განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100118002262765
№1/ბ-179-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 აპრილი, 2018 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ------- ა-----ის ძე ბ-----ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი №6----------, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, მცხოვრები: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ა---–--------–-------------–- ქ. მე-10 ჩიხი №4-ში
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
კ------- ბ-----ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ა---ის პირველი ჩიხი N4-ში, მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კ------- ბ-----ემ, არასრულწლოვანი შვილის, თ-----ა ბ-----ის თანდასწრებით, თავის არეში ხელის დარტყმით ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის ნ---- ბ-----ის მიმართ, რამაც ძლიერი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენით კ------- ბ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----- ხ------–---–ის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ კ------- ბ-----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ნ---- ბ-----ის ჩვენებით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 ნოემბრის №0-------- დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ კ------- ბ-----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ კ------- ბ-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის დ----- ხ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად:
კ------- ბ-----ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გაუქმდეს მსჯავრდებულ კ------- ბ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა.
კ------- ბ-----ეს სასჯელის მოხდილ ვადაში აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 29 ნოემბრიდან 2018 წლის 14 თებერვლის ჩათვლით.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე დართული კ------- ბ-----ის ხელწერილი - დაერთოს საქმეს სს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე