განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2019
საქმის ნომერი
080100117002206970
ინსტანცია
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100117002206970

საქმე №1/ბ-89-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

23 თებერვალი, 2018 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი----- ა-------ის ძე ც------–--ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თერჯოლა, ქვედა ს--------ი;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ი----- ც------–--ემ ჩაიდინა ავტომობილის უსაფრთხოების წესების დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 08 ივნისს, დაახლოებით 20:20 საათზე თერჯოლის რაიონ სოფელ ს--------ში გამავალ თ---–------------–----–--ის სავტომობილო გზის 214-ე კმ-ზე, ი----- ც------–--ემ ,,RENALT’’-ის მოდელის სახელმწიფო ნომრით K------ ავტომობილით მოძრაობისას დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 32.1 მოთხოვნები, გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში და შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ MERSEDES BENZ მოდელის სახელმწიფო ნომრით T-------- მიკროავტობუსს, რომელსაც მართავდა პ----- შ-------ა, შედეგად პ----- შ-------ას მგზავრმა, ბ--–- კ------მ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 იანვრის განაჩენით ი----- ც------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, მასვე, 06 თვის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორი ქ------- თ--–-----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ცვლილება იქნეს შეტანილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 იანვრის განაჩენში და მსჯავრდებულ ი----- ც------–--ეს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი; სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულს სრულად არ აუნაზღაურა მიყენებული ზიანი და არ არის მასთან შერიგებული.

 

მსჯავრდებულს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ი----- ც------–--ის მიმართ უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ი----- ც------–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ბ--–- კ------ს ჩვენებით, მოწმეების: პ----- შ-------ას, მ-----– ხ----ის, ბ---- ც------–--ის ჩვენებებით, ავტო-ტექნიკური ექსპერტიზის №----- დასკვნით; სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით; სქემითა და ფოტოცხრილით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ი----- ც------–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით; განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სახის სასჯელი.

 

მსჯავრდებულ ი----- ც------–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილს, რომლის მიხედვითაც სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი სრულად არ აქვს ანაზღაურებული და არ არის მასთან შერიგებული, ასევე, სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების ხასიათს, საზოგადოებრივ საშიშროებას, გამოწვეული შედეგის სიმძიმეს და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელი, ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნევს, მსჯავრდებულ ი----- ც------–--ეს გაუმკაცრდეს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის, ჯარიმის ოდენობა და ამ მიმართებით ცვლილება შევიდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 იანვრის განაჩენში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ქ------- თ--–-----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 იანვრის განაჩენში შეტანილ იქნას ი----- ც------–--ის მიმართ საუარესო ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ი----- ც------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ი----- ც------–--ეს 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

ი----- ც------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - CD-R დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე