განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002927117
საქმე №1ბ/915-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 ივნისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მსჯავრდებულ ბ-------------–-–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ, - კ-------–-----–---ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ---------–-------------–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, დაოჯახებელის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის: ქა----–---------------------–-------------–-- ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–-------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ-------------–-–---–მა ჩაიდინა:
_ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
_ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობით მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგ:
2019 წლის 22 თებერვალს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ-------–--–-----------------------------------------–- ბ-------------–-–---–მა ყოფილ მეუღლეს - თ---------------–---–ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, რა დროსაც თ---------------–---–მა განიცდა ფიზიკური ტკივილი. ბ-------------–-–---–ის ქმედებით თ---------------–---–ს მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.
2019 წლის 22 თებერვალს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ------–--–--------------------------ში ბ-------------–-–---–ი მოკვლით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - თ---------------–---–ს, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ბ--------------–-–---–ის ქმედების შედეგად თ----------------–---–ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის რეალური შიში, რის შედეგადაც მიადგა მორალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის განაჩენით:
ბ-------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ბ-------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ბ-------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ბ-------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 23 თებერვლიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ-------------–-–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა, - კ-------–-----–--ემ. აპელანტებმა მოითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა ბ-------------–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით. კერძოდ, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელი 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით.
აპელანტები აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებას, რომ ბ-------------–-–---–ი სრულად აღიარებს (მათ შორის იმ გარემოებას, რომ განხორციელებულ ძალადობას ესწრებოდა მისი შვილი) და ინანიებს დანაშაულების ჩადენას, ჰყავს ავადმყოფი, შრომისუუნარო მშობლები და მცირეწლოვანი შვილები, რომელთა მარჩენალიც არის ბ-------------–-–---–ი და დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია რა გააჩნია.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ბ-------------–-–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. ბ-------------–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, დაზარალებულ თ---------------–---–ის და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცონი ექსპერტიზის დასკვნით, შემაკავებელი ორდერით და საქმის სხვა მასალებით.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ, - ასეთს პალატა არ იზიარებს, მართალია მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა დაზარალებულის განცხადება, სადაც ითხოვს ბ-------------–-–---–ის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას, მაგრამ სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით ოჯახის არასრულწლოვან წევრებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. მართალია, ბ-------------–-–---–ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.
რაც შეეხება აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულს კმაყოფაზე ჰყავს ავადმყოფი მშობლები და არასრულწლოვანი შვილები, აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება დაცვის მხარეს კანონით დადგენილი წესით არ წარმოუდგენია, შესაბამისად სააპელაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტების საფუძველზე იმსჯელოს ხსენებული საფუძვლით სასჯელის შემსუბუქების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ბ-------------–-–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის განაჩენი ბ-------------–-–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ბ-------------–-–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ბ-------------–-–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ, - კ-------–-----–---ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის განაჩენი ბ-------------–-–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელად.
ბ-------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ბ-------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ბ-------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ბ-------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 23 თებერვლიდან.
სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულება:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მობილური ტელეფონი (ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-8 განყოფილებაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ოჯახის წევრს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალები, განთავსებული 1 (ერთი) ცალ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი