განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 060100118002423411
საქმე №1/ბ-48--2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 სექტემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ---- ტ--------ის ძე ჩ------–---ის მიმართ დაბადებული: 198- წლის 12 ი------ს, პირადი ნომერი: 5----------, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები ხონის რაიონი სოფელი ა---––--ი, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,,ბ“ ქვეპუნქტით, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,აღწერილობითი ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
დ---- ჩ------–---ს ბრალი დაედო არასრუწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ჯამრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯამრთელბის ხანმოკლე მოშლით. რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 04 თებერვალს, დაახლოებით 10:00 საათზე, დ---- ჩ------–---მა, საყოფაცხოვრებო საკითხებზე ურთიერთშელაპარაკებისას, ხონის რაიონის სოფელ ა---––--ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ხელი კისერში წაუჭირა და მუშტით თავის არეში დარტყმით ცემა მეუღლე ო-–--- ქ-----ა, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განაჩენით დ---- ჩ------–---ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.
დ---- ჩ------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი ი-----–- შ---------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და დ---- ჩ------–---ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვისას კონფლიქტში მონაწილე მხარეებმა და კონფლიქტის თვითმხილველმა მოწმეებმა გამოიყენეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. სახელმწიფო ბრალდებამ დ---- ჩ------–---ის სისხლის სამართლის საქმეზე, დოკუმენტების სახით შეკრიბა და სასამართლოს წარუდგინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობა. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო და სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმეში წარგდენილ მტკიცებულებებს, კერძოდ, მოწმე ზ------ ლ---------–---ის ჩვენებას, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ექსპერტების მ------ ნ-----–--ის და ა---- ტ-----–--ის ჩვენებებს.
სამოტივაციო ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმე არასრულწლოვანმა მ-----– ჩ------–---მა და ო-–--- ქ-----ამ ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - დ---- ჩ------–---ის მიმართ.
მოწმის სახით დაკითხულ ზ------ ლ---------–---ის ჩვენების თანახმად, ის ცხოვრობს ხონის რაიონის სოფელ ა---––--ში. დ----- ჩ------–---ი არის მისი მეზობელი. 2018 წლის 4 თებერვალს, მივიდა დ----- ჩ------–---თან, რომელიც მას უნდა დახმარებოდა ტრაქტორით. დ----- იყო ჭიშკართან და უთხრა, რომ ტანსაცმელს გამოიცვლიდა და წაყვებოდა. დ. ჩ------–---ი შევიდა სახლში. რამოდენიმე ხანში სახლიდან შემოესმა ხმაური. ამ დროს სახლიდან გამოვიდა დ. ჩ------–---ის უფროსი შვილი მ-----– ჩ------–---ი, რომელმაც დაუძახა, მოდი მამიკო უტყამს დედიკოსო. როდესაც იგი მივიდა, დ----- ოთახიდან გამოდიოდა. ო-–--- ლოგინზე იყო წამოწოლილი და ტიროდა. მან დ----- გამოიყვანა ეზოდან და წავიდნენ თავიანთ საქმეზე. მის კითხვაზე თუ რა მოხდა, დ-----მ უპასუხა, რომ პირუტყვი არ იყო გაშვებული და ამიტომ იკამათა მეუღლესთან. ამის შემდეგ დ----- წავიდა სახლში და მას შემდეგ არ უნახავს. მას ო. ქ-----ასთვის არ უკითხავს და არც მას უთქვამს რა მოხდა.
მოწმის სახით დაკითხულ შსს ხონის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელის რ---- კ--–-----–---–ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 4 თებერვალს, სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე დ---- ჩ------–---ის მიერ მეუღლის ო-–--- ქ-----ას ცემის ფაქტზე. საქმეს აწარმოებდა ლ-–- ო-------ა. მას პირადად დაევალა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა. შეისწავლა ო. ქ-----ას ჩვენება და გამოიტანა დადგენილება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რაც გადააგზავნა ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში.
ბრალდებულმა დ---- ჩ------–---მა ისარგებლა მისის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ მ------ ნ-----–--ის ჩვენების და მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N----------ის ასლი) მონაცემებისა: მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით მოქ. ო-–--- ქ-----ას 04.02.18წ. 14:48 – 150 სთ-ზე ჩაუტარდა პირადი გასინჯვა და დაუდგინდა: სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთისა და ნაჭდევის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში) თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ევექსის ხონის N1 ჰოსპიტალის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N----ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა (ნომერი არ აქვს) ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 0---------წ.) მონაცემებისა: მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით მოქ.ო-–--- ქ-----ამ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 0---------წ. 16:10 სთ-ზე საიდანაც გაეწერა იმავე დღეს დიაგნოზით: ქალა-ტვინის დახურული ტრამვა. თავის ტვინის შერყება. არტერიული ჰიპერტენზია. მწვავე ბრონქიტი. საშვილოსნოს ფიბრომიომა. ამავე სამედიცინო დოკუმენტის ჩანაწერების თანახმად მას ასევე აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა კონიუქტივაზე. ექსკორიაციები სახეზე, ჰემატომა ტავის არეში.
დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მოუშლელად.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ა---- ტ-----–--ის ჩვენების და მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სხვა ექსპერტებთან ერთდ, გამომძიებელ ლ. ო-------ას დადგენილების საფუძველზე ჩაატარა ექსპერტიზა დ. ჩ------–---ის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, როგოც შემთვევისას, ასევე ექსპერტიზის ჩატარების მომენტისათვის. დაუდგინდა შეზღუდული შერაცხადობა. მისივე განმარტებით, მეუღლის ცემის თაობაზე ინფორმაცია, რაც ჩაწერილია დასკვნაში, მათ კლინიკური კვლევისას მიაწოდა თავად დ. ჩ------–---მა. დ---- ჩ------–---ს აღენიშნება პარანოიდულ-პერსონოლოგიური აშლილობა (კოდ F60.0; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით) ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა პარანოიდულ-პერსონოლოგიური აშლილობა და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლსაწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკურიმდგომარეობით შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის იგი არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვისგანხორციელებას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იგი შეიძლება წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით დ---- ჩ------–---ის დამნაშავედ ცნობისათვის.
სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულ ო-–--- ქ-----ას სასამართლოსათვის არ მიუცია ჩვენება, ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც სარწმუნო იქნებოდა და დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. რაც შეეხება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დასტურდება ო-–--- ქ-----ას დაზიანებების არსებობა, არ არის საკმარის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან არ არსებობს იმის შესახებ სხვა რაიმე მტკიცებულება კონკრეტულად თუ ვინ და რა ვითარებაში მიაყენა აღნიშნული დაზიანება ო-–--- ქ-----ას.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, დ---- ჩ------–---ის დამნაშავედ ცნობისათვის. მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ და შესაბამისად სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულბას შეაფასებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას. მართალია კანონით გათვალისწინებული წესით დასაშვებია გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნებაც, თუმცა ასეთი მტკიცებულებები თავისი სარწმუნოობის ხარისხით და სხვა შემავსებელი მტკიცებულებების გარეშე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნების სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, არ გამორიცხა გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ თვითმხილველი მოწმეები გამოძიების ეტაპზე აძლევდნენ ჩვენებას და შესაბამისად ამ ჩვენებების შემავსებელ მტკიცებულებებად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა არათვითმხილველი მოწმეების ჩვენებებიც, ეს სრულ შესაბამისობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, მაგრამ როცა თვითმხილველი მოწმეები ჩვენებას აღარ აძლევენ სასამართლოში კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოსთვის შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ არაპირდაპირი მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებზე დაყრდნობით.
როცა ასეთი გარემოებებია და პრაქტიკაც აჩვენებს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის ოჯახის წევრები ხშირად ამბობენ ჩვენების მიცემაზე უარს, ბრალდების მხარე ვალდებულია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით შეკრიბოს ის მტკიცებულებები, რომლებიც პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას უტყუარად დაადასტურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სახელმწიფო, საგამოძიებო და სასამართლო რესურსების ფუჭი ხარჯვის შემდეგ შესაძლებელია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩეს, ხოლო მისი განმეორებით ჩადენის რისკის გათვალისწინებით კი უგულველყოფილია სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულება!
შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით დ---- ჩ------–---ის მსჯავრდება, რის გამოც სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–- შ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი:
დ---- ჩ------–---ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.
გაუქმდეს დ---- ჩ------–---ის მიმართ ხონის მაგისტრატი სასამართლოს მიერ 2018 წლის 07 თებერვალს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს თანხა 4000 (ოთხი ათასი) ლარი, რომელიც შეტანილია საქართველოს ბანკში (ბანკის კოდი B-------) აღსრულების ეროვნულ ბიუროს N G--------------------- ანგარიშზე განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს თ-------- ხ--–---- (პ/ნ.5----------).
განემარტოს გამართლებულ დ---- ჩ------–---ს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე მ. გორგოძე