განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 110100118002344955
საქმე №1/ბ-265-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ფ-------- მ-------ის მიმართ (პირადი №2----------), საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 1----–-–-----------, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების თ--------–--------------------–-------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განაჩენით:
ფ-------- მ-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად.
–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ფ-------- მ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
ფ-------- მ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო, გაუქმდა. შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გაუქმდეს თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის №12/1-2018 განჩინებით ე-–--- გ--–--ის (პ/ნ 2----------), ზ------ მ-------ის (პ/ნ 2----------), ნ-----–- მ-------ის (პ/ნ 2----------), ნ---- მ-------ის (პ/ნ 2----------), ფ-------- მ-------ის (პ/ნ 2----------) საერთო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა, მდებარე თ--------–--------------------–-------–-, საკადასტრო კოდით №3-----------.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, ფ-------- მ-------ეს დაეკისრა მოვალეობა პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალა პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფ-------- მ-------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა ძალადობა (სხვაგვარი ძალადობა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 11 იანვარს, საღამოს საათებში, თ--------–--------------------–-------–-, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფ-------- მ-------ემ განაწყენების ნიადაგზე ხის ჯოხი დაარტყა თავის არეში საკუთარ ძმას – ა------ მ-------ეს, რომელსაც ასევე რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავისა და სახის არეში, რის შედეგადაც ა------ მ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2018 წლის 11 იანვარს, საღამოს საათებში, თ--------–--------------------–-------–-, ფ-------- მ-------ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა------ მ-------ემ და ფ-------- მ-------ემ ერთმანეთს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ვითარების განმუხტვის შემდეგ, ადგილზე მივიდა ა------ მ-------ის მეუღლე – მ----- მ-------ე, რომელსაც ფ-------- მ-------ემ განაწყენების ნიადაგზე მუშტი დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც მ----- მ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვ------- ნ------ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ფ-------- მ-------ის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და საშიშროების გათვალისწინებით, მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: სასამართლომ ჯეროვნად არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მისგან გამოწვეული შედეგი, კერძოდ, ფ-------- მ-------ემ ძალადობრივი ქმედება განახორციელა ორი ადამიანის მიმართ, მათ შორის, ერთ-ერთი მისი ძმაა. ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და საშიშროების, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის არსებული კონფლიქტი ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული, არსებობს დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელების მაღალი რისკი, რომლის აღსაკვეთადაც აუცილებელია მკაცრი სასჯელის გამოყენება, რაც გახდება ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების მყარი გარანტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულების – ა------ მ-------ის და მ----- მ-------ის ჩვენებებით; მოწმეების – მ--- ჩ-------ის, ი---- ჩ-----ს, მ------- კ---------ის, ლ-------- კ---------ის, ი----- კ--------ის, მ------ მ–---–----ის, გ------- გ-------–-–---–ის, ვ------ გ----–--ის და გ-- გ----------ის ჩვენებებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და ფოტოცხრილით; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ფ-------- მ-------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
სახელმწიფო ბრალმდებელმა _ ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვ------- ნ------ემ განაჩენი გაასაჩივრა სასჯელის ნაწილში და ითხოვა ფ-------- მ-------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით, რასაც სააპელაციო პალატა არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: ფ-------- მ-------ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენაში, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება. დადგენილია, რომ მსჯავრდებული 2008 წლიდან არის მეორე ჯგუფის ინვალიდი და იღებს პენსიას. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია, მათ შორის, არ არის ნასამართლევი და მისი წარსული არაფრითაა შებღალული. დაზარალებულმა ა------ მ-------ემ, რომელიც მსჯავრდებულის ძმაა, გამოძიების ეტაპზე დაკითხვისას აღნიშნა, რომ არ სურს ფ-------- მ-------ის მიმართ მკაცრი ზომების გამოყენება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ფ-------- მ-------ისათვის დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, იგი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ამდენად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განაჩენი ფ-------- მ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განაჩენი ფ-------- მ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ფ-------- მ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.
–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ფ-------- მ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე_64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
5.ფ-------- მ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუქმდეს თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის №12/1-2018 განჩინებით თ--------–--------------------–-------–- მდებარე (საკადასტრო კოდით №3-----------), ე-–--- გ--–--ის (პ/ნ 2----------), ზ------ მ-------ის (პ/ნ 2----------), ნ-----–- მ-------ის (პ/ნ 2----------), ნ---- მ-------ის (პ/ნ 2----------) და ფ-------- მ-------ის (პ/ნ 2----------) საერთო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა.
6.პირობით მსჯავრდებულ ფ-------- მ-------ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7.მსჯავრდებულ ფ-------- მ-------ეს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/