განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 110100117002239532
№1/ბ-469-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ოქტომბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი მ------ მაკარიძე
პროკურორის - ვ------- ნ------ის
ადვოკატის - ნ---- ვ----–---–ის
მსჯავრდებულის - გ------- ბ--------ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- ე------ის ძე ბ--------ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი №1----------, დაოჯახებული, არასრული საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ზესტაფონის რაიონის სოფელი ა-–-------ი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ------- ბ--------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
1994 წლიდან, გ------- ბ--------ე, ზესტაფონის რაიონის სოფელ ა-–-------ში, ცხოვრობს რძალთან - მ------ გ----–--ესთან ერთად. მათთან ერთად, ასევე, ცხოვრობენ არასრულწლოვანი - ნ-----–---- და მ------ ბ--------ეები. აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული, გ------- ბ--------ე, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების გამო, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით რძალ - მ------ გ----–--ეს სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად მ------ გ----–--ე განიცდიდა ტანჯვას.
2017 წლის 14 ნოემბერს, 1300 საათიდან 1400 საათამდე შუალედში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ა-–-------ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, გ------- ბ--------ემ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების გამო, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა რძალს - მ------ გ----–--ეს, რის შემდეგაც განაწყენებულმა ბენზინი დაასხა მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლს და იმუქრებოდა დაწვით. მ------ გ----–--ე შეეცადა გ------- ბ--------ის დაწყნარებას და განზრახვის განხორციელებაში ხელის შეშლას, რაზედაც გ------- ბ--------ე უფრო მეტად აგრესიული გახდა, რძალ - მ------ გ----–--ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ამ მიზნით მთელს სხეულზე და ტანსაცმელზე გადაასხა ბენზინი და კვლავ განაგრძობდა მის მიმართ მუქარას და სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნული მ------ გ----–--ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც გ------- ბ--------ეს ძალის გამოყენებით წაართვა სანთებელა და ასანთი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ივლისის განაჩენით გ------- ბ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა, საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის ვადით, შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ გ------- ბ--------ეს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი;
გ------- ბ--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 14 ნოემბრიდან, 2017 წლის 23 ნოემბრის ჩათვლით;
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---- ს-----ის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ ვ------- ნ------ეს რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ გ------- ბ--------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - ნ---- ვ----–---–ს, რომლებიც არ დაეთანხმნენ სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ------- ბ--------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დ----------–------------–-------------------------------------ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღების ოქმით, ნავთობპროდუქტების და ბიოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით, დაზარალებულ მ------ გ----–--ის ჩვენებით, მოწმეების - მ------ ბ--------ის, ლ-------------------------–-----------------–---ის ჩვენებები; დათვალიერების ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ გ------- ბ--------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ გ------- ბ--------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
გ------- ბ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა, საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის ვადით, შთანთქას მეორე სასჯელი და საბოლოოდ გ------- ბ--------ეს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
გ------- ბ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის N12/30-2017 განჩინებით, გ------- ბ--------ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: ზესტაფონის რაიონი სოფელი ა-–-------ი, ზონა - ზესტაფონი - 3------------------–-----------------------–----------------------, საკადასტრო კოდით №32.14.45.519) დადებული ყადაღა.
გ------- ბ--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 14 ნოემბრიდან, 2017 წლის 23 ნოემბრის ჩათვლით.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: გ------- ბ--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მოყვითალო ფერის ასანთის კოლოფი წარწერით „ZEBRA“, მასში მოთავსებული ასანთის ღერებით, ბრალდებულ გ------- ბ--------ისგან აღებული ნიმუში (ხელის ანაწმენდი), შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული თეთრი ფერის პოლიეთილენის ბალონი და ოთხი ანაწმენდი, მ------ გ----–--ის ნერწყვის ნიმუში, ბრალდებულ გ------- ბ--------ის ნერწყვის ნიმუში, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; მ------ გ----–--ისგან ამოღებული შავი ფერის გრძელსახელოებიანი სვიტერი და შავი ფერის შარვალი, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მ------ გ----–--ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა „CD-R“ დისკზე და შს სამინისტროს სსიპ „112“-ის ჩანაწერი „CD-R“ დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე