განაჩენი

სისხლის სამართლის 02.07.2018
საქმის ნომერი
100100118002390092
ინსტანცია
თარიღი
02.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 100100118002390092

საქმე №1/ბ-331-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 ივლისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-–-- გ--–------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) დ----- ყ----–-–---–ის მიმართ (პირადი №5-----------, საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 1----–-–---------------- ჭ---------ში, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ჭ----------------–----–----------------–-–---------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განაჩენით:

 

დ----- ყ----–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 07 (შვიდი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მეორე ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 10 (ათი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით დ----- ყ----–-–---–ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 10 ( ათი) თვის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64–ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ დ----- ყ----–-–---–ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 08 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, სულ 9 (ცხრა) დღე.

 

მსჯავრდებულ დ----- ყ----–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა. განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის განჩინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და ყადაღისგან უნდა გათავისუფლდეს თ----- ს--------ის (პ/ნ 5-----------) საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონება _ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ჭ----------------–----–----------------–-–---------ში, საკადასტრო კოდით №3-----------.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----- ყ----–-–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 07 მარტს, დაახლოებით 23 საათზე, ჭ----------------–----–----------------–-–---------ში მცხოვრებმა დ----- ყ----–-–---–მა ოჯახური ძალადობის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს _ ფ---- ყ----–-–---–ს და დედას _ ლ---- ჯ--------ეს, კერძოდ, რამდენჯერმე სახის არეში დაარტყა ხელი ფ---- ყ----–-–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ხოლო რამდენჯერმე დაარტყა სახეში ხელი და დაარტყმევინა ხელის მაჯები რკინის საწოლზე ლ---- ჯ--------ეს, რა დროსაც ლ---- ჯ--------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 08 მარტს, დაახლოებით 9 საათზე, ჭ----------------–----–----------------–-–---------ში მცხოვრებმა დ----- ყ----–-–---–მა ოჯახური ძალადობის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს _ ფ---- ყ----–-–---–ს და დედას _ ლ---- ჯ--------ეს, კერძოდ, თავის საცხოვრებელ სახლში ხელები და ფეხი რამდენჯერმე დაარტყა სახისა და მუცლის არეში ფ---- ყ----–-–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ხოლო ხელი სახის არეში ამ უკანასკნელმა დაარტყა ლ---- ჯ--------ეს, რა დროსაც ლ---- ჯ--------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი-–-- გ--–------მა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ დ----- ყ----–-–---–ისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, რაც პირობითად არ იქნება ჩათვლილი, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, გასათვალისწინებელია ქმედების ხასიათი და საშიშროება. დ----- ყ----–-–---–მა 2018 წლის 7 მარტს და 8 მარტს, ძალადობრივი ქმედება ორი პირის, ორი ქალბატონის _ მეუღლის და დედის მიმართ სრულიად უმიზეზოდ ჩაიდინა, რაც მეტყველებს მსჯავრდებულის იმპულსურობაზე, მის არაკონტროლირებად ქცევასა და აგრესიულობაზე. მსჯავრდებულის ამგვარი ძალადობრივი ქმედებები ძლიერ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ტკივილს აყენებს მისივე ოჯახის წევრებს. აქედან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ დ----- ყ----–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელი, რაც ჩათვლილი იქნა პირობითად, ვერ იქნება მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციული.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, მათ შორის: ბრალდებულ დ----- ყ----–-–---–ის გამოკითხვის ოქმით; დაზარალებულების _ ფ---- ყ----–-–---–ის და ლ---- ჯ--------ის გამოკითხვის ოქმებით; მოწმე ი-----–- ტ-------ის გამოკითხვის ოქმით; №0----- და №0----- შემაკავებელი ორდერებით; დაკავების ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოტაბულით; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ დ----- ყ----–-–---–მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა _ საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი-–-- გ--–------მა განაჩენი გაასაჩივრა სასჯელის ნაწილში და ითხოვა დ----- ყ----–-–---–ისათვის თავისუფლების აღკვეთის რეალურად მოსახდელად დანიშვნა, რასაც სააპელაციო პალატა არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: დ----- ყ----–-–---–ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან პირველივე დაკითხვისას აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება და ითანამშრომლა გამოძიებასთან, იგი შერიგებულია დაზარალებულებთან. საქმეში წარმოდგენი-–-- დაზარალებულების _ ფ---- ყ----–-–---–ის და ლ---- ჯ--------ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები, რომლებშიც ისინი მიუთითებენ, რომ შერიგებულები არიან დ----- ყ----–-–---–თან, ცხოვრობენ ერთად და მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვთ. მსჯავრდებულ დ----- ყ----–-–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, მათ შორის, არ არის ნასამართლევი. საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულების _ ფ---- ყ----–-–---–ის და ლ---- ჯ--------ის გამოკითხვის ოქმებით დადგენი-–--, რომ დ----- ყ----–-–---–მა მათ 2018 წლის 7 მარტს და 8 მარტს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო სხვა დროს მას ოჯახის წევრებზე ფიზიკური ძალადობა არ განუხორციელებია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ დ----- ყ----–-–---–ისთვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული (რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი) და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. აქედან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილი იყო მსჯავრდებულ დ----- ყ----–-–---–ის მიმართ გამოეყენებინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლი და მისთვის დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად, სათანადო გამოსაცდელი ვადის დაწესებით.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განაჩენი დ----- ყ----–-–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-–-- გ--–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განაჩენი დ----- ყ----–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.დ----- ყ----–-–---–ი (პ/ნ 5----------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 07 (შვიდი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მეორე ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 10 (ათი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით დ----- ყ----–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 10 (ათი) თვის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64–ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

5.მსჯავრდებულ დ----- ყ----–-–---–ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2018 წლის 08 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით.

 

6.პირობით მსჯავრდებულ დ----- ყ----–-–---–ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს იმერეთის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

7.დ----- ყ----–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის განჩინებით თ----- ს--------ის (პ/ნ 5-----------) საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე _ ჭ----------------–----–----------------–-–---------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №3-----------) დადებული ყადაღა.

 

8.განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს იმერეთის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულ დ----- ყ----–-–---–ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/