განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-651-2018წ.
(080100118002474111)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ნოემბერი, 2018წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ----–- ლ------ ძე ლ-----ის მიმართ დაბადებული: 1----–-–-------------------, პირადი ნომერი: 5----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული წყალტუბოს რაიონი ს------–-----------, ფაქტობრივად მცხოვრები ქ.ქუთაისი, მ----–---------–--------------–-------,დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი), ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,აღწერილობითი ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
ნ----–- ლ-----ეს ბრალი დაედო დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, (02 ეპიზოდი). რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის მარტის თვის ბოლოს, ქუთაისი, მ----–----------–-----------------–-------------–- ნ----–- ლ-----ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან მეუღლეს თ----- ს-------ს, კერძოდ ფეხი დაარტყა ბეჭის არეში. დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 01 მაისს, ქუთაისი მ----–---------–----------------–-------------ში ნ----–- ლ-----ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა არასრულწლოვან მეუღლეს თ----- ს-------ს, კერძოდ, ხელი მოუჭირა კისრის არეში. დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განაჩენით ნ----–- ლ-----ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის მარტის თვის ბოლოს ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 01 მაისის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებში.
გამართლებულ ნ----–- ლ-----ეს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ------- ვ-----------ა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და ნ----–- ლ-----ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი). შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეფასა ერთობლიობაში, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდნენ ნ----–- ლ-----ის ბრალეულობას. სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ნ----–- ლ-----ის მიერ ძალადობის ჩადენის ფაქტს. კერძოდ: მოწმე ა---- მ--–--ის, დ----- ნ------ას და გ------ ო-------–--ის დაკითხვის ოქმები, დაზარალებულ თ----- ს------ის დაკითხვის ოქმი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლომ ნ----–- ლ-----ის მიმართ განაჩენის გამოტანისას, დაარღვია სისხლის სამართლის კანონმდებლობა, არ შეაფასა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რომლებიც გამოკვლეულ იქნა არსებით სხდომაზე და შესაბამისად არასწორად მოხდა ნ----–- ლ-----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
სამოტივაციო ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ თ----- ს------ის ჩვენების თანახმად, ნ----–- ლ-----ე იყო მისი მეუღლე, რომელსაც გაცნობიდან მეორე დღესვე გაჰყვა ცოლად და ორი თვე ცხოვრობდნენ ერთად. ერთი კვირა კარგად ექცეოდა. ამის შემდეგ კომპიუტერი გაუფუჭდა და მას დააბრალა, რის გამოც დაარტყა. შემდეგ დილას ვერ გააღვიძა და სამსახურში დააგვიანდა, რის გამოც გაშლილი ხელი დაარტყა. იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც დილას ერთი საათით ადრე გააღვიძა და ამის გამო ყელში მოუჭირა ხელი, რაც ეტკინა. ბოლო შემთხვევა გორის პარკში მოხდა, როდესაც ტელეფონის გაფუჭება დააბრალა და ხალხის თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაზედაც ინერვიულა და გონება დაკარგა, რა დროსაც სასწრაფო და პოლიცია გამოუძახებიათ, რომელთაც მოუყვა სიმართლე. ოჯახში ამ ძალადობის ფაქტებს სხვა არავინ შესწრებია, ვინაიდან ნ----–- შეურაცხყოფას იმ დროს აყენებდა, როდესაც დედამისი სახლში არ იყო. გ----------------- იგი გადაიყვანეს ბავშვთა სოფელში, საიდანაც გარკვეული პერიოდის შემდეგ მშობლებთან დაბრუნდა
მოწმის სახით დაკითხული პატრულ-ინსპექტორების ა---- მ--–--ის და დ----- ნ------ას ჩვენების თანახმად, შემთხვევის ადგილზე - ,,გ---–---–--------–-“ გამოცხადების შემდეგ დაზარალებულმა თ----- ს-------მ მათ განუმარტა, რომ მისმა მეუღლემ ნ----–- ლ-----ემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ცუდად გახდა. ასევე დაზარალებულმა მათ განუმარატა, რომ მასზე ფიზიკურად მეუღლე სხვა დროსაც ძალადობდა. აღნიშნულის შემდეგ დაზარალებული გადაიყვანეს ბავშვთა სოფელში.
მოწმის სახით დაკითხული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების თანამშრომლების ზ------ ჟ----–---–---ის და გ------ ო-------–--ის ჩვენებების თანახმად, შემთხვევის ადგილზე - 2018 წლის 05 მაისს ,,გ---–---–--------–-“ გამოცხადების შემდეგ დაზარალებულ თ----- ს-------მ მათ განუმარტა, რომ მისმა მეუღლემ ნ----–- ლ-----ემ აღნიშნულ პარკში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც იგი ცუდად გახდა. ასევე დაზარალებულმა მათ განუმარატა, რომ მეუღლე მასზე სხვადასხვა დროს ძალადობდა ფიზიკურადაც და სიტყვიერადაც. მათ აღნიშნულის შემდეგ დააკავეს ნ----–- ლ-----ე და გადაიყვანეს იზოლატორში. ისინი დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის რაიმე დაპირისპირებას არ შესწრებიან.
შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად, 2018 წლის 05 მაისს 20:48 საათზე ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების მორიგესთან მოქალაქე ი----- უ----–---სგან შევიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, ვ-–----–----–-- ქუჩაზე კულტურისა და დასვენების პარკში (გ---–---–ის პარკი) იყო უგონო მოქალაქე.
შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად 2018 წლის 05 მაისს 22:05 საათზე პატრულ-ინსპექტორ ა. მ--–--ისგან ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების მორიგესთან შევიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, ვ-–----–----–-- ქუჩაზე კულტურისა და დასვენების პარკში 2002 წელს დაბადებულ თ----- ს-------ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ 1996 წელს დაბადებულმა ნ----–- ლ-----ემ.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის მ------ ნ-----–--ის ჩვენებისა და მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 06.05.2018წ.13:20-13:30 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე თ----- ს-------ს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
სასამართლო - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის № 0-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სისხლის საქმის მასალებში არსებული მოწმეთა ჩვენებები არის ერთმანეთთან წინააღმდეგობრივ კავშირში, რის გამოც ნ----–- ლ-----ის ქმედებებში შეურაცხყოფის, დამცირებისა და შანტაჟის განხორციელების ფაქტების დადგენა, რომელიც გამოიწვევდა თ----- ს------ის ტანჯვას, შეუძლებელია. თ----- ს------ის ფსიქოლოგიური თავისებურებანი მოყვანილია ექსპერიმენტულ- ფსიქოლოგიურ კვლევით ნაწილში.
ბრალდებულმა ნ----–- ლ-----ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლოს განუმარტა, რომ 2017 წლის 28-29 დეკემბერს ფეისბუქ-ლაივის მეშვეობით გაიცნო თ----- ს-------. მიმდინარე წლის 7-8 თებერვალს ისინი სენაკში შეხვდნენ ერთმანეთს, ხოლო 13 მარტს მას შესთავაზა ცოლობა. მეორე დღეს შეხვდნენ ერთმანეთს ქალაქ ფ----–-----–------–-- და წამოიყვანა სახლში ქალაქ ქუთაისში. 16 თებერვალს ქუთაისში ჩამოვიდნენ თ-----ს მშობლები. ვინაიდან თ-----ს მამას გაცხადებული ჰქონდა პოლიციაში არასრულწლოვანი შვილის გათხოვების შესახებ, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განაჩენით გაასამართლეს 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირისათვის და მიუსაჯეს 3 წლით პირობითი მსჯავრი. თ-----სთან კონფლიქტი დაეწყო 12 აპრილიდან. კერძოდ, 9-10 აპრილს ისინი ჩასული იყვნენ სოფელ ქ---–---–- თ-----ს ოჯახში, საიდანაც წამოვიდნენ 12 აპრილს. მიკროავტობუსში თ-----მ დაუწყო საუბარი, რომ მის დედასთან ცხოვრება არ სურდა და სთხოვდა ცალკე გადასულიყვნენ საცხოვრებლად, რაზეც მან უარი უთხრა, რადგან დედას სხვა არავინ ჰყავდა და მარტო ვერ მიატოვებდა. 30 აპრილს დაიწყო მუშაობა პარკში. შემთხვევის დღეს, 5 მაისს დედას დაურეკა საჭმელი ამოეტანა მისთვის, თ-----მ უთხრა, რომ თავად ამოუტანდა. 16:00 საათზე პარკში მივიდა თ-----, რომელსაც შესთავაზა, რომ სამუშაოს დამთავრებამდე პარკში ესეირნა და თავი გაერთო ატრაქციონებზე თამაშით მის მეგობარ გ------- ჩ------თან ერთად. ცოტა ხანში გ-------მ უთხრა, რომ თ----- ცუდად გახდა ატრაქციონ „---–---------“ ჯდომის შემდეგ, რაც თ-----მაც დაუდასტურა - ცუდად ვარო. გ-------მ ვიღაცას ტელეფონით დაარეკინა სასწრაფოში. თ-----ს სახლშიც ხშირად უწუხდებოდა გული, რაზეც ექიმთანაც ყავდა მიყვანილი. მან გამოკითხა და შეიტყო, რომ თ----- სხვა ექიმის რჩევით გულყრის საწინააღმდეგოდ და დასაწყნარებლად სვამდა „დეპაკინს“, რაც ამ ექიმმა აუკრძალა, ენცეფალოგრამაც გადაუღეს და ეპილეფსია არ დაუდგინდა. მანამდე სახლში ორჯერ შეუწუხდა გული, სასწრაფო გამოიძახეს, რომელსაც პატრულიც მოჰყვა. ეს ფაქტი აპრილის თვეში მოხდა, ვიდრე მუშაობას დაიწყებდა. თ-----ს მიმართ არასდროს რაიმე ძალადობა არ გამოუყენებია, თუკი ძალადობას ჰქონდა ადგილი, მას შეეძლო ვინმესთვის მოეთხრო ამის შესახებ.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით ნ----–- ლ-----ის დამნაშავედ ცნობისათვის.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, ნ----–- ლ-----ის დამნაშავედ ცნობისათვის.
შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით ნ----–- ლ-----ის მსჯავრდება, რის გამოც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ------- ვ-----------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ნ----–- ლ-----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის მარტის თვის ბოლოს ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 01 მაისის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებში.
ნ----–- ლ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ნ----–- ლ-----ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულ ნ----–- ლ-----ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე მაკა გორგოძე