განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 100100117002138862
საქმე №1/ბ-18-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ---- გ---ს ძე მ--------ის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: საჩხერის მუნიციპალიტეტი, სოფელი ს---------ი.
აღწერილობითი ნაწილი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ვ---- მ--------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 29 სექტემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ს---------ში მცხოვრებმა, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ვ---- მ--------ემ, საყოფაცხოვრებო საკითხებზე შელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს - ნ----- პ--------ეს ჯოხი დაარტყა ტანზე, შემდეგ ორივე ხელით ძლიერად მოქაჩა თმებში და ასევე ფეხი დაარტყა მარცხენა ბარძაყის არეში, რის შედეგადაც ნ----- პ--------ეს მარცხენა თეძოს ფრთის მიდამოში და მარცხენა ბარძაყის გარეთა ზედაპირზე განუვითარდა სისხლნაჟღენთები, რაც მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენით ვ---- მ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა 01 წლითა და 06 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით 01 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ ვ---- მ--------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 29 სექტემბრიდან 2017 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორი ი-–-- გ--–------- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ცვლილება იქნეს შეტანილი საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენში და მსჯავრდებულ ვ---- მ--------ეს განესაზღვროს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც პირობით არ იქნება ჩათვლილი. ბრალდების მხარის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენი-–-- ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, გასათვალისწინებელია ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ხასიათი. მსჯავრდებულის ქმედებით გამოწვეული ზიანის შესატყვისი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნაა, რაც პირობით არ იქნება გამოყენებული და გონივრული პროპორციული საშუალება იქნება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად.
მსჯავრდებულს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი:
3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ვ---- მ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ვ---- მ--------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ნ----- პ--------ის დაკითხვის ოქმით, არასრულწლოვანი მოწმეების: თ------ მ--------ის, ვ----– მ--------ის, ზ-------- მ--------ის და გ---–- მ--------ის დაკითხვის ოქმებით, მოწმეების: თ-------ე ც---–---ის, ბ---- მ---------ის, ა-----– შ--------ის, თ----- მ--------ის დაკითხვის ოქმებით, ალკოჰოლური შემოწმების დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, თანდართული ფოტოტაბულით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ვ---- მ--------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სახის სასჯელი;
მსჯავრდებულ ვ---- მ--------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხის მგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, უმუშევარია, სოციალურად დაუცველია, კმაყოფაზე ჰყავს 6 არასრულწლოვანი შვილი და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობით, გამოსაცდელი ვადით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მსჯავრდებულ ვ---- მ--------ის მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-–-- გ--–-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბერის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ვ---- მ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ვ---- მ--------ეს, სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 29 სექტემბრიდან 2017 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით - 14 (თოთხმეტი) დღე.
მსჯავრდებულ ვ---- მ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და გათავისუფლდეს ყადაღისაგან თ---------- მ-------–---–ის (პ-------------), გ---–----ი მ-------–---–ის (პ-------------); დ-------- მ-------–---–ის (პ-------------); ც-–---- მ-------–---–ის (პ-------------); ლ---- მ-------–---–ის (პ-------------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წ-----–---ში, საკადასტრო კოდით 3------------
განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულ ვ---- მ--------ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხის ჯოხი, რაც დალუქული სახით ინახება საჩხერის შსს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე