განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
სსაქმე №1/ბ-574-2018წ.
(010100118002502157)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა------ ა--–---- ძე ა--–--ის მიმართ, დაბადებული: 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული : ქ. ბათუმი, 9-------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, ლ-------------------------------------
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ა------ ა--–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 17 მაისს, დაახლოებით 11:40 საათზე, ქ.ბათუმში, ლ--------------------------------------ში ყოფნისას, ა------ ა--–--ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვან ალ.ა--–--ის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრს, მეუღლეს -ი----- ა--–--ეს, სახის არეში ხელების დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენით ა------ ა--–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ა------ ა--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა-–---------- ძ-------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ა------ ა--–--ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ლმობიერი. განაჩენი დანიშნული სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი და უსამართლო. სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, მოტივი და მიზანი, ასევე მსჯავრდებულის პიროვნება, რამაც გამოიწვია ისეთი სასჯელის გამოყენება, რაც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, წარდგენილი ბრალდების სიმძიმეს და ხასიათს. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში არ არის დასაბუთებული, თუ რატომ ჩათვალა სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება. მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - ახალი დანაშულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ა------ ა--–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ა------ ა--–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ი----- ა--–--ე ჩვენებით, მოწმეების - გ------ ტ------–--ის და ე-–--- შ-----–--ის ჩვენებებით, 2018 წლის 17 მაისის 0----- შემაკავებელი ორდერით, ქორწინების მოწმობით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ა------ ა--–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ა------ ა--–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-–---------- ძ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ა------ ა--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე.
ა------ ა--–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 17 მაისიდან - 2018 წლის 22 მაისამდე.
ა------ ა--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის განჩინებით, გირაოს უზრულნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა მოეხნას - ი----------------------------------------------–-----------–---------------------------------–----------------------------–-----–---------------------–---------------------------------------–---------------------------------------------------------------------------------–----------------–-----–--–-, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ ა------ ა--–--ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე