიზანშეუწონლად მიიჩნევს ზ----- მ--------ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის _ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3.ზ----- მ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 2 მარტის ეპიზოდი) _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ას ოცდაათი) საათის ვადით.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 5 მარტის ეპიზოდი) _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ზ----- მ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.
5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ ზ----- მ--------ეს, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2018 წლის 5 მარტიდან 2018 წლის 22 მარტამდე, ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 5 საათი და საბოლოოდ ზ----- მ--------ეს მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 65 (სამოცდახუთი) საათის ვადით.
6.ზ----- მ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად,განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში მოიხსნას ზ----- მ--------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, მ----- კ------ის (პ/ნ 3----------), მ------- მ--------ის (პ/ნ 3----------) და შ------- ფ--------–-–---–ის (პ/ნ 2----------) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, კერძოდ, ო------------------–----–------ის სოფელ გ----------ში მდებარე 1700 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №2-----------) 3000 ლარის ფარგლებში დადებული ყადაღა და აღნიშნული უძრავი ქონება დაუბრუნდეს მესაკუთრეებს.
7.მსჯავრდებულ ზ----- მ--------ისთვის სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება დაევალოს გურიის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/