განაჩენი

სისხლის სამართლის 25.05.2018
საქმის ნომერი
110100118002324667
ინსტანცია
თარიღი
25.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100118002324667

საქმე №1/ბ-248-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 მაისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) რ---- ა------–---–ის მიმართ (პირადი №1----------), დაბადებულის 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ზ------------------------------–---------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის განაჩენით:

 

რ---- ა------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე_64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, რ---- ა------–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

რ---- ა------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ რ---- ა------–---–ს დაევალა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრდებულ რ---- ა------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალა პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; იმავე სამსახურს დაევალა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლის განხორციელება.

 

ნივთიერი მტკიცებულება _ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოები CD-R დისკზე, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ---- ა------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში: რ---- ა------–---–ი ქორწინებაში იმყოფება ნ---- ხ----–--ესთან. ისინი ერთად ცხოვრობენ ქ-------------–--------------------–-. მათთან ერთად ცხოვრობს ნ---- ხ----–--ის არასრულწლოვანი შვილი ბ--- ხ----–--ე. 2018 წლის 1 იანვარს, დაახლოებით 16:00 საათზე, რ---- ა------–---–მა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების გამო სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თავისი მეუღლის – ნ---- ხ----–--ის მამას, ხ------- ხ----–--ეს, ძლიერად შეანჯღრია ეს უკანასკნელი და ორჯერ ჩაარტყა მუშტი ზურგის არეში, რის გამოც ხ------- ხ----–--ე წავიდა სახლიდან, ხოლო ნ---- ხ----–--ე გავიდა მეზობელთან. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბინაში დაბრუნებულ ნ---- ხ----–--ეს, რ---- ა------–---–მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც თმაში ძლიერად მოქაჩა და ექვსჯერ ჩაარტყა მუშტი ზურგის არეში. თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად ნ---- ხ----–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ამ ყოველივეს შეესწრო ნ---- ხ----–--ის არასრულწლოვანი შვილი ბ--- ხ----–--ე.

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---- ს-----ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ რ---- ა------–---–ის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და საშიშროების გათვალისწინებით, მისთვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება და საჩივრის საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, მათ შორის _ ბრალდებულ რ---- ა------–---–ის აღიარებითი ჩვენება, დაზარალებულ ნ---- ხ----–--ის ჩვენება, მოწმეების: ფ-------- გ------–--ის, ც-–---- ხ----–--ის, ნ---- დ---–---–--ს და ხ------- ხ----–--ის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა რ---- ა------–---–მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა _ ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---- ს-----ემ განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვა რ---- ა------–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რასაც სააპელაციო პალატა არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ რ---- ა------–---–ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს შემწეობას, ოჯახის დამატებით შემოსავალს წარმოადგენს რ---- ა------–---–ის მიერ კერძო სამუშაოებიდან მიღებული შემოსავალი. საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებულ ნ---- ხ----–--ის და მოწმე ხ------- ხ----–--ის (დაზარალებულის მამის) ჩვენებებით დადგენილია, რომ რ---- ა------–---–ის მიერ 2018 წლის 01 იანვარს ჩადენილი ფიზიკური ძალადობა მეუღლის მიმართ იყო პირველი შემთხვევა და მანამდე მას ოჯახის წევრებზე ძალადობა არ განუხორციელებია.

 

რაც შეეხება პროკურორის მიერ საჩივარში მითითებულ იმ გარემოებას, რომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშია მისაღები რ---- ა------–---–ის წარსული ნასამართლობა, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ რ---- ა------–---–ს ბოლო დანაშაულის ჩადენის დროს ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა, რის გამოც აპელანტის ზემოაღნიშნული არგუმენტი ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნას, რომლის მიხედვით, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, აკრძალულია სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების (მათ შორის, სასჯელის) საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში იქნეს მიღებული გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა. შესაბამისად, დაუშვებელია მოსამართლემ რაიმე ფორმით განაჩენში ასახოს გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა, თუნდაც მსჯავრდებულის პიროვნებისა და წარსული ცხოვრების ზოგადად შეფასების კონტექსტში, ვინაიდან, იგი სწორედ სასჯელის საკითხის შეფასებას უკავშირდება და აღნიშნულზე განაჩენში ხაზგასმა, თუნდაც ირიბად, ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2015 წლის 25 თებერვლის №322აპ-14 განაჩენი).

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით რ---- ა------–---–ისთვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის განაჩენი რ---- ა------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ზესაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის განაჩენი რ---- ა------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.რ---- ა------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, რ---- ა------–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

5.რ---- ა------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია.

 

6.პირობით მსჯავრდებულ რ---- ა------–---–ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება, ასევე მსჯავრდებულისათვის დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

7.მსჯავრდებულ რ---- ა------–---–ს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

8.ნივთიერი მტკიცებულება – შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოები CD-R დისკზე, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.

 

9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/