განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2019
საქმის ნომერი
100100118002315078
ინსტანცია
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 100100118002315078

№1/ბ-236-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10 მაისი, 2018 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - თეიმურაზ ს-----ე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ-----ბ გ------ის ძე თ-------ის მიმართ, დაბადებული 0--------- წელს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, პირადი № 5----------; ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა რ---ში, ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელი რ---ი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ზ-----ბ გ------ის ძე თ-------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 09 იანვარს დაახლოებით 2230 საათზე, ჭიათურის მუნციპალიტეტის სოფელ ზედა რ---ში, თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთ შეკამათების ნიადაგზე, ს------ო შ---–-–---–ი სცემა მისმა მეუღლემ ზ-----ბი თ-------მა, კერძოდ მოქაჩა თმებში და ხელი დაარტყა თავის არეში, რა დროსაც ს------ო შ---–-–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენით ზ-----ბი თ-------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64 მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 01 (ერთი) წელი;

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა საჩხერის რაიონული პროკურორის მოადგილის ფ-------- ს-----ის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის სანქციით გათვალისწინებული უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ზ-----ბ თ-------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების გ------ი თ-------ის, ლ--------------------------------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ბინაზე შემოწმების ოქმებით, თავად ბრალდებულ ზ-----ბი თ-------ის გამოკითხვის ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ ზ-----ბ თ-------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ ზ-----ბ თ-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ფ-------- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად:

ზ-----ბი თ-------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64 მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი.

მსჯავრდებულ ზ-----ბი თ-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 17 იანვრიდან 2018 წლის 24 იანვრის ჩათვლით - 08 (რვა) დღე;

მსჯავრდებულ ზ-----ბი თ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის განჩინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და მოეხსნას ყადაღა ე-–-----ი ლ----ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას,სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომლის საკადასტრო მონაცემებია: ს------------–--------------------------------------------------------------–------------------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო - სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 2260.00 კვ/მეტრი, მესაკუთრე: ე-–-----ი ლ----ე (პ/ნ 5----------); მისამართი: რაიონი ჭიათურა, სოფელი ნ-------თი.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე