განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 110100118002435235
საქმე №1/ბ-740-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21დეკემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ------ გ-------ს ძე წ--------–ის მიმართ დაბადებული: 197- წლის 04 თ--------–ს, პირადი ნომერი: 2----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები თერჯოლის რაიონი, სოფელი გ---------ი, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,აღწერილობითი ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
ზ------ წ--------–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 10 აპრილს, დაახლოებით 10:00 საათზე, თერჯოლის რაიონის სოფელ ბ-----–------ში (გ---------ში), საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფ ზ------ წ--------–ს, სიმთვრალის გამო უსაყვედურა მეუღლემ - ი----- ა--–---მ, რის გამოც გაბრაზებულმა ზ------ წ--------–მა, რამდენჯერმე დაარტყა ხელი ი----- ა--–---ს სახის არეში, ასევე, თმებში მოკიდა ხელი და ორჯერ დაარტყმევინა თავი მაგიდის ზედაპირზე. აღნიშნული ქმედებით, ი----- ა--–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით ზ------ წ--------–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
ზ------ წ-------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი ვ------- ნ-----ძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და ზ------ წ--------–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გონივურ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ზ------ წ--------–ის მიერ დანაშაულის ჩადენას. კერძოდ მოწმეების რ---------------–----------------------–---–-- ჩვენებები. მოცემულ შემთხვევაში საქმის გაანალიზების შედეგად ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ზ------ წ--------–ის მიერ განხორციელებული ძალადობა თავისი ხასიათით დაზარალებულში ობიექტურად გამოიწვევდა ტკივილს. იმ ფაქტს რომ ზ------ წ--------–ის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად ი----- ა--–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ადასტურებს სამედიცნო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ი----- ა--–--- უჩიოდა ტკივილს მუხლის მიდამოში, რაც თავისივე განმარტებით იყო მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგი. აღნიშნული დადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-- გ----------ემ.
სამოტივაციო ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა ი----- ა--–---მ და მოწმე გ------- წ--------–მა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ხოლო ბრალდებულმა ზ------ წ--------–მა, უარი განაცხადა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მოწმის სახით დაკითხული ნ------- ა--–--ის ჩვენების თანახმად, ზ------ წ--------–ი არის მისი სიძე, ქალიშვილის - ი----- ა--–--ის ქმარი. ზ------ი და ი----- ქორწინებაში იმყოფებიან ექვსი წელია და ცხოვრობენ თერჯოლის რაიონის სოფელ გ---------ში. 2018 წლის 10 აპრილს, დაურეკა შვილმა, ი----- ა--–---მ, თხოვა მასთან ჩასვლა, რადგან ზ----მა დალია და აღნიშნულის გამო იყო ანერვიულებული. მოწმის ნ. ა--–--ის განმარტებით აღნიშნულის საფუძველზე, მან დარეკა 112-ში და ითხოვა დახმარება. როცა მისი შვილი ი----- ნახა, მას დაზიანება არ აღენიშნებოდა. მოწმემ განმარტა, რომ ცემის შესახებ მას გამომძიებლისათვის არ უთქვამს, ვინაიდან აღნიშნულის შესახებ არ იცოდა.
მოწმის სახით დაკითხულ ნ---- მ------–---–ის ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს თერჯოლის რაიონის სოფელ გ---------ში, ზ------ წ-------–ის მეზობლად. 2018 წლის 10 აპრილს იმყოფებოდა სახლში. მასთან მივიდა ი----- ა--–---, რომელმაც სთხოვა ტელეფონზე დარეკვა. ი-----მ დაურეკა დედამისს და უთხრა, რომ ზ------ წ--------–ი იყო ნასვამ მდგომარეობაში, ეჩხუბებოდა მას და დედას სთხოვა მასთან ჩასვლა. ასევე, სთხოვა მამის და ძმის ჩაყვანა.
მოწმის სახით დაკითხული რ----- ს--------–--ის ჩვენების თანახმად, ის მუშაობს თერჯოლის რაიონული სამმართველოს ნახშირღელეს პოლიციის განყოფილებაში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 10 აპრილს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიღებული იქნა ინფორმაცია ოჯახური ძალადობის შესახებ. აღნიშნულის საფუძველზე, გამოცხადდნენ თერჯოლის რაიონის სოფელ გ---------ში, სადაც, მისამართზე დახვდათ ნასვამ მდგორმარეობაში მყოფი ზ------ წ--------–ი და ი----- ა--–---. ამ უკანასკნელს შუბლზე აღენიშნებოდა დაზიანება. აღნიშნულის საფუძველზე, მოახდინეს ზ------ წ-------–ის დაკავება და გადაყვანა სამმართველოში. დაკავებულს განემარტა მისი უფლებები.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა თერჯოლის რაიონული სამმართველოს ნახშირღელეს პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ზ------ კ--------ემ.
