განაჩენი

სისხლის სამართლის 17.07.2018
საქმის ნომერი
060100118002386865
ინსტანცია
თარიღი
17.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 060100118002386865 საქმე №1/ბ-398-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 ივლისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–- შ---------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ტ------– ლ--------------ის მიმართ (პირადი ნომერი 1----------), საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 1----–-–------------–-, მცხოვრების ვ----------------------–----–-----ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განაჩენით:

 

ტ------– ლ--------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ტ------– ლ--------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ტ------– ლ--------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ ტ------– ლ--------------ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2018 წლის 24 თებერვლიდან 2018 წლის 01 მაისის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულ ტ------– ლ--------------ის ყოფაქცევაზე კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალა პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

მსჯავრდებულ ტ------– ლ--------------ეს დაევალა პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სკამი და იატაკის საწმენდი ჯოხი, რომლებიც ინახება შსს ვ---ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო შეშის ნაჭერი, რომელიც ასევე ინახება შსს ვ---ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ უნდა განადგურდეს.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ტ------– ლ--------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ვ----------------------–----–-----ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფ ტ------– ლ--------------ეს, დედობილთან _ 78 წლის შ----- ი----ესთან, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო, ყოფით საკითხთან დაკავშირებით მოუვიდა კონფლიქტი. მომხდარით განაწყენებულმა ტ------– ლ--------------ემ ლითონის სკამის, შეშის ნაჭრის, იატაკის საწმენდი ჯოხის სროლის და სხეულის სხვადასხვა ადგილებში მორტყმის გზით ძალადობა განახორციელა უმწეო მდგომარეობაში მყოფი შ----- ი----ის მიმართ, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ვ----------------------–----–-----ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ტ------– ლ--------------ე, მომხდარი კამათით განაწყენების ნიადაგზე, დედობილს _ 78 წლის შ----- ი----ეს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. შ----- ი----ეს ტ------– ლ--------------ის სიმთვრალის და უმწეო მდგომარეობაში ყოფნის გამო გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი-----–- შ---------ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ტ------– ლ--------------ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: ტ------– ლ--------------ის მიერ ჩადენილია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძალადობრივი დანაშაული _ ოჯახში ძალადობა, რა დროსაც დაზარალდა უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოხუცი. მის მიერ ჩადენილი მეორე დანაშაულიც უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის წინააღმდეგ არის მიმართული. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის, სასამართლომ კი განაჩენში მიუთითა, რომ მსჯავრდებულის მიმართ დამამძიმებელი გარემოება არ არსებობს და შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროსაც არ გაითვალისწინა აღნიშნული.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ შ----- ი----ის გამოკითხვის ოქმებით; მოწმეების _ ლ-–- ჯ---–----ის, გ------- კ-------ის და მ--------- ძ-----ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ტ------– ლ--------------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა _ სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი-----–- შ---------ემ განაჩენი გაასაჩივრა სასჯელის ნაწილში და ითხოვა ტ------– ლ--------------ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რასაც სააპელაციო პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე მსჯავრდებულის პიროვნებას.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: ტ------– ლ--------------ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენაში, მსჯავრდებულმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე აღიარა ჩადენილი ქმედება, იგი არ არის ნასამართლევი და მისი წარსული არაფრითაა შებღალული. საქმეზე ჩატარებული ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ტ------– ლ--------------ე დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში. დაზარალებულმა შ----- ი----ემ 2018 წლის 28 თებერვალს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც ითხოვა ტ------– ლ--------------ის მიმართ კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათის გამოყენება და მისი პატიმრობიდან გათავისუფლება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ტ------– ლ--------------ისათვის დანიშნული სასჯელი, წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული (რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი) და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. აქედან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილი იყო მსჯავრდებულ ტ------– ლ--------------ის მიმართ გამოეყენებინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლი და მისთვის დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად, სათანადო გამოსაცდელი ვადის დაწესებით.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ტ------– ლ--------------ისთვის სასჯელის დანიშვნისას სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებია ის გარემოება, რომ მან დანაშაული ჩაიდინა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ, სააპელაციო პალატა, რა თქმა უნდა, იზიარებს ბრალდების მხარის სულისკვეთებას, რომ დანაშაულის ჩადენა უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ მომეტებულად გასაკიცხია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე და 151-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების მაკვალიფიცირებელ გარემოებას, შესაბამისად, სასჯელზე გავლენას ვერ მოახდენს დამძიმების თვალსაზრისით, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განაჩენი ტ------– ლ--------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–- შ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განაჩენი ტ------– ლ--------------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ტ------– ლ--------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) _ თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) _ თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ტ------– ლ--------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

5.მსჯავრდებულ ტ------– ლ--------------ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2018 წლის 24 თებერვლიდან 2018 წლის 01 მაისის ჩათვლით.

 

6.პირობით მსჯავრდებულ ტ------– ლ--------------ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

7.მსჯავრდებულ ტ------– ლ--------------ეს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი და არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.

 

8.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სკამი და იატაკის საწმენდი ჯოხი, რომლებიც ინახება შსს ვ---ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო შეშის ნაჭერი, რომელიც ასევე ინახება შსს ვ---ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ განადგურდეს.

 

9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვ.დოლიძე