განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100118002392925
საქმე №1/ბ-366-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ივლისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ბ---- მ-------–---–ის მიმართ (პირადი ნომერი – 4----------), დაბადებულის 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ჩ-------------------------------–--------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 მაისის განაჩენით:
ბ---- მ-------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და იმავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
გაუქმდა ბ---- მ-------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
მსჯავრდებულ ბ---- მ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2018 წლის 15 მარტიდან 2018 წლის 07 მაისამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ---- მ-------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ??????????? ??????? ????????? ???????? 117 , 118 ? ან 120 ? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
ბ---- მ-------–---–ი 2008 წლიდან არაეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ---- ქ-------ესთან. იგი 2010 წლის შემდეგ, თანაცხოვრების პერიოდში, ხშირ შემთხვევაში შვილის აღზრდით უკმაყოფილო, ხოლო ზოგჯერ სრულიად უმიზეზოდ, თავისი არასრულწლოვანი შვილების _ 2009 წელს დაბადებული მ------ მ-------–---–ისა და 2013 წელს დაბადებული ა-----------–---–ის თანდასწრებით, ძირითადად ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ქვემო ერკეთში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, სისტემატურად, თვეში რამდენჯერმე შეურაცხყოფდა და ამცირებდა თავის მეუღლეს მ---- ქ-------ეს, რაც გამოიხატებოდა ამ უკა---კნელის დედის მისამართით გინებით, აგრეთვე შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი სიტყვებით _ ,,ბოზო და ჩათლახო’’-თი სისტემატური მიმართვით, რაც დაზარალებულის მორალურ ტანჯვას იწვევდა. 2018 წლის 14 მარტს კი ფიზიკურადაც იძალადა მასზე, კერძოდ, 2018 წლის 14 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე, ჩ-------------------------------–--------ში, თავის საცხოვრებელ სახლში, თავისი შვილის _ ა-----------–---–ის მაგიდაზე დაჯდომით გაღიზიანებულმა ბ---- მ-------–---–მა, აგრესია კვლავ მ---- ქ-------ეზე გადაიტანა, კერძოდ, უსაყვედურა მას შვილების არასწორი აღზრდის გამო და თავისი არასრულწლოვანი შვილების, ა-----------–---–ისა და მ------ მ-------–---–ის თანდასწრებით უცენზურო სიტყვებით მიმართა მ---- ქ-------ეს, უწოდა ბოზი, ჩათლახი და უსინდისო. აღნიშნულზე ბავშვებმა დაიწყეს ტირილი. მ---- ქ-------ემ სცადა ატირებული შვილების დამშვიდება, რა დროსაც ბ---- მ-------–---–მა მას თავისი შვილების, ა--- და მ------ის თანდასწრებით, გაშლილი ხელი ჩაარტა თავის არეში, რამაც ამ უკა---კნელის ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა გამოიწია.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შ----- ჩ----ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და მსჯავრდებულ ბ---- მ-------–---–ისთვის ისეთი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: სასამართლომ განაჩენის გამოტანისას სწორად არ შეაფასა ბრალდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, კერძოდ, ის გარემოებები, რომ ბ---- მ-------–---–ს ბრალდება წარდგენილი აქვს ოჯახში განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, არასრულწლოვნის თანდასწრებით, რაც ითვალისწინებს ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მას ბოლო პერიოდში ცხოვრების წესად ჰქონდა ქცეული მეუღლეზე ძალადობა, მისი სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება. გარდა აღნიშნულისა, ბ---- მ-------–---–ი ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს და ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს განაჩენებით წარსულში არაერთხელ არის მსჯავრდებული საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ჩადენის ფაქტებზე, მაგრამ მან არ გააკეთა რა სათანადო დასკვნები წარსული ცხოვრებიდან, კვლავ გააგრძელა დანაშაულებრივი საქმიანობა და ჩაიდინა განზრახი დანაშაული. ამდენად, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის გააგრძელებს დანაშაულებრივ საქმიანობას. ამასთან, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ბ---- მ-------–---–ი საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას წარდგენილ ბრალდებაში თავს სრულად არ ცნობდა დამნაშავედ, რაც ასევე მისი პიროვნების უარყოფით მახასიათებელზე მიუთითებს. აპელანტის მოსაზრებით, ასეთი პიროვნების მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის პირობით მსჯავრად ჩათვლა ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას _ სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულ მ---- ქ-------ის ჩვენებებით, მოწმეების _ ს----- მ-------–---–ის და მ------ მ-------–---–ის ჩვენებებით, ბ---- მ-------–---–ის დაკავების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ბ---- მ-------–---–მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
სახელმწიფო ბრალმდებელმა _ ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შ----- ჩ----ემ განაჩენი გაასაჩივრა სასჯელის ნაწილში და ითხოვა ბ---- მ-------–---–ისთვის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა რეალურად მოსახდელად, რასაც სააპელაციო პალატა არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: ბ---- მ-------–---–ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან საქმის არსებითი განხილვის დროს თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, იგი ნასამართლობის არმქონეა და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი არც სხვა რაიმე გარემოება გააჩნია. საქმეში არსებული დაზარალებულ მ---- ქ-------ის გამოკითხვის ოქმებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, დასტურდება, რომ დაზარალებულმა მ---- ქ-------ემ ითხოვა ბ---- მ-------–---–ის მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენება და განაცხადა, რომ არ სურს მისი პატიმრობაში ყოფნა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ბ---- მ-------–---–ისთვის დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად 1 წლის გამოსაცდელი ვადით, წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული (რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი) და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. აქედან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილი იყო მსჯავრდებულ ბ---- მ-------–---–ის მიმართ გამოეყენებინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლი და მისთვის დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად, სათანადო გამოსაცდელი ვადის დაწესებით.
რაც შეეხება აპელანტის არგუმენტს, რომ ბ---- მ-------–---–ი წინათ არაერთხელ არის არის ნასამართლევი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩადენისათვის, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს, ბ---- მ-------–---–ს წინა ნასამართლობები გაქარწყლებული აქვს და ბოლო დანაშაულის ჩადენის დროს იგი ითვლებოდა ნასამართლობის არმქონედ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად კი, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, აკრძალულია სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების, მათ შორის, სასჯელის საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში იქნეს მიღებული გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა. შესაბამისად, დაუშვებელია განაჩენში რაიმე ფორმით აისახოს გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა, თუნდაც მსჯავრდებულის პიროვნებისა და წარსული ცხოვრების ზოგადად შეფასების კონტექსტში, ვინაიდან, იგი სწორედ სასჯელის საკითხის შეფასებას უკავშირდება და აღნიშნულზე ხაზგასმა, თუნდაც ირიბად, ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილს (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენი №322აპ-14 სისხლის სამართლის საქმეზე).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 მაისის განაჩენი ბ---- მ-------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 მაისის განაჩენი ბ---- მ-------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ბ---- მ-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4.მსჯავრდებულ ბ---- მ-------–---–ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2018 წლის 15 მარტიდან 2018 წლის 07 მაისამდე.
5.პირობით მსჯავრდებულ ბ---- მ-------–---–ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს გურიის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6.ცნობად იქნეს მიღებული, რომ ბ---- მ-------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებისთანავე, დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/