განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2019
საქმის ნომერი
080100117002191957
ინსტანცია
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100117002191957

საქმე №1/ბ-45-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

02 თებერვალი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე------ ნ---------ს ძე ჯ----ს მიმართ, დაბადებული: 1---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, არასრული საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: წ---–-----ოს რაიონი, სოფელი წ---–-----ო, მე-18 ქუჩა №22;

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ე------ ჯ----მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 5 ოქტომბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ. წ---–-----ოში, ბარათაშვილის ქ. №4-ში, სანატორიუმ ,,გ----–---–ი’’ მდებარე საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ე------ ჯ----მ ურთიერთშელაპარაკების დროს მეუღლის, მ------ მ--------–---–ის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, სახის არეში გაარტყა ხელი, რამაც დაზარალებულისათვის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის განაჩენით ე------ ჯ---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ------ ჩ-------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ცვლილება იქნეს შეტანილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის განაჩენში და მსჯავრდებულ ე------ ჯ----ს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი; ბრალდების მხარის მოსაზრებით, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი შეუსაბამოა მის მიმართ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან, პრევენციის მიზნით აუცილებელია აღნიშნულ ძალადობრივ დანაშაულზე მკაცრი რეაგირება.

 

მსჯავრდებულ ე------ ჯ----ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ------ ბ-------–ია წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ე------ ჯ----ს მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ე------ ჯ----ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ მ------ მ--------–---–ის ჩვენებით, მოწმეების: ზ----- ხ---------ის, გ------- ს---------ის ჩვენებით, არასრულწლოვანი მოწმის, მ-------–-----------ს ჩვენებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოცხრილით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ე------ ჯ----ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სახის სასჯელი;

 

ე------ ჯ----ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა გამოძიების დაწყებისთანავე აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მსჯავრდებულ ე------ ჯ----ს მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ ჩ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ე------ ჯ---- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ ე------ ჯ----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;

 

მსჯავრდებულ ე------ ჯ----ს მიმართ დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ე------ ჯ----მ.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე