განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2019
საქმის ნომერი
100100118002313208
ინსტანცია
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 100100118002313208

№1/ბ-235-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10 მაისი, 2018 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა----- თ----------ის ძე დ------ის მიმართ, პირადი № 6----------, დაბადებული 0--------- წელს, საქართველოში, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები საჩხერის რაიონის, სოფელ მ-------ში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ა----- თ----------ის ძე დ------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117–ე, 118–ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------ში მცხოვრები ა----- დ------ე რეგისტრირეულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს მ--–--ო ბ-----–--ეს ეჭვიანობის ნიადაგზე სისტემატიურად აყენებდა შეურაცხყოფას, ხოლო 2018 წლის 28 იანვარს დაახლოებით 2200 საათზე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სახის და თავის არეში ხელის რამოდენიმეჯერ დარტყმით სცემა და თმებში ძლიერად მოქაჩა. ძალადობამ და სისტემატიურმა შეურაცყოფამ მ--–--ო ბ-----–--ის ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენით ა----- დ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სს კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 01 (ერთი) თვის ვადით, რაც სსკ-ს 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვით გამოსაცდელი ვადით. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 29 იანვრიდან 01 თებერვლის ჩათვლით - 04 (ოთხი) დღე.

მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-–-- გ--–------ის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის სანქციით გათვალისწინებული უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ა----- დ------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ მ--–--ო ბ-----–--ის გამოკითხვის, მოწმეების ნ----- და ლ-–-----------------------–- ბ-----–--ის გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 29 იანვრის დათვალიერების ოქმით, ფოტოტაბულით, ბრალდებულ ა----- დ------ის (2018 წლის 29 იანვრის) დაკავების ოქმით, 2018 წლის 29 იანვრის ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების დასკვნით, ალკოტესტით, 2018 წლის 30 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოტაბულით, 2018 წლის 31 იანვრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით (მ--–--ო ბ-----–--ის მიმართ), 2017 წლის 07 სექტემბრის ა----- დ------ის მიმართ შედგენილი შემაკავებელი ორდერით, თავად ა----- დ------ის გამოკითხვებით, ცნობებით ნასამართლობისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების შესახებ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ ა----- დ------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ ა----- დ------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-–-- გ--–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად:

ა----- დ------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 01 (ერთი) თვის ვადით, რაც სსკ-ს 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვით გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ ა----- დ------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 29 იანვრიდან 01 თებერვლის ჩათვლით - 04 (ოთხი) დღე.

მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მსჯავრდებულ ა----- დ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს ჯამბულ მემიაძეს (პ№61004040544) დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე