განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2019
საქმის ნომერი
820100118002284074
ინსტანცია
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100118002284074

№1/ბ-343-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

31 ივლისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

პროკურორის - ა---- მ-------ას

მსჯავრდებულის - ჯ----– თ----------ის

ადვოკატის - ლ-–- რ-------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჯ----– ა-----–ის ძე თ----------ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი ნომერი: 3----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე რეგისტრირებული: ოზურგეთი, სოფელი ნ-------ა; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, ო---–-–---–--------ში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ დაადგინა, რომ ჯ----– თ----------ემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

ჯ----– თ----------ე სამშენებლო ბოძების მოტყუებით დაუფლებისა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გაეცნო შპს ,,დ---ის“ დირექტორ თ------ ნ---–--ეს, შევიდა მასთან ნდობაში და დაარწმუნა ეს უკანასკნელი, რომ ქ. ბათუმში, ა--–----------- ბინა №14-ში მშენებლობისათვის ესაჭიროებოდა ლითონის 100 (ასი) ცალი სამშენებლო ბოძი, აღნიშნულის შემდეგ ჯ----– თ----------ესა და შპს ,,დ---ს’’ შორის 2017 წლის 11 თებერვალს, გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება ერთი თვის ვადით, რა დროსაც ჯ----– თ----------ემ შპს ,,დ---ის’’ კუთვნილი ლითონის სამშენებლო ბოძები ნაცვლად ხელშეკრულებაში მითითებული მისამართისა გადაიტანა ფრიდონ ხალვაშის გამზირი №69ა-ში და მართლსაინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითიც შპს ,,დ---ს’’ მიაყენა 2200 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის განაჩენით ჯ----– თ----------ე ცნობილი იქნა დ--ნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 04 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ჯ----– თ----------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

ჯ----– თ----------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 25 დეკემბრიდან.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჯ----– თ----------ის ინტერესების დ--ცველმა ადვოკატმა - ლ-–- რ-------ემ, ბრალდების მხარე არ ხდიდა სადაოდ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ჯ. თ----------ე სწორედ გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე დაეუფლა შპს „დ--“-ის კუთვნილ 100 ცალ სამშენებლო დგარს. ამასთან აპელანტის მოსაზრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებო ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ სამშენებლო დგარები ჯ. თ----------ის მართლზომიერ მფლობელობაში გადავიდა და მისი ქმედება არ შეიცავს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს.

ქმედების თაღლითობად კვალიფიკაციისათვის აუცილებელია ის გარემოება, რომ დ--ნაშავე ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებად იყენებდეს მოტყუებას, რომელიც წინ უნდა უსწრებდეს ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. მოცემულ შემთხვევაში კი სახეზეა წმინდა სამოქალაქო სამართლებრივი, სახელშეკრულებო ურთიერთობა.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო საჩივრის ავტორმა მოითხოვა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯ. თ----------ის გამართლება.

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, მსჯავრდებულ ჯ----– თ----------ეს და მისი ინტერესების დ--ცველ ადვოკატს - ლ-–- რ-------ეს, რომლები დაეთანხმნენ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.

პროკურორს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

შპს ,,დ---ის“ დირექტორის, თ------ ნ---–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 11 თებერვალს ჯ----– თ----------ემ შპს ,,დ---ისგან“ იქირავა 100 ცალი სამშენებლო დგარი ერთი თვის ვადით, რისთვისაც წინასწარ გადაიხადა 250 ლარი, ერთი თვის ქირავნობის თანხა. ჯ.თ----------ეს აღნიშნული ბოძები, ხელშეკრულების თანახმად უნდა განეთავსებინა ქ. ბათუმში, ა. აბაშიძის ქ.№46, ბინა - 14-ში, მაგრამ ნაცვლად აღნიშნული მისამართისა განათავსა ქ. ბათუმში ფრ. ხალვაშის გამზირზე, ფსიქიატრიული საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სამშენებლო ობიექტზე, რაც მან გაასხვისა და აღნიშნული ქმედებით შპს ,,დ--ს” მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

2017 წლის 11 თებერვლის იჯარის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ჯ----– თ----------ესა და შპს ,,დ---ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ჯ----– თ----------ემ შპს ,,დ--”-ისაგან სამშენებლო სამუშაოების წარმოებისთვის 30 დღის ვადით იქირავა 100 ცალი ლითონის ბოძი, რომლის საიჯარო ქირაც აღნიშნული ვადით შეადგენს 250 ლარს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2017 წლის 31 აგვისტოს ექსპერტიზის №გ------ დასკვნის თანახმად, 2017 წლის 11 თებერვლის იჯარის ხელშეკრულებაზე ჯ----– თ----------ის გვარის გასწვრივ არსებული ხელმოწერები შესრულებულია ჯ----– თ----------ის მიერ.

მოწმე ა---------– თ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 11 თებერვალს ჯ----– თ----------ემ შპს ,,დ---ის" კუთვნილი ლითონის 100 ცალი ბოძი მას გადასცა ზ------ ქ-------ის მიერ მისგან წაღებული ლითონის ბოძების სანაცვლოდ, მოწმის განმარტებით, იგი ჯ----– თ----------ემ დაარწმუნა, რომ ეს ბოძები შეძენილი ჰქონდა ოზურგეთში, თითო 20 ლარად.

მოწმე ზ------ ქ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან ა---------– თ---------ისგან ნაქირავები დგარები გაყიდა, ვინაიდან მისი შვილი ავად იყო და საჭირო გახდა ქ. თბილისში გადაყვანა, ხოლო საჭირო თანხა ვერ იშოვა. ახალი დგარების შეძენასა და მევალისთვის უკან დაბრუნებაში დახმარება მას ჯ----– თ----------ემ შესთავაზა, რომელმაც უთხრა, რომ 12 ლარად შეიძენდა აღნიშნულ დგარებს. მოწმის განმარტებით ჯ----– თ----------ემ მას გამოართვა 1200 ლარი და ამ თანხის სანაცვლოდ ა---------– თ----------ეს მიუტანა 100 ცალი დგარი.

დათვალიერების ოქმით და ნივთმტკიცებად დართული 100 ცალი ბოძით, დგინდება, რომ ჯ----– თ----------ის მიერ ა---------– თ---------ისთვის ზ------ ქ-------ის მიერ ნაქირავები ლითონის ბოძების, ე.წ. დგარების ნაცლად გადაცემული 100 ცალი ლითონის ბოძი მარკირებულია წარწერით შპს ,,დ---ის".

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2017 წლის 24 აგვისტოს ექსპერტიზის №3---- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი 100 ცალი სამშენებლო დგარი-დომკრატის საბაზრო ღირებულება მათი ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს 2200 ლარს.

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ ჯ----– თ----------ეს თაღლითობა არ ჩაუდენია, ვინაიდან იგი იჯარის ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე მართლზომიერად დაეუფლა შპს ,,დ--”-ის კუთვნილ 100 ცალ სამშენებლო დგარს. აპელანტის მოსაზრებით ქმედების თაღლითობად კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, რომ დ--ნაშავე ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებად იყენებდეს მოტყუებას, რომელიც წინ უნდა უსწრებდეს ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია წინააღმდეგობაშია საქმეზე გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან, კერძოდ:

პალატა განმარტავს, რომ ობიექტური მხრივ თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს, ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალება ამ დროს არის მოტყუება, რომლის დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულება. მოტყუება, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის თაღლითობის დანაშაულის შემადგენლობაში და მის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს. ამასთან, თაღლითობა განზრახი დანაშაულია და დ--ნაშავეს წინასწარ აქვს გაცნობიერებული მისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი.

მოტყუება ეს არის ჭეშმარიტების განზრახ დ--ახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. მოტყუება შეიძლება გამოიხატოს როგორც აქტიურ, ისე პასიურში ქმედებაში. მოტყუების ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევაში დ--ნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი და სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქო სამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში.

მოცემულ საქმეზე აშკარაა, რომ ჯ----– თ----------ეს წინასწარი განზრახვა ჰქონდა მოტყუებით დაუფლებოდა შპს ,,დ--”-ის კუთვნილ 100 ცალ სამშენებლო დგარს, რაც გამოიხატა იმაში, რომ იჯარის ხელშეკრულება ჯ----– თ----------ესა და შპს ,,დ---ს” შორის დაიდო 2017 წლის 11 თებერვალს და სწორედ იმავე დღეს გადასცა ჯ----– თ----------ემ შპს ,,დ---ის" კუთვნილი ლითონის 100 ცალი ბოძი ა---------– თ---------ეს, მისგან ზ------ ქ-------ის მიერ წაღებული ლითონის ბოძების სანაცვლოდ, ხოლო ზ------ ქ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ჯ----– თ----------ემ, მას გამოართვა 1200 ლარი და ამ თანხის სანაცვლოდ ა---------– თ----------ეს მიუტანა 100 ცალი დგარი.

პალატის მოსაზრებით საქმეში არსებული ერთმანეთთან შეთანხმებული და დ--აჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა აშკარად უთითებს ჯ----– თ----------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენას, რომელიც საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დაფუძნებულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე. აღნიშნული ვლინდება მხარეთა მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესშიც, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, წარადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებები. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე ად--იანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (d) პუნქტით, რომლის თანახმად, ყოველ პირს, ვისაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უფლება აქვს, დაკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხიოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით და ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულმა ჯ----– თ----------ემ ჩაიდინა თაღლითობა, ე. ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით.

ად--იანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ად--იანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ად--იანის ამ ფუნდ--ენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, 1978 წლის 18 იანვარი, განაცხადი N 5310/71, § 161).

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი დასაბუთებულია თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ჯ----– თ----------ის ინტერესების დ--ცველი ადვოკატის ლ-–- რ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

ჯ----– თ----------ე ცნობილი იქნეს დ--ნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 04 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ჯ----– თ----------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

ჯ----– თ----------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 25 დეკემბრიდან.

მსჯავრდებულ ჯ----– თ----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ - 100 ცალი სამშენებლო დგარი-დომკრატი და გაცემის წიგნი, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე