განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100118002293938
№1/ბ-403-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი, 2018 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
პროკურორის - შ----- ჩ----ის
ადვოკატის - მ-------- გ---------ის
მსჯავრდებულის - ნ--- ხ-–-------ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ--- მ-----ის ძე ხ-–-------ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი №3----------, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ოზურგეთი, სოფელი თ------–-ში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ--- ხ-–-------მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით 2000 საათზე სანადირო ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ნ--- ხ-–-------ი, რომელსაც სახე ნაწილობრივ დაფარული ჰქონდა საწვიმარი ლაბადის "კაპიშონით", ყაჩაღურად თავს დაესხა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, ცენტრალური საავტომობილო გზის პირას მდებარე სასურსათო მაღაზიას, რა დროსაც მოახდინა რა ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირება, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მაღაზიის მფლობელს ჯ---–----ა თ--------ძე - ტ------ეს მოსთხოვა ნავაჭრი თანხის მისთვის გადაცემა. თანხის მიცემაზე უარის მიღების შემდეგ, თოფი მიმართა ჯ---–----ა თ--------ძე-ტ------ისაკენ და კვლავ სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვა ფულადი თანხის მისთვის გადაცემა. ნ--- ხ-–-------ის მიერ განხორციელებული ქმედებით შეშინებულმა ჯ---–----ა თ--------ძემ-ტ------ემ დაიწყო კივილი, რა დროსაც ნ--- ხ-–-------მა, ვინაიდან შეექმნა ხმაურზე მოქალაქეების შეკრების საფრთხე, დატოვა მაღაზია და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ნ--- ხ-–-------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ნ--- ხ-–-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 აპრილის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნული და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით შეცვლილი ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 600 (ექვსასი) ლარი და საბოლოოდ, ნ--- ხ-–-------ს, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ნ--- ხ-–-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 27 დეკემბრიდან.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის შ----- ჩ----ის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ნ--- ხ-–-------ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებას.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ შ----- ჩ----ეს რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ ნ--- ხ-–-------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - მ-------- გ---------ეს, რომლებიც არ დაეთანხმნენ სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ნ--- ხ-–-------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, შეტყობინებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოილუსტრაციით, დადგენილებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის ჩატარების შესახებ და ნ--- ხ-–-------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, დადგენილებით ჯ---–----ა თ--------ძე-ტ------ის დაზარალებულად ცნობის შესახებ და მისი დაკითხვის ოქმებით, ჯ---–----ა თ--------ძე-ტ------ის მონაწილეობით ნივთიერი მტკიცებულების გახსნის, დათვალიერების და ამოცნობის ოქმებით, ფოტოილუსტრაციით, მ----- ლ----ის კუთვნილი ქურთუკის ამოღების ოქმით, მოწმეების: რ-------------–-------------------–------------–-------------------–--------------------------–---–-------------–---------ას ჩვენებებით, ნ--- ხ-–-------ის დაკავების ოქმით, ნ--- ხ-–-------ისაგან ნიმუშის აღების ოქმით, ნ--- ხ-–-------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ფოტოილუსტრაციით, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულ ნ--- ხ-–-------ის მიერ ყაჩაღობა ჩადენილია სადგომში უკანონო შეღწევით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 5 მარტის № 1531აპ გადაწყვეტილებით განმარტებულია, რომ ბრალდების ფორმულირებიდან უნდა ამოირიცხოს სადგომში უკანონო შეღწევა, თუ მაღაზია მუშაობდა და ნებისმიერ პირს თავისუფლად შეეძლო იქ შესვლა, მაღაზიაში შესვლა არ მომხდარა მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ და რაიმე სახის წინააღმდეგობის გადალახვით.
მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სადგომში უკანონოდ შეღწევის ფაქტი, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული. დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენის დროს სასურსათო მაღაზია იყო ღია, მუშაობდა და ნებისმიერ პირს თავისუფლად შეეძლო იქ შესვლა. მსჯავრდებულ - ნ--- ხ-–-------ს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის პროცესში მაღაზიაში შესვლისას, დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ რაიმე დაბრკოლების გადალახვა არ განუხორციელებია. შესაბამისად პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ნ--- ხ-–-------ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირების თაობაზე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, 1978 წლის 18 იანვარი, განაცხადი N 5310/71, § 161).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
მსჯავრდებულ ნ--- ხ-–-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად:
ნ--- ხ-–-------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ნ--- ხ-–-------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 აპრილის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნული და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით შეცვლილი ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 600 (ექვსასი) ლარი და საბოლოოდ, ნ--- ხ-–-------ს, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ნ--- ხ-–-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ნ--- ხ-–-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან - 2017 წლის 27 დეკემბრიდან.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
მ-----ი ლ----ის კუთვნილი ქურთუკი, რომელიც ინახება ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს მ-----ი ლ----ეს.
ერთლულიანი სანადირო თოფი, რომელიც ინახება ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
ნ--- ხ-–-------ის კუთვნილი ერთი წყვილი სპორტული კედი, საწვიმარი ლაბადა და სპორტული შარვალი, რომლებიც ინახება ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ნ--- ხ-–-------ის ოჯახის სრულწლოვან წევრს.
დაქტილოფირები, რომლებიც ინახება ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში შენახულ იქნას საქმესთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე