განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2019
საქმის ნომერი
060100118002480702
ინსტანცია
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 060100118002480702

საქმე №1/ბ-590-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- მ--------ს ძე მ-------–---–-ს მიმართ, დაბადებული: 197- წლის 21 ა-----–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 1----------, მცხოვრები: ვანი, სოფელი ზ---------,აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ------- მ-------–---–მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასაწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 05 მაისს, დაახლოებით 10:00 საათზე, ვანის რაიონის სოფელ ზ--------ში მდებარე თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში გ------- მ-------–---–ს ქალაქ ქუთაისში, დედასთან წასვლის გამო, შვილთან, 15 წლის მ------ მ-------–---–თან მოუვიდა კონფლიქტი. აღნიშნულით განაწყენებულმა გ------- მ-------–---–მა არასრულწლოვან მ------ მ-------–---–ს სახის არეში ორჯერ დაარტყა ხელი, რის შემდეგაც მოქაჩა თმებში. გ------- მ-------–---–-ს ქმედების შედეგად მ------ მ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განაჩენით გ------- მ-------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ------- მ-------–---–ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 35 საათი და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 165(ასსამოცდახუთი) საათის ოდენობით.

 

გ------- მ-------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი ი-----–- შ---------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ გ------- მ-------–---–-ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი სასჯელის ნაწილში არ არის კანონიერი. მსჯავრდებულ გ------- მ-------–---–-ს მიერ ჩადენილია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძალადობრივი დანაშაული, ოჯახში ძალადობა. აღნიშნული დანაშაულის მაღალი მაჩვენებელი კი მეტყველებს იმაზე, რომ მუხლით გათვალისწინებული ყველაზე მსუბუქი სასჯელის უმდაბლესი ზომის გამოყენება ვერ იქნება ზოგადი პრევენციული როლის მატარებელი. განაჩენი სასჯელის დანიშვნის ნაწილში არის დაუსაბუთებელი და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილ სასჯელის მიზნებს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ------- მ-------–---–-ს მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ------- მ-------–---–-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მ------ მ-------–---–-ს, ზ--- მ-------–---–-სა და გ------- მ-------–---–-ს გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ გ------- მ-------–---–-ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ გ------- მ-------–---–-ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-----–- შ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

გ------- მ-------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ------- მ-------–---–ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 35 საათი და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 165(ასსამოცდახუთი) საათის ოდენობით.

 

გ------- მ-------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს გ---- გ---–--–--ეს (პ/ნ 5----------), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) 5000 ( ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულება მ------ მ-------–---–-საგან ამოღებული ,,აიფონის’’ მარკის მობილური ტელეფონი და ნ---- მ-------–---–-საგან ამოღებული სამსუნგის მარკის მობილური ტელეფონი, რომლებიც ინახება შსს ვანის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე