განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002257502
საქმე №1/ბ-201-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 აპრილი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გ---–- ტ-------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) მ----- ღ--------ის მიმართ (პირადი №5----------), დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების წ---–--------------------------–-----–-----–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის 12 ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 მარტის განაჩენით:
მ----- ღ--------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გაუქმდა მ----- ღ--------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
მ----- ღ--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2017 წლის 12 დეკემბრიდან 2018 წლის 02 მარტის ჩათვლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ მ----- ღ--------ეს დაეკისრა მოვალეობა პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალა პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ----- ღ--------ემ ჩაიდინა სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში: მ----- ღ--------ე სისტემატურად სცემდა თავის მეუღლეს _ ა------ ლ---–----ეს, კერძოდ, 2017 წლის ნოემბრის თვის ბოლო რიცხვებში, ქ---------–------------------------------------–- მდებარე სახლში მან იძალადა მეუღლეზე, ა------ ლ---–----ეზე (სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი), რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტანჯვა. 2017 წლის დეკემბრის დასაწყისში, ასევე თავის საცხოვრებელ სახლში, მ----- ღ--------ემ ა------ ლ---–----ეს ძლიერად მოქაჩა თმები, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია. ასევე, 2017 წლის 12 დეკემბერს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქ---------–----------–---–--------–- მდებარე სასტუმროს ეზოში მ----- ღ--------ემ ა------ ლ---–----ეს ხელი მოუჭირა ყელში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა გ---–- ტ-------ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და მ----- ღ--------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა. წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნულია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მ----- ღ--------ის მიმართ გამოიყენა მინიმალური სასჯელი, რაც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას _ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულს კვლავ გააჩნია პრეტენზია ბრალდებულის მიმართ.
სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულმა მ----- ღ--------ემ წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც მიუთითა, რომ საჩივრის ავტორის აპელირება, თითქოს, დაზარალებულს პრეტენზია გააჩნია მის მიმართ, არის უსაფუძვლო, ვინაიდან, არ არსებობს აღნიშნულის დამადასტურებელი არც სიტყვიერი განცხადება და არც რაიმე დოკუმენტი, ხოლო დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილია დაზარალებულის სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილი, რომლის თანახმად, ა------ ლ---–----ეს მსჯავრდებულის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ აქვს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მიაჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით, მათ შორის, დაზარალებულ ა------ ლ---–----ის ჩვენებით, მოწმეების: თ------ მ----–--ის და ზ---– კ-----–---ის ჩვენებებით, რომლებიც უდავოდ იქნა ცნობილი, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა მ----- ღ--------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.
მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელმა _ ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა გ---–- ტ-------ემ განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ სასჯელის ნაწილში, კერძოდ, ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და მ----- ღ--------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, იმ მოტივით, რომ საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებულს დაუნიშნა მინიმალური სასჯელი, რაც არის ზედმეტად ლმობიერი და მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან შეუსაბამო, რასაც სააპელაციო პალატა არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე, ის გარემოება, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს:
მსჯავრდებულმა მ----- ღ--------ემ აღიარა ჩადენილი დანაშაული და შეურიგდა დაზარალებულს, იგი ხასიათდება დადებითად.
მ----- ღ--------ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, იგი წარსულში ნასამართლევი არ არის და არც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი სხვა რაიმე გარემოება გააჩნია.
საქმეში წარმოდგენილია სანოტარო წესით დამოწმებული 2018 წლის 15 თებერვლის განცხადება, რომლის თანახმადაც, დაზარალებულ ა------ ლ---–----ეს მ----- ღ--------ის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს სასჯელის დანიშვნისას მასზე კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას.
ამდენად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მ----- ღ--------ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა, შესაბამისად, არ არსებობს მისი გამკაცრების საფუძველი.
და ბოლოს, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ”ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელმა საჩივარი შეიტანა მხოლოდ მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის მოთხოვნით, ხოლო მისთვის დანიშნული სასჯელის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე პირობითად ჩათვლის ნაწილში განაჩენის კანონიერება მას სადავოდ არ გაუხდია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 მარტის განაჩენი მ----- ღ--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გ---–- ტ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 მარტის განაჩენი მ----- ღ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.მ----- ღ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4.მსჯავრდებულ მ----- ღ--------ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2017 წლის 12 დეკემბრიდან 2018 წლის 02 მარტის ჩათვლით.
5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ მ----- ღ--------ეს დაევალოს პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, პირობით მსჯავრდებული მ----- ღ--------ის ყოფაქცევის კონტროლის და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7.ცნობად იქნეს მიღებული, რომ მ----- ღ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია და იგი გათავისუფლებულია საპატიმრო დაწესებულებიდან.
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/