მოწმის სახით დაკითხულ ბ------ ს---–------ის ჩვენების თანახმად. იგი მუშაობს თერჯოლის რაიონული სამმართველოს ნახშირღელეს პოლიციის განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. 2018 წლის 10 აპრილს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც დაიწყო გამოძიება ზ------ წ-------–ის მიმართ, ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მის მიერ დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობდა თერჯოლის რაიონის სოფელ გ---------ში.
მოწმის სახით დაკითხულ კ------- ნ--------ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს თერჯოლის რაიონული სამმართველოს ნახშირღელეს პოლიციის განყოფილებაში უფროსის თანამდებობაზე. იყო ზ------ წ-------–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა დაზარალებული და მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები, ბრალი წარუდგინდა ზ.წ--------–ს და გაუცვალა მტკიცებულებები. განახორციელა სხვა საპროცესო მოქმედებები და გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცის ზ.წ-------–ის მიმართ.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების N--------- დასკვნით დასტურდება, რომ ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად ზ------ წ--------–ს დაუდგინდა საშუალო ხარისხის ალკოჰოლური თრობა. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ------ ჭ--–-–---–მა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 1---------წ. 17:32-17:40სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ი----- ა--–---ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევის სახით (შუბლის მიდამოში მარცხნივ აღენიშნება უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით: 7.5X0.3სმ). დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-- გ----------ემ.
2018 წლის 10 აპრილის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილი, სადაც მოხდა ი----- ა--–--ის ცემა, მდებარეობს თერჯოლის რაიონის სოფელ გ---------ში და წარმოადგენს ი----- ბ----------ისა და ზ------ წ-------–ის საცხოვრებელ სახლს.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით ზ------ წ--------–ის დამნაშავედ ცნობისათვის.
სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულ ი----- ა--–---ს სასამართლოსათვის არ მიუცია ჩვენება, ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც სარწმუნო იქნებოდა და დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. რაც შეეხება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დასტურდება ი----- ა--–--ის მიმართ დაზიანებების არსებობა, არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან არ არსებობს იმის შესახებ სხვა რაიმე მტკიცებულება კონკრეტულად თუ ვინ და რა ვითარებაში მიაყენა აღნიშნული დაზიანება ი----- ა--–---ს
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, ზ------ წ--------–ის დამნაშავედ ცნობისათვის. მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ და შესაბამისად სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულბას შეაფასებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას. მართალია კანონით გათვალისწინებული წესით დასაშვებია გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნებაც, თუმცა ასეთი მტკიცებულებები თავისი სარწმუნოობის ხარისხით და სხვა შემავსებელი მტკიცებულებების გარეშე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნების სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, არ გამორიცხა გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ თვითმხილველი მოწმეები გამოძიების ეტაპზე აძლევდნენ ჩვენებას და შესაბამისად ამ ჩვენებების შემავსებელ მტკიცებულებებად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა არათვითმხილველი მოწმეების ჩვენებებიც, ეს სრულ შესაბამისობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, მაგრამ როცა თვითმხილველი მოწმეები ჩვენებას აღარ აძლევენ სასამართლოში კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოსთვის შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ არაპირდაპირი მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებზე დაყრდნობით.
როცა ასეთი გარემოებებია და პრაქტიკაც აჩვენებს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის ოჯახის წევრები ხშირად ამბობენ ჩვენების მიცემაზე უარს, ბრალდების მხარე ვალდებულია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით შეკრიბოს ის მტკიცებულებები, რომლებიც პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას უტყუარად დაადასტურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სახელმწიფო, საგამოძიებო და სასამართლო რესურსების ფუჭი ხარჯვის შემდეგ შესაძლებელია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩეს, ხოლო მისი განმეორებით ჩადენის რისკის გათვალისწინებით კი უგულველყოფილია სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულება!
შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით ზ------ წ--------–ის მსჯავრდება, რის გამოც ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ------- ნ-----ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ზ------ წ--------–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
ზ------ წ-------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს; შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუქმდეს, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის N--------- განჩინებით, ზ------ წ-------–ის (პ/ნ 2-----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (საკადასტრო კოდით N------------);
გამართლებულ ზ------ წ--------–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის დავალიერების დროს გადაღებული ფოტო-სურათები CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე მაკა გორგოძე