განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2019
საქმის ნომერი
080100118002449725
ინსტანცია
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-518-2018წ.

(080100118002449725)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 სექტემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----- გ-------ს ძე ს---–---–-ს მიმართ, დაბადებული: 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 5----------- ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: გორი, სოფელი მ----–-----------

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ დ----- ს---–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ორი პირის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 19:20 საათზე, სამტრედიაში, ა----–-----–------------ დ----- ს---–---–მა ,,დ---------------- მოდელის სახელმწიფო ნომრით ZZ-015-AA ავტომობილით მოძრაობისას დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32.1- ,,მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით, როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით და 32.9-,,მარცხნივ მოხვევისას ან გზაჯვარედინის მიღმა მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას...“ მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, განახორციელა მარჯვნიდან მარცხნივ მოხვევის მანევრი, გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში და დეჯახა ,,ნ------------“ მოდელის სახელმწიფო ნომრით F-------- ავტომობილს, რასაც ი-----–- დ----ე მართავდა. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მძღოლმა-ი-----–- დ----ემ და მისმა მგზავრმა- ზ------ ბ-----–--ემ მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებანი.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 ივნისის განაჩენით დ----- ს---–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, მასვე 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა საქმიანობის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორი ქ------- თ--–-----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 ივნისის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ დ----- ს---–---–-ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი დანიშნული სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი და უსამართლო. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულს არ ჰქონია მისწრაფება აენაზღაურებინა დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანი და შერიგებოდა მათ, უფრო მეტიც, დ----- ს---–---–ს საერთოდ არ აუნაზღაურებია ი-----–- დ----ისათვის და ზ------ ბ-----–--ისათვის მიყენებული ზიანი და არ არის შერიგებული. ასევე მსჯავრდებული ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით. ამდენად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელით ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დ----- ს---–---–-ს მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ დ----- ს---–---–-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების -ი-----–- დ----ისა და ზ------ ბანძელაზის ჩვენებებით; მოწმე ქ------- ც-–--–---–-ს ჩვენებით; შეტყობინებებით; ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის დათვალეირების ოქმით, სქემით და ფოტოსურათებით, ზეპირი გასაუბრების შესახებ ოქმით, ავტომობილის დათვალიერბეის ოქმით და ფოტოსურათებით, დ----- ს---–---–-ს სისხლის ნიმუშის აღების ოქმით; ავტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ დ----- ს---–---–-ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ დ----- ს---–---–-ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორის ქ------- თ--–-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

დ----- ს---–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, მასვე, 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას საქმიანობის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება

 

საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:

- ,,ნ------------“ მოდელის სახელმწიფო ნომრით ,,R--------“ ავტომობილი და ,,დ---------------- მოდელის სახელმწიფო ნომრით ,,ZZ-015-AA” ავტომობილი, რომლებიც მოთავსებულია შპს ,,ი------------“-ის ავტოსადგომზე - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეთ კანონიერ მესაკუთრეებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.

 

- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მინისა და პლასტმასის ნატეხები #01 პაკეტიNN--------- (ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებაში) - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

- 02 ცალი CD-R დისკი, რომლებიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს მასში საქმის შენახვის ვადით.

 

დ----- ს---–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმებულია.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე